top of page

სულიერი ამაღლების ბგერები

სულიერი ამაღლებისთვის ოდითგანვე გამოიყენებოდა სპეციალური აკუსტიკური ხმები, რომელიც ახდენდა სტიმულირებას ადამიანის ფიზიკურ მენტალურ და ასტრალურ პლანზე, განსაკუთრებით ასტრალურ სხეულებზე (ჩაკრებზე). ასეთ მეთოდს ჯერ კიდევ უძველეს ვედურ და ტიბეტურ ტრაქტატებში ვხვდებით.

განსაკუთრებით საყურადღებოა სპეციალური მუსიკალური საკრავების გამოყენება სარიტუალო მსახურებებში, რამეთუ ბგერა, თავის თავში უდიდეს შემოქმედებით მუხტს მოიცავს და ქმნის სწორედ იმ გარემოს და ველს, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ოკულტურ პრაქტიკებში

იოანეს სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგს :

1. "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღერთი., სიტყვა იყო ღმერთი.", სიტყვა წარმოადგენს ბგერათა ნაკრებს, რომელიც სხვადასხვა ტონალობაშ კარგად გამოიხატება, ამიტომ ბგერები გამოყენება დღემდე სხვადასხვა ოკულტურ საქმიანობაში მუსიკალური ინსტრუმენტებით(განსაკუთრებით სარიტუალო მსახურებისას შამანური, ჰერმეტული, მაგიური და ა.შ.) როგორიცაა გონგი, კამლა, თასები, მომღერალი ზარები და სხვა.


ბგერა სხვადასხვა სიხშრის მქონეა, რომელიც რეზონირებს ადამიანის ვიბრაციებთან, რითიც ხდება ადამიანის ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრებუი) აქტივაცია, სტიმულირება, გახსნა, ადამიანის განკურნება, სულიერ საფეხურებზე ასვლა და სხვა. დადებითი მხარის გარდა არსებობს გარკვეული სიხშიერეები, რაც პირიქით ადამიანს ანგრევს, სულიერად ფიტავს, უკარგავს სიცოცხლის ხალისს, ამ თემაშ ნეგატიურ ხმოვან ეფექტებზე და სიხშირეებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ შემოგთავაზებთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ აუდიო მასალას, რაც ნებისმიერ ადამიანს ძალიან გამოადგება.


ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით უამრტავ ხალხს, აქედან ძალიან მცირე შიძლება იყოს ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ნეგატიურად განწყობილი ხალხის იმ ნაწილს როგორ გავუმკლავდეთ, რა დამღუპველი ენერგიებიც მათგან მომდინარეპობს, როგორ განვთავისუფლდეთ? ან სტრესულ სიტუაციაში როცა ძალიან დასუსტებულად, უხალისოდ ვგრძნობთ თავს, ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ? პასუხი მარტივია, მოკლათდით მოხერხებულად, მოდუნდით, დახუჭეთ თვალები და მოუსმინეთ ქვემოთ მოცემულ ხმოვალ ფაილებს, მერწმუნეთ რამოდენიმე მოსმენის შემდეთ თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.


174 ჰერცის სიხშირე - აყუჩებს და აცილებს ტკივილს, გეხმარებათ მძიმე კარმის დამუშავებაში, რაც ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული, ასწორებს ჯანმრთელობის და ბედნიერების არხს.

285 ჰერცის სიხშირე - კურნავს და აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს ორგანიზმში, ხეულის და ენერგეტიკის კვანტური განკურნება.

396 ჰერცის სიხშირე - ფუძის (კუდუსუნის) ჩაკრის აქტივატორი, ცხოვრებაში ძალის და წარმატების მომტანი.

417 ჰერცის სიხშირე - მეორე საკრალური ჩაკრის აქტივატორი, ცხოვრების ახალ დონეზე ან სიხშირეზე გადასვლა, კარმის დამუშავება.

528 ჰერცის სიხშირე - სასწაულთმოქმედი ტონალობა, 3 ჩაკრის აქტივატორი, მოიზიდავს სიყვარულს, ფულს, ჯანმრთელობას, აგრეთვე მოიტანს საოცარ პერიოდს თქვენს ცხოვრებაში

639 ჰერცის სიხშირე - 4 ჩაკრის აქტივატორი, მოიზიდავს სიყვარულს და ურთიერთობებში ყოველგვარ პრობლემებს გადაგალახვინებთ.

741 ჰერცის სიხშირე - 5 ჩაკრის აქტივატორი, ასუფთავებს ორგანიზმს ინფექციებისგან, სივრცეს და ენრეტიკას წმენდს ბნელი არსებების ზემოქმედებებისაგან.

852 ჰერცის სიხშირე - 6 ჩაკრის აქტივატორი, განავითარებს ინტუიციას, ნათელხილვის უნარს, არის აგრეთვე ანტიდეპრესანტი და კარგად შველის შაკიკს.

963 ჰერცის სიხშირე - 7 ჩაკრის აქტივატორი, მადლი, წყალობა, სამყარო გაგიხსნით ზე ცნობიერთან პირდაპირ კავშირს, ღვთაებრივთან შერწყმა.

და ბოლოს, ეს ფაილები წარმოადგენს ყველა ჩაკრის სტიმულატორს, ააქტიურებს, ხსნის, წმენდს და ხელს უწყობს მათ სწორ მუშაობას.



 
 
 

Комментарии


bottom of page