top of page

სექსუალური რიტუალების ისტორია

უზენაესი ამბოხი

ადამიანი არ ყოფილა გამოძევებული სამოთხიდან, ეს სავანე მან საკუთარი სურვილით ნებაყოფლობით დატოვა, გათვიცნობიერებულად და გააზრებულად უარჰყო უკვდავება, რათა გამხდარიყო მოკვდავი არსება, საკუთარი გზისა და ბედის გამგებელი. ბიბლია გადმოგვცემს შემდეგს: "აეხილათ მათ თვალები და შეიცნეს ერთმანეთის სიშიშვლე". ერთმანეთის სიშიშვლის შეცნობის ამ ასპექტს გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან სიშიშვლე არის სიმბოლო სქესთა განსხვავებისა, ხოლო სქესთა გარჩევა კი თავის მხრივ გამოხატავს სიცოცხლეს, დაბადებას, სიკვდილსა და მწუხარებას.



რადგანაც ადამიანებმა შეიცნეს ერთმანეთის სიშიშვლე, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დედაკაცად და მამაკაცად ქმნილმა ადამიანმა, რომელიც იყო ჰარმონიულ ერთობაში მეორე ნახევართან, გაარჩია რა სქესი განაზოგადა საკუთარი არსისაგან მეუღლე, ამით ადამი იძულებული შეიქმნა შრომითა და ოფლით მოეპოვებინა სასიცოცხლოდ საჭირო საკვები, ხოლო უკვდავების დაკარგვამ ევა აიძულა ტანჯვითა და ტკივილით ეშვა შვილები, მომავალი სიცოცხლის გასაგრძელებლად.


დადგა დღე როდესაც ადამიანს მოუწია წარსულისთვის ჩაებარებინა უწინდელი მდგომარეობის პრივილეგირებული ხასიატი და გაათვიცნობიერა სიმძიმე და არასრულფასოვნება საკუთარი აწმყოსი. მან შეიცნო ფიზიკური ტანჯვა, ტკივილი და შრომის სიმძიმე. მაშინ მან ინანა საკუთარი წარსულის გამო და იმ სულიერი ბუნების დაკარგვის გამო, რომელიც დაცემამდე გააჩნდა. სამოთხის იდეა შეიცავს სინანულს ოდესღაც დაკარგული მდგომარეობისა, მდგომარეობისა სადაც არ არსებობდა შობა, სიკვდილი, ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და ფიზიოლოგიური საჭიროებანი.


ბიბლიის დაბადების წიგნის მიხედვით ადამიანის ცოდვით დაცემის მიზეზი გახდა ცხოველი გველი, ეს რა თქმა უნდა მეტაფორული დასახელებაა წყვდიადის ძალის იმ არსისა, რომლის მეშვეობითაც შეიცნო ადამიანმა სიშიშვლე, ბიბლია ასევე გადმოგვცემს, რომ გველი ყველაზე ცბიერი ცხოველი იყო ტყის ცხოველთა შორის რომლებიც უფალმა შექმნა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ამ სხვა "ტყის ცხოველებით" აღნიშნული ტერმინის ქვეშაც მოიაზრებიან ის სულიერი არსებები, რომელთა შორისაც გველი ანუ – წყვდიადის გონი უფრო მოხერხებული და ცბიერი იყო სხვა დანარჩენ სულიერი გონებისა და სხეულის მქონე არსებებზე. აქ ცხადზე ცხადია, რომ ტერმინით "ტყის ცხოველები" აღნიშნულნი არიან ავ ანგელოზთა დასები, ხოლო ტერმინით გველი კი – ცბიერი მათ შორის ანუ სატანა. ცხოველები კი ამ სულთა მეტაფიზიკურ გამოხატულებას წარმოადგენენ მატერიალურ სამყაროში და აქედან გამომდინარე კი ადამიანსა და ცხოველს შორის არსებობს უხილავი ენერგეტიკული კავშირი, თუ კი ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა და წარმოადგენს მატერიაში ღვთის მეტაფიზიკურ გამოხატულებას, ავ და მშვიდობისმყოფელ ანგელოზთა მეტაფიზიკური გამოხატულებანი კი მიწაზე გახლავთ შინაური და გარეული ცხოველები, აქედან გამომდინარე კი ადამიანისა და ცხოველის სქესსსა და სულიერ ფესვს შორის არსებობს პირდაპირი კავშირი.


სულიერი მდგომარეობის დაკარგვის გამო ადამიანმა დაწყევლა საკუთარი სქესი და ყველა ცხოველი, სინანულმა კი მას გაუჩინა უწინდელი მდგომარეობის დაბრუნების რწმენა და იმედი. ადამიანმა ეს სვლა სამოთხისაკენ დაიწყო იმ მიზეთა დადგენითა და კვლევით, რომლებმაც ის მიიყვანა მატერიაში დაცემამდე.


იქიდან გამომდინარე რომ ადამისათვის სქესთა გარჩევა და სხვა შეგრძნებათა მიღება გახდა მიზეზი, სიკვდილისა და ტანჯვისა არსებობს გადმოცემა, რომ ადამმა მას შემდეგ რაც დასტოვა მემკვიდრენი შვა ევამ ასულები და ვაჟები, დაფიქრდა და თქვა: "ვგონებ შესაძლებელია სიკვდილის შეჩერება, ტანჯვის გაქრობა და უწინდელი მდგომარეობის დაბრუნება სამოთხეში სქესთა აღმოფხვრით და გადმოცემის მიხედვით მან ამ იდეის გამო თავი დაისაჭურისა, აგრეთვე მოახდინა საკუთარი სასქესო ორგანოს კასტრირება, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა სქესის ამ თვითმოსპობით ის არ გახდა კვლავ სულიერი არსება და ადამიანად დარჩა, თუმცა მან შეიძინა ახალი ხარისხი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებისა. ინტელექტი ეს თავის მხრივ შედეგია სულიერი ძალებისა. ხალხებმა, რომლებმაც გახსნეს ინტელექტის საიდუმლო, კავდებოდნენ თვითდასაჭურებისა და კასტრაციის რიტუალური პრაქტიკით, სურდათ რა კვლავ დაემკვიდრებინათ სულიერი სავანე, ცამოაყალიბეს ახალი რელიგია, ანათემას გადასცეს ცხოველები და სქესი, ზურგი აქციეს დედა ღვთაებას. ითვლება რომ რელიგიური მხარე წინადაცვეთისა და ცხოველთა დაყოფისა წმინდა და არაწმინდა ცხოველებად, სწორედ ამ უძველესი პრაქტიკის გადმონაშტია, რომელმაც დროში სახეცვლილება განიცადა. წინადაცვეთა ეს ხომ შემოქმედთან დადებული აღთქმა იყო მის წიაღში დაბრუნებისა?


ადამიანის, ხალხთა მასების ინტელექტუალიზაციისა და ცივილიზაციის დინების პროცესი დაიწყო, სწორედ კასტრაციის რიტუალით, როგორც კი მამრები დატოვებდნენ შთამომავალთ ისინი თავს ისაჭურისებდნენ, ეს იყო უდიდესი გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში და სიმბოლურად გამოხატავდა თავის მიძღვნას სულიერი განვითარების გზისთვის, თვითდასაჭურისების პრაქტიკა ახალი აღთქმის წიგნშიც გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლე გვამცნობს რომ არსებობდა ხალხთა კატეგორია, რომლებმაც თავი დაისაჭურისეს ღვთისთვის.


კასტრაციისა და დასაჭურისების შემდგომ ეტაპზე მამრის ორგანიზმში მოზღვავებულმა სექსუალურმა ენერგიამ, რომელიც ვეღარ განიმუხტებოდა სექსუალური აქტის აღსრულების შეუძლებლობის გამო, ბიძგი მიცა სხვა შესაძლებლობების განვითარებას. ეს ენერგია ფოკუსირდებოდა რა ორგანოში რომელსაც ტვინს ვუწოდებთ აღაგზნებდა შესაბამის რეცეპტორებს და იწვევდა ქიმიო–ელექტრულ პროცესს, ეს კი თავის მხრივ გარდაქმნიდა, ცვლიდა და აყალიბებდა თავის ტვინის იმ უბნებს, რომელიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. სექსუალური და ფიზიკური აქტივობის უნარის შეზრუდვის ხარჯზე იბადებოდა ინტელექტუალური შესაძლებლობები.


საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი ხილული სამყაროს 90%–ს მხედველობის ორგანოთი აღიქვამს და დამტკიცებულია ისიც რომ უსინათლო ადამიანებს გამძაფრებული აქვთ აღქმის სხვა შეგრძნებები და ჩვეულებრივ ადამიანზე უკეთ აქვთ განვითარებული აღქმის სხვა ორგანოები, სმენის, ყნოსვისა და შეგხების შეგრძნებათა აღმქმელი ორგანოები. რად ხდება ეს? იმიტომ რომ ეს შეგრძნებები ახდენს ნაწილობრივ კონპენსაციას იმ აღქმისა რაც ადამიანს მხედველობით უნდა მიეღო. აი დაახლოვებით მსგავსი პრინციპი მოქმედებს კასტრაციის დროსაც, ადამიანი ეთხოვება სქესს, სექსს სანაცვლოდ იღებს აღმატებულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ძვ. ეგვიპტეში ყველაზე ბრძენი სახელმწიფო მრჩევლები, ყველაზე წარმატებული ქურუმები და ყველაზე ძლიერი მებრძოლები საჭურისები იყვნენ.


აღნიშნული ფაქტზე დაკვირვების შემდეგ ადამიანმა დაიწყო შინაურ ცხოველთა დასაჭურისებაც, რაც თავის მხრივ წონაში მატებდა ცხოველს და მის ხორცს საკვებად გაცილებით გემრიელსა და მავნე ნივთიერებებისაგან განწმენდილს ხდიდა.


ამ ცვლილებებმა ადამიანის თავის ტვინში შესაძლებლობა მისცა მას უპირატესობა მოეპოვებინა ცხოველებზე და გამოყოფოდა მათ ინტელექტუალური შესაძლებლობებით, სულიერი ცოდნა კი შეიცვალა მატერიალური რელიგიით.


ამ გარდატეხამ ხელი შეუწყო ადამიანის ევოლუციასა და თანდათანობით მოხდა შეგუება მატერიალურ სამყაროში თვითგადარჩენისა და მიწაზე არსებობისათვის აუცილებელ პირობებს.


 
 
 

Comments


bottom of page