top of page

კავკასიური იოგა


კავკასიური იოგა - ეს საიდუმლო სწავლება 1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით (გრაფი ვალევსკი, გიორგი გურჯიევის მოწაფე გახლდათ). კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ ვეფხისტყაოსან განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭირო...


ტიტანური ენერგია „GAYA-LHAMA“ ყველგანაა, სხეულის ნაწილებში ის შეესაბამება შემდეგ ფერებს:

1) მუცლის ქვედა ნაწილი; სასქესო ორგანოები და თავის უკანა ნაწილი - წითელი ფიზიკური.

2) მკერდის ზედა ნაწილი; შუბლი - ყვითელი მენტალური (ინტელექტი).

3) მზის წნული (მუცელი) და თავის თხემი - ცისფერი სულიერი (სასიცოცხლო ენერგია).

4) ხელები, ხელის მტევნები; ფეხები, ტერფები და სახე - თეთრი ფსიქიკური.

ამ განყოფილებაშ შემოგთავაზებთ მხოლოდ 7 მასტერ არკანის სავარჯიშოებს, რაც ვფიქრობ ძალიან ბევრს გამოადგება. თუმცა ეს შვიდი მასტერ არკანი არ არის კავკასიური იოგას სრული სავარჯიშოების ჩამონათვალი.



პირველი მასტერ-არკანი აღვიძებს სამყაროს ძალებს, საშუალებას გვაძლევს, შევიდეთ კონტაქტში უმაღლეს ენერგიებთან, ამყარებს მასტერ-რიტმს და ავითარებს ნათელხილვას.

დაჯექით სკამზე - ზურგი და კისერი გასწორებულია. თავი აწეული, ნიკაპი შეწეული, თვალები ფოკუსირებული მზეზე ან ლაქაზე, რომელიც მოთავსებულია თვალების დონეზე, დაახლოებით ერთი-ორი მეტრის მანძილზე, ვერტიკალურ კედელზე ან სადგამზე. მოადუნეთ ყველა კუნთი, და თეძოები. მაგრამ ისე, რომ ზურგი და კისერი სწორად გეჭიროთ. ხელები დევს მუხლებზე, ოდნავ გაშლილი თითები, ქმნიან „V”-ს და მოთავსებულია მუხლისთავებზე, ხოლო ცერა თითები - მუხლის სახსრების შიდა მხარეს. ქუსლები 3-6 დუიმითაა დაცილებული, ფეხისგულები ქმნიან „V”-ს, ისევე როგორც წვივები და თეძოები. სწორი პოზის მიღების შემდეგ, ბოლომდე ამოისუნთქეთ ჰაერი. შეისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში (GAYA-LHAMA წითელი ფერის, ფიზიკური დონე), მუცლის ღრუს გაფართოებით; პაუზა ერთი წამი; ამოსუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში. იმავდროულად აზრის და ნებისყოფის დახმარებით, ლოკალიზება გაუკეთეთ წითელ ფერს მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო ორგანოებსა და თავის უკანა ნაწილში, ერთწამიანი პაუზის შემდეგ იგივე გაიმეორეთ ორჯერ, რათა წითელი ფერის სუნთქვვის საერთო ჯამი უდრიდეს სამს.

ბოლო ერთწამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელეთ სუნთქვა, ამჯერად გააფართოვედ მხოლოდ გულმკერდი (ყვითელი ფერი მენტალური დონე); ერთწამიანი პაუზა, ამოსუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში, ამავე დროს აზრის და ნებისყოფის საშუალებით ლოკალიზება გაუკეთეთ ყვითელ ფერს გულმკერდსა და თავის ზედა წინა ნაწილში; პაუზა ერთი წამი. გააკეთეთ სამი სუნთქვა ყვითელ ფერზე.

ბოლო ერთწამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელეთ სუნთქვა, გააფართოვეთ გულმკერდი და მუცლის ზედა ნაწილი (ცისფერი სულიერების დონე); პაუზა ერთი წამი, ამოსუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში, ამავე დროს აზრისა და ნებისყოფის საშუალებით ლოკალიზება გაუკეთეთ ცისფერს მზის წნულში (დიაფრაგმა); პაუზა ერთი წამი; შეასრულეთ სამი სუნთქვა ცისფერზე.

ბოლო ერთწამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელეთ სუნთქვა, გააფართოვეთ მუცელი, დიაფრაგმა და მკერდი (თეთრი ფერი ფსიქიკური დონე); პაუზა ერთი წამი; ამოსუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში, ამავე დროს აზრისა და ნებისყოფის საშუალებით ლოკალიზება ხდება ტეთრ ფერზე, ხელებში, მტევნებში, ფეხებში, ტერფებსა და სახეზე; პაუზა ერთი წამი, , შეასრულეთ სამი სუნთქვა თეთრ ფერზე.

სრული სუნთქვა შეადგენს ერთ შესუნთქვას შვიდი წამის განმავლობაში, პაუზა ერთი წამი, ამოსუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში. ერთი სუნთქვის ჯამი 16-ი წამი. სუნთქვის საერთო ჯამი: სამი წითელი = 48 წამი, სამი ყვითელი = 48 წამი , სამი ცისფერი = 48 წამი , სამი თეთრი = 48 წამი, სულ თორმეტი სუნთქვა = 192 წამი ანუ სამი წუთი და თორმეტი წამი.



მეორე მასტერ არკანი გვასწავლის, თუ როგორ დავხვდეთ მტერ-მოყვარეს, როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავესხათ თავს. იგი ავითარებს ნათელსმენას და ჰარმონიას.

დადექით სწორად - ზურგი და კისერი ვერტიკალურია, ხელები ჩამოშვებული. მარჯვენა ან მარცხენა ფეხი წინ წადგით, დაახლოებით, რვა დუიმზე; მზერის დონე ისევე ფიქსირდება, როგორც წინა ვარჯიშში. მთლიანად ამოისუნთქეთ დარჩენილი ჰაერი მუცლის ღრუს, დიაფრაგმისა და გულმკერდის კუნთების დახმარებით. შეისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში, აიწიეთ ფეხის წვერებზე, მაგრად შეკარით მუშტები, თითქოს ჰაერში მყოფ სასიცოცხლო პრინციპს ებღაუჭებით, (კონცენტრირება გააკეთეთ წითელ ფერზე - ფიზიკური დონე) და გააფართოვეთ მუცელი. პაუზა ერთი წამი, ამოისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში, დაეშვით ქუსლებზე და გახსენით მუშტები (ამოსუნთქვის დროს), დამუხტეთ მუცლის ქვედა ნაწილი და თავის უკანა ნაწილი წითელი ფერით; ერთწამიანი პაუზა. შეასრულეთ კიდევ ორი წითელი სუნთქვა (ფიზიკური დონე); შემდეგ შეასრულეთ სამი ყვითელი სუნთქვა (ინტელექტუალური დონე), სამი ცისფერი სუნთქვა (სულიერი დონე) და სამი თეთრი სუნთქვა (ფსიქიკური დონე).



მესამე მასტერ-არკანი ავითარებს დახვეწილ გემოვნებას და მანძილის შეფასების უნარს, ასაზრდოებს ცენტრალიზაციის დიად პრინციპს: „მე შევისუნთქვავ სიცოცხლეს და ჩემს ირგვლივ წარმოვქმნი მაგნიტურ ძალთა ველს - ჩემს მაგნიტურ ველს ანუ აურას“.

დაჯექით სკამზე - ზურგი და კისერი გასწორებულია, თავი დაიკავეთ ისევე, როგორც პირველ მასტერ-არკანშია. თქვენ დაგჭირდებათ ორი ლაქა: ერთი - რათა მზერა დააფიქსიროთ თვალის დონეზე და მეორე ლაქა, რომელიც ჰორიზონტალურად დევს თქვენს წინ მიწაზე (იატაკზე), 3-4 ფუნტის მანძილზე.

მოადუნეთ ყველა კუნთი, ისე რომ ზურგი და კისერი გასწორებული იყოს. ხელები დაიდეთ თეძოებზე; ტითები ოდნავ გაშლილია და ქმნის „V“-ს. თითები დაიწყვეთ მუხლებზე, ცერა თითი - მუხლის შიდა ნაწილზეა. ქუსლები ერთმანეთისგან დაცილებულია 3-6 დუიმით, ტერფები ოდნავ გაშლილია და ქმნიან „V“-ს (იგივე ეხება წვივებს და თეძოებს).

ამ პოზის მიღების შემდეგ, ამოისუნთქეთ დარჩენილი ჰაერი ბოლომდე და ენერგიულად დაიხარეთ წინ, ზურგი და კისერი ერთ ხაზზეა; მზერის ფიქსირება ხდება ლაქაზე - ძირს (რომელიც მიწაზე ან იატაკზეა); შეისუნთქეთ (შვიდი წამის განმავლობაში) მუცლის გაფართოებით; შესუნთქვის დროს კონცენტრირება ხდება წითელ ფერზე (ამ დროს აზრობრივას წამოთქვამთ, რომ „სუნთქვა არის სიცოცხლე“), გააკეთეთ ერთ წამიანი პაუზა. ამოისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ამოსუნთქვის და წლში გასწორების დროს მზერა გადაიტანეთ ზემო ლაქაზე, რომელიც თვალის დონეზეა. ერთწამიანი პაუზის შემდეგ შეასრულეთ, კიდევ ორი წითელი სუნთქვა, შემდეგ სამი ყვითელი, სამი ცისფერი, და სამი თეთრი სუნთქვა.


მეოთხე მასტერ-არკანი ავითარებს უბადლო ნებისყოფას და ელექტროობას, რომელიც ინახება ნერვულ წნულებში და სხეულიმზად არის მის გამოსაყენებლად.

1)დადექით სწორად. ზურგი და კისერი ვერტიკალურია. ტერფები ერთმანეთისგან დაცილებულია - (18-24 დუიმი). ასწიეთ ხელები თვალის დონეზე; ხელისგული თქვენსკენ არის მიმართული; მზერა ფოკუსირებულია ლაქაზე, რომელიც თვალის დონეზეა.

ბოლომდე ამოისუნთქეთ ფილტვებიდან დარჩენილი ჰაერი მუცლის, დიაფრაგმის და გულმკერდის კუნთების საშუალებით. ახლა დაიწყეთ ხელის სწარაფად ტრიალი - წამში ერთი ბრუნვა გააკეთეთ. ბრუნვა მიმართულია სხეულისკენ და უნდა გადაკვეთოს მზერა ყოველი ბრუნვის დროს. სუნთქვა წითელია. შვიდი წამის განმავლობაში ხელით შვიდი ბრუნვა გააკეთეთ (გამოიყენეთ ინერცია); ხელის ბრუნვისა და შესუნთქვის დამთავრებისას ხელი თავისსუფლად უნდა ჩამოეკიდოს ერთი წამის განმავლობაში. შემდეგ ასწიეთ იგივე ხელი და ამოსუნთქვის დროს შვიდი წამის განმავლობაში, შვიდი ბრუნვა შესასრულეთ და ამასთანავე და ამასთანავე დამუხტეთ მუცლის ქვედა ნაწილი და თავის უკანა მხარე წითელი ფერით (ფიზიკური დონე). ამოსუნთქვის ბოლოს მოდუნებული ხელი გვერდზე დაუშვით. პაუზა ერთი წამი.

2)შემდეგი ჩასუნთქვის დროს ასწიეთ გასწორებული ხელი მხრის ზევით და შეკარით მუშტი; დრო-შვიდი წამი (წითელი სუნთქვა - ფიზიკური დონე). დაჭიმეთ მტევანი და მუშტად შეკრული ხელით გააკეთეთ მსუბუქი ვიბრაციები (პაუზა ერთი წამი). სწრაფად დაიხარეთ და ტერფების წინ მიწას მუშტი დაარტყით. დარტყმის მომენტში გაათავისუფლეთ სუნთქვა და მოადუნეთ დაძაბული მტევანი.

გასწორდით და სწრაფად ატყორცნეთ ხელი მაღლა, მეორე მსუბუქად ჩამოუშვით წრიული მოძრაობით შვიდი წამის განმავლობაში და გვერდზე დაუშვით. იმავდროულად ამოისუნთქეთ და მუცლის ქვედა, ასევე თავის უკანა ნაწილი შეავსეთ წითელი ფერით (პაუზა ერთი წამი).

გაიმეორეთ ამ ვარჯიშის ორივე ნაწილი მეორე ხელით, იგივე ფერით (წითელი). ამ მასტერ არკანში თქვენ აკეთებთ ოთხ სუნთქვას ერთ ფერზე, სულ თექვსმეტ სუნთქვას: ოთხი წითელი (ფიზიკური დონე), ოთხი ყვითელი (მენტალური დონე), ოთხი ცისფერი (სულიერი დონე), ოთხი თეთრი (ფსიქიკური დონე). ამრიგად მეოთხე მასტერ არკანი ყოველი თავისი ფერის ფაზაშიშედგება ორი ნაწილისგან.



პირველი ნაწილი:

A - წინხედი. B - გვერდხედი.

პოზიცია A-1; B-1 საწყისი მდგომარეობა.

A-1-2-3-4-5—1-წრე, რომელიც შემოხაზავს ხელი ბრუნვისას.

A-5-6- ხელი რომელიც ვარდება შვიდი ბრუნვის შემდეგ.

A-6- ხელი და მტევანი, რომელსაც არ ვხმარობთ.

A-7 ფეხების განლაგება (დგომა).




მეორე ნაწილი:

A-1-დასაწყისი; A-2- A-3-შესუნთქვა და ხელის აწევა, თანდათან მუშტის შეკვრა.

ფიგურა B-1-სუნთქვაში ერთწამიანი პაუზის დროს.

დახრა პოზიცია A-3-დან და მუშტის მიწაში ჩარტყმა (დარტყმის დროს გაათავისუფლეთ სუნთქვა და გახსენით მუშტი, შემდგომ , ამოისუნთქეთ, გასწორდით და დაბრუნდით A-2-ზე და ბოლოს A-1-ის პოზიციაში). ერთწამიანი პაუზის შემდეგიგივე შეასრულეთ მეორე ხელით (პოზიციაA-4).



მეხუთე მასტერ-არკანი საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ მიწის მიზიდულობა (წონით), ავიწიოთ ჰაერში, ვიფრინოთ და წყალზე ვიაროთ.

დადექით სწორად, ზურგი და კისერი ვერტიკალურია, ტერფები - დაცილებულია ერთმანეთისაგან 3-6 დიუმით, მუხლები ოდნავ მოხრილი. ყველა კუნთი მოადუნეთ. მზერა ფიქსირებულია მზეზე, მთვარეზე ან ლაქაზე. გონებას და ნებისყოფას კონცენტრირება გაუკეთეთ „GAYA_LHAMA“-ზე.

ხელები ზურგიდან თავსზემოთ გადმოიტანეთ და გასწიეთ წინ, მხრების დონეზე. ხელები მიცურავენ ჰაერში, თითქოს საცაა აფრინდებიან, მტევნები მაჯიდან მთლიანად მოდუნებულია.

ამოისუნთქეთ ბოლომდე მთელი დარჩენილი ჰაერი ფილტვებიდან, მუცლის კუნთების, დიაფრაგმის და გულმკერდის კუნთების საშუალებით, კონცენტრირება გააკეთეთ წითელ ფერზე (ფიზიკური დონე).

შეისუნთქეთ (შვიდი წამის განმავლობაში) და დაძაბეთ ხელის კუნთები მაჯამდე, მტევნები მოდუნებულია. გააფართოვეთ მუცლის ქვედა ნაწილი და გაავსეთ იგი წითელი ფერით (ფიზიკური დონე). პაუზა ერთი წამი. ამოისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში, მოდუნდით და ხელები დაიწყეთ მკერდზე (მარჯვენა ხელი მკერდის მარჯვენა მხარეს, მარცხენა - მარცხენა მხარეს). ამავე დროს, დამუხტეთ მუცლის ქვედა ნაწილი და თავის უკანა ნაწილი წითელი ფერით (ფიზიკური დონე) ეს სამჯერ გაიმეორეთ ყოფელი ფერისთვის: ზითელი, ყვითელი, ცისფერი და თეთრი. სულ თორმეტი სუნთქვაა.

შენიშვნა: ფეხები ოდნავ მოხრილია მუხლებში. გვერდხედში ნაჩვენებია მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობა. ახა ისევ წამოსწიეთ ხელები და გვერდით, მხრების დონეზე გაშალეთ. დაძაბეთ ხელის კუნთები (მტევნები მოდუნებულია). ყველაფერი ზუსტად ისე გაიმეორეთ, როგორც ვარჯიშის პირველ ნაწილშია (მხოლოდ ხელები წინ კი არა გვერდით გასწიეთ. თითოეული ფერისათვის სამ-სამჯერ. ბოლო სუნთქვის გაკეთების დროს ხელები გასწიეთ წინ, ხელისგულები და თითები ერთმანეთისკენაა მიმართული (ერთმანეთს არ ეხებიან) ჩამოყარეთ ხელები და პირით ამოსუნთქვისას, სწრაფად წარმოსთქვით ბგერა „ჰა“, სანამ მთელ ჰაერს არ ამოისუნთქავთ, ეს ისმის როგორც „ხა-ხა-ხა“, მტევნები მოდუნებულია და იმავე მდგომარეობაში რჩება, რომელშიც ვარჯიშის განმავლობაში იყო.

ყოველ ფერზე (წითელი, ყვითელი, ცისფერი, თეთრი) მოდის სამი სუნთქვა - ორი წინ გაწეული ხელებით და ერთი გვერდზე გაშლილი ხელებით - სულ 12 სუნთქვა.



მეექვსე მასტერ -არკანი

1. დადექით სწორად, სკამის ზურგს უკან სამი ფუტის მანძილზე (სკამის ზურგის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენეოთ ორი სკამი ჯოხი).

2. ჩაეჭიდეთ ვერტიკალურ ჯოხებს. დადექით მუხლებზე მათ გვერდით. ბალანსირება გააკეთეთ ფეხის ტერფების შეერტებაზე (არ დაიძაბოთ).

3. ჯოხებზე ჩაჭიდებულმა მსუბუქად და გულმოდგინეთ ამოისუნთქეთ.

4. შეისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში. შესუნთქვის შემდეგ , ჯოხებს მაგრად მოუჭირეთ თითები.

5. ფოკუსირება გააკეთეთ ლაქაზე, რპომელიც ერთცენტიანი მონეტის ზომისაა და მოთავსებულია კედელზე, თვალების დონეზე, გადაიტანეთ მზერა ლაქის გარშემოწერილობაზე.

განმარტება: კისერი და ზურგი სწორია, სხეული გამართული, ნიკაპი შეწეული, ყველა კუნთი მოდუნებულია, ტერფები გასწორებულია (ტერფები დევს იატაკზე, ან მართ კუთხეს ქმნის იატაკთან, ხოლო ქუსლები აწეულია).

თავიდან საჭიროა ორგანიზმის ფუნქციების აქტივიზაცია სწრაფი სუნთქვით. შემდეგ მთლიანად ამოისუნთქეთ დარჩენილი ჰაერი მუცლის კუნთის, გულმკერდისა და დიაფრაგმის საშუალებით.

6. შესუნთქვის შემდეგ სუნთქვა შეაჩერეთ შვიდი წამის განმავლობაში

7. შეინარჩუნეთ სრული კონტროლი და თანაბრად ამოისუნთქეთ, ფილტვებიდან გამოუშვით მაქსიმალურად ბევრი ჰაერი.

8. ამოისუნთქვის დროს ჯოხებზე თითებით დაწოლა შეასრულეთ, მტევნებით რბილად გეჭიროთ ჯოხები.

ვარჯიშის შემდეგ მუხლებზე დარჩით ან დაჯექით სამი წუთის და თორმეტი წამის განმავლობაში. სრული ვარჯიში - რვა სუნთქვა, თითოეული ოცდაოთხ წამიანი (შესუნთქვა შვიდი წამი, სუნთქვის შეჩერება შვიდი წამი, ამოსუნთქვა შვიდი წამი, შეჩერება სამი წამი) – 192 წამი, ანუ სამი წუთი და 12 წამი.



მეშვიდე მასტერ არკანი (ამინდის მართვა)


საკურთხევლიდან ან სადგარიდან, რომელზეც მოთავსებულია სანახევროდ წყლით გავსებული კვადრატული, მრგვალი ან სხვა ფორმის ჭურჭელი (დაახლოებით ორი ფუტის დიამეტრისა და ექვსი დიუმის სიღრმის), დადექით ორი ფუტის მანძილზე, სადგარი (საკურთხეველი) იმ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ შეგეძლოთ მასზე ხელისგულების დადება წელში მოუხრელად და ხელების დაუძაბავად, სახე მიმართულია მზისკენ, მთვარისკენ ან ვარსკვლავებისკენ.

ამის შემდეგ ფილტვებიდან მთლიანად ამოისუნთქეთ დარჩენილი ჰაერი. ხელები ჩაყავით წყლიან ჭურჭელში.

ხელისგულები ისე მოათავსეთ მის ფსკერზე, რომ დიდი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ედებოდნენ, ხოლო დანარჩენმა თითებმა შექმნან „V“. ღრმად შეისუნთქეთ (შვიდი წამის განმავლობაში), შეიკავეთ სუნთქვა ერთი წამით და მერე ნელ-ნელა, ხმით (ხმა უნდა ჰგავდეს ღრმად შესუნთქვას) პირიდან ამოისუნთქეთ, სანამ ჰაერი მთლიანად არ გამოვა ფილტვებიდან.

ამოსუნთქვა უნდა იყოს ბუნებრივი და თანაბარი (შვიდი წამის დაცვის გარეშე).

ერთწამიანი პაუზის შემდეგ ისევ ჩაისუნთქეთ (შვიდი წამის განმავლობაში) და ერთწამიანი პაუზის მერე ამოისუნთქეთ ჰაერი პირიდან ხმით, რომელიც კვნესას და სტვენას გვაგონებს ერთდროულად; პაუზა ერთი წამი; ღრმად შესუნთქვა (შვიდი წამის განმავლობაში); პაუზა ერთი წამი და პირით ამოსუნთქვა ხმით, რომელიც ღმუილს ან ქარის სტვენას ჰგავს.

ე.ი. ჩვენ გვაქვს სამი სრული სუნთქვა - შესუნთქვა, კვნესა და ღმუილი. გაიმეორეთ ეს სუნთქვები ოთხჯერ, გააკეთეთ სულ თორმეტი სუნთქვა მასტერ სისტემის ზემოაღწერილი შვიდი დიდი არკანი, შვიდი გასაღებია უარყოფითი გარემოცვისაგან, ზეგავლენისაგან, მემკვიდრეობითობის ჭაჭვისა და მონობისაგან განთავისუფლების. ეს მოკლე გზა, სხეულში აყალიბებს მასტერ რიტმს, რომელიც იმდენ ხანს შეინარჩუნეთ, სამნამ შეგიძლიათ (შვიდი წამი შესუნთქვა, ერთი წამი პაუზა - შვიდი წამი ამოსუნთქვა, ერთი წამი პაუზა). ეს შთაგაგონებთ პოზიტიურ აზრებს, სიტყვებს, ქმედებას, გახსნის არხებს, რომლებითაც დაამყარებთ კავშირებს მასტერ-აზრთან და ზეციურ მამასთან. აი მაშინ მიიღებთ მთელ ცოდნას, სრულ ძალაუფლებას და ძალებს. უკვე გზაზე დგეხართ და თქვენი დიადი მასწავლებელი - ზეციური მამა - პირდაპირ დაგარიგებთ ყველაფერში, არ დაგჭირდებათ სხვათა ხელმძღვანელობა, არც სხვა მასწავლებლები.

Opmerkingen


bottom of page