top of page

სატანიზმი და სექსი

ჩვენმა ნაქადაგებმა თავისუფალმა სიყვარულმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ბევრი თვლის, რომ სექსი სატანიზმის ერთ–ერთი აუცილებელი კომპონენტია და ორგიებში მონაწილეობის გარეშე სატანისტი ვერ იქნები. ისინი, რა თქმა უნდა, ცდებიან, და ადამიანები, რომლებიც სატანიზმს მხოლოდ სექსუალური თავისუფლების გამო აღიარებენ, მწარედ იმედგაცრუებულნი რჩებიან.


სატანიზმი ნამდვილად ქადაგებს სექსუალურ თავისუფლებას. ეს არის თავისუფლება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს თავისუფლება ნებას გაძლევს იყო ერთგული ერთი ადამიანის მიმართ ან პირიქით, სხვადასხვა პარტნიორებთან დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნილებები.


სატანიზმი არავის აძალებს ორგიებში მონაწილეობის მიღებას. ზოგიერთისთვის მსგავსი რამ არცაა მისაღები – მათ თავიანთი მეწყვილეების ერთგულება ურჩევნიათ. ზოგისთვის კი პირიქით, მხოლოდ ერთ ადამიანზე მიჯაჭვაა წარმოუდგენელი, ასე რომ ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის სექსუალური ცხოვრებაა მისთვის მისაღები. თავის დათრგუნვის ნებისმიერი ფორმა, სატანური სტანდარტების მიხედვით, შეცდომაა – არ შეიძლება დაუკმაყოფილებელი დატოვო შენი მოთხოვნილებები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს თავი უბიწოდ მოაჩვენო. ყველა ვინც სხვებს თავის უბიწობას „უმტკიცებს“, უფრო მჭიდროდაა შებოჭილი, ვიდრე ისინი, ვინც სექსს ცხოვრების ერთ–ერთი ნაწილად აღიქვამენ და „სექსუალურ თავისუფლებას“ ზედმეტად არ ამჟღავნებენ. ასევე, მაგალითად, ცნობილია, რომ ნიმფომანები – ყველა მამაკაცის ოცნების ქალები და ეროტიკული მოთხრობების მთავარი გმირები – სულაც არ არიან „თავისუფალნი“ – ისინი სინამდვილეში ფრიგიდულები არიან და პარტნიორებს მხოლოდ იმიტომ იცვლიან, რომ ოდესმე თავიანთი შესაფერისი მეწყვილე იპოვონ.


კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი აზრია ის, რომ ჯგუფურ სექსში მონაწილეობა სექსუალური თავისუფლების ერთ–ერთი ნიშანია. რეალობა კი ისაა, რომ ყველა „სექს–დაჯგუფებას“ ერთი რამ აერთიანებს – გადახრები და ფეტიშიზმი. გარდა ამისა, მათი „სექსუალური თავისუფლების“ ყველა გამოხატულება ერთ ფორმატში ჯდება : ორგიის ყველა მონაწილე მოქმედებს მექანიკურად, იმეორებენ ლიდერის მოქმედებას, არცერთი არ ფიქრობს იმაზე, რომ მათი ქცევა ბავშვურ გართობას უფრო ჰგავს, ერთფეროვნება კი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური თავისუფლების არარსებობაზე მეტყველებს.


სატანისტი აცნობიერებს, რომ თუკი მას უნდა სექსუალური თავისუფლება, მაშინ ის არ უნდა მოექცეს „სექსუალური რევოლუციონერების“ გავლენის ქვეშ, პირიქით, ის უნდა გახდეს ამ დაჩლუნგებული მასის მისაბაძი მაგალითი. სექს–კლუბების წევრებს არც კი ესმით სექსუალური თავისუფლების არსი და საერთოდ, მსგავს ორგანიზაციებში გაწევრიანება მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, თუ მათნაირი მიდრეკილება გაქვს რომელიმე სტილისადმი.


სატანიზმი არ კრძალავს სექსუალური ურთიერთობის არცერთ ტიპს. მთავარია, სექსმა ინდივიდი სრულად დააკმაყოფილოს, არ აქვს მნიშნელობა, ჰომოსექსუალი იქნება ადამიანი, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი. ერთადერთი აკრძალვა, რომელსაც სატანიზმი აწესებს, ძალადობას ეხება: შენმა მოთხოვნილებებმა არ უნდა დააზარალოს ის ადამიანი, ვისაც შენთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს.


არატრადიციული და ფეტიშისტური სექსის გავრცელება გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ფანტაზიას საკმაოდ გაამდიდრებდა. მათ შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ ტრანსვერტიზმზე, მაზოხიზმსა თუ სადიზმზე. ყველას აქვს რაღაცისადმი მიდრეკილება, მაგრამ გაუთვითცნობიერებლობა ხდება მათი სურვილების დათრგუნვის მიზეზი.


თვით ასექსუალებსაც კი აქვთ გადახრა – თავიანთივე ასექსუალიზმი. სექსუალური მოთხოვნილებების არქონა (თუკი ამის გამომწვევი ავადმყოფობა, სიბერე ან სხვა მისაღები მიზეზი არაა) იმაზე არანორმალურია, ვიდრე თუნდაც სექსუალური განურჩევლობა. ასექსუალების ის ენერგია, რაც სექსში უნდა დაეხარჯათ, მიმართულია სხვა საქმიანობისკენ. თუ ადამიანისთვის სექსზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა, ამისთვის მას ვერავინ დაადანაშაულებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ სქესი გააჩნია.


სატანიზმი ეთანხმება ნებისმიერ „გადახრას“, მთავარია, შედეგად არავინ დაზარალდეს. ამას უკეთ განვმარტავთ, რათა თავიდან ავიცილოთ მცდარი ინტერპრეტაციები. სხვისთვის ტკივილის მიყენება არ გულისხმობს პარტნიორის მიერ განცდილ დისკომფორტს იმის გამო, რომ მას უბრალოდ განსხვავებული სექსუალური მოთხოვნილებები აქვს. ისე, უმჯობესია თავის შეკავება იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასნი არიან, მაგრამ თუკი ისინი თვითონ გამოიჩენენ ინიციატივას და შემდეგ დაზარალებულებიც აღმოჩნდებიან, პასუხისმგებლობა შენ აღარ დაგეკისრება.


რაც შეეხება მაზოხისტებს – ისინი იღებენ სიამოვნებას ფიზიკური ტკივილის განცდისას. ასე რომ, მათთვის ტკივილის აკრძალვა, „ნორმალური“ ადამიანისთვის ტკივილის მიყენების ტოლფასია. ერთი ცნობილი ანეკდოტი კარგად გამოხატავს ამ ყველაფერს: მაზოხისტი სადისტს სთხოვს, მაწამეო, ის კი დაფიქრდება და უარს ეტყვის. თუკი ადამიანს ტკივილი სიამოვნებს, რატომ უნდა ავუკრძალოთ მას ეს სიამოვნება?!


„სადისტი“ ასოცირდება ადამიანთან, რომელიც სიამოვნებას იღებს გარშემომყოფთათვის ზიანის მიყენებით. სადისტი არ ვნებს განურჩევლად ყველას. ის ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელიც მისცემს საშუალებას, თავისი ენერგია ბოლომდე დახარჯოს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ასე რომ, თუკი ვინმე აღიარებს რომ მაზოხისტია , ნამდვილი სადისტი დიდი სიამოვნებით გაუწევს მას პარტნიორობას.


სატანისტი თავის სექსუალურ მოთხოვნილებებს არასდროს დაიკმაყოფილებს იმ ადამიანთან, რომელსაც მასთან ურთიერთობა არ სურს. თუ შეეცდებით ვინმეზე ძალადობას, ამით ხელყოფთ მის სექსუალურ თავისუფლებას, ამიტომ სატანიზმი ეწინააღმდეგება გაუპატიურებას, ზოოფილიას, პედოფილიას და სხვა ქმედებებს, რომელთა განხორციელებისასაც ირღვევა მეორე მხარის უფლებები. ხოლო თუკი აქტის ყოველი მონაწილე მომწიფული ადამიანია, რომელსაც შეუძლია პასუხი აგოს თავის ქმედებაზე, და თავისი სურვილით იღებს მონაწილეობას ამ აქტში, მაშინ მათთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.


ყოველ ადამიანს განსხვავებული სექსუალური გემოვნება აქვს. არავის აქვს უფლება, სხვებს დაუწესოს სექსუალური სტანდარტები, რადგან ყველა ადამიანი თავისი გემოვნებისამებრ აღიქვამს როგორია ნორმალური სექსი – რაც ერთისთვის ბუნებრივია, მეორესთვის შეიძლება სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს, ეს კი არცერთ მათგანს არ აძლევს უფლებას, თავი მეორეზე მაღლა დააყენოს, ან პირიქით, დაიმციროს. მაგალითად, თუკი ქმარს აქვს გადაჭარბებული სექსუალური ენერგია, ცოლს კი არა, კაცი არ იქნება მართალი, თუკი ცოლს აიძულებს მისი მოთხოვნებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდეს. ასევე, ქალმაც უნდა გამოიჩინოს გონიერება და პასიურად, მაგრამ მაინც დააკმაყოფილოს მეუღლე, ანდაც გაგებით მოეკიდოს იმ ფაქტს რომ მისი ქმარი სხვასთან ეცდება თავისი ენერგიის დახარჯვას.


ურთიერთობა იდეალურია მაშინ, როდესაც წყვილს ერთმანეთი უყვარს და სექსშიც კარგად ეწყობიან. თუმცა, ასეთი წყვილები არცთუ ისე ბევრია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სექსი და სიყვარული ერთმანეთს ავსებენ. თუკი წყვილს ერთმანეთი უყვარს, ხოლო სექსში მხოლოდ ნაწილობრივ ეწყობიან ერთმანეთს, ეს არავითარ შემთხვევაში არ გახდება მათი ურთიერთობის დასრულების მიზეზი. ხშირად სწორედ სიყვარული ხდება იმის მიზეზი, რომ ერთ–ერთი მათგანი სხვასთან იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს – მას უბრალოდ არ სურს, რომ საყვარელ ადამიანს რაიმე ავნოს. სექსი ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სიყვარულს, ხოლო განსხვავებული გემოვნების გამო სხვასთან ურთიერთობა ან თუნდაც მასტურბაცია, მრავალ პრობლემას აცილებს თავიდან ადამიანებს.


მასტურბაცია, უმრავლესობისთვის ტაბუდადებული თემა, საკმაოდ ხშირად არცთუ იოლად გასამკლავებელ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ქმნის. მას შემდეგ, რაც ქრისტიანულმა ბიბლიამ ონანის ცოდვა აღწერა (დაბ. 38:7–10), ადამიანებს პანიკური შიში გაუჩნდათ იმ სრულიად ბუნებრივი ქმედების მიმართ, რომელსაც coitus interruptus უწოდეს. მასტურბაციას, ფაქტობრივად, სექსუალურ დანაშაულად აღიქვამენ. გასულ საუკუნეებში საკმაოდ ბევრი დაიწერა მის მავნე ზემოქმედებაზე და სავალალო შედეგებზე. ყველა ფიზიკური თუ სულიერი დაავადება – გულის უკმარისობით დაწყებული, ნერვოზით დამთავრებული, მასტურბაციას მიაწერეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს– მიუხედავად მეცნიერული დასაბუთებებისა, ადამიანთა უმრავლესობას მაინც ის აქვს თავში ჩაჭედილი, რასაც საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ. მაგალითად, ითვლებოდა, რომ ვინც ბევრს მასტურბირებდა, გიჟდებოდა. ეს „გენიალური“ დასკვნა იქიდან გამოიტანეს, რომ გიჟების უმრავლესობა მასტურბირებს, ხოლო იმაზე არავის უფიქრია რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ ჰყავთ სექს. პარტნიორები და იძულებულნი არიან, თავიანთი თავები თვითონვე დაიკმაყოფილონ.


ადვილი მისახვედრია, თუ რატომ მიიჩნევს ეკლესია მასტურბაციას ცოდვად – ღმერთის მსახურებმა იციან , რომ ამ „ცოდვას“ ვერავინ გაექცევა, ხალხი მოსანანიებლად მათთან მივა და ჯიბეებიც გაუსქელდებათ. შეგვიძლია მოგიყვანოთ უმარტივესი მაგალითი, რომ მასტურბაცია სრულიად ბუნებრივი ქმედებაა: ამას აკეთებს ცხოველთა უმრავლესობა. ინსტინქტები ბავშვებშიც იჩენს თავს, მაგრამ თუ მკაცრად დაისაჯნენ, იძულებულნი ხდებიან, თავი შეიკავონ.


უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც საქმე სექსს ეხება, შვილები მშობლების თაობისგან იღებენ ინფორმაციას. შესაბამისად, თაობების ცვლისას არ იცვლება წარმოდგენა სექსზე. იმისთვის, რომ ჩვენი შთამომავლობა გავათავისუფლოთ წინაპართა იდეოლოგიისგან, უნდა გავანადგუროთ დღემდე შემონახული მკაცრი მორალური კანონები, რომლებიც დაღუპვის გარდა არაფერს გვიქადიან. სანამ თავიდან არ მოვიცილებთ დღევანდელ სასაცილო სტანდარტებს, მოგვიწევს მათი მიზეზით გამოწვეულ დაავადებათა მკურნალობა. რაც შეეხება მომავალს – სატანიზმი შეძლებს აღზარდოს ჯანმრთელი და სულელური დოგმებისგან თავისუფალი თაობა.


Comentarios


bottom of page