top of page

სუკუბები და ინკუბები — სიძვის დემონები

სუკუბები და ინკუბები — სიძვის დემონები, რომლებიც ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან და ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ.



ინკუბები არიან მამრობითი სქესის სიძვის დემონები, სუკუბები კი მდედრობითი სქესის. როგორც წესი ისინი ხშირად მოქმედებენ ღამე, სხვადასხვა მდგომარეობაში. მსგავსი არსებების მქომედებას ახასიათებს საკუთარი ნიშნები მაგალითად : ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხდება მთვლემარე მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი არ არის ღრმა ძილში, მაგრამ არც ფხიზლობს.

მეორე შემთხვევა კი პრაქტიკულად ადამიანის პარალიზებაა. ამ დროს ადამიანს არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს ზემოხსენებულ ქმნილებას. ამგვარი სქესობრივი აქტის დროს ადამიანი განიცდის უსაზღვრო სიამოვნებას. თავისთავად ინკუბის და სუკუბის თავდასხმა არ შეიძლება ჩაითვალოს გაუპატიურებად და სექსუალ ძალადობათ, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზები არიან ადამიანთა გრძნობებისა და სურვილების მიმართ, ისინი ხშირად იმ სახეს იღებენ როგორსაც მსხვერპლი ითხოვს ქვეშეცნეულად, მალავენ სამყაროს ნაკლოვანებებს და პირდაპირ მსხვერპლის იდეალურ პარტნიორებად იქცევიან ხოლმე.


ასევე მათი თავდასხმისას რთულია მთლიანად დეტალებში მათი დამახსოვრება, ხშირ შემთხვევაში ისინი სხეულის რაღაც ნაწილით ჩანან(თუმცა ბევრია შემთხვევა როცა დეტალურად აღქმადი ხდებიან). არსებობს მითი იმისა, რომ ინკუბებს და სუკუბებს შეუძლიათ გაანაყოფიერონ ადამიანი და მის დაბადებას შეუწყონ ხელი, ამ შემთხვევაში იბადებიან, ჯადოქრები და მაგები. მითის თანახმად სწორედ ასეთი განაყოფიერების შედეგად გაჩნდა ცნობილი ინგლისელი ჯადოქარი მერლინი. ამ არსებებზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ, განსხვავებულ რელიგიებში და ხალხებში.


 
 
 

Комментарии


bottom of page