top of page

ოთხიანები

Обновлено: 9 янв. 2021 г.



ოთხიანები


ხმლების ოთხიანი (Четверка Мечей)


პრობლემები. ხმლების ოთხიანი ასოცირდება უღონო მდგომარეობასთან. იზოლირებასთან, დაუკმაყოფილებელი ამბიციები და უიმედობა. სტიქია - ჰაერი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ ხართ უიმედო მდგომარეობაში და შიშით აღვსილი! შეწყვიტეთ ბედზე წუწუნი, ყველაფერში ხართ თქვენ დამნაშავე, ზედმეტი აქტიურობით საკუთარი ენერგეტიკული რესურსი გადახარჯეთ, რის გამოც გაქვთ უძალობა, უღონობა, ნერვიულობა და სტრესული მდგომარეობა, ქაოსი და იმედგაცრუება, სნეულება, კარგი იქნება თუ დაკავდებით ლოცვით ან მედიტაციური პრაქტიკებით, გაანალიზეთ თქვენი გადადგმული ნაბიჯები, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. კულისებში გასვლა, ახალი სტყრატეგიის შემუშავება....


• არა მყარი ემოციური მდგომარეობა

• უიმედობა

• ფიზიკური და ემოციური სისუსტე


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


ძალიან წარუმატებელი პერიოდი, ღმერთის და საკუთარი თავის მკიმართ რწმენის დაკარგვა, მიიღეთ რეალობა ისე როგორც არის და იფიქრეთ არსებული სიტუაციიდან გამოსვლა, შეეცადეთ გაინთავისუფლოთ გონება ნეგატიური აზრებისგან.... შესაძლოა შემოსავლის წყაროს გაუარესება, მემკვიდრეობა, რომელიც თქვენამდე არ მოვა, სიღარიბე, ასევე არაწესიერი გზით მატერიალური კეთილდღეობის მიღება.


• წყენა, აპათია,

• პრობლემები ფიზიკურ და სულიერ პლანზე

• შესაძლოა გეგმების ჩაშლა და ცხოვრების ნგრევა...



ჯოხების ოთხიანი (Четверка Жезлов)


კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ იღბლიანი ხართ! შეწყვიტეთ ბედზე წუწუნი, იმაზე უფრო უკეთესი ცხოვრება ვიდრე თქვენ გაქვთ ახლა არავის არ ეწყობა. თქვენ სტაბილური ხართ სამსახურში, უფროსობა თქვენით ძალიან კმაყოფილია, კოლეგები კი პატივს გცემენ და გაფასებენ. თქვენ სავსე ხართ ენერგიითა და ძალებით, რომელიც ყველფერზე, მათ შორის ყველაზე სერიოზულ პროექტეც კი გეყოფათ. ჯოხების ოთხიან უბრალოდ არასოდეს არ ამოდის ეს, თქვენს ცხოვრებაში არსებული პოზიტივის მაჩვენებელია. რაღაც შეხვედრა ძალიან წარმატებით ჩაივლის, ნუ ნერვიულობთ მის შედეგზე. ის დროა დაკავდეთ უძრავი ქონებით ან მიწებით. შესაძლოა ურთიერთობების ოფიციალური სახით გაფორმება - თქვენი ან თქვენი ახლობლის. ძალიან ჰარმონიული პერიოდია


• მყარი ფინანსური მდგომარეობა

• ქორწინება

• ფიზიკური და ემოციური გამძლეობა


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


არც ისე წარამტებული პერიოდი, თქვენ გამუდმებით ცდებით სამსახურში. არც ისე ადეკვატურად იქცევით. შესაძლოა შემოსავლის წყაროს დადაბლება. თუ არ იქნებით ყურადღებით შეიძლება დაგაჯარიმონ. პირად ცხოვრებაშიც არ არის ყველაფერი რიგზე - გიახლვდებათ დაშორება.თქვენ ეგოისტი ხართ. სულელური ქმედება დაგიმდაბლებთ თვითშეფასებას. თავს მიხედეთ


• წყენა, ჩხუბი

• პრობლემები უფროსობასთან

• შესაძლოა განქორწინება


თასების ოთხიანი (Четверка Кубков)


ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


შესანიშნავი გრძნობა ცხოვრებისგან. თქვენ წარმატებული ხართ სიყვარულში, თქვენ გაქვთ მათელი და ძლიერი ემოციები. თქვენ უკვე გადიატანეთ წარსული, მაგრამ მან მაინც დატოვა შრამები თქვენს გულზე. მაგრამ თქვენ უკვე მზად ხართ ახალი სასიყვარული ურთიერთობისათვის. თქვენ თითქმის უკვე მთლიანად გადალახეთ თქვენი შეზღუდულობა. უარი თქვით სხვა ცუდ, უაზრო თვისებებზეც და დაელოდეთ სულ მალე ბედნიერი იქნებით!


• ბედნიერება

• ფლირტი, რომანი

• კარი ჯანმრთელობა


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ ჩაკეტილი და ცივი ხართ, თითქოს გეშინიათ სიყვარულის, სინაზის, სიმპატიის გამომჟღავნების. ნაწილობრივ გასაგებია - თქვენ ძალიან დიდი დარტყმა მიიღეთ და ამ მდგომრეობიდან ვერადავერ გამოდიხართ. თქვენ გეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების და ამას გარდა გეშინიათ უარისაც. თქვენი იმედები არ გამართლდება. შესაძლოა მეგობრებთან დაშორებაც. აუციელბელია გაიგოთ, რა გინდათ და რისი გეშინიათ !


• პრობლემები სექსუალურ სფეროში

• შიში, დეპრესია

• წყენა, კამათი (ჩხუბი, სკანდალი)


პენტაკლების ოთხიანი (Четверка Пентаклей)


სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში.


შესაფერისი დროა მიწების სახლების და ნებისმიერი საკუთრების ყიდვა-გაყიდვისათვის. შესაძლოა მემკვიდრეობის მიღება. თქვენ საერთოდაც ძალიან იღბლიანი ხართ ფინანსურ საკითხებში. (მატერიალურ საკითხებში). ფული თითქოს თითონვე მოდის თქვენს ხელებში ისე, როგორც ნემსები მაგნიტზე. უბრალოდ მოეკიდეთ სიმდიდრეს უფრო მარტივად - ეს ხომ მხოლოდ ფულია და არა გასაღმერთებელი საგანი. თქვენი სურვილები ახდება, მიუხედავად იმისა მიაქცევთ თუ არა ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას.


• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• მყარი ფინანსური მდგომარეობა

• წარმატება, იღბალი


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ ძუნწობთ - და ეს კარგი არ არის. იქნებ თქვენ ფულის სესხება გთხოვეს და თქვენ უარი უთხარით ? არა? მაშინ ეს მალე მოხდება და სამჯერ იფიქრეთ (აწონდაწონეთ) მანამ სანამ უარს ეტყვით. ცხოვრებაში დაგიდგათ სიჩუმის პერიოდი, რომელიც ვაკუუმად გეჩვენებათ. დახარჯეთ ეს დრო სასარგებლოდ: ისწავლეთ როგორ დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი ერთი თვით მაინც. ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო გამოცდილი ფულთან დაკავშირებით.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• უიღბლობა

• მატერიალური სიმდიდრის გაუარესება

Comments


bottom of page