top of page

რჩევები ფინანსურ კეთილდღეობაზე


რამოდენიმე რჩევა ფულზე 1 ) სამშაბათს შეიძინეთ ნემსი, ხუთშაბათს მწვანე ფერის ძაფი, იმავე ხუთშაბათს ძაფი ააგეთ ნემსზე და საყელოს მიდამოში, პიჯაკის შიდა და გარე ჯიბის შიგნითა ნაწილში გაუყარეთ შემდეგი სიტყვების თანხლებით: "იღბალი იღბალთან, ფული ფულთან, სიმდიდრე ჩემთან ბარაქა ჩემს ჯიბეში, ამინ!" შეეცადეთ რომ ნემსი რომელზეც გაქვთ აგებული ძაფი არავინ ნახოს. 2 ) შავი მთვარის პერიოდიდან მოყოლებული როცა მთვარე უნდა დაიბადოს, ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღიურად შეაგდოვეთ მაღაზიაში ან ბაზარში მირებული ხურდა ფული ცალ-ცალკე, მეშვიდე დღეს შეგროვებული ხურდა ფული წაიღეთ უახლოეს გზაჯვარედინზე, დაყარეთ (ყრით ისე თითქოს რაღაცას იშორებთ თავიდან) და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: "გადახდილია, ვალი გასტუმრებულია" დაბრუნდით სახლში, დაიბანეთ ხელები და 3 დღის განმავლობაშ არაფერი გასცეთ, არც გაასესხოთ არც არავის არაფერი ათხოვოთ!!!


3 ) აღმავალ მთვარეზე აიღეთ მწვანე ფერის სანთელი, მზესუმზირის ზეთით ზედ დაწერეთ საკუთარი სახელი და ზუსტი თანხა რამდენიც სინამდვილეში გჭირდებათ, და ამას მიაყარეთ მე-2-ე ხარისხის ფქვილი, შემდეგ აანთეთ და თქვით შემდეგი შელოცვა 12-ჯერ:"ფული მოდის, ფარაქა იზრდება, ჩემს ჯიბემდე ფული გზას თვითონ იპოვნის, ამინ!"3 დღის განმავლობაშ არაფერი გასცეთ, არც გაასესხოთ არც არავის არაფერი ათხოვოთ!!!


4 ) აღმავალ მთვარეზე შევლოცოთ საფულე ასევე 12-ჯერ შემდეგი შელოცვით:"როგორც ცაშია უთვალავი ვარსკვლავი, ზღვებში გამოულევად წყალი ისე ჩემს საფულეშ იყოს გამოულევად ფული, ამინ!"


5 ) სამზარეულოში დაკიდეთ ნებისმიერი ზომის სარკე, შელოცეთ სარკე შემდეგი შელოცვით:"რაც ზემოთ არის ის ქვემოთ იყოს, ნათელით აივსოს, სიმდიდრით გაბრწყინდეს, ამინ!"


6 ) ძალიან ხშირად ხდება ხოლმე როცა სტუმრად ყოფნის შემდგომ საკუთარი ფინანსური წარმატება წარუმატებლობით იცვლება, ამას კი ხან ჯადოს, ხან თვალს და ხან მძიმე ენერგეტიკას გადავაბრალებთ, თუმცა არის რამოდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერ თქვენგან ძალიან გამოადგება.თუ მიხვედით სტუმრად, ალკოჰოლოს ან ნებისმიერი სასმლის სმა არასოდეს დაიწყოთ პირველმა არც პირველმა დალიოთ ბოლო ჭიქა, თხევადი სასმელები მათ შორის წყალი ხომ სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის ნაკადია, ხოლო იქ სადაც ამისი პრობლემაა, ნებისმიერი სახის სითხე ავტომატურად იმუხტება უარყოფითი ნაკადით, ანუ ფინანსური სიდუხჭირის პროგრამით, ამით წრედი იკვრება და იმ ოჯახის წარუმატებლობა და ფინანსური გასაჭირი თქვენზე გადმოდისსტუმრობის შემდგომ შინ დაბრუნებულმა როგორი მშიერიც არ უნდა იყოთ არამც და არამც არ ჭამოთ საჭმელი, ამით თქვენს ფინანსურ წარმატებას გამოჭამთ.სტურმად ყოფნის დროს როცა შინ აპირებთ დაბრუნებას, მასპინძლის ოჯახიდან გამოსვლის დროს კარების ძძძზღურბლს მარჯვენა ფეხით გადმოაბიჟეთ ისე რომ ღრმად ჩასუნთქეთ რათა ბლოკირება მოხდეს მასპინძლის ოჯახის ენერგიების, რათა თან არ წამოიღოთ.


7 ) თუ გსურთ რომ ფინანსური პრობლემა არასოდეს გქონდეთ ამისათვის საჭიროა 5 თეთრიანი შელოცოთ, დაიდეთ მარცხენა ხელის გულზე, შელოცეთ 3-ჯერ და მუდამ თან ატარეთ, შელოცვა შემდეგში მდგომარეობს:"ფული ფულთან, სიმდიდრე სიმდიდრესთან, საფულე საფულესთან, ჩემი სიტყვები ღმერთმა დალოცოს, როგორც ვთქვი ისე შემისრულოს. ამინ!"ამ მონეტას აქვს ერთ წლიანი მოქმედების ძალა, არ დაგავიწყდეთ თარიღი, ერთი წლის შემდეგ იმავერ თვესა და რიცხვში უნდა გაიმეოროთ იგივე პროცედურა, გამოყენებულ მონეტას ვხარჯავთ ან გზაჯვარედინზე ვტოვებთ, შელოცვას ახალ მინეტაზე ვაკეთებთ. მონეტას კი მუდამ აღმავალ მთვარეზე შევლოცავთ.

コメント


bottom of page