top of page

რიტუალი საკუთარ დაბადების დღეზე


ძვირფასო მეგობრებო, გადავწყვიტე სწორედ ამ განყოფილებაში განმეთავსებინა აღნიშნული რიტუალი, რამეთუ საბრძოლო მაგიას განეკუთვნება მოწინააღმდეგე ძალების, ენერგიების მოცილება მათი ბლოკირება, განეიტრალება და აგრეთვე საკუთარი ბედისწერისაგან, აგრეთვე ძველი ცხოვრებისგან განთავისუფლება, რომელიც გიხსნით კარებს სიახლისაკენ და უკეთესობისაკენ.


რიტუალი ხორციელდება ხიდზე, რომელიც გადაჭიმულია ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე.


მაგიურ ტრადიციებში და აგრეთვე უამრავ ძველ ტრადიციებში ხიდი ასოცირდებოდა გადასვლის, დანთვლის, განახლებას ძველიდან ახლისკენ, სირთულეების და პრობლემების მოცილების, აგრეთვე უამრავი ნეგატივის მოცილების საუკეთესო საშუალებად და სიმბოლოდ, ამიტომ ამ რიტუალში სწორედ ასეთი დატვირთვა აქვს ხიდს.

აღნიშნული რიტუალი ემსახურება საკუთარი ბედისწერის და ცხოვრების შეცვლას რადიკალურად, ან ძველის წარსულში ჩაბარებას და ახლის მიღებას, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო და კარგი შეუძლია შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში.21 საუკუნის ეპოქაში ადამიანი მაღალ ტექნოლოგიების ერაში ცხოვრობს და ხშირად გაუაზრებლად ხდება უხილავი მაგრამ უძლიერესი ენერგიების ზემოქმედების ტყვეობაში და აგრეთვე გარშემომყოფების მძიმე ენერგეტიკის გავლენა ხშირ შემთხვევაში ჯადოზე უარესად გვიბინძურებს ჩვენს ბიოველს, ცხოვრებას და საერთო ფიზიკურ მდგომარეობას, ამიტომ უპრიანი იქნებოდა თქვენთვის ამ რიტუალის გაკეთება და საკუთარი მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება.


მოცემული რიტუალი იმართება საკუთარ დაბადების დღეზე, გამოყენების საგნები, ხიდი, ძველი ფიალა ან ჭიქა, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია რიტუალის სწორად გამართვა რამეთუ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გექნებათ და ხელმეორედ გაკეთების საშუალება აღარ მოგეცემათ.წყლით სავსე ძველი ჭიქით ხელში გადავივლით ხიდს მზის ამოსვლამდე, ჭიქა უნდა გამოვიყენოთ ისეთი რომელსაც ძალიან ხშირად ხმარობდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო წყალი კი გამოიყენება მხოლოდ ჭიდამ ამოღებული, ხიდზე რომელიმე ჭურჭლით შეიძლება მისი მიტანა ხოლო რიტუალის დაწყებამდე წყალს გადავასხავთ ძველ ჭიქაში.


ვდგებით ხიდის დასაწყისში, ხელში გვიჭირავს ჭის წყლით სავსე ძველი ჭიქა, ვდებთ ხურდა ფულს, ვადგამთ მარჯვენა ფეხს, ვტრიალდებით აღმოსავლეთის მხარეს, ჭიქისკენ ოდნავ ვიხრებით სახით და ვკითხულობთ შელოცვას იმდენჯერ რამდენი წელიც გისრულდებათ, ისე რომ შელოცვის წარმოთქმის დროს თქვენი სუნთქვა უნდა ეხებოდეს ჭიქაში ჩასხმულ წყლის ზედაპირს:


ბედის მწერალო ასულებო, ბედისწერის ძალებო, მოგმართავთ:ჭეშმარიტად და მყარად ვდგავარ ფეხებითა ჩემითა,ჭეშმარიტად შესრულდების ის, რასაც ვღაღადებ, არცა ხორციელსა, და არც სულიერსა,არც ცოცხალსა და არცა მკვდარსა,არ შეეძლების ჩემი საქმის გაფუჭება,ცხოვრებისა ახლისაი დანგრევა,არც დღისით და არცა ღამით,არც ძილში და არცა სიფხიზლეში,რამეთუ ცისკრად ვარსკულავი ანათებს,და განთიადზე მზე ამოდის;ცისკრის ვარსკულავს შევეხვეწები, მზის ამოსვლას შევევედრები, ბედის მწერალ ასულებს ვუმეგობრდები, ბედისწერის ძალებს ვეხმაურები,ახლათ ვიბადები, ახლად ვყალიბდები, ახალ ცხოვრებას ვეგებები,სიყრმიდან სიბერემდე ახალ ბედისწერას ვეხმაურები,აღვსილს სიხარულითა, დღეგრძელობითა, სიუხვითა და კეთილდღეობითა.ხიდს გადავივლი, ბედისწერისას, ვთავისუფლდები ძველით ბლელითგან,წყალი ხმაურობს, წყალი ფოფინობს, მე ყოველჟამზე მავსებს ხვავითა,დაბადებული დღესა შობისა,რა ჟამსაც ვიშევ მე დედით ჩემითგან,რასაც ვღაღადებ რასაცა ვბრძანებ,ის შესრულდების ღმერთის ძალითა.არ გაცრუვდების, არ დაინგრევის, არ ჩაიშლების, ღვთით აღსრულდების. ამინ, ამინ, ამინ!

წყალს დიდი ყლუპით ვსვამთ, დარჩენილი წყლით ვიბანთ ხელპირს, მონეტას სწრაფად ავიღებთ, შემოვტრიალდეთ ხიდის მეორე მხარეს, ანუ დასავლეთის მხარეს, ჭიქა საკუთარი მხარიდან გადავაგდოთ წყალში, ანუ მარჯვენა ხელით მარჯვენა მხარეს გადავაგდოთ, და სწრაფად გადავირბინოთ ხიდი და სახლში დავბრუნდეთ უკან მოუხედავად და ხმა ამოუღებლად.მონეტას ვინახავთ სახლში, არ ვხარჯავთ და არ ვკარგავთ, გამოსასყიდი არ უნდა არანაირი. ძალიან კარგი და არაერთხელ ნაცადი მეთოდია.

Comentarios


bottom of page