top of page

ტაროს კარტების გაცნობა და მუშაობის პრინციპები

თუ უკვე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტაროს დასტა, დროა მას გაეცნოთ. კარტები ამოიღეთ ყუთიდან, დახედეთ მათ და სადმე დღიურში ჩაინიშნეთ დათალიერების დროს მიღებული პირველი შეგრძნებები. მოდუნდით და თქვენი ინტერპრეტაციით თითოეული არკანი დაახასიათეთ.


უპირველეს ყოვლისა დაიმახსოვრეთ ის რომ ერთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ შეგრძნებებს უკავშირდება ტაროს დასტით მარჩიელობის დროს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პირველ შეგრძნებებს.

კარტი ბოლომდე უნდას შეიგრძნოთ და მისცეთ ტაროს ეგრეგორს გაგეხსნათ ნებისმიერი სახით, ყველაზე მარტივი მეთოდი არის ახალი ტაროს დასტა მოვათავსოთ ბალიშის ქვეშ 3, 5, ან 7 დღე-ღამის განმავლობაში და დავიმახსოვროთ


სიზმრები, თუ ამ მარტივი მეთოდით შეძელით მიგეღოთ ნიშნები, ესეიგი ტაროს კარტებთან გაცნობამ წარმატებით ჩაიარა. სხვადასხვა ტაროლოგს თავისი პირადი ტექნიკები აქვს, რითიც ახორციელებს მორიგ ახალ დასტასთან გაცნობას.

კარტებთან პირველი გაცნობა აუჩქარებელ და სერიოზული დამოკიდებულებას მოითხოვს, რამეთუ ყოველი არკანი სიბრძნის მორიგი საფეხურია, როგორც რეიჩელ პოლაკმა თავიოს დროსზე ტაროს კარტებს უწოდა "სიბრძნის 78 საფეხური", ტარო თავის სიბრძნეს მხოლოდ დიდი მონდომებით და ყოველი არკანის გულდასმით შესწავლის შეწმდეგ გაგიმხელთ.

კარტებთან გაცნობა ყველაზე მეტად უადვილდებათ მათ ვინც პრაქტიკაში იყენებს მედიტაციებს, ეს კი ერთ ერთ იდეალურ საშალებად ითვლება ყოველი არკანის ღრმა შინაარსის გასაგებად. თუ თქვენთის მედიტაციები ახლოს არის, მაშინ ყოველ არკანზე გააკეთეთ მედიტაციები და მსუბუქი სუნთქვითი ვარჯიშები.

ტაროს კარტებთან მუშაობის პრინციპი

• ტაროლოგმა - ტაროს კარტებთან მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

• ტაროლოგი - დიაგნოსტირების დროს ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარი პიროვნული განვითარების მორალურ და სულიერ ნორმებს, რომელიც ითვალისწინებს მუშაობის დროს კლიენტის პიროვნულ, ინდივიდუალურ და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებას.

• სამყარო განსაზღვრავს ყოველი ჩვენგანის წარსულს, აწმყოს და მომავალს, სწორედ ეს განაპირობებს ადამიანში ძლიერი ინტერესის გაღვივებას, განჭვრიტოს საკუთარი მომავლი. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი, ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციები, სწორედ ეს წარმოადგენს ტაროლოგთან ვიზიტის ძირითად მიზეზს. ამ შემთხვევაში ტაროლოგი ვალდებულია სწორი ინტერპრეტაცია მისცეს არსებულ სიტუაციებს და აგრეთვე სწორი მიმართულება უჩვენოს მასთან მისულ კლიენტს არსებული პრობლემების გადასალახავად.

• თქვენ დგახართ რთული გადაწყვეტილების წინაშე? გაქვთ კრიზისული სიტუაციები პირად ცხოვრებაში? გაქვთ ფინანსური ან ჯანმრთელობის პრობლემები? გაწუხებთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მდგომარეობა? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ტაროს საშუალებით მიიღებთ.

• ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტად იხვეწება ტაროს მიმართ დამოკიდებულება და ადამიანი უფრო მეტად ხვეწავს ტაროლოგთან დასასმელ კითხვებს. ერთ დროს ბანალური კითხვები უკვე სერიოზულ სახეს იძენს და ამ ფსევდო მეცნიერებას უფრო მეტი მომხმარებელი ემატება.

• ტაროს კარტებით დიაგნოსტირება უფრო მისტიურ რიტუალს გავს ვიდრე უბრალო მკითხაობას, ამიტომაც აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

• ტაროს ხშირი შეწუხება ერთი და იგივე ან ბანალური კითხვებით კატეგორიულად აკრძალულია!

• ტაროს კარტებით მიღებული რჩევები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, სრული სერიოზულობით გათვალისწინებული კლიენტის მხრიდან!

• ტაროს კარტებით მიღებული ერთის მხრივ აბსურდული პასუხები არ რჩება ასრულების გარეშე, მხოლოდ დროის ფაქტორი განსაზღვრავს.

• ტაროს კარტებით დიაგნოსტირება ხდება როგორც საერთო გაშლის, აგრეთვე კონკრეტულ კითხვებზე გაშლის პრინციპით. სანამ ტაროლოგთან ვიზიტს გადაწყვეტთ, მანამდე სათანადოდ განეწყვთ უჩვეულო და უცნაური პასუხების მიღებაზე, რამეთუ ხშირ შემთხვევაში კარტებმა შეიძლება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კიტხვებზე პასუხის მაგივრად სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ან გაფრთხილება მოგცეთ, რამეთუ ტარო არ ემორჩილება კონკრეტული ადამიანის ან ტაროლოგის სურვილებს, კარტები ემორჩილება მხოლოდ სამყაროს გლობალურ კანონზომიერებებს და საინფორმაციო ველს.

Commenti


bottom of page