top of page

რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი?

ახლა განვიხილოთ ბოროტების ცნება. ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: თუკი ღმერთი ყოვლადმოწყალეა და არაფერი ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაშინ რატომ არსებობს სამყაროში ბოროტება? როგორ შეუძლია ყოვლადკეთილ ღმერთს თავისი ნებით დაუშვას ბოროტება? მეორე მხრივ, თუკი რაიმე მისი ნების გარეშე ხდება, იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტება ისეთივე ძლევამოსილია, როგორიც ღმერთი? იქნებ სინამდვილეშჳ ეშმაკი ღმერთზე მაღლა დგას?” პასუხი ამ კითხვაზე იწყება განაცხადით, რომ ღმერთი მართლად ყო0ვლადკეთილი და ყოვლადმოწყალეა.


ეს მართალია, რომ მილიონობით ადამიანს სასმელი წყალიც კი არ ჰყოფნის. მილიონობით კი შიმშილით კვდება. ყველგან მძვინვარებენ გვალვები, ქარბორბალები და ომები. როგორ ავხსნათ ეს? წარმოიდგინეთ ციხე. როცა იქ მოხვდით, ანგარიშს უწევთ საკუთარ თავს, რომ ეს აგარაკი ან სასახლე არაა. ციხე გამოსწორებისთვის და განწმენდისთვის არსებობს, და არა გართობებისთვის. ეს მატერიალური სამყარო – ციხეა, და თავისი ბუნებით იგი ტანჯვისა და მწუხარების სამყოფელია. მატერიალურ სამყაროში ყოველთვის მოხდება ომები. ყოველთვის იარსებებს ავადმყოფობა და სიკვდილი. ამ არაბუნებრივ მოვლენებს ადგილი აქვს იმიტომ, რომ ჩვენ არაბუნებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მდგომარეობა, თუკი საჭირო სახით გამოვიყენებთ ნების თავისუფლებას. ბოროტება რეალურია ჩვენთვის იმ დონით, რა დონითაც საკუთარ თავს მატერიალურთან, ანუ არაბუნებრივთან ვაიგივებთ. ბოროტების რეალობა და ნამდვილობა დამოკიდებულია ადამიანის აღქმაზე და აზროვნებაზე. თუკი ჩვენ წმინდა ცნობიერება გვაქვს, მაშინ გავაცნობიერებთ, რომ ერთადერთი რეალობა – ესაა სულიერი სამყარო. რაც უფრო მეტადატა ჩვენი ცნობიერება დაბინძურებული მატერიალური ჭუჭყით, მით უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე მატერიალური სამყარო თავისი სიმწარეებით და ტკივილებით.


ამგვარად, ბოროტება არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს მთელი მატერიალური კოსმოსი ბოროტებითაა გაჟღენთილი. ჩვენი დროის მდაბალი მსოფლიო ცნობიერება იზიდავს ბოროტებას, და ღმერთი უშვებს ამას. რატომ? იმიტომ რომ ადამიანების ქმედებების შედეგებს შეუძლიათ აბსოლუტური სიკეთისკენ უბიძგონ მათ, როგორც მშობლის სასჯელმა შეიძლება უბიძგოს ბავშვს იმისკენ, რომ კარგად მოიქცეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვების დასჯა – ცუდია, მაგრამ სინამდვილეში ეს – მშობლიური სიყვარულის გამოვლინებაა. ადამიანები თავიანთი ქმედებებით იწვევენ საკუთარ თავზე სასჯელს, მაგრამ იგი უნდა განვიხილოთ როგორც ნეგატიური საქმიანობის ბუნებრივი შედეგი. ასეთი მიდგომა გვეხმარება, რომ შევაფასოთ თავად სიძნელეების შედეგად ზრდის შესაძლებლობა.


ამის ბოლომდე ვერ-გაგებას იქამდე მივყავართ, რომ ადამიანები ღმერთს და ბოროტებას ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად მიიჩნევენ. მაგრამ უფრო სწორი, ტრანსცენდენტალური ხედვისას, ეს ორი ცნება განუყრელად დაკავშირებული ხდება ერთმანეთთან, როგორც მონეტის ორი მხარე. და კვლავ გაქვთ არჩევანი – ემსახუროთ ღმერთს, თუ საკუთარი თავის მსახურებაზე მოახდინოთ კონცენტრაცია. მიზეზი, რომლის გამოც ციხეში ვართ და ვიტანჯებით, მდგომარეობს ჩვენს სურვილში – არ ვემსახუროთ ღმერთს. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი, - და ამ არჩევანის შედეგებს ვიმკით.

 
 
 

Comments


bottom of page