top of page

როგორ გამოვიძახოთ გარდაცვლილის სული?


ოდითგანვე იყო ცნობილი სულებთან კავშირის დამყარების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც ჩვენს დროშიც არაერთ ფაქტს თუ გამოვლინებას ჰქონია ადგილი, ზოგი საკუთარ სახლში, ზოგი სასაფლაოზე, ზოგი შეგნებულად სპეციალური დაფების საშუალებით, ზოგიც კი თვითდაუნებურად ამ მოვლენების პირდაპირი მსხვერპლის სტატუსით მონაწილე ხდება. რატომ მსხვერპლით? ორიოდე სიტყვით შევეცდები აგიხსნათ თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ერთის მხრივ უსაფრთხო გართობას, ადამიანი როცა ფიზიკურ დონეზე ცდილობს ასტრალური პროექციის გარღვევას და ამით პარალელურ სამყაროებში შეღწევას, გარდაცვლილი ადამიანის სულის გამოხმობას, ამ ყველაფრის ასამოქმედებლად საჭიროა ენერგეტიკული ძალების ნაკადის სიძლიერე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვაგვარი აქვთ, ზოგს სუსტი, ზოგს ძლიერი და ზოგს საშუალო, ასეთი წნეხის შემთხვევაში ადამიანი სწრაფად კარგავს ამ ენერგიებს რაც მას სიცოცხლისთვის ჭირდება და ხდება იმდენად სუსტი და დაუცველი, რომ გამოხმობილი სულის ტყვეობაშ ექცევა, არ მინდა ვინმე შევაშინო მაგრამ ასეთი კონტაქტები ძალიან ხშირად ოპერატორის სიკვდილით მთავრდება ან უკეთეს შემთხვევაშ მისი ფსიქიკის სრული მოშლით ანუ სიგიჟით, სანამ რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს სულის გამოძახებას უპრიანი იქნება დაფიქრდეთ, შეძლებთ ამ ძალასთან შებრძობებას ანუ წინააღმდეგობის გაწევას? ძალიან ხშირია ასევე ბედისწერის ხაზების არევა, კარმის ძლიერი დაბინძურება და რაც ყველაზე ცუდია ასეთი რამ გადადის მომდევმო თაობებს უმძიმესი ცოდვების სახით.


წარუმატებელი ოპერაციის ერთ ერთი ფორმას წარმოადგენს ასეთი გამოვლინება რომელსაც მეცნიერულ ენაზე პოლტერგეისტი ქვია, რომლის მოქმედება და გამოვლინება ძალიან ხშირად კონკრეტულ სივრცეში მცხოვრები ხალხის დაშინება წარმოადგენს, თუმცაღა პოლტერგეისტის ფენომენი ყოველთვის არ უკავშირდება სულების გამოძახებას.


სპირიტიზმის შესახებ მოვლენას ჯერ კიდებ ბიბლიაში მეფე საულის დროს ვაწყდებით, როცა მან წინასწარმეტყველების მისაღებად მიმართა მედიიუმს, თუმცა თანამედროვე ადამიანს 21-ე საუკუნეში ძნელად თუ წარმოუდგენია მსგავსი ფაქტების რეალობა, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი რომელსაც ქონია ასეთ მოვლენებთან პირდაპირი შეხება, ისინიც კი ვერ აძლევენ რაციონალური ახსნას.


განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება სულებთან კავშირი და რისი საშუალებით ხორციელდება.


ნებისმიერ თქვენგანს გექნებათ გაგონილი ასოებით დაფარული დაფა, ან ქაღალდის დიდი ფურცელი რომელზეც ასოებს და რიცხვებს წერს სულების გამოძახების მსურველი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სამაგისოდ. რა გვჭირდება ამ ოპერაციის ჩასატარებლად:



1. ანბანიანი დაფა, ან დიდი ფურცელი, რომელზეც დაწერილი იქნება ანბანი, ციფრები, ორი სიტყვა “კი” და “არა” და თავისუფალი ხაზი.


2. მინიმუმ სამი ზრდასრული ოპერატორი.


3. ღამე, ბნელი ოთახი და სამი ცალი სანთელი.


4. თეფში (ზედ დახატული ისრით)


ჩავაბნელოთ ოთახს, ვანთებთ სანთლებს, ვდებთ თფშს თავისუფალ ხაზზე და თითო კაცი ორ (სასურველია საჩვენებელი და შუა) თითს ოდნავ ახებს თეფშს. (შენიშვნა: მონაწილე უნდა იყოს სამი ადამიანი, დამსწრეთა რაოდენობა შეუზღუდავია) იმისათვის რომ სრული ეფექტი მივიღოთ, უნდა წარმოვთქვათ შელოცვა: მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ გამოიძახოთ (ვამბობთ სასურველი პირის სახელ-გვარს) სული და ონავი პაუზის შემდეგ ვეკითხებით: გამოძახებულია?, შემდეგ თფში იწყებს მოძრაობას, თუი სულის გამოძახება წარმატებით ხორციელდება, არის შემთხვევები როცა საკმაოდ ხანგრძლივად გიწევთ ლოდინი, თუმცა დაგვიანებული პასუხის შემტხვევაში არ უნდა შეწყდეს ოპერაცია.



მსგავსი ტექნიკა გამოიყენება ასევე უიჯას დაფის საშუალებითაც



მე პირადად უიჯას დაფა უფრო ადვილი და უფრო მართებული მგონია, მისი საშუალებით მუდამ ვახერხებ სულების გამოძახებას,


უიჯას დაფის საშუალებით არა მარტო კონკრეტულ სულს იძახებთ, არამედ ნებისმიერ სულს, რაცხშირად სახელის წარმოთქმაც არ გჭირდებათ. უიჯას დაფის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

Комментарии


bottom of page