როგორ შევხვდეთ 2020 წლის 14 დეკემბრის მზის დაბნელებას - რეკომენდაციები.
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 13 дек. 2020 г.
- 2 мин. чтения
Обновлено: 14 дек. 2020 г.
2020 წლის 14 დეკემბერს არის მოსალოდნელი საროსის პერიოდის 142-ე მზის სრული დაბნელება, რომელიც დადგება თბილისის დროით 20:14:39 წუთზე, 2 წუთის და 10 წამის ხანგრძლივობით.
მზის დაბნელების დანახვა შესაძლებელია არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიიდან, მაგრამ დაბნელების ნაწილობრივ დანახვა შესაძლებელი იქნება ბრაზილიის, ეკვადორის, პარაგუაის, პერუს, ურუგვაის და ასევე ნამიბიის ტერიტორიიდანაც.
ავღნიშნავ იმასაც რო დაბნელებას საქართველოში ჩვენ ვერ დავინახავთ.

ასტროლოგების აზრით 14 დეკემბრის დაბნელება იქნება 2020 წლის დაბნელებების კარმული კორიდორის დამამთავრებელი.
აგრეთვე 14 დეკემბრის დაბნელება ასრულებს დაბნელებების ორკვირიან კორიდორს, რომელიც მოხდება მშილდოსნის 24 გრადუსზე, რაც ასახული იქნება შემდეგ სიტუაციებზე:
შეცვლის ჩვენი მსოფმხედველობას,
შეცვლის შეხედულებები,
ცხოვრებისეულ პრინციპებს
სულიერ მხარეს
დამოკიდებულებას რელიგიების მიმართ.
გაამძაფრებს სხვა ქვეყნებში მოგზაურობის სურვილს,
მოიტანს გარდაქმნები და გეგმების გადაწყობებს,
მოიმატებს გადასვლის და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი.
ეს დაბნელება წარმოადგენს საროსის პერიოდის დაბნელების გაბნმეორებას, რომელიც მოხდა 2002 წლის 4 დეკემბერს, ხოლო შემდეგი განმეორება მოხდება 2038 წლის 26 დეკემბერს.
რას ნიშნავს 2020 წლის 14 დეკემბრის დაბნელება
როგორც უკვე ავღნიშნე დაბნელება მოხდება მშვილდოსნის ნიშანში, ეს კი გამოიწვევს რწმენის მიმართ კრიზისს, აგრეთვე ცვლილებებს სხვადასხვა სოციალურ ღირებულებებში.
ეს პერიოდი აგრედვე იქნება ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებების, დამოკიდებულების, ღირებულებების დაგაფასება გადახედვა შეცვლა გარდაქმნისთვის მეტად მნიშნელოვანი.
რაც ერთ დროს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური, ეს პერიოდი ამ აქტუალურობას დააკარგვინებს და განსხვავებული პრიორიტეტების, ღირებულებების გაჩენას შეუწყობს ხელს.
ხალხში უფრომეტად გამძაფრდება სურვილი განსაკუთრებულის, ახლის, ამოუცნობის შეცნობისა.
14 დეკემბრის დაბნელების პერიოდში მნიშვნელოვანია თავის შეკავება ნაადრევი დასკვნების გამოტანაზე, ამ დროს კარგია სულიერი პრაქტიკები და ბევრი კეთილი საქმეების კეთება.
რეკომენდაცია:
1. რეკომენდირებულია იატაკზე 12 სანთლის წრიულად განლაგება, საკმეველის ან სურნელოვანი ჩხირების ანთება და ამ წრეში დაწოლა თავით აღმოსავლეთის მხარეს, დაბნელებამდე ზუსტად 15 წუთით ადრე.
2. შემდეგ დავხუჭოთ თვალები და უნდა მოვახდინოთ საკუთარი პოზიტიური ფიქრების, აზრების, სურვილების ვიზუალიზაცია ან ფიქრი, ამ დროს ყოველგვარი წყენისგან სიბრაზისგან და ცუდი აზრებისგან იყოს გონება თავისუფალი.
3. ბოლოს დავამთავროთ ეს ლოცვით ან მანტრით და სამყაროს წინაშე გამოვხატოთ მადლიერების გრძნობა.

რისი გაკეთება არ შეიძლება 2020 წლის 14 დეკემბრის მზის დაბნელების დროს
მზის დაბნელების დროს ზოგიერთი ადამიანი თავს გრძნობს შეუძლოდ, სუსტად, დაღლილად, აგრეთვე შეინიშნება თავის ტკივილი. შინაგანი მღელვარება, სუნთქვის შეკვრა და ტონუსის ვარდნა, ამიტო ამ დროს არ შეიძლება კონფლიქტები, კამათი, ჩხუბი, დაძაბული სიტუაციები, რაც მთავარია თავი შეიკავეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებისაგან.
კატეგორიულად იკრძალება მზის დაბნელების ყურება, ამ დღეს ჩვენ ვერ დავინახავთ ამ დაბნელებას, ამიტომ ეს პუნქტი შეიძლება იყოს ნაკლებად საყურადღებო 14 დეკემბრის დაბნელებისას.
კარგი იქნება თუ ამ დროს თავსა არიდებთ მგზავრობას, ხალხმრავალ შეკრებებს, ინტერნეტით სარგებლობას, რამეთუ ნეგატიური სიახლეებიც კი შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს ფსიქიკაზე. ასევე ტელევიზორის ყურება, რადიოს მოსმენა და სხვებთან საუბარი და ვინმეზე ჭორაობა.
მზის დაბნელების დროს არ აის რეკომენდირებული რეცხვა, და გარეთ გაფენა, თუნდაც ეს დაბნელება დროის სარტყელიდან გამომდინარე სულ სხვა ქვეყანაში შეინიშნებოდეს. მზის დაბნელების ენერგეტიკა ამ დროს მაინც აქტიურია.
რეკომენდირებულია კონტრასტული შხაპის მიღება ან განბანვების გაკეთება დაბნელებამდე ნახევარი საათით ადრე და დაბნელების შემდეგ როცა იქნება 1 საათი გასული
რითი უნდა დავკავდეთ 2020 წლის 14 დეკემბრის მზის დაბნელების დროს
ექსპერტების აზრით ამ დროს რეკომენდირებულია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, დაკავდით მედიტაციით, იოგით. მოუსმინეთ საგალობლებს, მანტრებს.
შეეცადეთ საკუთარი თავი განარიდოთ ყოველგნარი ნეგატივისგან, ფიქრებისგან, ქმედებებისგან, ნეგატიური ხალხისგან, ჭირვეული ბავშვებისგან, ოჯახში ხმამაღალი საუბრისგან, ზედმეტი ნერვული შემოტევებისგან.
ასევე რეკომენდირებულია მოაწესრიგოთ საკუთარი საქმეები, შეეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, და სერიოზულად მოეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
დაბნელების დღეს კარგი იქნება თუ შეინახავთ მარხვას, ან დიეტას დაიცავთ,, რაციონიდან ამოიღეთ თევზეული, ცხოველური, ფრინველის პროდუქტებ ი, აგრეთვე თავი შეიკავეთ შავი ჩაისგან, ყავისგან, და ზედმეტი ტკბილეულისგან, ასევე შეეცადეთ ამ დღეს თავი შეიკავოთ თამბაქოს მოხმარებისგან და სხვადასხვა მავნე ჩვევებისაგან.
ამ დღეს საკუთარ თავს დაუთმეთ დრო.




Комментарии