სჯობს იყო ჯოჯოხეთის მმართველი, ვიდრე სამოთხის მონა. ა.მილმონი "დაკარგული სამოთხე" (2 ნაწილი)
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 2 нояб. 2020 г.
- 9 мин. чтения
თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე სატანიზმზე გავლენა იქონია იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებულმა "დუალისტურმა" მსოფმხედველობამ. დუალიზმი ეს არის რწმენა რომლის თანახმადაც არსებობს კარგი ღმერთი და ცუდი ღმერთი რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს,-თავისთავად ეს არ იყო სატანის თაყვანისცემის მიზეზი მაგრამ, ამისათვის საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი მოამზადა ამ რწმენამ.

დადგე ეშმაკის მხარეს გაცილებით მიმზიდველი და მაცდურია იმ პირობით, რომ ის არის მეტნაკლებად თანაბარი ღმერთთან, არ ექვემდებარება მას და არ მოქმედებს მხოლოდ მისი ნებართვის თანახმად, ასე თვლიან მართლმადიდებელი ქრისტიანები. დუალიზმი იყო გნოსტიკური სექტების ძირითადი დოქტრინა, ისინი ადანაშაულებდნენ ქრისტიანებს სატანიზმში. სწორადაა აღნიშნული, რომ "ყოველი გნოსტიკისთვის სამყარო არის ჯოჯოხეთი". იმის რწმენაში რომ სამყარო სავსეა ბოროტებით ისინი ვერ იჯერებდნენ რომ ის შექმნილი იყო კეთილი ღმერთის მიერ. მათ სწამდათ რომ უზენაესი ღმერთი ანუ სიკეთის პრინციპის მატარებელი, უცხო იყო დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების მხრივ რადგან ის იმყოფებოდა ყველაზე შორს მდებარე ცაზე. სამყარო შეიქმნა ღმერთმა და შემდეგ მის მართვას შეუდგნენ ახალგაზრდა ღვთაებები-ეგრეთ წოდებული-არქონები ("მმართველები"), რომლებიც ან ღიად მტრობდნენ ღმერთს, ან საერთოდ წარმოდგენაც კი არ ქონდაც მისი არსებობის შესახებ. ზოგიერთებს კი სჟეროდათ, რომ არქონები - პლანეტის ღმერთები, მცველები, უბლოკავდნენ გზას ადამიანის სულს, რომელიც ცდილობდა გამხდარიყო ღმერთი სიკვდილის შემდეგ. უზენასეი არქონი ხშირად გაუიგივებიათ კიდევაც ძველი აღთქმის ღმერთთან რომელიც იყო ავი, სასტიკი შურისმაძიებელი და ვერაგი. რამოდენიმე მათგანმა კი მოწინააღმდეგეების (ქრისტიანების) რწმენაზე დაყრდნობით გამოიტას ასეთი დასკვნა: სამყარო შექმნეს მთავარანგელოზებმა, რომლებიც აუჯანყდნენ უზენაეს ღმერთს. ქრისტიანის აღშაშფოთებლად და რწმენის შეუარცხყოფისათვის სრულიად საკმარისი იყო ზემოაღნიშნული განცხადების გაკეთება, მამა-ღმერთის მანკიერად გამოცხადება იმ რწმენის გამო, რომ სამყაროს მეამბოხე მთავარანგელოზები მართავენ; მაგრამ ისნინი ამაზე არ გაჩერებულან. ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ადამიანებიც არქონებმა შექმნეს და ამიტომაც ვართ ბუნებით ცოდვილები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში დევს ღვთიური ნაპერწკალი სისპეტაკისა. მათი ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად არქონებმა ადამიანი გამოძერწეს თიხისგან მაგრამ ის იყო ძალიან სუსტი, არ შეეძლო სიარული - მხოლოდ ხოხავდა, როგორც დიდი და საცოდავი მატლი. მაშინ უზენაეს ღმერთს შეეცოდა ადამიანები და აჩუქა მათ ღვთიური ნაპერწკალი, რომელმაც შთაბერა ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე და დაეხლარა წამოდგომასა და ზურგის გამაგრებაში. ამ თეორეიების მთავარი მიზანია ძირი გამოუთხაროს რწმენას იმაზე, რომ თუ ადამიანი შექმნისთანავე ცოდვილად შეიქმნა (და საერთოდ არასოდეს დაცემულა ცოდვის გამო) მაშინ ქრისტე ვერ დაიხსნიდა კაცობრიობას საკუთარი თავის ჯვარზე გაწირვით. შემდეგ უკვე ბევრად გაიყო მათი აზრები, ერთნი ამტკიცებდნენ რომ ღმერთი და ეშმაკი ერთი და იგივეაო, მეორენი კი ეშმაკს თვლიდნენ კეთილშობილ ანგელოზად რომელიც წინ აღუდგა ბოროტ ღმერთსა და არქონებს. მათ აურიეს და გათელეს მთელი ძველი აღთქმის ფასეულობები, პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს კი ბრალს სდებდნენ ღმერთის მტრობაში. მათი სწავლების თანახმად ედემის გველი მაცდური კი არა-მხსნელი იყო, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა ადამსა და ევას რათა მათ გაერჩიათ სიკეთე და ბოროტება ამ სამყაროში რომელიც უფალმა შექმნა. ზოგიერთი მათგანი ამართლებდა კაენს აბელის მკვლელობისათვის და ამბობდა, რომ ღმერთმა არ მიიღო მისი შესაწირავი (მიწის მოსავალი) მაგრამ მიიღო აბელის სისხლი იმიტომ, რომ ღმერთი სისხლისმსმელი და სასტიკიაო. ზოგიერთი ეგვიფტის ფარაონს ამართლებდა და აქებდა, ზოგი სოდომისა და გომორის მოსახლეობას და ასეთ დაწყევლილ ადგილებს, მოკლედ ყველანაირად ცდილობდნენ შეექოთ დაუმორჩილებლობა ღმერთისადმი. ზოგიერთ კი იმდენად შორს წავიდა, რომ იესოს თვლიდნენ ბოროტი ღმერთის შვილად რომელიც თითქოსდა ჩვენს დასახსნელად არ მოსულა-პირიქით. ხოლო იუდა ისკარიოტელს თვლიდნენ ამ "დამპყრობელისაგან" დასახსნელად მოვლენილს. ბევრი მათგანი იესოს თვლიდა მხსნელად რომელიც მოვიდა, რომ ხალხი გაენთავისუფლებინა ძველი აღთქმის ღმერთისგან, ეს შეხედულებები (რამოდენიმე დეტალის გამოკლებით) ძალიან გავდა მართლმადიდებლურ შეხედულებებს. ერთი მღვდელი თავის წიგნში "ერესების წინააღმდეგ" საერთოდ ზღვარს გადავიდა და დაწერა ასეთი რამ, რომ იესო ჯვარზე არ მომკვდარა არამედ მის მაგივრად გაკრული იყო სიმონი, ხოლო იესო ახლოს იდგა და იცინოდა მის ტანჯვაზე. მისი მტკიცებით ამ მეთოდით არქონებმა მოგვატყუეს ხალხი და გაგვხადეს თავიანთ მონებად; მონობისგან განთავისუფლდებოდა მხოლოდ ის, ვინც დაიჯერებდა, რომ იესო წამებით არ მომკვდარა.
ზოგიერთმა გნოსტიკმა არ იკმარა ქრისტიანული რწმენის დამახინჯება ასეთი საზიზღარი ფორმებით და დაუმატა არანაკლებ გრანდიოზული დამახინჯება იუდაისტურ-ქრისტიანული მორალური სტანდარტებისა. ერთადერთ გზად, მიეღწიათ ღვთიური მდოგამრეობისათვის ისინი თვლიდნენ ცოდნას (გნოსის), მიღებულს ღვთიური შთაგონებით. ამ კონკრეტული მოსაზრებიდან გამომდინარეობდა ტრადიციული მორალი: ადამიანი შეძლებდა სამოთხეში ცხოვრებას მხოლოდ გნოსისის დახმარებით, ეს ამქვეყნიური ცხოვრება კი არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან. ზოგიერთი მათგანი იჩენდა მძიმე სიმკაცრეს რათა განთავისუფლებულიყვნენ ამ სამყაროს ბორკილებისაგან. გამოხატავდნენ განსაკუთრებულ ზიზღს ახალშობილი ბავშვების მიმართ რათა თვლიდნენ, რომ ეს ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ არქონების "ნახირის" გამრავლებას. სხვები საპირისპირო გზით მიდიოდნენ. გნოსტიკ ვალენტინის მოწაფეებს სჯეროდათ რომ ადამიანი რომელიც ფლობდა გნოსისს, ხდებოდა "სულიერი სუბსტანცია" ანუ ფაქტიურად ღმერთი. რაც არ უნდა გაეკეთებინა მას ახლა, ის დარჩებოდა სუფთა და უმწიკვლო. დარწმუნებულები მისი ღვთიური უფლებით-ცდუნებული სტუდენტები გათამამდნენ ყველანაირი ვნებებით და "ხორციელი გაუმაძღრობით". ზოგიერთ წარმომადგენელს ასევე სჯეროდა გარყვნილი ცხოვრების და კავდებოდნენ ჯადოქრობითაც. მათ ამ ყველაფერზე ჰქონდათ პასუხი, რომ მანკიერი ცხოვრების გზაში დევს სათნოება. ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება ბუნებრივად იყო ბოროტებით სავსე მათთვის და საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმები იყო არქონების მიერ დადგენილი რათა დაემორჩილებინათ ადამიანები. ბოროტმა ღმერთმა იეჰოვამ ხალხს ცრუ წინასწარმეტყველი მოსეს საშუალებით გადასცა მანკიერი მცნებები და კანონები, ასევე ის ამცნობდა წინასწარმეტყველებს არასწორ მიმართულებას ხალხის დასაბნევად. ხსნის ერთადერთ მიაჩნდათ არქონების გეგმის ჩაშლა და მათი ყველა მცნებისა და კანონის დარღვევა. ეს იყო ხსნა-ყველა ტრადიციული კონვენციის დარღვევა. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა ეს პრინციპი, თუმცა ამით ბზარი გააჩინეს დუალისტურ რწმენაში, მაგრამ მიუახლოვდნენ მაგიის თეორიის საფუძვლებს. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოროტებისა და სიკეთის სტატუსები უსარგებლო და უმნიშვნელო იყო და რომ გზა სრულყოფილებისაკენ იდო გამოცდილებაში: ადამიანს უნდა გამოეცადა საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი. აი რა თქვა მათ შესახებ ეპისკოპოსმა ირენაუსმა: "მათ სჯეროდათ რომ სამყარო შექმნა ეშმაკმა, რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ადამიანების წარმოდგენაში არსებობდა. ამიტომ თვლიდნენ რომ სულს რომელიც ერთი სხეულიდან მეორეში გადადიოდა, უდა შეეგროვებინა გამოცდილება, უნდა გამოეცადა ყველანაირი ცხოვრება და ყველანაირი საქციელი." ასე რომ "მათ სულებს რომლებმაც უკვე ყველაფერი გამოსცადეს ამ ცხოვრებაში, აქ აღარაფერი დარჩენოდათ და მიდიოდნენ ზეცაში". ერთი სხეულიდან მეორეში გადასხვა კი იყო საჭირო მხოლოდ იმიტომ, რომ "გამოეცადათ ყველა ის რაღაც რაომლებზეც ლაპარაკსაც ვერ ვბედავთ, რომლის გაგონებაც არ გვინდა და რომლის გულში გავლებაც კი გვზარავს".
ყველა ეს გნოსტიკური წარმოდგენები შესანიშნავად ჯდება სატანიზმის საერთო კონცეფციაში; მეტიც, ზუსტად ამაზეა დაფუძნებული უმეტესწილად ეს კონცეფცია. ჩვენ არ გვაქვს ფაქტები იმის შესახებ ნამდვილად იყვნენ თუ არა მათ შორის სატანისტები, თუმცა არც გასაკვირია, მართლმადიდებელი ქრისტიანები რომ მათ ასეთებად თვლიდნენ. როდესაც ქრისტიანული რელიგია გაძლიერდა, რომის მიერ ეროვნულ რელიგიად აღიარებით, მაშინ გნოსტიკური სწავლება მხოლოდ მცირერიცხოვან ერეტიკულლ სექტებს შორისღა იმალებოდა აღმოსავლეთით, საიდანაც ბოლოს და ბოლოს ისევ მოხვდა დასავლეთ ევროპაში. ამ პროცესში მთავარი როლის შემსრულებელ სექტებს შორის უნდა აღინიშნოს სომხური მესალიანიც, რომელმაც, IV საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული ნელა მოძრაობდა დასავლეთით და XI ასწლეულში ბალკანეთამდეც მივიდა; XII საუკუნეში მათი მიმდევრების მთავარი ცენტრები იყო ბოსნიაში, ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში. როგორც ჩანს ამ სექტამ დიდი გავლენა იქონია კათარებზე (ბერძნულად catharoi-"სუფთა") რადგან კათარების პირველი საზოგადოება გაჩნდა ჩრდილოეთ იტალიაში XI საუკუნის დასაწყისს. ასწლეულის შემდეგ კათარიზმმა მთლიანად მოიცვა სამხრეთ საფრანგეთი და ადგილობრივი თავადაზნაურობის მხარდაჭერაც კი მიიღო. დაახოებით 1150 წელს პირველი ეპისკოპოსი-კათარი გამოჩნდა სამხრეთ საფრანგეთში აქედან კი კათარიზმის სწავლება გავრცელდა ფლანდრიაში (ბელგიის ერთ-ერთი რეგიონია) და დასავლეთ გერმანიაში. 1167 წელს ეპისკოპოსმა განახორციელა მოგზაურობა ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში რათა შეხვედროდა ადგილობრივ კათარებს და ჩამოეყალიბებინა ახალი ეპარქიები. კათარები ირწმუნებოდნენ, რომ მართლმადიდებლური ღმერთი - ეს სინამდვილეში სატანა იყო, მბრძანებელი ამა ქვეყნისა და შემქმნელი მისი. მას ექცემდებარებოდა ადამიანის სიკვდილი და საერთოდ ყველაფერი მატერიალური ამ სამყაროში. ზოგიერთი თვლიდა რომ ის იყო დაცემული ანგელოზი, მაგრამ სხვები ინარჩუნებდნენ დუალისტურ მხედველობას და იძახდნენ რომ ქრისტიანების ღმერთი იყო დამოუკიდებელი მოწინააღმდეგე ნამდვილი ღმერთისა, დასაწყისიდანვე არსებული და მარადიული. კათარების მორალური პრინციპი მართლმადიდებელ ქრისტიანებს თავიდანვე საჭვოდ და საშინლად ეჩვენებოდათ რადგან როგორც გნოსტიკები, ასევე კათარებიც თვლიდნენ, რომ ბავშვის დაბადება იყო ცოდვა რადგან ეს პროცესი ემსახურებოდა სატანის რიგების შევსებას. ამის გამო ისინი ფიქრობდნენ რომ ადამს და ევას გამრავლების უნარი მისცა მათმა ღმერთმა ანუ სინამდვილეში სატანამ. კათარების უმაღლესი მიმდევრები - "სრულყოფილები" ("parfait"), რომლებიც ცხოვრობდნენ როგორც იესოს ხორცშესხმები (კიდევ ერთი სახიფათო და სასიკვდილო დარღვევა ქრისტიანული კანონებისა) ცხოვრობდნენ მკაცრი ასკეტიზმით, თავს იკავებდნენ სექსუალური ურთიერთობებისაგან, ძალადობისგან, ცხოველური საკვებისაგან, ტყუილისგან, ფიცისგან და საერთოდ ყველანაირი ვნებისაგან რაც არ უნდა ყოფილიყო ვნების მიზეზი. შედარებით დაბალი დონის კათარები რომლებიც იყვნენ გაცილებით მრავალრიცხოვანნი, არ იყვნენ ვალდებულნი შეესრულებინათ ყველა ეს წესი. ისინი ხომ უკვე სატანის მონები იყვნენ და ვეღარ შეუშლიდნენ ხელს ამას. შემთხვევითი სექსუალი კავშირები მათთვის გაცილებით მომგებიანი იყო რადგან ქორწინება და ბავშვის გაჩენა ხომ ეწინააღმდეგებოდა კათარების მორალს. ის ფაქტი, რომ მამრობითი და მდედრობითი სქესის "სრულყოფილები" ცხოვრობდნენ წყვილებად ერთმანეთისაგან შორს, ბადებდა ჰომოსექსუალიზმის ეჭვს. კათარები თავიანთ სექტას თვლიდნენ ერთადერთ და მართებულ ეკლესიად ქრისტესი. ისნი რომის ეკლესიას თვლიდნენ სატანის შემოქმედებად - არამხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თაყვანს სცემდნენ ღმერთს, რომელსაც კათარები სატანად თვლიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ მათი გადმოსახედიდან ის გაჟღენთილი მიწიერი ცოდვებითა და ხორციელი ვნებებით გათამამებული რომელსაც აკონტროლებდა სატანა. კათოლიკეები ამ "კომპლიმენტს" ანალოგიური განცხადებით პასუხობდნენ კათარების საწინააღმდეგოდ. კათოლიკეებისათვის სრულიად ნათელი იყო, რომ სექტა რომელიც ცდილობდა ქრისტიანული ფასეულობების შერყვნას, იმყოფებოდა კავშირში წყვდიადის მმართველთან. დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვებოდა იმაში, რომ კათარი გახდებოდა სრულყოფილი, თუ სახალხოდ დაგმობდა კათოლიკურ ეკლესიასა და მათ ჯვარცმას. ჩვენთვის უცნობია იყვნენ თუ არა კათარების რიგებში ისეთები რომლებიც მართლა სატანას ემსახურებოდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ვიღაც-ვიღაცეები მათი რიგებიდან მისულიყვნენ ლოგიკურ დასკვნამდე: თუ კათოლიკეების ღმერთი მართლა სატანაა, მაშინ კათოლიკეების სატანა არ იქნებოდა არავინ მაგრამ, ღმერთი. ყოველ შემთხვევაში რომისთვის არ არსებობდა ეჭვი რომ კათარები მართლა ასე ფიქრობდნენ. ამიტომაც XIII საუკუნეში რომის პაპმა მოაწყო ჯვაროსნული ლაშქრობა სამხრეთ საფრანგეთში მყოფი კათარების წინააღმდეგ. ირწმუნებოდა, რომ "სატანის სინაგოგაში" კათარები ეთაყვანებოდნენ თხის ან კატის სახით გამოცხადებულ სატანას. ზოგიერთ კათარს გაცილებით მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი, ისინი მღეროდნენ სატანის ჰიმნს, იტაცებდნენ და კლავდნენ ბავშვებს და სვავდნენ ელექსირს, რომელიც მზადდებოდა ბავშვის ხორცისა და სისხლისაგან. ისინი დაფრინავდნენ ცოცხის ტარით ან ჯოხით, რომელსაც ესვა ზეთი, ტოვებდნენ სალხს დემონთან ერთად რომელსაც უკვე მიეღო მათი გარეგნობა. ანალოგიური დადანაშაულებით გამოდიოდნენ მოგვიანებით გრძნეულების წინააღმდეგაც. დუალისტური და გნოსტიკური მხედველობა შემოინახა სხვა ერეტიკულ სექტებში. დაახლოებით 1125 წელს ერთი ფრანგი გლეხი კლენემტინი ბიუსიდან, გამოვიდა განცხადებით, რომ კათოლიკური ეკლესიის საკურთხეველი-ეს ჯოჯოხეთის კარიბჭეა და ქორწინება და შვილის გაჩენა აკრძალულიაო. ბავშვის ყოლისაგან თავის აცილების მიზნით მისი მიმდევრები კავდებოდნენ ჰომოსექსუალური უერთიერთობებით, თუმცა შიგადაშიგ ტრადიციული ორიენტაციის ორგიებსაც ურევდნენ. ასეთი უერთიერთობის შედეგად დაბადებულ ბავშვებს წვავდნენ და მათი ნარჩენებისაგან ამზადებდნენ საუდუმლო სატანურ სეფისკვერებს. 1184 წელს რომის პაპმა გამოაცხადა გამოაცხადა ვალდენსების (ვუდუ) ანათემა, რომელიც ჯერ კიდევ იყო ევროპაში, შემორჩენილი პროტესტანტულ სექტებში. ვალდენსებს ბრალი ედებოდათ ღამის შეკრებებში რომლის დროსაც სექტის წევრები აღასრულებდნენ ქორწინების გარეშე სექსს; ამ ყველაფერს კი თვით სატანა ესწრებოდა ძაღლის სახით. დამატებით მათ ბრალი ედებოდათ კანიბალიზმშიც. ვალდენსები საფრანგეთში იმდენად ცნობილები გახდნენ, რომ მათ გრძნეულებას დააარქვეს "vauderie", ხოლო გრძნეულებს-"vaudoises" (აქედან წარმოიქმნა მოგვიანებით ცნობილი სიტყვა "ვუდუ"). შემდეგი, XIII ასწლეულის დასაწყისში მთელ ევროპაში გავრცელდა ხმები საზარელ სატანისტურ რიტუალებზე, რომელიც უნდა შეესრულებინათ გერმანული სატანისტური სექტის წევრებს. 1227 წელს რომის პაპმა გერმანიაში გაზავნა კონრად მარბურგელი რათა მას აღმოეფხვრა ერესი საფუძვლიანად და აღედგინა ჭეშმარიტი ტაძარი. კონრადი იყო სადისტი ფანატიკოსი რომელიც იყო სულიერი დამრიგებელი წმ.ელიზაბეტისა და დიდი სიამოვნებაც მიიღო მისი წამებისა და დამცირებისაგან. ის თავს ესხმოდა სატანისტებს ისეთი მძვინვარებითა და აგრესიით თითქოს თვით სატანას ებრძვისო. სატანის სექტის წევრობის აღიარების ის იღებდა არა წამებით არამედ სიკვდილის მუქარით. და თუ ეს აღიარებები იყო ჭეშმარიტი მაშინ ისინი უკვე მომწიფებულ სატანისტებად ითვლებოდნენ. გერმანელი სატანისტები ეტაყვანებოდნენ სატანას როგორც სამყაროს მმართველს, ირწმუნებოდნენ, რომ ისნი გამოგდებულები იყოვნენ ზეციდან არასამართლიანად. მათ სჯეროდათ, რომ ოდესმე სატანა დაამარცხებდა ქრისტიანების ღმერთს და დაბრუნდებოდა ტავის კუთვნის ადგილზე, მისი ერთგული მსახურები კი მასთან ერთად გაინაწილებდნენ სამუდამო ღვთიურ მადლს. ლუფიცერიანები (გერმანელი სატანისტები) ეთაყვანებოდნენ ყველაფერს რასაც ვერ იტანდნენ ქრისტიანები და ეზიზღებოდათ ყველაფერი, რაც ქრისტიანებში ისხარულს იწვევდა. აღდგომის პერიოდში ისინი ჭამდნენ ვაფლს მაგრამ არ ყლაპავდნენ, აღდგომის დასრულებამდე იჩერებდნენ პირში ხოლო ახდგომის დასრულების შემდეგ აფურთხებდნენ სანაგვე ორმოში, რათა ასე გამოეხატათ ზიზღი ქრისტეს მიმართ. მათ ვისაც ლუციფერიანების რიგებში უნდოდა გაწევრიანება უნდა ეკოცნათ გომბეშოსათვის უკანალში ან პირში. ზოგიერთი გავრცელებული ინფორმაციით არსება რომლისთვისაც უნდა ეკოცნათ გავდა დიდ იხვს ან ბატს და იყო ღუმელის ზომის. შემდეგ ახალგაწევრიანებულთან მიდიოდა შავ თვალებიანი ადამიანი, ძალიან თხელი, ფერმკრთალი კანით, რომლისგანაც მოდიოდა სამარისებური სიცივე. როგორც ჩანს ის განასახიერებდა სატანას როგორც სიკვდილს. ახალბედა კოცნიდა მას და აქ კვდებოდა ყველაფერი კათოლიკური რაც მასში იყო დარჩენილი. შემდეგ ყველანი სხდებოდნენ საქეიფოდ და ქანდაკებიდან, რომელიც ყოველთვის მონაწილეობდა ამ რიტუალში, გამოდიოდა დიდი შავი კატა. ახალბედა, სექტის მართველი და ყველა წევრი ვინც ასეთი პატივის ღირსი იყო, კატას კოცნიდნენ უკანალში. შემდეგ სექტის ხელმძღვანელი კითხულობდა: "რას გვასწავლის ეს?" სექტის ერთ-ერთი წევრი პასუხობდა: "უმაღლეს მშვიდობას" ხოლო მეორე წევრი ამატებდა: "და მორჩილებას". ამის შემდეგ აქრობდნენ სანთლებს და იწყებდნენ ორგიას რომლის დროსაც ქალები და კაცები განურჩევლად წყვილდებოდნენ. ამის შემდეგ ინთებოდა სანთლები და ბნელი კუთხიდან გამოდიოდა კაცი. მისი სხეულის ზედა ნაწილი იყო მზესავით მაგრამ, წელს ქვემოთ იყო შავი, როგორც ის კატა. სექტის ხელმძღვანელი დგებოდა მის წინ და ამბობდა: "ბატონო, მე გაძლევ იმას რაც მომეცა მე". მანათობელი ადამიანი პასუხობდა: "შენ კარგად მემსახურებოდი მე და მომემსახურები უფრო უკეთ. შენი მზრუნველობის ქვეშ ვტოვებ იმას, რაც მომეცი მე." და ამ სიტყვებით ის უჩინარდებოდა.
ეს მონაყოლი ჟღერს საკმაოდ საოცრად, რომ დაეჯერებინათ ახალბედა ამაში, მაგრამ როგორც ჩანს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა მისი გათამაშება. სავარაუდოდ მათ კარგად იცოდნენ სატანის - "სილათლის მატარებლის" ან "მზის" ლეგენდა რადგან მანათობელი ადამიანი როგორც ჩანს ეშმაკის ორ სახეს განასახიერებდა: როგროც დღის მზე (წელს ზემოთ) და როგორც ღამის მზე (წელს ქვემოთ) ან როგორც "შავი მზე". უკანალში კოცნის რიტუალი გახდა ერთ-ერთი სტანდარტული რიტუალი მათ რიგებში გასაწევრიანებლად, თუმცა ამ რიტუალის რეალური წარმოშობა და დანიშნულება უცნობი რჩებოდა. სავარაუდოდ ეს კოცნა იყო სიბოლურად მორცილების გამომხატველი, ან ამით ცდილობდნენ ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფას. 1233 წელს კონრადი მოკლეს, მაგრამ ნადირობა სატანისტებზე გრძელდებოდა. დაახლოებით 1286 წელს რომის პაპის მიერ კვლავ იკიცხებიან გერმანელი ერეტიკოსები, რომლებიც მოუწოდებდნენ კაცებსა და ქალებს ტანსაცმლისაგან და ფიზიკური სამუშაოებისაგან ნაგთავისუფლებულიყვნენ. სექტის წევრები - ადამიტები- თვლიდნენ რომ ამ საშუალებით შეიძლებოდა ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისა და განწმენდისათვის, როგორც ადამსა და ევას. მსგავსი ქცევები მიღებულ იქნა უკანონობად იმის გამო, რომ ადამიტების დიდი რაოდენობა გმობდა ქორწინებას და კავდებოდნენ იმ დროისათვის უკანონო, ქორწინების გარეშე სექსით. მსგავსი მრწამსები ისევ და ისევ ახლიდან იბადებოდა ხალხში როგორც ევროპაში ასევე ა.შ.შ-ში; შეიძლება აქედანაც წარმოიშვა შემდეგ უკვე ცნობილი ნუდიზმი. 1925 წელს კალიფორნიაში გამოჩნდა ვინმე ანა როდოსი რომელიც ირწმუნებოდა, რომ ის და მისი ქმარი იყვნენ ხელახლა დაბადებული ადამი და ევა, მათი სახლი კი-განახლებული ედემი. მათ ფერმაში იკრიბებოდნენ შიშველი ადამიტები, ცეკვავდნენ ცეცხლის გარშემო, აწყობდნენ ორგიებს და მსხვერპლად წირავდნენ ცხოველებს. 1307 წელს ფრანგი და ინგლისელი ტამპლიერები, ორდენის რაინდები (ეკლესიის მსახური რაინდები) წარსდგნენ სასამართლოს წინაში სადაც მათ ბრალს სდებდნენ ეშმაკის მსახურებაში, ჯვრის გმობაში და ა.შ. ზოგიერთ მათგანს ბრალი ედებოდა ჰომოსექსუალიზმშიც (მაგალითად მათ ლიდერსა და რამოდენიმეს ბრალი ედებოდათ სატანისტური რიტუალების დროს ჭიპზე, ანუსზე და ფალოსზე კოცნაშიც კი). ასევე ამტკიცებდნენ რომ ისინი იყვნენ სატანის საიდუმლო მსახურები და ქრისტიანული ზიარების დროს არ ამბობდნენ სიტყვებს "Hoc est corpus meum" ("ეს არის ჩემი სხეული") ბევრმა ტამპლიერმა აღიარა მსგავსი დანაშაული. ორდენის დიდმა მაგისტრმა და ნორმანდიის მაგისტრმა საკუთარი ნებით დატოვეს მინიჭებული თანამდებობები მანამდე სანამ, პარიზში ცეცცხლე დაწვავდნენ მათ. იდოლი რომელსაც ტამპლიერები ეთაყვანებოდნენ იყო შავთმიანი კაცის თავი რომელსაც ერქვა ბაფომეტი. ეს სახელი შეიძლებოდა ყოფილიყო სახელცვლილი ან დამახინჯებული სახელი მუჰამედი. ზოგიერთი ირწმუნებოდა რომ ეს იყო თავი ორდენის დიადი მაგისტრისა, "რომელმაც დაგვაარსა და დაგვტოვა". ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკული თავი საკმაოდ საზარლად გამოიყურებოდა. 1388 წელს ინკვიზიციამ დაკითხა რამოდენიმე ადამიანი რომლებმაც აღიარეს მსგავსი სექტების არსებობა ტუნინთან ახლოს. ისინი ეთაყვანებოდნენ დიად აპოკალიფსის დრაკონს, სამყაროს შემქმნელს და ღმერთზე უფრო ძლევამოსილს მიწაზე. ისინი იესოს თვლიდნენ უბრალო მოკვდავად ასევე უბრალო მოკვდავი იოსების შვილადა არა ძე ღმერთად. ისინი აღასრულებდნენ თავიანთი ღმერთის მიამრთ თაყვანისცემას შემდებ კი აწყობდნენ ორგიებს. შექტაში გაწევრიანებისათვის ადამიანს უნდა დაელია ელექსირი რომელიც მზადდებოდა გომბეშოს განავალისაგან, მათი თქმით ეს ელექსირი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ შეძლებდა სექტის დატოვებას. 1453 წელს აღმოჩენილი იქნა "ჯვრის საძმო". ისინი ეძლეოდნენ ხორციელ სიამოვნებებს და ირწმუნებოდნენ იმაში, რომ ადრე თუ გვიან სატანა დაიბრუნებდა ყოფილ ღირსებასა და პატივს და ისევ ავიდოდა ზეცად, გამოაგდებდა იქიდან ქრისტეს. ღამ-ღამობით ისინიც აწყობდნენ ორგიებს. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გავრცელდა ხმები ათასი ლუფიცერიანის შემოჭრის შესახე. იტალიაში რომის პაპმა იულის II-მ ერთ-ერთ ინკვიზიტორს დაავალა თვალთვალი და გამოკვლევა ზოგიერთი სექტისა. ამ დროისათვის მთავარ ობიექტად იქცა არა ლუციფერიანები და სატანის მორჩილები, არამედ გრძნეულები. თუმცა მანამდეც იყო ბრალდებები იმის შესახებ რომ გარკვეული სექტები ღამ-ღამობით აღასრულებდნენ თაყვანისცემას ადამიანის, კატის ან თხის სახით გამოცხადებული სატანის მიმართ. ზოგიერთ ერეტიკოსს, უფრო კონკრეტული ბრალდების თანახმად სჯეროდათ რომ სატანა მართავდა ამ სამყაროს და საბოლოოდ უნდა ჩამოეგდო ქრისტიანების ღმერთი. სატანისტურად ითვლებოდა სხვა მწრამსებიც წამოყენებული სხვა ერეტიკოსების მიერ, მაგალითად: უარის თქმა ქრისტიანულ რწმენაზე და მტრული მიდგომა მის მიმართ, ქორწინებისა და შთამომავლობის გაგრძელბის დაგმობა, ბავშვების მკვლელობა და კანიბალიზმი; სექსუალური ორგიები და ჰომოსექსუალიზმი.




Комментарии