top of page

მზისა და მთვარის მოხმობის რიტუალი

რიტუალს, რომლის დროსაც აღესრულება მდედრობითი სქესის მაგის სხეულში ქალღმერთის, ან ნებისმიერი სხვა მდედრობითი სქესის სულიერი ფესვის მქონე სულიერი არსების მოხმობა, ან მოწვევა ეწოდება "მთვარის მოხმობა". ძველ ეგვიპტეში კი მის ვარიაციას, ანუ მამრი ღვთაების მოწვევას, მამრობითი სქესის ქურუმში ეწოდებოდა "მზის მოხმობა". ზოგიერთი მაგი ამ ოპერაციის მსვლელობისას ატარებს თავისუფალ ექსპერიმენტს, საკუთარ სხეულებში ცვლიან მოხმობილ სულებს, აგრეთვე როლებსაც.



"მთვარის მოხმობის" რიტუალის აღსრულება, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს სექსუალურ პრაქტიკაში გამოცდილ მაგთათვის. ქალი ჯადოქარი უბრალოდ წმენდს საკუთარ ცნობიერს აქტიური კონცენტრაციისაგან, ანუ ფიქრთა ნაკადისაგან, ვარდება პასიურ ტრანსში, შემდეგ კი მამაკაცი მაგი ქალის სხეულში, მოიხმობს რომელიმე კონკრეტულ ქალღმერთს. მაგალითად: სახელმძღვანელო წიგნში "რვა შაბაში ჯადოქრებისთვის" ჟანეტ და სტიუარტ ფარერებს აღწერილი აქვთ, როგორ მოიხმო მამაკაცმა მაგმა ქალი მისანის სხეულში, ლუციფერის მდედრ შვილად წოდებული ქალღმერთი "არადია" შემდეგი შელოცვის აღვლენით:


" მე, (სახელი) მოგიხმობ შენ და მოგმართავ შენ, უზენაესო დედაო ყოველი ცოცხალისა, მშობელო ყოველო ხორციელისა, მარცვლეულისა და ფესვისა, მცენარისა და ცხოველისა, ფრინველისა და თევზისა, ფოთლებისა და ყვავილისა, ხისა და ქვისა, სიცოცხლისა და სიყვარულისა, მე მოგიხმობ შენ არადია, დაეშვი შენი მსახურისა და ქურუმის სხეულში, რომელიც დგას ჩემს წინ და გამზადებულია შენდა სამსახურებლად"


რამოდენიმე ხნის შემდეგ გამოძახებული ქალღმერთი შედის რა მდედრი მაგის სხეულში, ისე რომ ფიზიკურ დონეზე აღიქვამს და შეიგრძნობს გარემოს, ის ხედავს ადამიანური თვალებით მამაკაცი მაგის მდაბალ თაყვანისცემის აქტს და ესმის მისალმების სიტყვა, რა დროსაც მამაკაცი მაგი აუცილებლად უნდა მიესალმოს მას ღირსებისა და სულიერ იერარქიაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, ემთხვიოს ხელზე ნიშნად იმისა, რომ მან შეიცნო, ქალის სხეულში მყოფი ქალღმერთი, ფარერების წიგნში შემოთავაზებულია მისალმების შემდეგი მეთოდი:


მამაკაცი მაგი ცალ მუხლზე იჩოქებს ქალღმერთის წინაშე და მიმართავს შემდეგი სიტყვებით: "მოგესალმები შენ არადია, ქალღმერთო ამალთეის მთებიდან, გადმოღვარე და გამინაწილე შენი სიყვარული, მე მუხლს ვიყრი შენს წინაშე, მე დაუსრულებლად აღტკინებული ვარ შენით, მე მსიამოვნებ შენ."


შემდგომ ამისა ქალღმერთი არადია ქალი მაგის სხეულიდან მიესალმება, იმას ვინც მოიხმო, აკურთხებს და დაატკბობს მას ენით აუწერელი სიამოვნებით.


"მზის მოხმობის" მეთოდიც პრაქტიკულად იგივეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცი წმენდს საკუთარ გონებას ფიქრთაგან, ქალი მაგი კი მის სხეულში მოიწვევს რომელიმე კონკრეტულ ღვთაებას, სახელმძღვანელოში "ჯადოქრის გზა" ფარერები გვთავაზობენ მამრი ღვთაების მოხმობის შემდეგ შელოცვას:


"მე, (სახელი) მოგიხმობ შენ, ო უზენაესო მამაო ყოველთა ხორციელთა, მობრძანდი საპასუხოდ ჩემი ხმისა, დაეშვი შეგთხოვ შენ და აღავსე ჩემს წინ მდგომი შენი მსახურისა და ქურუმის სხეული, რათა თანაზიარ გეყო ერთობისა, შენთან შეერთებით ვემსახურო შენი და ჩემი სურვილის წადილს"


ამ შემთხვევაში სულის მომხმობი მდედრი მაგი დარწმუნდება რა რომ მის წინაშე მდგარი პარტნიორის სხეული აღავსო ღმერთმა, ემთხვევა ხელზე მდაბალ თაყვანს სცემს მას და ესალმება მას შემდეგი სიტყვებით:


"მოგესალმები შენ ღმერთო "პან", მხევალი შენი (სახელი) მუხლმოდრეკილი ვდგევარ შენს წინაშე, რათა აღვასრულო ერთობლივი წადილი ჩვენი სურვილისა, გთხოვ გადმოღვარე წმინდა რქიდან შენი სიყვარული ჩემს სხეულზე, მე უსასრულოდ აღტკინებული ვარ შენით, ო პან, სატრფო შენი და შენი საყვარელი."


შემდგომ ამისა გამოძახებული ღმერთი პანი მამაკაცის სხეულიდან მიესალმება მომხმობ მდედრს, აკურთხებს, იბყრობს და ენით აუწერელ ზე სიამოვნებას განაცდევინებს მას.


მზისა და მთვარის მოხმობის რიტუალები უნდა აღსრულდეს დაღმავალი მთვარის ჟამს სასურველია ჰეკატეს დღეებში, რა დროსაც გამოძახებული ღვთაება ასაჩუქრებს მომხმობს არა მხოლოდ სექსუალური ენერგიითა და ზე სიამოვნებით არამედ სხვა სურვილთა აღსრულებაშიც ეხმარება.


 
 
 

Комментарии


bottom of page