top of page

საახალწლო რჩევები

ნაძვის ხე ხომ ახალი წლის ჯადოსნური ღამის მთავარი ფიგურაა, მას ნატვრის ხის ფუნქციაც აქვს;

მათ ვისაც სურს პირადი ცხოვრების მოწესრიგება, ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ოჯახში უთანხმოების და კონფლიქტების მოწესრიგება, ნაძის ხეზე წითელი ფერის ლენტებით ან ძაფებით რთავდნენ.




თუ ვინმეს აქვს სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობაზე მაშინ ყვითელი ფერის ძაფებით გაკეთებულ ბაფთებს ან ლენტებს უკეთებდნენ,


ვისაც ფინანსური კეთილდღეობა სურს, რეკომენდირებულია მწვანე ფერის ლენტების ან ძაფების გამოყენება.


თუ საერთო მდგომარეობის მოწერიგება ან გაუმჯობესება გსურთ, ლურჯი ფერის ლენტებიც გამოიყენეთ.


ჩაიფიქრეთ ფერების მიხედვით თქვენი სურვილები და ისე შეაბით ნაძის ხეს, ხოლო ნაძის ხის აღების შემთხვევაშ, ხსნით სათამაშოებს და შემდეგ თუ ნაძის ხე ნამდვილია, აუცილებლად ლენტებთან ერთად წვავთ, ხოლო თუ ხელოვნურია და მრავალჯერადი, ამ შემთხვევაში მოხსენით ლენტები და ძაფები, რასაც შემდეგ დაწვავთ ზუსთად ნათლისღების დღეს.


ოდითგანვე იყო ცნობილი ნაძის ხეზე ტკბილეულის და ხილის შებმა, ეს არ იყო მატერიალურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ძველად ხალხმა კარგად იცოდა, რომ ნაძისხეზე შებმულ ტკბილეულს თუ ახალი წლის ღამეს შეჭამდი, მთელი წელი ხვავი არ მოაკლდებოდა ოჯახს, ჯანმრთელობაზე ან შვილოსნობაზე ვისაც ქონდა პრობლემები, ნაძისხეზე შებმულ ხილს ჭამდნენ.


Comments


bottom of page