top of page

ორიანები



ორიანები


ჯოხების ორიანი (Двойка Жезлов)


ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში.


თქვენ არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში მოხვდით: მოგიწვეთ არჩევანის გაკეთება, მაგრამ ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ და შემდეგ თქვენვე მოგიწევთ თქვენს ქმედებებზე პასუხისგება. გესმით და შესანიშნავად იცით თქვენი საქმე. ასე რომ საშიში არაფერია. თქვენ ლომივით ძლიერი ადამიანი ხართ და ადამიანები უსიტყვოდ გემორჩილებიან, მაგრამ გახსოვდეთ: - გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ, პირველ რიგში შეამოწმეთ ნიადაგი. რისკს მნიშვნელობა მხოლოდ მაღალი კუშის დროს აქვს. გადაწყვეტილების მიღების დროს - ნუ იჩქარებთ! მხოლოდ ასე მიხვალთ ჰარმონიამდე.


• რთული არჩევანი

• სიტუაციის სწრაფად განვითარება

• სურვილების ასრულება


კარტის მნიშვნელონა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ ისე ხართ, როგორც ნისლში. საერთოს არ იცით რას მოკიდოთ ხელი, ხან ერთს ეცემით ხან მეორეს და ამის გამო ვერ ასწრებთ საერთოდ ვერაფერს. თქვენ გაუწონასწორებელი და ფეთქებადი ხართ, შესაძლოა პარტნიორთან ან მეგობრებთან დაშორება. არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, და ამიტომ ძალიან გეშინიათ მომავლის, მაგრამ მანამდე, სანამ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავთ, ამ სიტუაციას თავს ვერ დააღწევთ! იყავით ამბიციურები - არ გაწყენთ.


• წყენა, ჩხუბი

• პრობლემები სამსახურში

• სტრესი




თასების ორიანი (Двойка Кубков)


ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


შესანიშნავი პერიოდი, შესანიშნავი კარტი. თქვენი მარტოობა, ემოციური თუ ფიზიკური დასრულდა, რადგან თქვენ საყვარელი ადამიანის გვერდით ხართ. შესაძლოა ეს ურთიერთობა ჩანასახის დონეზეა, ანუ ახლახანს იწყება, მაგრამ მიეცით დრო! თასების ორიანი სიყვარულის, ემოციებისა და ბედნიერების კარტია. თქვენ ჯანმრთელი და ძალებით სავსე ხართ. ასევე კარტი გეუბნებათ რომ შესაძლოა ბავშვი გეყოლოთ. თუ თქვენს ინტუიციას უფრო მეტად მიენდობით, ვიდრე გონებას, თქვენ ძალიან ბედნიერი შემთხვევები გელოდებათ.


• ბედნიერება

• სიყვარული

• ქორწინება, ორსულობა



კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს საერთოდ ვერ ეწყობით. ერთადერთი რაც შესაძლებელია ეს მსუბუქი ურთიერთობაა მომავლის გარეშე. დაფიქრდით გჭირდებათ თუ არა ის. შესაძლოა დანაკარგები, დაშორებები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას: ემოციურმა აფეთქებამ შეიძლება იმუნური სისტემა დაგიზიანოთ. თავი ხელში აიყვანეთ და დაელოდეთ: მალე ყველფერი შეიცვლება. და თქვენ შეხვდებით მას ვისაც ელით.


• სევდა, დეპრესია

პრობლემები სექსუალური სფეროში

• დანაკრგი, ჩხუბი, წყენები




ხმლების ორიანი (Двойка Мечей)


ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ წარმოუდგნელად ძლიერი ხართ და და გაგაჩნიათ ზღვა ემოეციები. თქვენ შესანიშნავად იცით ყველა თქვენი პრობლემის შესაებ, მაგრამ არ აპირებთ ასეთ წვრილმანებს მიაქციოთ ყურადღება. თქვენ აიგნორირებთ ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე ეძებთ პასუხებს ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე. თქვენ შესანიშნავად გესმით, რომ აუცილებელია უარი თქვათ პასიურ არსებობაზე და გადახვიდეთ აქტიურ ქმედებებზე. თუ ენერგიას გასაქანას, გამოსასვლელს არ მისცემთ ის თვითონვე იპოვის და მაშინ მთელი თქვენი დალაგებული ცხოვრება დაიმსხვრევა. ფრთხილად იყავით!


• სირვილები ასრულდება

• ახალი რომანი

• ინტუიცია


კარტის მნიშვნელობა ამორტიალებულ მდგომარეობაში


თქვენ დახეტიალობთ ისე როგორც ბინდში, თქვენთის სულერთია, რომ ფესვები რომლების თქვენს ფეხებს ეკიდება და ძირს გაგდებთ ეს მრავალ მრიცხვანი პრობლემებია, რომლებიც გადაწყვეტასა და მოგვარებას მოითხოვენ. თქვენ არ გსუღტ მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას, მაგრამ ამასთანავე განიცდით უმიზეზო შფოთს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია, რომელსიც იმყოფებით ძალიან არასასიამოვნო და თითქმის საშიშია. თქვენ არაფრის შეცვლა არ გსურთ და მხოლოდ ცხოვრების ფიზიკური მხარით ტკბებით.


• პრობლემები ჯანმრთელობასთან

• მოუწესრიგებელი სექსუალური კავშირები

• ილუზიები




პენტაკლების ორიანი (Двойка Пентаклей)


სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის ფულის, პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


ეს არის ფინანსების კარტი. თქვენ შესანიშნავად შეგიძლიათ ფინანსური წყაროების მართვა და ამისათვის დაჯილდოვდებით. სიტუაციის მერყეობა გამოიხატება მარადიულ ბრძოლაში მატეიალურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას შორის. თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრს, იმაზე მეტს ვიდრე თქვენს ორგანიზმს შეუძლია. თქვენ ისე მიისწრაფით მატერიალური კეთილდღეობისაკენ, რომ მზად ხართ 'დაიწვათ სამსახურში'. როგორც ჩანს სტაბილურობა, მომავალში, გარანტირებული გაქვთ - უბრალოდ დაუთმეთ დრო მეგორბესა და ოჯახს.


• შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობა

• ბევრი სამუშაო

• დაღლილობა


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ ეჭვები გრღრნით, ნერვიულობთ, უფროსობა თქვენით არც ისე კმაყოფილია, კოლეგები კი შეფს აქეზებენ. ეს საკმარისია, რომ თქვენ წონასწორობიდან გამოხვიდეთ. თქვენ ფართხალებთ, ეძებთ გამოსავალს და შეცდომას შეცდომაზე უშვებთ. ამიტომაც შეთხელდა თქვენი ფინანსური მდგომარეობაც და ჯანმრთელობა. დამშვიდდით. თქვენთვის აუცილებელია დასვენება. მაშინ სწორი გადაწყვეტილებაც გამოჩნდება.


• პრობლემები ჯანმრთელობასთან

• პრობლემები ფინანსური

• ჩხუბები, წყენები

Comments


bottom of page