top of page

ვინ ჯადოქრობს თქვენს წინააღმდეგ?

Обновлено: 24 июн. 2021 г.

ჯადოს ფენომენზე არაერთხელ დაწერილა და ძალიან დიდი მასალა დევს ინტერნეტ სივრცეში, სურვილი თუ გექნებათ ცოდნის გასაღრმავებლად, შეგიძლიათ გადახეთოთ, ხოლო ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ საინტერესო ტექნიკას, თუ როგორ გავიგოთ ვინ ჯადოქრობს თქვენს წინააღმდეგ.


ამ რიტუალის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:


1) მარილი (მსხვილი)

2) 9 ც. ნემსი (სასურველია იყოს ახალი)

3) მეტალის ძელი ჭურჭელი (ნებისმიერი ზომის, რომელიც გაუძლებს ცეცხლს)

4) 5 ც. სანთელი (საეკლესიო)

5) 2 შელოცვა, რომელსაც ქვემოთ ნახავთ.

მაგიდაზე დავდგათ მეტალის ჭურჭელი, ჭურჭელს შიდა მხრიდან მივაკრათ პენტაგრამის ფორმით სანთლები, ჩავყაროთ მარილი, ისე რომ დაიფაროს ფსკერი მაგრამ შესაძლებელი იყოს ნემსების ჩარჭობა, ჩავარჭოთ ნემსები წვერებით ზემოთ და ავანთოთ სანთლები, ამ დროს ვთქვათ 5-ჯერ პირველი შელოცვა:


„ვინც ზიანს მაყენებს, ვინც მანადგურებს ცეცხლმა მაჩვენოს, სანთელმა მოიყვანოს“


დაველოდოთ სანთლების ჩაწვას, შემდეგ მეტალის ჭურჭელი დავდგათ ცეცხლზე (გამოგდება ბ. აირის ქურა, შეშის ფეჩი ან კოცონი) და როგორც კი დაიწყებს მარილი ტკაცუნს ამ დროს ვთქვათ მეორე შელოცვა 9 ჯერ:


„ვინც ჩემზედ ეშაკის საქმენი ჰქმნა-დაიშანთოს, უკან წაიღოს, მოვიდეს, დამენახოს“


მარილი ფერის შეცვლას როგორც კი დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. შემდეგ ეს ჭურჭელი მარილთან და ნემსებთან ერთად უნდა გავიტანოთ გარეთ და შემოსასვლელ კარებთან დავტოვოთ 1 ღამე, მეორე დღეს კი ეს ჭურჭელი შგთავსით დავტოვოთ ხის ქვეშ ან გზაჯვარედინზე.


ამ შელოცვებში არ საწმოითქმება სიტყვა ამინ.


რიტუალის ბოლოს არ არის აუცილებელი გამოსასყიდი.


რიტუალის გაკეთება სასურველია მთვარის 24-ე დღიდან (ძველი მთვარის დღეებში)


გისურვებთ წარმატებებს!

Comments


bottom of page