top of page

ტაროს რიტუალები

დავიწყებ ტაროს თვისებებიდან გამომდინარე, ტარო იმდენად უკონტროლო ნივთია, მისთვის მთავარია ხშირ შეხებაში იყოს ადამიანის ბიოველთან, ტაროს ისტორია ვინც იცის მას არ გაუჭირდება ამისი გაგება, ვინც არ იცის დავსძენ იმას რომ თვითონ კარტები როგორც ნივთი უმოქმედოა, მასაც ისევე ჭირდება ენერგეტიკული კვება როგორც ნებისმიერ სხვა მაგიურ არტეფაქტს რასაც მაგები და ჯადოქრები ხმარობენ.



როცა აივსება ენერგიების გარკვეული მოცულობით, კარტი იწყებს მუშაობას, ანუ ის უკვე იძენს თავისებურ ეგრეგორს რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან აქტიურად


ცდილობს ადამიანების ბედისწერის დაპროგრამებას, ასეთი უამრავი მაგალითი არსებოსბ და ტაროსთან დაკავშირებული გამონათქვამიც არსებოსბ რომელსაც ბოშები ძალიან ხშირად იენებენ : "ტარომ თქვა, თუნდ მოიტყუა შენ მის გავლენის ქვეშ ხარ" ანუ რატომ ხდება ასე? არა იმიტომ რომ გჯერა და გადამეტებულ ყურადღებას ანიჭებ ტაროს ნიშნებს, სწორედ იმიტომ რომ ტარომ შეიძინა თავისი ამოქმედებისთვის საჭირო რაოდენობის ენერგია და ის უკვე განაგებს იმ ადამიანების ბედს რომლებიც იყენებენ მის მნიშვნელობებს.

ასეთი რამ ხდება 3 შემთხვევაში, ტარომ ან დაგიმორჩილათ, ან დაიმეგობრეთ ან დაგიკიდათ და არ სურს თქვენი მეშვეობით სწორი ინფორმაციის მოცემა, თუ ტარომ დაგიმორჩილათ ეს როგორც უიჯას დაფა სპირიტული სეანსების დროს გაქცევთ თავისი გავლენის ქვეშ, ან რომელიმე სხვა მაგიური არტეფაქტის ხშირი ხმარების დროს ხდება, თუ ტარო დაიმეგობრეთ, თქვენთვის საუკეთესო მრჩევლის რანგში წარსდგება და მუდამ საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო თუ "დაგაიგნორათ" ამ შემთხვევაში უკეთესია ტარო მოიცილოთ თავიდან ან გააჩუქოთ.


მოდით დეტალურად გავერკვეთ თუ რა შეიძლება ტაროსთან დამეგობრებისათვის, ამისათვის საჭიროა 1) ტარო ვინმემ გაჩუქოთ; 2) მიღების შემდეგ ტაროსთან ქვეცნობიერი გასაუბრება და ამ საუბრის დროს შეგრძნებებზე დაკვირვება, (თუ ცივია მოიცილეთ ტარო, თუ თბილია მაგ შემთხვევაში გააგრძელეთ მუშაობა); 3) ტაროზე სპეციალური რიტუალის ჩატარება, რომელიც მოიცავს 3 ეტაპს, რაზეც ცოტა ქვემოთ აგიხსნით, და ბოლოს 4) ტაროს უნდა ექცეოდეთ როგორც სათუთ ნივთს, აგრძნობინეთ რომ ტაროს კარტები თქვენთვის მნიშვნელოვანია და ძვირფასი, რომც არ გქონდეთ ტაროსთან მუშაობის აუცილებლობა შეეხეთ კარტებს, სათითაოდ გადააწყეთ და მთელი ყურადღებით უყურეთ ყოველ კარტს და რაც მთავარია ყოველ კარტთან შეხებისას კარტებს თქვენი მადლიერება და სიყვარული გადაეცით.


ეს უმთავრესი კრიტერიუმებია რაც ტაროსთან დამეგობრების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო ადამიანმა.


ტაროს კარტებს სხვაგვარად ბედისწერის კარტებს ეძახიან და ამიტომ არ ვარგა ამ კარტებით ხშირად თამაში, ეს კარტები როგორც გემეგობრებიან ასევე გაპროგრამებენ და მიუხედავად დამეგობრებისა ტაროს ერთხელ ნამკითხავები სანამ ბოლომდე არ შესრუულდება იქამდე არ შეიძლება დროზხე ადრე ხელახლა გაშლა, ამით კარტებს გააღიზიანებ და ბედისწერაში გარკვეულ კოდს სავალალოდ აურევთ.


ტაროს კარტებთან დამეგობრების ძალიან ძველ მეთოდს შემოგთავაზებთ რომელსაც გამოცდილი და ძლიერი ჯადოქრები ხმარობენ:


ხუთშაბათი დღე ნაჩუქარ ტაროსთან ქვეცნობიერი საუბრის დღეა, აუცილებელია აღმავალი მთვარე, ხოლო სავსე მთვარის პირველი ორშაბათი კი რიტუალის დრო, რმელიც იმართება როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში.


ამისათვის საჭიროა 2 ნებისმიერი ფორმის სანთელი და ნაჭერი, სურვილის მიხედვით გნებავთ შავი, გნებავთ წითერლი და გნებავთ მწვანე, სხვა ფერები იკრძალება.


ვდგავთ ორ სანთელს, ერთს თქვენგან მარჯვნივ და მეორეს მარცხნივ, მათ შორის ვფენთ სასურველი ფეის ნაჭერს, და ზედ ვდებთ სახით თქვენსკენ ტაროს მთელ დასტას, ვეხებით სათითაოდ იქამდე სანამ ბოლომდე არ შევეხებით ყველა ნიშნულს, შემდგომ ვიღებთ ხელში მთლიან დასტას და ვდგებით ჩრდილოეთის მხარეს, და მივმართავთ ჩრდილოეთის მხარის თავადს, რომელიც პასუხისმგებელია სიზმრებისა ხილვების გამოწვევაზე, შემდეგ მივმართავთ დასავლეთის თავადს რომელიც პასუხისმგებელია სიკვდილისა და გარდაცვლილ სულებთან საუბარზე, ასევე დაფარულის გახსნაზე რაც საიქიოსთან არის დაკავშირებული,


შემდეგ მივმართავთ სამხრეთის თავადს, რომელიც სიცოცხლესა და განახლებას განაგებს და რომელიც ასუხისმგებელია მომავალი თუ ჩასახული სიცოცხლის განვითარებაზე აგრეთვე ის რაც რელაურ დროში ხდება და რისგანაც ადამიანი აგებს პასუხს, და ბოლოს აღმოსავლეთის თავადს მივმართავთ რომელიც განაგებს ღვთიურ კანონზომიერებას და ადამიანის ბედისწრერას, რომელიც დაწერილია და რომელსაც ვრე აცდება ადამიანი, ასევე წარმოადგენს ერთგულ მრჩეველს და გვევლინება მკურნალად და სანუკვარი სურვილებისა თუ ჩანაფიქრების განმახორციელებლად, ეს ძველი ეგვიპტური შესატყვისებია 4 მხარის თავადებთან და ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს საკუთარ ხელწერას ჩააქსოვთ, რეგალიები და თვისებები უკვე ჩამოგითვალეთ 4 მხარის თავადების, ახლა თქვენზე ა როგორ ჩამოაყალიბებთ შაძახისების ფორმულებს.


ამის შემდეგ მიმართავტ თვითონ ტაროს სულს რომელიც მიძინებულია ყოველ კარტში (მნიშვნელობა არ აქვს კარტების სახელწოდებას და სტამბურ ბეჭდვას, სული ერთი ყავთ) მიმართის ფორმა კი შემდდეგ ნარია: "" ტაროს სულო, ბედისწერის ნიშნებო, ის რაც იყო რაც არის და რაც უნდა იყოს ერთგულად გამიმხილეთ და გამანდეთ საიდუმლოებები, რაც იყო შექმნილი რაც სუნთქავს და რაც გარდაცვლილია ყველაფერი მამცნეთ, სიცოცხლე, სიკვდილი, მომავლის სუნთქვავ, ახადე ფარდა რაც დამალულია და ნათელი მოფინე რაც ჩემთვის დამალულია, რასაც ვერ ვხედავ და უნდა მოხდეს, რაც არ ვიცი და რაც მაბნევს, დამაყენე სწორ გზაზე და მომეიც ჭეშმარიტების გასახები. ელი იმ კა ბატ!"


ამის შემდეგ ბანქოს შევახვევთ ნაჭერში და დავიდებთ 3 დღე-ღამის განმავლობაში თავქვეშ, შემდგომ გამოვიღებთ და შეგეძლებათ კარტებით მარჩიელობა, ამ რიტალის შემდეგ ნახავთ რამდენად გაიხსნება თქვენში ტაროს წინასწარეტყველების უნარი.


გაფრთხილება, ტაროს კარტებს თქვენს გარდა არავინ არ უნდა შეეხოს, მხოლოდ მარჩიელობის დროს შეგიძლიათ რამოდენიმე კარტი ამოაღებინოთ კლიენტს, სხვა შემთხვევაში კარტი მხოლოდ თქვენ უნდა გეხებოდეთ.

Comments


bottom of page