top of page

ტაროს კარტების შექმნის ისტორია



ტარო (გერმ.Tarock) - კარტებით მარჩიელობის ყველაზე პოპულარული ოკულტური სისტემა. ამ კარტების გარშემო არსებობს მრავალი ლეგენდა და წარმოშობის ვერსია, ოკულტისტთა აზრით, ტაროს შესახებ იცოდნენ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, აგრეთვე არსებობს ვერსია ძველი ატლანტიდელების მიერ ტაროს შექმნის შესახებ და მას ძველ ინდოეთთანაც აკავშირებენ, თუმცაღა მისი პირვანდელი სახე შუასაუკუნეების გერმანიიდან იღებს სათავეს, რაც უკავშირდება ბოშების გამოჩენას ევროპის ქვეყნებში ამას კი მიაწერენ XV საუკუნეს.


თუ ჩვენ გავეცნობით პატივცემული დე ჟივრის ფუნდამენტალურ ნაშრომს "ოკულტიზმის ანთოლოგია"-ს (1931 წ.) გავიგებთ გერმანიაში ტაროს არსებობის პირვანდელ და უტყუარ ისტორიულ მტკიცებულებებს, რომელიც თარიღდება 1329 წლით. ხოლო დე ჟივრის ნაშრომზე დაყრდნობით გამოდის რომ ევროპაში ბოშების გამოჩენამდე უკვე არსებობდა ტარო ანუ XV საუკუნემდე. ხოლო ოფიციალურად პირველად რეგისტრირებული ტაროს შესახებ ისტორიულ წყაროებში მივყავართ მაშნდელ იტალიამდეც.


1392 წელს საფრანდეთის მეფის კარლ VI -ის ბრძანებით ხალხში მელანქოლიის აღმოსაფხვრელად მაშნდელ მხატვარს სახელად ჟაკმენ გრინგონიეს დაევალა ტაროს კარტის შექმნა. მხატვარმა მეფეს წარუდგინა მის მიერ ოქროთი მოარაყებული, ხბოს ტყავზე შესრულებულიდა ზურგზე ვერცხლით ინკრუსტირებული ტაროს 22 უმაღლესი არკანი (ლათ. arcanum- საიდუმლო).

პირველი და სრული 78 კარტიანი დასტა, მაღალი და დაბალი არკანებით, რომელიც ცნობილია ვისკონტი-სფორცას სახელწოდებით, იყო შექმნილი სამეფო კარის მხატვრის ბონიფაციო ბემბოს მიერ 1428 წელს იტალიაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ არსებული კოლოდა იყო შექმნილი არა 1428 წელს, არამედ 1441 წელს იტალიაში, ღარიბი კონდოტიერის-ფრანჩესკო სფორცას და მილანის მესამე ჰერცოგის ფილიპე ვისკონტის არაკანონიერი შილის მარია ვისკონტის ქორწინების პატივსაცემად.

მაგრამ არსებობს აგრეთვე მესამე თარიღი1450 წელი, რომელიც უკავშირდება უკვე ცნობილი პერსონაჟის ფრანჩესკო სფორცას მეოთხე ჰერცოგად გახდომას, რამეთუ ფილიპე ვისკონტის ქორწინებაშ არ ყავდა მემკვიდრე, მაგრამ ტარომ ხალხში სათანადო აღიარება ვერ მოიპოვა XVIII -მდე.


(კარტები ვისკონტი სფორცას დასტიდან)


1773-1784 წლებისკენ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, როცა საფრანგეთის გრაფმა კურ დე ჟებელენმა გამოსცა თავისი ნაშრომების Le Monde primitive, analyse et compare avec le monde moderne (პრიმიტიული სამყარო, მისი შედარებები და ანალიზი თანამედროვე სამყაროსთან) მორიგი სინკრეტული ტომი 1781 წელს, სადაც არის მოცემული უნიკალური კვლევები "ტაროთი თამაშის" შესახებ, აგრეთვე მის კალამს მიეკუთვნება ნაშრომი"ტაროს კვლევა და კარტებით მარჩიელობა"


გრაფი კურ დე ჟებელენი მანამდე სწავლობდა ღვთისმეტყველებას ლოზანას უნივერსიტეტში, შემდეგ უკვე ეკლესიის დავალებით მოგზაურობდა სხვადასხვა ადგილებში სადაც ქადაგებდა და ასწავლიდა ღვთისმეტყველებას, მისი ინტერესის სფეროს აგრეთვე განეკუთვნებოდა მითოლოგია, საკრალური და საიდუმლო მსახურებები, სხვადასხვა იდუმალი მეცნიერებები.


გრაფი თავისი ნაშრომით აბრუნებს ტაროს ეგვიპტეში წარმოშობის თეორიას, რომელიც უკავშირებს თოთის ლეგენდარულ წიგნს. საიდანაც იღებს სათავეს ტაროს შექმნის ერთ ერთი წყარო. ორი წლით შემდეგ, ერთ დროს პარიმახერი და შემდგომ გრაფის მოსწავლე - ალიეტტე (1738-1791), ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგება ეტეილას სახელწოდებით და აქვეყნებს ამავე სახელწოდების ტაროს კარტს გართობის თვალსაზრისით, ფსევდონიმი ეტეილა მან მიიღო გრაფის შუამდგომლობით მაშინდელი მასონური ლოჟის წევრად კურთხევის შემდეგ 1776 წელ. ხოლო 5 წლის შემდეგ უკვე იწყებს არსებული ტაროს კარტების ფართოდ გაყიდვებს, რომელიც იყო უხვად დატვირთული მასონური სიმბოლიკით.

პარალელურად ეტეილა დიდი მონდომებით აგრძელებს პარიზელი ხალხისთვის მარჩიელობას, დროთა განმავლონბაში კი მისი მიმდევრების მხრიდან მოხდა კარტის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება, რასაც მოყვა დასტის რეპუტაციის დაკნინება, ამისი მიზეზი კი იყო კარტების ვიზუალურ გაფორმება.

1788 წელს ვინმე სიმონ ბლოკელი გამოსცემს კარტების დასტას, რომელიც იქნება ეტეილას ერთ ერთი ვარიაცია, ხოლო მოგვიანებით კი გამოსცემს ჯულია ორსინის მონოგრაფიას, რომელშიც აღწერილია არსებული დასტის კვლევები. 20 წლის განმავლობაში კი მოხდება არსებული დასტის სხვადასხვა ვარიანტის გამოცემაც.

1855 წელს ფრანგი ოკულტისტი, ალფონს-ლუი კონსტანსი (1810-1875), რომელსაც ვიცნობთ ელიფას ლევის სახელით, აქვეყნებს წიგნს სახელწოდებით Dogme et Rituel de la Haute Magie (უმაღლესი მაგიის სწავლება და რიტუალები), რაც შემდგომში გახდება ოკულტიზმის ქვაკუთხედი, წიგნი კი თავისი შინაარსით შეესაბამება ტაროს კარტების უმაღლეს არკანებს, რომელიც დაყოფილია 2 ნაწილად და შეიცავს 22 თავს, როგორც ტაროს კარტის 22 უმაღლესი არკანი.


ელიფას ლევი არც თუ ისე ხშირად იყენებდა ტაროს არკანებს მარჩიელობისთვის, მისი ძირითადი მიზანი წარმოადგენდა ტაროს უმაღლესი არკანებით აეხადა ფარდა ებრაული კაბალის წმიდა საიდუმლოსთვის. მისი აზრით კარტებშ იყო დაშიფრული სამყაროს კანონზომიერება და ყოველი ასო რომელიც არკანებზე იყო გამოსახული წარმოადგენდა კაბალისტური სამყაროს ხის ნაწილს.

საინტერესოა ის ფაქტი რომ, ელიფას ლევისთან ერთად აგრეთვე უდიდესი ოკულტისტი არტურ ედვარდ უეტი, გახდნენ ბრიტანელი პროზაიკოსის ედუარდ ბულვერ ლიტონის (1803-1873) მუზები, სწორედ ამ ორი უდიდესი ოკულტისტის შთაგონებითაც შეიქმნა შთამბეჭდავი ნაწარმოებები ისეთები როგორიც არის "თვალთავის ქვეშ მყოფნი და მოთვალთვალეები", "ზანონი", "გარდაუვალი რასა", "გასაოცარი ისტორია" სადაც არის ნახსენები ტაროს მისტიურობის შესახებ.


ნაწარმოებებმა უდიდესი გავლენა იქონიეს სხვა ოკულტისტებზეც, ისეთები როგორეცის არიან ს.ლ.მ მატერსი; უ.ბ. იტსი რომელმაც უეიტს შეასწავლა ჰერმენევტიკა, ასევე ალისტერ ქროულიზე, ვისი მოღვაწეობაც მჭიდროდ უკავშირდება ოქროს აისის ჰერმეტულ ორდენს, რამაც განსაზღვრა ძველ ინგლისში ოკულტური მეცნიერებების ფართოდ გავცელება XIX - საუკუნის ბოლოს და XX - საუკუნის დასაწყისში.

სამუელ ლიდლ მაკგრეგორ მატერსი (1854 - 1918), თვალსაჩინო როზენკრეიცერიმა შეიმუშავა ოქროს აისის ძირითადი რიტუალები, ორდენის სახელის მოხვეჭის პერიოდში სწორედ მატერსი ხელმძღვანელობდა ოქროს აისს, თვალსაჩინო როზენკრეიცერი არის ავტორი მცირე ტრაქტატისა, რომელშც იყო ტაროს არკანების განმარტებანი - The Tarot: Its Occult Signification, use in fortune telling, and method of play ("ტარო: მკითხაობაში გამოსაყენებელი ოკულტური მნიშვნელობები, სათამაშო მეთოდიკა", 1888), ხოლო მისი მეუღლე, იმავე დროს მოღვაწე ფრანგი ფილოსოფოსის და ინტუიტივისტის, 1927 წელს ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლისთვის, ნობელის პრემიის ლაურიატის ანრი ბერგსონის (1859-1941) და, მოინა ბერგსონი,


რომელიც ფლობდა ხატვის ნიჭს, ხოლო მეუღლის ინიციატივით მოინამ შექმნა ტაროს განსაკუთრებული დასტა, რომლის თანმიმდევრობაც აგრეთვე განსაზღვრა მატერსმა, რამეთუ რამოდენიმე არკანი იყო ტრადიციული კარტებისგან რადიკალურად განსხვავებული. მატერსის ასეთმა მიდგომამ კარტების მიმართ უმაღლეს არკანს - ძალას მიანიჭა VIII ნომერი, ხოლო სამართლიანობას კი XI ნომერი, სულელს I პოზიცია და ასეთი სახით შექიმნა "ოქროს აისის ორდენის ტარო", აღნიშნული კარტის ინგლისური ვერსია შემდგომში ხდება უკვე მსოფლიოსთვის ცნობილი.


სანამ უშუალოდ უეიტზე გავაგრძელებთ თხრობას, უნდა აღინიშნოს სხვა მკლევარებიც, რომელთა გარეშე შეუძლებელია ტაროს ისტორია. ელიფას ლევის მიმდევარი ჟერარ ანკოსი (1865-1916), რომელიც შემდგომში გამოსცემს "ბოშების ტაროს" (1889) და :წინასწარმეტყველების ტაროს" (1909) მონოგრაფიებს, 78 კარტის ილუსტრაციით და ცნობილი გახდება პაპიუსის სახელით. უხარისხო ქაღალდის გამო მონოგრაფიეფს თანდართული ილუსტრაციები მალე ფუჭდებოდა, ამის გამო სქელ მუყაოზე აკრავდნენ კარტებს და შემდგომ იყენებდნენ პრაქტიკაში.

მართებული აღმოჩნდა პაპიუსის მიერ ტაროს მაღალ არკანებზე პლანეტარული სიმბოლიკის გამოსახვა. ხოლო შვეიცარიელი ოკულტისტის და მასონის ოსვალ ვირტის (1860 - 1943) მიერ მოხდა პაპიუსის ტაროს სისტემის გრაფიკული სახის შექმნა. მისი 22 არკანი გახდა თვალსაჩინო მაგალითი ნატიფი და დახვეწილი გემოვნებისა, რომელიც აღმოჩნდა მიზეზი საკუთარი მონოგრაფიის გამოცემის მიზეზიც ტაროს შესახებ 1927 წელს.

უპრიანი იქნება აქვე აღინიშნოს ელიფას ლევის კიდევ ერთი მოსწავლის - პოლ კრისტიანის შესახებ (1811-1877), რომლის ნაშრომი "მაგიის სიტორია"ეხება ტაროს სწავლებებს, სხვათაშორის აღნიშნული ავტორის იმიციატივით დამკვიდრდა ტაროს ისტორიაში, ტერმინი "არკანი", აგრეთვე კრისტიანისეულ დასტაში კარტი სულელი გამოისახებოდა ნიანგის სახით და ნუმერაციით იყო XX და XXI არკანებს შორის მოთავსებული.

ხოლო ა.ბენჟამინი (1882 - 1951) იგივე კ.კ. ზეინი, ავტორი 21 ტომისგან შემდგარი ენციკლოპედიისა, რომელიც ეძღვნებოდა ჰერმეტულ მეცნიერებებს, ჯერ კიდევ 1918 წელს გამოსცა წიგნი "წმინდა ტარო" , ხოლო ამ წიგნის ხელახალმა გამოცემამ 1936 წლიდან უკვე დიდი პოპულარობა მოუტანა ტაროს კარტებს ლათინოამერიკის რეგიონებში.

1944 წელს ალისტერ ქროულის (1875 - 1947) ავტორობით გამოქვეყნებულ იქნა "თოთის წიგნი" რომელიც დღემდე გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ხოლო ავტორი კი საკუთარ თავს თვლიდა ელიფას ლევის განსხეულებას. 1909 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში "777" ფართოს განიხილავდა ტაროს ნუმეროლოგიურ კანონზომიერებებს, ხოლო შემდგომ ფრიდა ჰარისთან ერთად კი შექმნა ექსკლიუზიური ტაროს დასტა, რომლის ანალოგიც არ არსებობს, კარეტის უნიკალურობა და საფუძვლიანი ოკულტური კვლევევი ქროულს დამსახურებულად გამოარჩევს ოკულტურ სამყაროში როგორც XX საუკუნის ტაროს საუკეთესო ინტერპრეტატორს და მაგს.


დავუბრუნდეთ უდიდეს პიროვნებას და ტაროს ლეგენდარულ ავტორს არტურ ედუარდ უეიტს (1857-1940),

ადრეულ ბავშობაშ გადატანილმა სნეულეამ და მისმა მძაფრმა დამოკიდებულებამ ოკულტური მეცნიერებების მიმართ განაპირობა სრულყოფილი ტაროს კარტების შექმნა, რომელსაც აქტიურად იყენებს ნებისმიერი ტაროლოგი.


უეიტის დამხმარმ, მხატვარმა და თანამოაზრემ პამელა კოლმან სმიტმა (1878 - 1951) , წლების განმავლობაში აკეთებდა ჩანახატებს, რომელსაც იღებდა ხილვების სახით, ხოლო შემდგომ ამ ჩანახატებს უეიტს უზიარებდა, სწორედ ამან განაპირობა ტაროს სრუფასოვანი მხატვრული ფორმის მიცემა. 1909 წელს კი მოხდა ამ კარტების გამოცემა.

კარტის უნიკალურობა იმაშ მდგომარეობდა რომ ამ დასტაში იყო დაბალი არკანების მხატვრული გაფორმება, წლისთავზე უეიტმა გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით A pictirial key to the Tarot (ტაროს ილუსტრირებული გასაღები) რომელშც იყო აღწერილი და განხილული 78 არკანის სწორი და ამობრუნებული პოზიციები. რამაც განაპირობა ამ ვერსიის საყოველთაო აღიარება.


Comments


bottom of page