top of page

საახალწლო გაფრთხილება

ახალი წლის დღეებში სადღესასწაულო სუფრის მზადებაზე ისე ვართ გადართულები, რომ სიფრთხილეს ვკარგავთ, არადა ბოროტი ხალხის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ამ დროს ხომ აქტიურია გარემო, სივრცე, კოლექტიურად ადამიანი მხოლოდ მხიარულებაზე ფიქრობს და ამ დროს ნებისმიერმა ადამიანმა ვისაც თქვენთის ცუდი სურს, ეს დრო სათავისოდ გამოიყენოს, ამ თემაში რამოდენიმე რჩევას და გაფრთხილებას მოგცემთ, რათა მცირედით მაინც აირიდოთ ჯადოქრული თავდასხმები.



რა არ შეიძლება:


საახალწლო სუფრაზე არ დათოთ მწარე საჭმელები, ეს ჯანმრთელობის პრობლემებს და ფინანსურ გასაჭირს მოასწავლებს.


1 იანვარს არ დაიწყოთ სახლის დაგვა, დასუფთავება, იატაკის მოწმედნა, ავადმყოფობას, სიდუხჭირეს და სერიოზულ ხარჯებს მოგიტანთ.


აგრეთვე შეეცადეთ 1 იანვარს არ იმუშავოთ, არ დაიღალოთ, ეს გაუთავებელ არაფრის მომტან ფუსფუსს მოასწავლებს.


ახალიწლის დღეებში ფული არავისგან არც ისესხოთ და არც გაასესხოთ, როგორი უმნიშნელო თანხაც უნდა იყოს, ეს სიღატაკის მომნტანია.


კარგი იქნება თუ თქვენს მიერ გასესხებულ ფულს ახალი წლის დღეებში დაიბრუნებთ.


ახალი წლის დღეს არ შეიძლება ახალი ქამრის გაკეთება.


არ შეიძლება მოწყვეტილი ღილის დაკერება და გარღვეული ტანსაცმლის გაკერვა.


ახალიწლის დღეებში კარდაკარ გასაყიდად ჩამოტარებული საჩუქრების ყიდვა არ შეიძლება, ამით თქვენს ბარაქას გაატანთ, ეს ძველი ბოშური მეთოდია, არაბოშებისაგან ბარაქის მოპარვის ტრადიციაა და ამას თუ ახალი წლის დღერებში მკაცრად დაიცავთ კარგი იქნება.

Comments


bottom of page