top of page

ტაროს გაშლის ტექნიკები

ტაროს კარტებით მარჩიელობა მისი შექმნის პერიოდიდან ეტაპობრივად იხვეწებოდა და იქმნებოდა სხვადასხვა ტექნიკები, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებზე იყო მორგებული.


ამ თემაში გაგაცნობთ გაშლის სხვადასხვა სახეობებს, რომელიც სასურველ კითხვებზე მოგცემთ ამომწურავ პასუხს.


ტაროს მისტიურ მნიშვნელობებზე აქ აღარ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ამ განყოფილებაში გაგაცნობთ ტაროს მოყვარულთა წრეებში ძალიან ცნობილ და საყვარელ ტექნიკენს.

ვინც ტაროსთან თანამშრომლობს, კარგად ნაცნობი ტექნიკები არა

ერთხელ ექნება გამოყენებული და ვფიქრობ ნებისმიერ მოყვარულს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, უკეთ ჩაწვდეს ტაროს კარტების საიდუმლოს.


ალქიმიკოსი


ამ მკითხაობას ეწოდება ”ალქიმიკოსი”. რომელშც გამოიყენება ყველა არკანი. ძალიან საინტერესო ტექნიკაა სწორედ მომავლის განსაჭვრეტად, აჩეხილი დასტის ნებისმიერი ადგილიდან ამოვიღოთ ნებისმიერი კარტი და განვალაგოთ სურათზე მოცემული თანმიმდევრობით და ამის შემდეგ მოვახდინოთ არკანების მნიშვნელობებით მომავლის ინტერპრეტირება.

1 - წარსული. 2 - აწმყო. 3 - მომავალი. 4 - უახლოესი მომავალი. 5 - არც ისე ახლო მომავალი. 6 - შორეული მომავალი.

Dream - მკითხაობის წესი ასეთია: ყოველდღე თითო ბანქო ამოიღეთ 22 არკანიდან და თანდათან დააწყვეთ ისე, როგორც სურათზეა გამოსახული. 12 დღეში, როცა მკითხაობას დაასრულებთ, განმარტებები ქაღალდზე ჩაიწერეთ და შეინახეთ, რომ არ დაგავიწყდეთ. გაითვალისწინეთ, რომ 12 დღის მანძილზე ეს დასტა სხვა მკითხაობებისთვის არ უნდა გამოიყენოთ.

მარჩიელობა ხორციელდება მხოლოდ 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მაღალი არკანებით.

1 - 20 დეკემბერი: დედების ღამის ოცნებები. ეს ბანქო გირჩევთ, რომ იპოვნოთ განსაკუთრებული აზრი თქენს ოცნებებში.

2 - 21 დეკემბერი: ზამთრის მზე. ეს ბანქო გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შემოუშვათ სინათლე თქვენს ცხოვრებაში.

3 - 22 დეკემბერი: ბეტის დრო. ეს ბანქო მიანიშნებს შინაგან შეზღუდვებზე, რომლებიც ხელს უშლიან ოცნებების განხორციელებას.

4 - 23 დეკემბერი: აღდგენის დრო. ეს ბანქო გაჩვენებთ, თუ რომელია საუკეთესო გზა განწმენდისა და შინაგანი აღდგენისთვის.

5 - 24 დეკემბერი: დედების ლხინი. ეს ბანქო გაჩვენებთ, თუ რომელია საუკეთესო გზა წინაპრების სულებთან დასაკავშირებლად და მათგან სიბრძნის ან დახმარების მისაღებად.

6 - 25 დეკემბერი: ცხოვრების დღესასწაული. ეს ბანქო გაჩვენებთ პირდაპირ გზას სულისკენ.

7 - 26 დეკემბერი: შობის წმინდა დღე. ეს ბანქო გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიჩინოთ მზრუნველობა ახლობლების მიმართ და როგორ დაიცვათ თქვენი ენერგეტიკა.

8 - 27 დეკემბერი: ფრეიას დაბადება. ეს ბანქო დაკავშირებულია სასიყვარულო საკითხებთან, წარმატებასთან, მხატვრობასთან, შემოქმედებით თვითგამოხატვასთან და ქალურ სიბრძნესთან.

9 - 28 დეკემბერი: ალკიონეს ლხინი. ეს ბანქო მიანიშნებს თქვენს შინაგან სამყაროზე, სულიერებაზე და გრძნობებზე.

10 - 29 დეკემბერი: ნიმფების დღე. ეს ბანქო გაჩვენებთ თქვენს ”შინაგან ბავშვს” და მხიარულებას, და მიგანიშნებთ, თუ როგორ უნდა გავითარდეთ ამ მხრივ.

11 - 30 დეკემბერი: დასვენების დღე. ეს ბანქო გაჩვენებთ, თუ რა გზით უნდა იაროთ, რომ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოიპოვოთ.

12 - 31 დეკემბერი: ახალი წლის წინა დღე. ეს ბანქო გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ რაიმე ძველი და თქვენს ცხოვრებაში სიახლე შემოუშვათ.

ამ მკითხაობას ჰქვია ”12 თვე”. გამოიყენება მხოლოდ მაღალი არკანები. გირჩევთ, იანვარში გააკეთოთ, რომ დანარჩენ თვეებს თანმიმდევრობით მიყვეთ.

1 - იანვარი 2 - თებერვალი

3 - მარტი 4 - აპრილი

5 - მაისი 6 - ივნისი

7 - ივლისი 8 - აგვისტო

9 - სექტემბერი 10 - ოქტომბერი

11 - ნოემბერი 12 - დეკემბერი 13 - მთელი წლის შედეგი

ეს ტექნიკა კონკრეტული თვეების ძირითად მნიშვნელობებს გვამცნობს, მაგრამ დამატებითი ინტერპრეტირებისთვის შესაძლებელია აგრეთვე დაბალი არკანების დამატებაც, ისიც იმ შემთხვევაშ თუ გნებავთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება.

ამ მკითხაობას ჰქვია ”განაჩენი”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - რატომ შეიქმნა არსებული პრობლემა

2 - რა შეგრძნებები აქვს კლიენტს

3 - ის რისიც ეშინია

4 - მომავალი

5 - ის რისი გაკეთებაც არ ღირს

6 - კარტისგან რჩევა

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ეწოდება ”განშორება”. რომელშც გამოიყენება ყველა არკანი.

აჩეხილი დასტის ნებისმიერი ადგილიდან ამოვიღოთ ნებისმიერი კარტი და განვალაგოთ სურათზე მოცემული თანმიმდევრობით და ამის შემდეგ მოვახდინოთ არკანების მნიშვნელობებით არსებული პრობლემის ინტერპრეტირება.

1 - მიზეზი, რის გამოც მოხდა განშრება.

2 - შესაძლებლობა ურთიერთობის აღდგენის.

3 - ამ მომენტში არსებული სიტუაციის აღწერა.

4 - კონფლიქტის ან უთანხმოების მიზეზის დადგენა.

5 - კლიენტს რას მოუტანს განშორება, თუ სიტუაცია არ დალაგდება.

6 - შემდგომში ფსიქოლოგიურად როგორ აისახება კლიენტზე განშრება.

7 - კლიენტს რა პერსპექტივები ექნება განშრების შემდეგ

8 - ურთიერთობაში რა პერსპექტივა ექნებათ წყვილს სამომავლოდ

ამ მკითხაობას ეწოდება ”თვის პროგნოზი”. რომელშც გამოიყენება ყველა არკანი.

აჩეხილი დასტის ნებისმიერი ადგილიდან ამოვიღოთ ნებისმიერი კარტი და განვალაგოთ სურათზე მოცემული თანმიმდევრობით და ამის შემდეგ მოვახდინოთ არკანების მნიშვნელობებით არსებული სიტუაციის ინტერპრეტირება.

1 - რა ელოდება კლიენტს ჯანმრთელობის მხრივ.

2 - მატერიალურ პლანზე წარმატება და წარუმატებლობა.

3 - როგორ განვითარდება მოვლენები პირად ცხოვრებაში.

4 - სამსახურებრივი დაწინაურება და კარიერული წინსვლა.

5 - რეზიუმე თვის განმავლობაში.

ამ მკითხაობას ეწოდება ”ვარსკვლავი”. რომელშც გამოიყენება ყველა არკანი.

აჩეხილი დასტის ნებისმიერი ადგილიდან ამოვიღოთ ნებისმიერი კარტი და განვალაგოთ სურათზე მოცემული თანმიმდევრობით და ამის შემდეგ მოვახდინოთ არკანების მნიშვნელობებით არსებული სიტუაციის ინტერპრეტირება.

ვარიანტი 1

1 - ამჟამად თქვენი საქმეების არსებული მდგომარეობა.

2 - დავალება რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ (რეკომენდაციები).

3 - გზაზე არსებული წინააღმდეგობები და ხელისშემშლელი სიტუაციები.

4 - თქვენი ძლიერი მხარე.

5 - თქვენი გზის საბოლოვო წერტილი.

ვარიანტი 2

1 - საქმის ამჟამინდელი მდგომარეობა

2 - თქვენს წინაშე არსებული ვალდებულებები

3 - შისები და საფრთხეები არსებულ სიტუაციაზე

4 - ვისგან ან საიდან მოვა დახმარება

5 - საბოლოვო შედეგი არსებულ სიტუაციაზე

ამ მკითხაობას ჰქვია ”ნეგატივი (ჯადო)”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - დიდი ალბათობა ნეგატივის (ჯადო) არსებობისა

2 - არსებობა ან არ არსებობა ნეგატივის (ჯადო)

3 - ყავს თუ არა კლიენტს მტრები ან არაკეთილისმსურველი ხალხი საიდანაც მომდინარეობს ნეგატივი (ჯადო)

4 - კლიენტის შინაგანი მდგომარეობა

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ჰქვია ”სულიერების კიბე”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - კლიენტი

2, 3, 4 - თქვენი ჭეშმარიტი გზა

5, 6 - წინააღმდეგობა

7, 8, 9 - სულიერი ზრდის პოტენციალი

10 - ხელმძღვანელობა (თუ რითი უნდა იხელმძღვანელოთ)

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს და გზას გვიჩვენებს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ჰქვია ”მიზნის გზა”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - ჩამოყალიბება მიზნისა, რისკენაც მიისწრაფვით

2 - წინააღმდეგობების არსებობა

3 - საშუალებები და რესურსი

4 - ხელისშემშლელი კონკრეტული ფაქტორი მიზნისკენ სავალ გზაზე

5 - პირადი ფაქტორები, რისი განვითარებას გევალებათ გზის გასაგრძელებლად.

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს და გზას გვიჩვენებს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ჰქვია ”მცირე პირამიდა”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - არსებული პრობლემის განხილვა

2 - ემოცია და შეგრძნებები, რაც ახდენს კლიენტზე ზემოქმედებას.

3 - ცხოვრებაშ პრობლემის გამოვლინება, როგორ ახდენს ზემოქმედებას კლიენტზე.

4 - საბოლოვო შედეგი, ბოლო პასუხი დასმულ შეკითხვაზე

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს და გზას გვიჩვენებს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ჰქვია ”სამსახური”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

S - თვითონ კლიენტი

1 - უახლოეს მომავალში მუშაობის დაწყების პერსპექტივის არსებობა

2 - მუშაობის დაწყების ან აყვანის გადაწყვეტილება

3, 4 - ხელფასი და პირობები სამუშაო ადგილზე

5, 6 - როგორ განვითარდება ურთიერთობები თანამშრომლებთან სამუშაო ადგილზე

7 - სხვადასხვა ნიუანსები და შესაძლებლობები სამუშაო ვალდებულებების შესრულებაზე

8 - სამომავლო დაწინაურების ან წინსვლის პერსპექტივები

ეს ტექნიკა კონკრეტული პრობლემებიდან გამოსავალს გვაძლევს და გზას გვიჩვენებს, როგორც უკვე ავღნიშნე გამოიყენება სრული დასტა და კონკრეტულ კითხვებზე თანმიმდევრობით უნდა განვალაგოთ არკანები

ამ მკითხაობას ჰქვია ”კელტური ჯვარი”. გამოიყენება მაღალი და დაბალი არკანები. გაშლა ხორციელდება ნებისმიერ დროს

1 - შეკითხვის (პრობლემის) არსი

2 - სიტუაციის განვითარება

3 - მიმდინარე მოვლენები

4 - მოტივაცია, გამოფხიზლება, საყრდენი და გამკლავების საშალებები

5 - წარსულიდან არსებული მიზეზები

6 -სამომავლო პერსპექტივები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები (ერთ ერთი ვარიანტი)

7 - მე, დამოკიდებულება და შეხედულება კლიენტის მხრიდან პრობლემის მიმართ

8 - სიტუაციის შეფასება გარეშე პირების მხრიდან

9 - იმედები, შიშები, სიფრთხილე

10 - საბოლოვო შედეგი, როგორ დამთავრდება ან რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები.


Комментарии


bottom of page