ეშმაკის კულტი
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 2 нояб. 2020 г.
- 2 мин. чтения
ეშმაკის რწმენა ნაყოფია იმ ფართოდ გავრცელებული ინტერესისა რომელსაც ადამიანი იჩენს ბოროტების წყაროსადმი რომელიც ავლენს
არაადამიანურ ძალას. პირველყოფილ საზოგადოებაში ჩვეულებრივ მიიჩნევდნენ, რომ ბოროტება და უბედურება ღმერთებისაგან მოდიოდა. ძალა,
რომელმაც შექმნა სამყარო და მმართველობდა მასზე იყო მიჩნეული შემქმნელად ყველა არსებისა და არამხოლოდ კეთილის,
ასევე ბოროტისაც.

რაც შეეხება ისეთ წვრილმანებს როგორებიცაა სხვადასხვა სახის დაავადებები და უსიამოვნებები,
პირველყოფილი საზოგადოება ამ ყველაფერს ბოროტ სულებს მიაწერდა, ღმერთებთან შედარებით ნაკლებად ძლევამოსილებს
მაგრამ, გაცილებით მრავალრიცხოვნებს. ძველ ებრაელებს სჯეროდათ ძალიან განსხვავებული ზებუნებრივი არსებების რომლებსაც
შეეძლოთ ბოროტების გაკეთება. თვით იეჰოვა ითვლებოდა ერთ-ერთად მრავალრიცხოვან ღმერთებს შორის. იეჰოვას წინასწარმეტყველები
კიცხავდნენ სხვა ღმერთებს (რომლების წინაშეც მეზობელმა ტომებმა დაიჩოქეს) და მიიჩნევდნენ მათ, როგორც ბოროტ სულებს
რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი იაჰვესა და მისი რჩეული ერის მიმართ. ზუსტად ასევე ადრეული ეპოქის ქრისტიანებიც არ უარყოფდნენ
წარმართული ღმერთების არსებობას მაგრამ, ირწმუნებოდნენ, რომ ისინი სავსებით რეალური ბოროტი სულები, დემონები იყვნენ.
შემდეგ უძველესი რწმენის მაგივრად გაჩნდა რწმენა რომ იეჰოვა ერთ-ერთი ღმერთთაგანი კი არა ერთადერთი ღმერთი იყო რომელმაც შეჰქმნა
სამყარო და ყველაფერი მასში, როგორც ნათქვამია წარმოშობის წიგნში. აქედან გამომდინარეობდა ლოგიკური დასკვნა, რომ იეჰოვა იყო წყარო
როგორც ყველაფერი კეთილის, ასევე ბოროტისაც; აი რა არის ნათქვამი ბიბლიაში ამოს წინასწარმეტყველი, თავი 3, მუხლი 6:
"აბა თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?"
ანალოგიური შეხედულებაა გადმოცემულიც ესაია წინასწარმეტყველის წიგნშიც.. თავი 45, მუხლი 7: "ნათლის გამომსახველი და ბნელის
შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოვლის შემოქმედი."
რწმენა იმისა რომ ბოროტება შექმნილია ღვთის მიერ შემონახულია კაბალისტურ სწავლებაშიც სადაც ბოროტი ძალები წარმოდგენილია როგორც
ზედმეტი, უსარგებლო ენერგია ანუ ნაგავი რომელიც გამოსროლილი იქნა სეფიროტისგან-ღვთიური გამოსხივებისაგან. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია
ვიფიქროთ, რომ იუდაიზმის ტრადიციებში-ქრისტიანულთან შედარებით ეშმაკს საკმაოდ "მოკრძალებული" როლი აქვს რომელიც ითვალისწინებს
ხალხის დარწუნებას იმაში, რომ ზებუნებრივი ბოროტი ძალები მაშინ სჩადიან ბოროტებას როდესაც ღმერთი სრულიად კეთილი და კარგია.
ძველ აღთქმაში იეჰოვა ხშირად უკეთებს ხალხს ბოროტებას და ამას ყველანაირი შუამავლის გარეშე აკეთებს. ის შთააგონებს დავითს რომ აღწეროს
ხალხი რათა შემდეგ გაუგზავნოს უფალმა ისრაელს ჭირი რომ დაისაჯონ დანაშაულისათვის და დაიღუპოს სამოცდაათი ათასი ადამიანი.
მეფე აჰაბზე გაბრაზებული, ის უგზავნის მას მისი ნების შემსრულებელ სულს რომელიც ღუპავს აჰაბს. გარდა ამ სულებისა რომლებიც
იეჰოვას ემსახურებოდნენ (შემდეგომ უკვე იუდაიზმსა და ქრისტიანულ რელიგიებში ანგელოზებად წოდებულებისა) არსებობდნენ სხვა,
ბოროტი სულებიც რომლებსაც ეძახდნენ "შეირებს"-ბანჯგვლიანი არსებები, რომლებიც ცხოვრობდნენ უდაბნოებსა და უნაყოფო მიწებზე.
ამ უძველეს რწმენებსა და რელიგიებში მაინც არ მოიპოვება არანაირი ნიშანი ეშმაკის, წყვდიადის მეფის, ღვთის მთავარი მეტოქის შესახებ.
ეშმაკის კულტი გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა და თეოლოგები ამის დამტკიცებას ცდილობენ ძველი აღთქმის მეშვეობით რომელსაც არანაირი
კავშირი არ აქვს ამასთან.




Комментарии