top of page

სჯობს იყო ჯოჯოხეთის მმართველი, ვიდრე სამოთხის მონა. ა.მილმონი "დაკარგული სამოთხე" (1 ნაწილი)

სახელი "სატანა" სათავეს იღებს ძველი ებრაული სიტყვისგან რაც ნიშნავს "წინააღმდეგობას". ადრეულ წიგნებში მაგალითად ძველ აღთქმაში

სიტყვა satan გამოყენებულია როგორც "მოწინააღმდეგე". მაგალითად ერთ-ერთ თავში ( რიცხვნი 22:22) წერია უფლის ანგელოზზე:

"და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად" აქ სიტყვა დაბრკოლება წერია როგორც სიტყვა satan. ასე, ფილისტიმელებმაც უარი

თქვეს დავითის დახმარების მიღებაზე. მათ ეშინოდათ, რომ ისმოწინააღმდეგის მხარეს გადავიდოდა და გახდებოდა მათი satan ანუ მოწინააღმდეგე

(პირველი მეფეთა 29:4)

 სიტყვა "სატანა" ჩვენთვის უფრო მისაღებ ფორმას იღებს ორ გაცილებითმოგვიანებით დაწერილ ფრაგმენტში.




აქ სატანა არის ანგელოზი რომელსაც

ევალება ცოდვილებს ბრალი დასდოს როდესაც წარსდგებიან სამსჯავროზე ღვთის წინაშე. ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში რომელიც მიახლოებით

დათარიღებულია VI საუკუნის დასასრულით ჩვენს ერამდე აღწერილია ხილვა სადაც იესო წარდგენილია ღვთის სამსჯავროზე. იესოს მარჯვნივ

დგას სატანა რათა იმოქმედოს მის წინააღმდეგ ანუ შეასრულოს ბრალმდებლის მოვალეობა. ამ ფრაგმენტში მინიშნება დევს იმის შესახებ რომ სატანა

მეტისმეტად ეჭვიანია, ღმერთი საყვედურობს კიდევაც რომ ტყუილად არ დაადანაშაულოს არავინ (ზაქ. 3:1-2)

 იობის წიგნის პირველ ორ თავშიც იგივე როლს იტვირთავს სატანა მიუხედავად იმისა რომ იობის წიგნი გაცილებით გვიან იქნა დაწერილი

ვიდრე ზაქარია წინასწარმეტყველისა. თუმცაღა აქ უკვე სავსებით ნათლად ჩანს მისი ბოროტება. აქ მოთხრობილია იმის შესახებ თუ როგორ

წარსდგებიან ღვთის შვილები იაჰვეს წინაშე და მათ შორის სატანაც. სატანა აცნობებს: "უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო

სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან." წიგნის ავტორის ჩანაფიქრით ეს სიტყვები უფრო ბოროტად უნდა

ჟღერდეს: ის ხომ იმისთვის ხეტიალობდა, რომ ხალხი შეეცდინა. შემდეგ იეჰოვა აქებს იობს როგორც უცოდველ და ღვთისმოშიშ ადამიანს;

სატანა კი აპროსტესტებს ამას რადგან იობი მდიდარი და ბედნიერია და რაღათქმა უნდა მადლობელი იქნებოდა ღმერთის ამისათვის. გამოცდის

პერიოდში უფალი ნებას რთავს სატანას მოკლას იობის შვილები და მსახური და გაანადგუროს მისი საცხოვრებელი. ამ ყველაფრისდა მიუხედავად

იობი არ აქცევს ზურგს უფალს და აკეთებს ფილოსოფიურ განცხადებას: უფალმა მომცა, უფალმა წამართვა; კურთხეულ იყოს სახელი მისი!"

მაგრამ სატანა მაინც არ ნებდება, უკმაყოფილოა და ეუბნება ღმერთს, რომ ადამიანს შეუძლია დათმოს ყველაფერ ცხოვრებაში მაგრამ, თუ

მის ძვალს და ხორცს შეეხები მაშინვე ზურგს გაქცევსო. ღმერთი ამის ნებასაც რთავს სატანას ის კი საშინელ დაავადებებს ჰყრის იობს

და მიუხედავად ამ ყველაფრისა იობი მაინც უფლის ერთგული რჩება.

 ამ ეპიზოდში სატანა იყენებს მძიმე საშუალებებს რომ იობი გატეხოს და რწმენა დააკარგვინოს, შეასრულოს დასჯა რომელიც განკუთვნილია

იობისათვის. ის მოქმედებს ღმერთის სრული თანხმობით და წარმოგვიდგება როგორც არც თუ ისე უმნიშვნელო საქმის შემსრულებლად.

ის ეძებს, რომ წარმოაჩინოს ცოდვა და ღვთის უკუგება ყოველ ადამიანში. მოგვიანებით, აშკარავდება რომ ის ადამიანებზე არანაკლებ ცდილობს

ღვთის შეცდენასაც. ენოქის პირველ წიგნში წარმოჩენილია მთელი კატეგორია ავი სულებისა-სატანების, რომლებიც არ არიან დაშვებულნი ზეცაში.

ენოქს ესმის მთავარანგელოზის ხმა რომელიც ესაუბრება მას და აქვე ფიგურირებენ "დამსჯელი ანგელოზები" რომლებიც უხეშად რომ ითქვას

სატანის როლს ითავსებენ. ენოქი ხედავს, როგორ საუბრობენ ისინი ინსტრუმენტების მომზადების შესახებ რადგან ყოვლის მეფის და უფლის

ბრძანების შემთხვევაში გაანადგურონ ყველა. ეს ფრაგმენტები როგორც ჩანს განეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის

ნამუშევრებს. ამ წარმოდგენაზე, შეუწყალებელ ანგელოზებზე, ხალხის დამადანაშაულებელ და დამსჯელებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა

შუასაუკუნეობრივი და თანამედროვე წარმოდგენა ეშმაკზე. როდესაც ძველი აღთქმა პირველად გადათარგმნეს ბერძნულ ენაზე სიტყვა

"satan" გადათარგმნილ იქნა როგორც სიტყვა "diablos"-"დამადანაშაულებელი"; და სწორედ ამ სიტყვისგან წარმოიშვა სიტყვა ეშმაკიც (Дьявол, Devil)


მოგვიანებით ებრაელი მწერლები ცდილობდნენ სიკეთისა და ბოროტების საკითხის გაყოფას და წარმოაჩენდნენ იეჰოვას როგორც აბსოლურუტად კეთილ ღმერთს. იეჰოვას ქმედებები ბიბლიის რამოდენიმე ეპიზოდში წარმოუდგენლად და დაუჯერებლად ეჩვენებოდათ და ამიტომაც ყველაფერს აწერდნენ ბოროტ ანგელოზს ან ანგელოზებს. პირველი ისტორია იმის შესახებ თუ როგორ დათვალა დავითმა ისრაელის ხალხი და ამით ხელი შეუწყო ღვთის სასჯელის სღსრულებას მათზე ჩნდება მეორე მეფეთა წიგნში (24:1), რომელიც თარიღდება დაახლოებით VIII საუკუნის დასაწყისით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. აქ დავითს აღწერის აზრს თავად იეჰოვა შთააგონებს. ამ ეპიზოდს სხვაგვარად გვიყვება "პირველი ნეშტთა" წიგნის ავტორი რომელიც ძველი წელთაღრიცხვით IV დაიწერა, ავოტორი მთელ პასუხისმგებლობას ღმერთის მაგივრად უკვე სატანას აკისრებს: "სატანა აღსდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს." (1 ნეშტ. 21:1) ეს ერთადერთი შემთხვევა როდესაც ძველ აღთქმაში სიტყვა სატანა გამოყენებული როგორც უკვე საკუთარი სახელი. შედარებით ძველ ებრაულ ტექსტებსა და ქრისტიანულ სწავლებაში სიტყვა სატანა უკვე მკაფიოდ გამოკვეთილ ფორმას იღებს. სატანა გამუდმებით იკრებს ძალას და ხდება ღმერთისა და ხალხის უდიდესი მტერი. ბევრი სვამს კითხვას რატომ მოხდა ისე, რომ თავდაპირველად სატანა ღვთის ნების საკმაოდ გამოსადეგი (თუმდა ცოტა უსიამოვნო) და საჭირო შემსრულებელი, კარგავს ღვთის მადლს და იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას? ერთ-ერთ შესაძლო პასუხს ამ კითხვაზე იძლევა ეგრეთ წოდებული მცველების ლეგენდა რომელიც დაწერილია დაბადების წინგში. როდესაც ადამიანების რიცხვი შემცირდა დედამიწაზე, "ღვთის შვილებმა დაინახეს ადამიანთა ქალიშვილები, რომ იყვნენ ისინი ლამაზები, და აირჩიეს ცოლებად სათითაოდ." იმ დღეებში "იყვნენ გიგანტები მიწაზე" და შვილები რომლებიც ადამიანებმა გაუჩინეს ანგელოზებს იყვნენ ძლიერები და მშვენიერები. შესაძლოა ეს ფრაგმენტი ემსახურებოდა იმის ახსნას თუ საიდან მოვიდნენ უდიდესი გმირები დედამიწაზე მაგრამ, შეგნებულად თუ გაუთვითცნობიერებლად შემდეგი შემდეგი მონაკვეთი აღწერს უკვე ბოროტების გამეფებას დედამიწაზე: "და დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა." (დაბ 6:5) ამიტომ გადაწყვიტა ღმერთმა მოეხდინა წარღვნა და გაეწმინდა მიწა არაადამიანური არსებებისაგან. რამოდენიმე ალუზია ამ ისტორიასთან დაკავშირებით შეიძლება ვიპოვნოთ ძველი აღთქმის სხვა წიგნებშიც, პირველი სრული (თუმცაღა საკმაოდ მოგვიანებითი) ვერსია ჩნდება ენოქის პირველ წიგნში, ფრაგმენტში რომელიც განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით II საუკუნეს. აქ ვკითხულობთ ასეთ რამეს: და მოხდა ისე, რომ როდესაც ადამიანების რაოდენობა შემცირდა იმ დღეებში ადამიანებს უჩნდებოდათ ქალიშვილები რომლებიც იყვნენ ლამაზები და მშვენიერები. და ანგელოზებმა, ცის შვილებმა დაინახეს და აღეძრათ მათი სურვილი და უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ, ავირჩიოთ ცოლები კაცთა მოდგმისგან და ისინი გაგვიჩენენ შვილებს. ეს ანგელოზები განეკუთვნებოდნენ მეთვალყურე ანგელოზთა კლასს და არასოდეს ეძინათ. მათი წინამძღვარი იყო სემიაზა ან სხვა ფრაგმენტებზე დაყრდნობით, ცნობილი როგორც აზაზელი. ორასი მეთვალყურე დაეშვა მიწაზე, ჰერმონის მთაზე. მათ აირჩიეს ცოლები და დაიწყეს მათთან სიარული. ისინი ასწავლიდნენ საკუთარ ცოლებს მაგიას და ჯადოქრობას და სამკურნალო მცენარეებს. აზაზელი ასწავლიდა კაცებს იარაღის-ხმლების, დანების, ფარების დამზადებას. ასევე მან გააცნო ხალხს კოსმეტიკაც. მოკვდავმა ქალებმა იწყეს მეთვალყურე ანგელოზებისგან ბავშვების შობა-ძლევამოსილი ქმნილებებისა რომლებსაც მთელი მათი შემონახული საკვებიც კი არ ჰყოფნიდათ. როდესაც ადამიანებს აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება მათ დაიწყეს ადამიანების ჭამა ხოლო შემდეგ ერთმანეთის ხორცხ ჭამდნენ და სისხლს სვავდნენ. მაშინ უფალმა გამოგზავნა მთავარანგელოზი რაფაელი რათა ბოლო მეღო დედამიწაზე აზაზელის ბატონობისათვის და აღსრულებულიყო აზაზელზე მისი განსასჯელი-სამუდამო ცეცხლი. სხვა მეთვალყურე ანგელოზებს აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა რომ ეყურებინათ როგოც ხოცავდნენ ანგელოზები მათ შვილებს. შემდეგ ღმერთმა გამოგზავნა მთავარანგელოზი მიქაელი რათა დაეტყვევებინა მეთყალყურენი იმ დღემდე სანამ არ დადგებოდა ჟამი მათი გაძევებისა ჯოჯოხეთში. მკვდარი სხეულებიდან გამოსწვლა იწყეს დემონებმა და საშინელმა არსებებმა რომლებიც დასახლდნენ დედამიწაზე და იწყეს ბოროტების გავრცელება ყოველ მხარეს. ერთ ფრაგმენტში გამოხატულია თანაგრძნობა ანგელოზების მიმართ რომლებმაც ეს ცოდვა ჩაიდინეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებისაგან განსხვავებით ისინი მოკლებულ იყვნენ ოჯახურ სიტკბოებას. ღმერთი ეუბნება ანგელოზებს, რომ მათ არ სჭირდებათ არც ცოლები და არც შვილები რადგან ისნი უკვდავნი არიან და არ არსებობს მათი მოდგმის გაგრძელების აუცილებლობა. მოგვიანებით ეპოქაში აღწერილია წარმოდგენა ბოროტებასა და სისხლისღვრაზე და ახსნილია როგორც ადამიანის წასვლა ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ. ანგელოზებისა და ადამიანების კავშირის შედეგად დაიბადნენ გიგანტები, ასე რომ არ არის გამორიცხული აქედან წამოსულიყო შუასაუკუნეების მოსაზრება თუ დაჯერება იმისა, რომ ჯადოქარს შესაძლებელი იყო სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა დემონთან ან სატანასთან. და რაღათქმა უნდა ქრისტიანობაში ის ბევრისათვის დაუჯერებელი, ამოუხსნელი და მისტერიული ფაქტი როდესაც ღმერთი ჩაისახა ქალის სხეულში და დაიბადა მხსნელი.



ზოგიერთმა ეკლესიურმა მამამ (მაგალითად წმ.ავგუსტინმა) უარყო მეთვალყურეების ლეგენდა და ბოროტების წარმოშობა დაუკავშირა ღვთის ნების წინააღმდეგ აჯანყებულ უზენაეს მთავარანგელოზს რომელიც დაბრმავებული იყო ამპარტავნებით. ამ ვერსიის დამადასტურებელ ფაქტებს ისინი პოულობდნენ

ესაია წინასწარმეტყველის წიგნში, რომელი სიტყვებიც ნათქვამია უბედურად დაცემული ბაბილონის მეფის მიმართ: "12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! 13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. 14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო. 15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ეს 14:12-15) ამგვარად დაიბადა ქრისტიანული ლეგენდა რომ სატანამ სცადა დაწეოდა თვით ღმერთს და ამის გამო გაძევებული იქნა სამოთხიდან. ეს ხსნიდა იმ ფაქტს თუ რატომ დაკარგა სატანამ (ბრალის დამდებმა) მადლი ღვთის თვალში თუმცაღა ამ ვერსიით გვიანებრაული და ქრისტიანული რწმენის მიმდევრებმა შეგნებულად თუ შეუგნებლად აწიეს სატანის სტატუსი, როგორც მისი სურვილი-გამხდარიყო დამოუკიდებელი ღმერთი! ამ ვერსიის თანახმად, დაცემამდე ამ უზენაესი მთავარანგელოზის სახელი იყო ლუციფერი ხოლო დაცემის შემდეგ მას ეწოდა სატანა. მან გამოიწვია თვით ღმერთი "ლუციფერმა, სინათლის შვილმა". ორიგინალ ენაზე, ძველ ებრაულად მისი სახელი ჟღერდა როგორც "ჰელელ ბენ შაჰარ" (დღის ვარსკვლავი, განთიადის შვილი). ძველი ებრაელები, არაბები ბერძნები და რომაელები დილის ვარსკვლავს (პლანეტა ვენერას) აღითქვამდნენ როგორც მამრობით ღვთაებას. ბერძნულად მას ერქვა "phosphoros" ხოლო ლათინურად კი Lucifer, ორივე დასახელება ნიშნავს სინათლის მომტანს (მაგალითად ლათინურად Lux-სინათლე Ferre-მოტანა). გამომდინარეობდა ჰიპოთეზა, რომ ლუფიცერის კულტი წარმოიშვა ამ ვარსკვლავიდან, დილის ვარსკვლავი ხომ უკანასკნელი ხილული ვარსკვლავია განთიადის წინ. თითქოს მზეს იწვევს, ეჯიბრება. აქედან წარმოიშვა ვერსიაც უზენაეს მთავარანგელოზზე რომელიც აღსდგა მამის წინაშე და დასჯილი იქნა ამის გამო. ლეგენდა ლუფიცერზე და ბოროტი მეთვალყურეების წარმოშობა ასოცირდება ერთი და იგივე მიზეზთან: ცის მცხოვრებლების დაცემასთან რომელიც გამოწვეული იყო სიამაყის ცოდვით ან ვნებით, ხოლო შემდეგ დატყვევებულ იქნენ ჯოჯოხეთში დასჯის მიზნით. ეს ორი ლეგენდა რაღაც მიზეზით გაერთიანდა და მეთვალყურეებმა მიიღეს ლუფიცერის მიმდევართა სტატუსი. ნამიოკს მოვლენების ასეთ განვითარებაზე ინახავს ენოქის პირველი წიგნი. ერთ ფრაგმენტში ნათქვამია, რომ მეთვალყურეები უკვე აცდენილები იყვნენ ჭეშმარიტ გზას სატანის მიერ ხოლო მათი მეთაური-აზაზელი აღწერილია როგორც "ვარსკვლავი, მოწყვეტილი ციდან". ჩვენი წეთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ლუციფერი, სატანა და მეთვალყურეები ერთ ჩარჩოში მოათავსეს და ედემის გველის ისტორიაც მათ მიეწერა. ენოქის მეორე წიგნში ნათქვამია რომ მთავარანგელოზი სატანაილი ცდილობდა დამსგავსებოდა ღმერთს და თავის გარშემო შემოიკრიბა მეთვალყურეები. ყოველი მათგანი გამოგდებული იქნა ზეციდან და შურისძიების სურვილით აღვსილმა სატანაილმა შეაცდინა ევა ედემში. აპოკრიფული ტექსტის თანახმად "ცხოვრება ადამისა და ევასი" ("Vita Adae et Evae") სატანა გამოძევებული იქნა იმის გამო, რომ მან არ მოუსმინა ღმერთს და არ დაიჩოქა ადამის წინაშე. მთავარანგელოზმა მიქაელმა უთხრა, რომ ღმერთი გაუწყრებოდა ამის გამო და დასჯიდა მას ხოლო სატანამ უპასუხა: "თუ ის გაწყრება ჩემზე, მაშინ მე დავდგავ ჩემს ტახტს ცის უმაღლეს ვარსკვლავზე და ვიქნები უმაღლესი". ამის გამგონე ღმერთმა ის გამოაძევა მიწაზე ხოლო სატან შური იძია ევას შეცდნის სახით. აქ ორი ვერსია შეერწყა უკვე ერთმანეთს 1) გათავხედებული სატანის და 2) ადამიანების მოდგმის გამო დაცემული სატანის. დაბადებაში არ არის არც ერთი სიტყვა ნათქვამი იმის შესახებ, რომ გველი რომელმაც ევა შეაცდინა ეშმაკი იყო; თუმცა როგორც ქრისტიანი ავტორები ირწმუნებიან ეს ან ეშმაკის მოგზავნილი დემონი იყო ან თვითონ ეშმაკი გველის სახით. ამაზე დაყრდნობით წმინდა პავლემ შეიმუშავა ფუნდამენტალური ქრისტიანული დოგმა, რომ ადამის ცოდვა, დასჯა და სიკვდილი გადაეცა მის მომდევნო თაობებს; ხოლო შემდგომ უფალმა გამოზავნა თავისი შვილი რომ გამოესყიდა კაცობრიობის ცოდვები. თუ ადამმა არ უსმინა უფალს და ამის გამო ადამიანები გახდნენ მოკვდავები, მაშინ ქრისტემ დათმო საკუთარი სიცოცხლე და დაუბრუნა ადამიანებს უკვდავება. "და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (1 კორ 15:22) იესოს და მის მოწაფეებს სჯეროდათ, რომ ეშმაკი ჰქონდა გავლენა სიმეტრიულ სამყაროზე ან როგორც მინიმუმ მიწიერ ამაოებებზე. მათეს სახარებაში აღწერილია ფაქტი როდესაც ეშმაკი ცდილობს ქრისტეს შეცდენას უდაბნოში "და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი" და წარმოთქვა სიტყვები, რომელიც შემდგომ სატანიზმის საფუძველი გახდა: "და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათ 4:8-9) პარალელურად ლუკას სახარებაში ეშმაკი ამბობს რომ მას აქვს ძალაუფლება მიწის ყველა სამეფოზე: "და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მივცემ მას." (ლუკ 4:6) იესო უწოდებს მას "ამ სამყაროს პრინცს" ხოლო წმინდა პავლე კი "ამ სამყაროს ღმერთს" (2 კორ 4:4) გნოსტიკებმა მოგვიანებით ეს ფრაგმენტები გადააკეთეს მათ სასარგებლოდ: ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ეშმაკი მართავს ამ სამყაროს იმიტომ, რომ მან შექმნა ის, მაშინ როდესაც ღმერთი უცხოა ადამიანებისათვის და შორსაც დგას მიწაზე მიმდინარე მოვლენებისაგან. სხვა მოგვიანებითი ტენდენცია ეშმაკის ჩამოყალიბებისა გაიგივდა ლევიათანთან (Leviathan) საშინელ დრაკონთან ან გველთან რომელმაც წამოიწყო ბრძოლა იეჰოვას წინააღმდეგ. ესაია ამბობს, რომ: "იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს." (ეს 27:1) არაა გამორიცხული რომ იეჰოვას გამარჯვება ლევიათანზე უკავშირდებოდეს ბაბილონის და ქანაანის მითოლოგიებს. ბაბილონში ყოველწლიურად ზეიმობდნენ თავიანთი ღმერთის-მარდუკის გამარჯვებას საშინელ გველეშაპ ტიამატზე რომელიც ცდილობდა ღმერთის ადგილის დაკავებას. ქანაანურ მითებში ღმერთი ბაალი კლავს დრაკონ ლოფანს ან ლათინურად ლევიათანს.


იოანეს ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (ანუ იგივე აპოკალიფსში) სატანა და ლევიათანი გადალახულები სიამაყით და მკაცრად დასჯილნი ღმერთის წინააღმდეგ წასვლისთვის-გაიგივებული ერთმანეთთან. აღწერილია უშველებელი წითელი, შვიდთავიანი დრაკონი. მისი კუდი წვიტავს ვარსკვლავების ერთ მესამედს ციდან და ყრის დედამიწაზე. "7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ ურჩხულს, და ურჩხული და მისი ანგელოზნი ებრძოდნენ მათ, 8. და ვერ იმძლავრეს, და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. 9 და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამის გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი სამყაროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად, და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზნი." შემდეგ ციდან მოისმის ხმა: "... დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით და ღამით" და  ეს ხმა აცხადებს: "...ვაი მიწის და ზღრის მკვიდრთ, რადგან ჩამოხდა თქვენდა მომართ ეშმაკი, სასტიკი და რისხვით სავსე, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი". (გამოცხ 12:3-12) ამ გრანდიოზული ხედვით გააერთიანეს ყველა საწყისი მოტივი ძველი ქრისტიანული წარმოდგენებისა ეშმაკზე: სატანა ხალხის დამადანაშაულებელი ღმერთის წინაშე; ომი ზეცაში სადაც ღვთის არმიას მიუძღვის მიქაელი; დღის ვარსკვლავის-ლუციფერის გამოგდება ზეციდან; დაცემული ანგელოზები (მოწყვეტილი ვარსკვლავები) - მისი მიმდევრები; შვიდთავიანი დრაკონი ლევიათანი; და ბოლოს ის, რომ შურისძიების სურვილით გაშმაგებული ეშმაკი დაეცა მიწაზე. არ არის ბოლომდე ნათელი განეკუთვნებოდა თუ არა სატანის აღწერა როგორც "მაცდური" ედემის გველის ეპიზოდს, მაგრამ ქრისტიანების მრავალი თაობა დასაბამის გველს ყოველთვის აიგივებდაიმ გველთან რომელმაც ევა შეაცდინა. ზუსტად ქრისტიანებმა განადიდეს სატანა და მისი შესაძლებლობები გახადეს თითქმის ღმერთის შესაძლებლობების ექვივალენტური. დარწმუნებულებს ღვთის ძალასა და სიკეთეში, მათ მაინც გრძნობდნენ საშიშ სიახლოვეს დიადი ზებუნებრივი მტრისა, მსოფლიო ბოროტების სატავისა. დაცემული ეშმაკის ფაქტი კათოლიკეებმა ახსნეს ამპარტავნებით; ეს ვერსია შემდგომ გახდა მართლმადიდებრული და ასეა დღემდე. შუასაუკუნეებსა და ახალი ერის მიჯნაზე სატანა ყოველი ქრისტიანისათვის რჩებოდა შემაძრწუნებლად ახლოს მყოფი და რეალური. ის ფიგურირებდა ხალხურ ზღაპრებში, თეატრალურ წარმოდგენებში და სადღესასწაულო პანტომიმებში; მღვდლები მოიხსენიებდნენ (და დღემდე მოიხსენიებენ) მის მაგალითს თავიანთ ქადაგებებში; ავის მომასწავებელი მზერით აკვირდებოდა ის მრევლს ეკლესიის ფრესკებიდან და შუშაზე შესრულებული ნახატებიდან. და მისი მსახურები იყვნენ ყველგან - უხილავები ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, ყოვლის-მცოდნენი და ეშმაკები. ბოროტება თავისთავად მიმზიდველია და რაც უფრო მეტ ძალას აგროვებდა ხალხის თვალსა თუ წარმოდგენაში ეშმაკი, მით უფრო მიმზიდველი ხდებოდა სურათიც. ეშმაკს, ისევე როგორც ღმერთს, გამოსახავდნენ ადამიანის ფორმით, აჯანყებულს ღვთის ნების წინააღმდეგ მაგრამ, ამ ვერსიის უფრო მაკლებად სჯეროდათ რადგან ეს ლეგენდა ადამიანის გულების დაფარულს სიმებს არხევდა. ლუფივერი გამოსახეს როგორც აჯანყებული და გაამპარტავნებული ადამიანები, აზრი არა აქვს რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მათ მიაჩნდათ რომ ეს ვერსია გაცილებით ღირსეული იყო ვიდრე ის ფაქტი, რომ მეთვალყურე ანგელოზები ვნების გამო დაეცნენ. საბოლოო ჯამში სატანის სურათმა რომანტიკული შტრიხებიც მიიღო. მილტონის "დაკარგულ სამოთხეში" ის ასახულია როგორც უდიდეს და უშიშარი ბუნტის წამომწყები რომელმაც არ დაუჩოქა თავის ზემდგომ ძალას და არ დანებდა დამარცხების შემდეგაც კი. ასეთი მძლავრი სურათით აღწერილი ფაქტი როგორი დიდი და დიდებული იყო სატანის ძალა და სიამაყე, საერთოდ არ იწვევს გაკვირვებას იმაზე რომ შემდეგ უკვე ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა გაჰყოლოდნენ მის მაგალითს და თაყვანი ეცათ სატანისათვის, და არა ღმერთისათვის. მისი მიმდევრები არ თვლიან მას ბოროტად. ის ზებუნებრივი არსება რომელსაც ქრისტიანული რელიგია მტრად მიიჩნევს, სატანისტებისათვის არის კეთილი და გულმოწყალე ღმერთი. თუმცაღა სიტყვა "კეთილი" მათ აზროვნებაში სულ სხვა დატვირთვას ატარებს, აბსოლუტურად განსხვავებულს ქრისტიანული ტრადიციებისაგან. სატანისტის გადმოსახედიდან, ის რასაც ქრისტიანები თვლიან "სიკეთედ" სინამდვილეში - ბოროტებაა, და პირიქით. სინამდვილეში კეთილისა და ბოროტისადმი მიმართება სატანისტებში ორაზროვანია, მაგალითად: შავი მაგი იღებს გარყვნილბისგან სიამოვნებას და იცის რომ ეს ბოროტებაა მაგრამ, დარწმუნებულია იმაში, რომ ეს სწორი საქციელია. ეშმაკისადმი თაყვანისცემა, როგორც კეთილი ღმერთისადმი ბუნებრივია იწვევს იმის რწმენას, რომ ქრისტიანების ღმერთი მამა ყოვლისა არის სინამდვილეში ბოროტი ღმერთი რომელიც გაბრაზებულია კაცობრიობაზე, უნდა რომ გათელოს ადამიანების რწმენა და მორალი.


იმის მტკიცებით, რომ მამა ღმერთი და ძე ღმერთი, შემქმნელები ებრაული და ქრისტიანული მორალისა, სინამდვილეში გვევლინებიან როგორც ბოროტები, სატანისტები რაღათქმა უნდა უარყოფითაც ცნობენ მთელ ებრაულ-ქრისტიანულ ზნეობრივ კანონებსა და ქცევის კოდექსს. ამ კულტის მიმდევრებისა და დამცველთათვის ცხოვრების მთავარი აზრი დევს მიწიერ სიამოვნებებსა და წარმატებაში. ისინი ზრუნავენ ძალასა და საკუთარი უფლებების დაცვაზე, კმაყოფილდებიან ხორციელი სიამოვნებებით და ვნებით, ძალადობითა და შეუბრალებლობით. ქრისტიანული ღვთისმოსაობა სათნოებითა და მორჩილებით, სულიერი სიწმინდითა და უცოდველობით, მათ ეჩვენებათ უსიცოცხლოდ, ფერმკრთალად და ლეტარგიულად. ისნი იმეორებენ სიტყვებს: "შენ გაიმარჯვე, ო ფერმკრთალო გალილეველო, - და სამყარომ დაკარგა ფერები შენს სუნთქვაში". სატანის თაყვანისმცელმების აზრით მიაღწიო სრულყოფილებასა და გამოავლინო ღვთის მადლი შესაძლებელია, მაგალითად, ექსტაზის მეშვეობით, და იღებენ კიდევაც მონაწილეობას სექსუალურ ორგიებში (რომელიც ხშირად მოიცავს სექსის გარყვნილ ფორმებს, ჰომოსექსუალიზმს, მაზოხიზმს და ხანდახან კანიბალიზმსაც). რამდენადაც ქრისტიანული ეკლესია (განსაკუთრებით კი რომაულ-კათოლიკური) ჩანს, როგორც ამაზრზენი კულტის მიმდევარი ბოროტი ღვთაებისა ისინი ამას მიიჩნევენ როგორც საყოველთაო წესების წაბილწვას. ეს სატანისტები არამხოლოდ გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას სატანის მიმართ არამედ მის სასარგებლოდ იყენებენ იმ ძალას რომელიც დევს ქრისტიანულ რიტუალებში. სატანის მიმდევრები პირველ ადგილზე აყენებენ ამქვეყნიურ სიამოვნებებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სატანაა "ამ ქვეყნის მმართველი". ის დაუყოვნებლივ აჯილდოვებს თავის ერთგულ მიმდევრებს ძალაუფლებითა და ხორციელი სიამოვნებებით. სიკვდილის შემდეგ სატანისტს იმედი აქვს რომ ხელახლა დაიბადება, ხოლო ჯოჯოხეთში მოხვედრის შემთხვევაში კი ეს არ იქნება მათთვის მტანჯველი და საშინელი ადგილი, პირიქით-აქ მათ შეეძლებათ გაცილებით უფრო მძაფრი სიამოვნების მიღება ვიდრე ეს მიწაზე შეეძლოთ და გაცილებით უფრო ადვილადაც. მათ სწამთ, რომ ერთ დღეს სატანა დაამარცხებს ქრისტიანების ღმერთს და ტრიუმფალურად ავა იმ ზეცაში საიდანაც გამოგდებულ იქნა ერთ დროს და აი ამ დღეს მიიღებენ სატანის ჭეშმარიტი მიმდევრები თავიანთ ჯილდოს მუდმივ ძალაუფლებასა და მადლს. საკმარისი იყო პიროვნებაშ ეპოვნათ რწმენა სულ მცირე ერთ დებულებაზე რომელიც ქმნიდა სატანიზმის თეორისას რომ მას დაუყოვნებლივ სატანის თაყვანისმცემლის სახელს არქმევდნენ. ასე სდებდნენ ბრალს სხვადასხვა სექტისა და ოკულტური საზოგადოების წარმომადგენლებს მაგრამ, ნამდვილი სატანისტები როგორც ადრე ასევე დღესდღეობითაც ძნელი საპოვნელია და იშვიათობაა. ის სექტები რომლებიც განხილული იყო როგორც სატანისტური, ყურადღებით იყვნენ გახვეულნი თავიანთ საქმიანობაში და მალავდნენ იმ საიდუმლოებებს რომლის გამოც შეიძლებოდა მათი დევნა დაეწყოთ, ამის გამო ძნელია გავარკვიოთ ცილი დასწამეს მათ თუ ისინი მართლა ქრისტიანების სატანას სცემდნენ თაყვანს. ჯერ კიდევ არ შემუშავებულა აზრი იმის შესახებ თუ რას აკეთებენ ისინი ძირითადად იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს მათ შესახებ მაგრამ, მათი განსხვავებული სექტებისა და წესების მიუხედავად ყველა სატანისტის ერთადერთი მიზანია გარყვნას და წაბილწოს ქრისტიანული ღირებულებები.


 
 
 

Comentarios


bottom of page