top of page

მეფეები


მეფეები


ჯოხების მეფე (Король Жезлов)

კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ პატივს გცემენ კოლეგები. თქვენი შესაძლებლობა იყოთ ლიდერი გაძლევთ საშუალებას იყოთ დამოუკიდებელი და მიაღწიოთ არც თუ ისე პატარა წარმატებას, ცხოვრების ამ პერიოდში. თქვენ მხოლოდ ერთი ერთგული მეგობარი გყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ მას. თქვენ მხოლოდ ერთი მინუსი გაქვთ - თქვენ ეკიდებით ახალ საქმეებს, მაგრამ მისი ბოლომდე მისაყვანად არ გყოფნით მოთმინება. შესანიშნავი პერიოდია წვეულებების მოსაწყობად, თქვენ ახლა კომუნიკაბელური ხართ. მოსალოდნელია, რომ სულ მალე მოულოდნელად დიდ თანხას მიიღებთ. ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ ძალიან გავლენიანი მფარველი გყავთ.

• სურვილები ასრულდება

• ფინანსური მდგომარეობა გამაგრდება

• მეგობრული განლაგება

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ისე იქცევით როგორც განებივრებული, კაპრიზული ბავშვი. თქვენ გამუდმებით ცდილობთ მართოთ გარშემომყოფები, რომლებიც ატიურად გეწინააღმდეგებიან. თქვენი განწყობის გამო საქმე ერთ ადგილას დგას, დრო კი მიდის. შესაძლებელია ჩხუბი ახლო მეგობრებთან. არც სერიოზული ტრამვებია გამორიცხული. ვიღაც ქალი ძალიან გაბრაზებულია თქვენზე

• წყენა, ჩხუბი

• წარუმატებლობა სამსახურში

• პრობლემები სამსახურში



თასების მეფე (Король Кубков)

ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

შესანიშნავი კარტი, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი კარტი დაბალი არკანებიდან. ის გამოხატავს სულის სილამაზესა და აბსოლუტურად ყველა ადამიანურ, დადებით თვისებას. უფრო მეტიც, აქ მტრებზე ლაპარკი საერთოდ არაა. სიტუაცია უბრალოდ არაკეთილმოსურნეების არსებობის შესაძლებლობასაც კი აქრობს. გარშემო მხოლოდ კარგი ხალხია. სწორი გზები და ნათელი ფიქრები. თქვენ ახლა ცხენზე ხართ ამხედრებული და გარსემომყოფები თქვენკენ მოისწრაფიან. მაგრამ დაიმახსოვრეთ მხოლოდ იმ ადამიანების ნდობა შეიძლება, რომლებიც შემოწმებული პერსონაჟები არიან, არ ღირს ჩამოეკიდოთ კისერზე ნებისმიერს. ენდეთ მათ, ვინც შინაგანად სუფთაა. თუ თქვენ თასების მეფე ამოგივიდათ მაშინ - გიხაროდეთ! რომ დავუშვათ და თქვენი გეგმები დაიმსხვრნენ, თქვენ მარტო მაინც არ დარჩებით დასახმარებლად მფრაველები მოვლენ და დაგეხმარებიან. გეგმები რეალიზებული იქნება!

• წარმატება, იღბალი

• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• მეგობრებისა და მფრაველების დახმარება

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თასების მეფე თავდაყირა კარგავს ტავის დადებით მნიშვნელობას. ასეთ მდგომარეობაში ის მონატრებას, დეპრესიასა და სასოწარკვეთას მოასწავებს. ყველაფერი ხელიდან გისხლტებათ, არაფერი გამოდგით. ადამიანები ძალიან არათავაზიანები არიან, მეგობრები კი დაგცინიან. სამწუხაროდ გეგმების ასრულება დაიწელება, ხოლო დახმარება, რომელსაც ელოდით არ მოვა. აიყვანეთ თავი ხელში და ეცადეთ გადაიტანოთ ეს პერიოდი. ეს პერიოდი დიდ ხანს არ გაგრძელდება მელანქოლია მალე შეგეშვებათ და დაგტოვებთ.

• ტყუილი

• წყენა, ჩხუბი

• პრობლემები სამსახურში



ხმლების მეფე (Король Мечей)

ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

ამ პერიოდ ყველა ხიბლი ახლავს. აქ არის ფლირტიც, თამაშიც, კარგი სამსახურეობრივი პერსპექტივები. შესაძლოა რაღაც საქმეები გაქვთ კანონთან. თუ მოგეჩვენებათ, რომ საქმე სერიოზულ სახეს იღებს, მიმართეთ იურისტს. თქვენ ახლა ლიდერი ხართ, თქვენ გაფასებენ და პატივს გცემენ, მაგრამ თქვენ რაღაცის გამო ნევრიულობთ - მიზეზი მხოლოდ თქვენში ეძებეთ. თქვენ ბევრი მეგობარი და ძალიან ბევრი კონტაქტი გაქვთ. იქნებ ღირს ცოტათი შეზღუდოთ თქვენი თავი და ცოტახნით სიჩუმეში იყოთ? მითუფრო, რომ თქვენ დაიღალეთ და ამიტომ ძალიან სენტიმენტალური ხართ.

• ახალი რომანი

• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• საქმე სამხედროსთან ან სასამართლოსთან

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ დმგომარეობაში

მორჩით თქვენი ძალების უაზროდ, წვრილმანებზე ხარჯვას - ასე უფრო სერიოზული საკითხებისათვის აღარაფერი დაგრჩებათ! თქვენ ახლა მერყევი, ცვალებადი ხართ და ამჟამად თქვენი მთავრი ცოდვა სწორედ ესაა. ეს თქვენი სუსტი წერტილია. თქვენ ვერ ინახავთ თქვენს სიტყვას და ამიტომ უამრავ უსიამოვნებაში ხვდებით. თქვენს არ აღიარებთ, რომ არსებობენ თქვენზე გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანები ამიტომაც წააგებთ.

• წყენა, ჩხუბი

• შესაძლოა ცხოვრებისეული დავა

• შესაძლოა მატერიალური თვისებების დაკარგვა



პენტაკლების მეფე (Король Пентаклей)

სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ ახლა ნათელი გონება და სწორი განსჯის უნარი გაქვთ. სწორედ ამიტომ თავისუფლად წყვეტთ ყველა პრობლემას, რომელიც მოგვარებას მოითხოვს. განსკაუთრებიტ კარგად ფინანსური საკითხები გამომგდით. თქვენ ძალიან რელაურად უყურებთ სამყაროს, მაგრამ არა იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობთ, პირიქით ზოგი რომანტიკოსსაც კი დაგიძახებდათ, უბრალოდ თქვენ არ ცდებით არაფრის შეფასებაში იქნება ეს ადამიანი თუ რაიმე მიწიერი ნაწილი. თუკი თქვენი პროფესია ყიდვა გაიყვასთანაა კავშირში, მაშინ თქვენი თანასწორი არავინ მოიპოვება. კოლეგები განცვიფრებულები გიყურებენ. შესაძლოა თქვენ გყავთ მოშურნეები, მაგრამ საქმეზე ამას გავლენა არ ექნება. ერთადერთი - მიხედეთ ემოციებს. თქვენ ძალიან ფეთქებადი ხართ.

• მყარი ფინანსური მდგომარეობა

• იყავით მომთმენი

• შესაფერისი დრო ფინანსური ოპერაციებისათვის

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ზარმაცი და უსაქმური ხართ, არ ასრულებთ დაპირებებს. აიყვანეთ თავი ხელში ამით თქვენ არამხოლოდ სხვებს უქმნით ამით უსიამოვნებებს არამედ საკუთარ ფულსაც კი კარგავთ. შესაძლოა ჯანმრტელობის პრობლემები, იყავით ყურადღებით და პირველივე უკმარისობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თქვენ ძალიან დიდი დროს უთმობთ ძვირფასეულობას. ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოლოდ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ნუ გექნებატ ნურავის იმედი. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში არის ქალი, რომელიც გაკონტროლებთ და გკარნახობთ როგორ მოიქცეთ

• პრობლემები ფულთან

• ჯანმრთელობის პრობლემები

• წარუმატებლობა სამსახურში

Comments


bottom of page