top of page

ენერგეტიკული ნაკადი

ყოველთვის, მაშინ როდესაც თქვენ გადაწყვეტთ შეასრულოთ ესა თუ ის მოქმედება და რეალიზირება მოახდინოთ ჯადოქრული ხელოვნებისა, უკეთესი იქნება თუ დაუკავშირებთ რწმენას ზებუნებრივისას თქვენს მტკიცე ნებას, გაააქტიურებთ წარმოსახვის უნარს და ყოველივე ამას დაურთავთ შელოცვის სიტყვებს, ამით მიიღწევა მაგიური ეფექტი.

ჯადოქრები როგორც პოეტები და მხატვრები ყოველთვის მიმართავენ ინპროვიზაციას რათა უკეთ გამოუვიდეთ საქმნელი საქმე. ისინი საკმაოდ ორიგინალურები არიან და ამ იმპროვიზაციაში მალავენ პირველსაწყის სიბრძნეს.


საუკეთესო შემოქმედება ფოლკლორისა, მითებისა, რელიგიებისა თუ ლეგენდებისა აგრეთვე მცენარეული საფარის სამკურნალო და მაგიური თვისებების ცოდნა, ატარებს დამხმარე ხასიათს თქვენი მაგიური ძალების განვითარებაში და ენერგეტიკის გაძლიერებაში, მიუხედავად იმისა თუ რომელ ხალხებსა და ერებს ეკუთვნის ეს ცოდნა.

ჯადოქრობის რელიგიური ასპექტების აღნიშვნისას საყურადღებოა ის რომ თუ თქვენ ყოველდღიურად იმეორებთ ღვთის კაბალისტურ სახელებს, საქმე გაქვთ კაბალის მარცხენა ხელის მიმდინარეობასთან, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოთ თქვენი ემოციური მდგომარეობის გასამძაფრებლად, ყოველივე ეს ატარებს დამაჩქარებელ ხასიათს თქვენი როგორც ჯადოქრის ზრდისა და მაგიური ძალებით აღვსების საქმეში.

აი რჩევა ბრძენი ჯადოქრებისგან: "ყოველთვის გახსოვდეთ რომ სწორედ ეს იმპროვიზაცია, წარმოთქმული შელოცვების შედეგად კუმულირებული სიტყვის ძალა, ახდენს რა თქვენი ემოციური მდგომარეობის სტიმულირებას, ქმნის მაგიურ ეფექტს, რასაც ეწოდება თქვენში ჯადოქრის ენერგიის წარმოქმნა" ანუ აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ პრაქტიკული საქმიანობის გარეშე შეუძლებელია მაგიური ძალების ზრდა.

თუ თქვენს ემოციურ მდგომარეობას აღვიძებს არაბული ღვთაებების სახელები, ტიბეტური დემონების სახელები თუნდაც საძულველი პიროვნების სახელი ან საყვარელი პოლიტიკოსის სახელი, გამოიყენეთ ისინი, ვინაიდან მნიშვნელობა სახელის წარმოთქმას კი არა აქვს არამედ იმას თუ რამდენად აღიგზნება თქვენი ქვეცნობიერი და რამდენად გაიხსნება თქვენი ასტრალური სხეული ენერგიის მისაღებად.

ასე რომ იცოდეთ მხოლოდ ბარბაროსულ კაბალისტურ სიტყვებს არ შეუძლია დემონის გამოძახება, იგივე ეფექტი მიიღწევა სხვა მისტიკური მიმდინარეობის სიტყვების წარმოთქმისასაც, რამეთუ აქ შელოცვის ტექსტზე და ვიღაცის სახელზე კი არ არის დამოკიდებული დემონის მოხმობა არამედ იმ ენერგიაზე რა ენერგიაც გამოდის თქვენგან როდესაც შელოცვას ან სახელს წარმოთქვამთ, ხოლო თუ არაბული ღვთაების სახელიც ზუსტად იგივე ემოციებს დაბადებს შენში რაც კაბალისტური ღვთის სახელის წარმოთქმისას იბადება, ეფექტი და შედეგი იქნება ერთნაირი.


ჩვეულებისამებრ ჯადოქრები წარმოთქვამენ თავის საკუთარ შელოცვებს, მაგრამ არსებობს ტრადიციული შელოცვების მთელი რიგიც, რომელთაც თქვენ შეხვდებით ამ წიგნის ბოლო თავებში. ამ შელოცვებმა გამოიმუშავეს განსაკუთრებული მაგიური ძალა საუკუნეების განმავლობაში და გამოყენების შემთხვევაში რათქმაუნდა უკეთეს შედეგს მოგცემენ. რამოდენიმე მათგანი შეიცავს კაბალისტურ სიტყვებსაც.

შელოცვა ითვლება იდეალურად თუ ის გარიტმულია. ზოგიერთი ჯადოქრები ირწმუნებიან რომ შელოცვა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარითმული, ლექსის მსგავსი, რამეთუ გარითმული სტროფების წარმოთქმა ყველაზე მეტად ზემოქმედებს თქვენს ქვეცნობიერზე. ლექსი რაც არ უნდა პრიმიტიული იყოს მაინც მოქმედებს თქვენს ქვეცნობიერზე, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი შეიცავს ადამიანის ექსტაზამდე მიმყვან სიტყვებსა და ბგერებს.


ჯადოქრული შელოცვების უმრავლესობა წარმოადგენს შუასაუკუნეებში შექმნილ ტექსტებს რომლებსაც იყენებენ საშუალო დონის ჯადოქრები, მაგრამ აგრეთვე არსებობს უძველესი შელოცვები, მაგალითად ძველი ეგვიპტის, ძველი ბაბილონის, საბერძნეთისა და ძველი კელტური ტომების, ასეთი ტიპის შელოცვების წარმოთქმა აათკეცებს მაგიურ ძალებს და გარანტირებულ შედეგებსაც იძლევა მაგრამ დასაწყისისთვის დამწყებ ჯადოქარს ვურჩევთ რომ თავი შეიკავონ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ძველი ტექსტებისაგან, რამეთუ ისენი ატარებენ განსაკუთრებულად ძლიერ მაგიურ ეფექტს და არასაკმარისად ძლიერი ჯადოქრის მიერ მათი გამოყენება საზიანოა.


რელიგიურ ასპექტს რაც შეეხება აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მისანი ეთაყვანება წარმართულ ღმერთს მაგალითად ხრონოს კულტს და ყოველთვის როდესაც გამოუვალ სიტუაციაშია მიმართავს მას დახმარებისთვის, მე გეტყვით თქვენ რომ შეგიძლიათ ამოირჩიოთ წყვდიადის საუფლოდან რომელიმე ღმერთი და თაყვანი სცეთ მას მაგრამ არ არის საჭირო ყოველ ჯერზე დასახმარებლად მასთან სირბილი არსებობენ სხვა ღმერთებიც და შეგიძლიათ დახმარება თხოვოთ მათაც, საერთოდ კი ჯადოქარი არ არის ვალდებული ეთაყვანებოდეს ვინმეს ან რამეს წყვდიადის იერარქიიდან, მას შეუძლია არავის და არაფერს არ სცეს თაყვანი, მაგრამ ერთი რამე კარგად უნდა ახსოვდეს, რომ არსებობენ ღმერთები, რომელთა ნაწილიც იქმიან შავ საქმეს ხოლო ნაწილი დიად საქმეებს, საკუთარ საქმეში ორივე მხარიდან შეგიძლიათ მიიღოთ შემწეობა, ღმერთები რომლებიც დაგეხმარებიან ჯადოქრულ საქმეში მოცემულია აგრეთვე ამ წიგნის ბოლო თავებში და მათთან მობყრობის წესიც.

თქვენ არ შეგიძლიათ დაასკვნათ რას წარმოადგენენ ეს არსებები, გაჩნდნენ ისინი ადამიანზე ადრე, თუ ადამიანმა თავად შეჰქმნა ისინი, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ღმერთები ან მფარველები უწოდოთ მათ. ასევე შეგიძლიათ არ აღიქვათ ისინი პიროვნებებად და უწოდოთ მათ ძალები, მაგრამ გახსოვდეთ, ისინი დამოკიდებულნი არიან შენზე ისევე, როგორც შენი ჯადოქრული ძალები მათზე.

აქვე სათქმელია ისიც, რომ რანაირ ურთიერთობაშიც არ უნდა შეხვიდეთ მათთან თქვენ ხართ მბრძანებელი მაგრამ მოებყარით მათ ღირსეულად და არ დაამციროთ დიქტატურით და ტირანიით. ჯადოქარი უნდა იყოს დიპლომატი და არა ტირანი.

ზოგიერთი მათგანის ძალა საჭიროა სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, მაგალითად სასიყვარულო ჯადოს გასაკეთებლად, მაგრამ ისინი უსარგებლო არიან ვთქვათ გამანადგურებელი ჯადოს გაკეთებისას, ასე რომ გახსოვდეთ თითოეულ მათგანს არ შეუძლია ყველაფრის კეთება, ზოგიერთი საქმისთვის გამოიყენებიან ერთნი, ზოგიერთი საქმისთვის კი მეორენი. რომელ რანგს მიეკუთვნებიან ისინი და რომელ განზომილებაში ვხოვრობენ ჩვენ ვერ ვიტყვით მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ საქმიანობის სფეროს მიხედვით.


ერთადერთი კლასიფიკაცია მათი იერარქიისა შემდეგნაირად გამოიყურება: პირველები ანუ ყველაზე ძლიერები არიან მფარველები და მცველები ჯადოქრული საქმიანობისა, მათ მისნები ღმერთებს უწოდებენ, ან ჯადოქრული სიბრძნის მცველებს. მათ უკავშირდებათ ე.წ ჯადოქრული ღმერთები "ჰაბონდია" და "სერნუნნოსი" რომლებიც აღვიძებენ ჩვენს შიგნით დაფარულ ჯადოქრულ ძალებს და იძლევიან მაგიურ სიბრძნეს. შემდგომნი იერარქიაში არიან დემონები, შემდეგ ნახევრადღმერთები ანუ ნახევრად ადამიანები და ნახევრად ღმერთები, ანუ ნიფილიმები ერთ ერთი მათგანია ვასსაგო რომელიც ხორცის შესხმის შემდეგ ნიფილიმად ტრანსფორმირდა და რომელსაც ჩვენ შევხვდებით ამავე წიგნში და ბოლოს გარდაცვლილთა სულები, რომლებთანაც თქვენ გექნებათ შეხება ნეკრომაგიის შესწავლისას.


ღმერთები დემონები და გარდაცვლილთა სულები მთავარი პერსონაჟები არიან ჯადოქრული პანთეონისა, რა თქმა უნდა არსებობენ სამყაროში მათ გარდა კიდევ მრავალი სული და არსება, რომლებთანაც მოგიწევთ შეხვედრა, მაგრამ მათ შეჰქმნით თქვენ ტავად ან თქვენი კოლეგების მიერ შექმნილ სულებთან მოგიწევთ კონტაქტი. ნებისმიერი თილისმა, სიმბოლო ან მანდრაგორა რომელსაც თქვენ დაამზადებთ უკვე წარმოადგენს ელემენტარულ სულს, რომელიც იქმნება თქვენგან გამომდინარე ენერგეტიკული ნაკადით, ისინი უხილავნი არიან, მაგრამ თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გახადოთ ხილულნი და მისცეთ სხეულის ფორმა და სახე როგორიც მოგესურვებათ, მუდამ გახსოვდეთ რომ სულები რომლებსაც თქვენ შექმნით აგრეთვე სულები რომლებსაც საჩუქრად მიიღებთ ლუციფერისაგან არიან თქვენი მონები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიხაროთ ქედი მათ წინაშე და უნდა მოებყროთ მკაცრად არ უნდა მისცეთ მათ გათავისუფლების ნება და საკუთარ ნება სურვილზე მოქმედების უფლება, არ უნდა აჩუქოთ ისინი სხვა ჯადოქრებს, რადგან ამით თქვენი ძალის გადასცემთ მათ, ვინაიდან ამ სულების არსებობის ენერგეტიკული წყარო თქვენგან გამოდის, გაქრებით თქვენ? გაქრებიან ისინიც, აჩუქებთ ვინმეს მათ? დაკარგავთ ძალას, რომლის აღდგენასაც ყველაფრის თავიდან დაწყება დაჭირდება, მომსახურე სულები შეგიძლიათ გადასცეთ ღრმად მოხუცებულებაში სიკვდილის წინა პერიოდში საუკეთესო შეგირდს ამით თქვენ მათ, თქვენს ძალას გადასცემთ, ხოლო თუ ვერავის შეარჩევთ ღირსეულს მაშინ თავად განაქარებთ ამ სულებს, რადგან ასეთი სულები უგზო უკვლოდ დახეტიალობენ სამყაროში და ათასგვარ პრობლემებს ქმნიან რასაც ქვიათ პოლტარგეისტული გამოვლინებები ლიავრის ეფექტი და ასე შემდეგ. არასოდეს არ მოიცილოთ ყველა მათგანი გვერდიდან არ შეიძლება ყველა მათგანის დავალებაზე გაგზავნა, ყოველთვის იყოლიეთ პირად მცველად მინიმუმ 4 სული, რათა მაქსიმალურად დაცული იყოთ ენერგეტიკული, მენტალური და ფიზიკური თავდასხმისაგან, თქვენ მათ შეგიძლიათ მისცეთ როგორც ხილული ასევე უხილავი ფორმა და ისე იყოლიოთ პირად ამალაში. რჩევის სახით გეტყვით რომ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა არც ერთ დემონთან, ვინაიდან თუ თქვენ რამოდენიმე სული გყავთ მსახურად მათ უმრავლესობას ლეგიონები ემსახურებიან და არ არის საჭირო ებრძოლო იმას ვინც შენზე ძლიერია, მაგრამ თუ თქვენ მაგიური ძალების განვითარებისას მიაღწევთ პიკს თქვენც გეყოლებათ რამოდენიმე ათეული ლეგიონი პირად არმიაში და თავად ყველაზე ძლიერი დემონებიც როგორებიც არიან წყვდიადის მეფეები შეგიძლიათ იმსახუროთ პირად ამალაში.


ლუციფერის წიგნი "ფჰილოფჰენდესი" და მოგვიანებით დაწერილი წიგნი "გამოცხადება წმინდა დუნკარისა", მოწმობენ იმაზედ თუ რა ემართება იმას ვინც ვერ აკონტროლებს საკუთარი ენერგიიდან შექმნილ სულიერ სხეულებს, ამის გამგები შეიცნობს იმას რა დაემართა ღმერთს როდესაც მან ვერ გააკონტროლა საკუთარი ენერგიისაგან შექმნილი ანგელოზთა დასი და შენ ადამიანო, ვინაიდან ხარ სწორედ ისეთი შემოქმედი როგორიც ის, ნუ გაიმეორებ მის შეცდომას, დაივიწყე სიტყვები "თავისუფალი ნება" და "მიტევება" შენს მიერ შექმნილმა თითოეულმა სულმა უნდა იცოდეს რომ ნებისმიერი თვითგადაწყვეტილი ანომალიისთვის მკაცრად დაისჯება განქარებით ანუ განადგურებით და როდესაც მიაღწევ მდგომარეობას როდესაც შეძლებ და შექმნი სულთა ლეგიონებს ნუ დაიწყებ პატარა ღმერთობანას თამაშს მიწაზე საკუთარი ანგელოზების ამალით, მუდამ გახსოვდეს რომ ყველა ძლიერს მოეძებნება მასზედ ძლიერე, საკუთარი ენერგიით შექმნილებს კი მკაცრად

მოებყარი და არ დაუშვა ის შეცდომა რაც ღმერთმა ქნა სულთათვის "თავისუფალი ნების" მიცემით.

コメント


bottom of page