top of page

სექსუალური მაგიის ევქარისტიის საიდუმლო

( ამ სტატიის წაკითხვა არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისათვის ვისაც არ აქვს შეხება შავ მაგიასთან, ან შავი მაგიის სექსუალურ რიტუალებთან, ასევე სტატიის წაკითხვას არ ვურჩევ ფორუმზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს რომელიც ახალბედაა და ჯერ კიდევ გაცნობის პროცესშია მაგიის უსასრულო ლაბირინთებისა )


ტერმინი ევქარისტია აღნიშნავს წმინდა მსახურების დროს აღსრულებულ საიდუმლო ზიარების აქტს, ქრისტიანული რელიგიის კონფესიებში. ეს ტერმინი აგრეთვე აღნიშნავს განწმენდილ და ნაკურთხ საკვებს (პურსა და ღვინოს), რომლის მიღებითაც აღესრულება წმინდა საიდუმლო ზიარებისა. ქრისტიანული კონფესიის მიმდევრებისათვის ეს ტერმინი ნიშნავს სულიერ ერთობას საკუთარ ღმერთთან.

ტერმინი ევქარისტია წარმოიშვა ბერძნულ ენაში, სადაც ის გამოხატავს მადლობას, მადლიერების გრძნობას, აგრეთვე ღვთისადმი მოკრძალებას.


იმ ადამიანთათვის ვინც დაკავებულია სექსუალური მაგიის პრაქტიკით, ევქარისტიის კონცეფციას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა და თავის თავში მოიცავს ყველა ზემოთაღწერილ მნიშვნელობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სექსუალური ევქარისტიის დროს, საიდუმლო ზიარების აღსასრულებელ საკვებად გამოიყენება არა პური და ღვინო არამედ სექსუალური აქტის დროს ეაკულაციის შედეგად გალისა და მამაკაცის  გამონადენის ნარევი.


ფაქტიურად ესეც არ არის სწორი და მართებული განმარტება სექსუალური ევქარისტიისა, ვინაიდან სექსის შედეგად გამოყოფილი ბლანტი გამონადენი შედგება სხვადასხვა ნივთიერებებისაგან, რომელიც იმისათვის რომ მიჩნეულ იქნეს მაგიური ზიარებისათვის ღირსეულ საკვებად საჭიროა მისი განწმენდა, ეს პროცესი თავის თავში მოიცავს აგრეთვე კურთხევის პროცესსაც, რაც სექსუალური მაგიის მიხედვით იწვევს ამ ნივთიერებათა ფორმირებასა და ტრანსფორმაციას. მაგალითად თუ ქრისტიანული ევქარისტიისას თუ სისხლსა და ხორცს ანაცვლებს პური და ღვინო შავი მაგიის სექსუალურ პრაქტიკაში ასეთი ჩანაცვლება დაუშვებელია და ზიარებისას მიიღება უშუალოდ გამონადენთა ნარევი.

როგორიც არ უნდა იყოს მიზანი თქვენს მიერ აღსრულებული სექსუალური მაგიის რიტუალისა თავად რიტუალის მსვლელობის პროცესი აკურთხებს და განწმენდს სექსის აქტის დროს ეაკულაციის შედეგად გამოყოფილ გამონადენს, აი ამით განსხვავდება სექსუალური მაგიის ევქარისტია ჩვეულებრივი სექსით მიღებული გამონადენთა ნარევისაგან. რიტუალის რეზულტატი გახლავთ ის რომ როდესაც ქალისა და მამაკაცის გამონადენი ერთმანეთს შეერევა, ამ ნარევით მიიღება ძალიან ძლიერი მაგიური იარაღი.


გამონაყოფი რომელიც იმყოფება თხევად მდგომარეობაში წარმოადგენს ბუნებრივ ლოსიონს, ეს შეიძლება იყოს ეაკულაციის შედეგად გამოყოფილი გამონადენი, როგორც მამაკაცის ასევე ქალის, ოფლი, ცრემლი, ნერწყვი, სხვადასხვა შემთხვევაში აგრეთვე მენსტრუალური სისხლი, ყოველივე ეს განცდილი ორგაზმისას დათხეული თესლისას შეერევა რა ქალის გამონადენს მის ვაგინაში ქმნის სექსუალურ–მაგიური ენერგიით დამუხტულ ევქარისტიას ქალის საშოსა და მამაკაცის პენისის ხვრელში საიდანაც ხდება უკვე ნარევის აღება და კურთხევა.


სექსუალური ენერგიით დამუხტული ნაკურთხი ნარევი გამოიყენება სხვადასხვა ჯადოქრული მიზნებისათვის, სხვადასხვა მაგიურ ოპერაციებში. მაგალითად ამ ნაერთს იყენებენ საცხის სახით ადამიანებზე, ტანისამოსსა და სხვადასხვა თილისმებზე.


ევქარისტიის აღება ქალის საშოდან უნდა მოხდეს მამაკაცის პირის ღრუთი ეს არის აუცილებელი პირობა შემდეგ მან შესაძლებელია უკვე გაუნაწილოს მდედრ ჯადოქარს პირიდან პირში ევქარისტია რა დროსაც მისი დაგუბება მცირე ხნით ხდება ენის ქვეშ, ხოლო ნაწილი ამ მასისა გადმოიღვრება მინის კოლბაში ილუქება და ინახება მის გამოყენებამდე ხოლო ნაწილს პარტნიორები ყლაპავენ რაც აღავსებთ მათ უსაზღვრო ენერგიითა და სექსუალური შესაძლებლობებით, მომხიბვლელობით, მიზიდულობის საოცარი უნარითა და მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის ჯილდოთი.


სექსუალური მაგიის მეთოდით მიღებული ევქარისტია გამოიყენება ყველაზე ძლიერ სასიყვარულო ჯადოებში, რომელსაც ადამიანს სთავაზობს შავი მაგიის უსაზღვრო სამყარო.


 
 
 

Comments


bottom of page