top of page

სული სიკვდილის საათში და შემდეგ

მოკლედ განვიხილოთ სიკვდილის პროცესი. ძველი ეგვიპტის, ანუ კემეტის კულტურაში, როგორც მას თავდაპირველად უწოდებდნენ, სიკვდილისადმი მომზადებას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება – ეს პრინციპში სიკვდილისთვის მზადებაა. სიკვდილის პროცესის   ფილოსოფია დაწვრილებითაა აღწერილი ეგვიპტურ  “მკვდრების წიგნში”. ძველი ეგვიპტელები აპრაქტიკებდნენ ასე ყურადღებით დამუშავებულ და დაწყობილ სისტემას სიკვდილისთვის მოსამზადებლად არა იმიტომ, რომ სიკვდილზე იყვნენ კონცენტრირებულნი, არამედ იმიტომ, რომ აცნობიერებდნენ სულის მარადიულობას და იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მის წინ მრავალფეროვანი შესაძლებლობები იშლებოდა. ადამიანის მომზადება ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლისათვის ფრიად ბრძნული გახლდათ (იხ. თავი მერვე).



როცა სული სხეულს ტოვებს, ის ოცდაოთხ საათში გადადის ერთგვარ ადგილას, სადაც დაახლოებით ერთი მიწიური წელიწადის განმავლობაში შეფარდებითი თავისუფლებით სარგებლობს. ამის შემდეგ სული წარსდგება სამჯავროს წინაშე, რომელსაც სიკვდილის ღმერთი განაგებს. სამსჯავრო გამოყოფს მართალ საქმეებს ცოდვილისგან და განსაზღვრავს, რას იმსახურებს სული შემდგომ ცხოვრებაში – სიმშვიდეს და ტკბობას, თუ სასჯელს. სულს შეუძლია ზეციურ პლანეტებზე დატკბეს, ან ჯოჯოხეთურზე დაიტანჯოს, ანაც შუალედურზე, დედამიწისმაგვარ პლანეტებზე აღმოჩნდეს, სადაც სიამოვნება და ტანჯვა დაახლოებით ერთნაირია.


ზოგიერთ სულს ათასობით სიცოცხლის გავლა მოუწევს, სანამ მიიღებენ შესაძლებლობას, რომ ფიზიკურ სამყაროში დედამიწისმაგვარ პლანეტაზე დაბრუნდეს. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს გარკვეულ კარმიულ პირობებზე, მაგალითად მშობლებზე, ან საცხოვრებელ ადგილზე წინა ცხოვრებაში. მეორე მხრივ, ზოგიერთ ადამიანს იმდენი რამე აქვს გასაკეთებელი დედამიწის მსგავს პლანეტებზე, რომ მათ დაუყოვნებლივ უკან აგზავნიან. ჩვენს დროში მრავალი სული უკვე დიდი ხანია ელოდება დედამიწაზე დაბრუნებას.


ეს მდგომარეობა აბორტებმა დაამძიმა. იმის მიხედვით, რაც უფრო იზრდება მათი რიცხვი, იზრდება იმ სულების რიცხვიც, რომლებიც სხეულს საჭიროებენ და არ შეუძლიათ მათი მოპოვება. ამიტომაც იზრდება მოლოდინის დროც დედამიწაზე მომდევნო დაბადებამდე. რამდენადაც ასტრალური სამყარო გადავსებულია, სუმარული ენერგია იღვრება აგზნებულობაში, რომელიც დედამიწის მოსახლეობას ბომბავს და ქაოსს იწვევს ჩვენს პლანეტაზე.


შეიძლება გაჩნდეს კითხვა: არ შეიძლება, რომ საერთოდ ავიცილოთ თავიდან სიკვდილის შემდგომი პროცესი? შეიძლება. ზოგიერთ სულს მჭიდრო კავშირი აქვს უზენაესი უფლის წარმომადგენლებთან – როგორც შეძლებულ ადამიანს ჰყავს გავლენიანი და კომპეტენტური ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს სასამართლოზე. თუკი ასეთი შუამდგომელი, მაგალითად გურუ, საკმარისად წინწასულია, სულს შეუძლია თავიდან აიცილოს კარმიული სასამართლოს წინაშე წარდგომა. ეს ჩვეულებრივ იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც სული დაკავშირებულია ტრანსცენდენტალ სისტემასთან და უკვე აღარაა მიჯაჭვული მატერიალურ სამყაროზე.


იესო და სხვა წინასწარმეტყველნი ხაზს უსვამდნენ იმის აუცილებლობას, რომ ვყოფილიყავით მიწაზე, მაგრამ არა მიწისანი. ახლა თქვენ მატერიალურ სხეულში იმყოფებით, მაგრამ თუკი გააცნობიერებთ, რომ ეს სხეული – მხოლოდ და მხოლოდ გარსია, მაშინ აღარ მოტყუვდებით, აღარ გააიგივებთ საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან და აღარ მიეჯაჭვებით მას. ამგვარად, როცა სხეულს დატოვებთ, თქვენ აღარ მოგიწევთ მატერიალური მიჯაჭვულობების გამოსყიდვა. სინამდვილეში ღმერთი არც სჯის და არც აჯილდოვებს. ის უბრალოდ ქმნის სიტუაციას, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ის, რაზეც ამ ცხოვრებაში იყავით კონცენტრირებულნი. თუკი თქვენი საქმიანობა უხეშ დონეზე მიმდინარეობს, როგორც ცხოველების შემთხვევაში, მაშინ შემდეგ ცხოვრებაში ისეთ სხეულს მიიღებთ, რომელიც უფრო გამოსადეგია ასეთი საქმიანობისთვის. თუკი მიდრეკილნი ხართ ადამიანთა ექსპლუატაციისკენ, მაშინ აღმოჩნდებით სიტუაციაში, როცა თქვენზე მოახდენენ ექსპლუატაციას. თუკი ღვთაებრივზე, სულიერზე ან ტრანსცენდენტულზე ხართ კონცენტრირებულნი, თქვენი სხეული სულიერების თვისებას მოიპოვებს, და დროთა განმავლობაში აუცილებლად მიაღწევთ სულიერ განზომილებას.

 
 
 

Kommentare


bottom of page