top of page

ტრეპარირებული თავის ქალების საიდუმლო

1873-1874 წლებში ექიმმა ფრუნიერმა და ქირურგმა ქირურგმა ბროკამ პირველად მიიქციეს სამეცნიერო სამყაროს ყურადღება დამუშავებულ თავის ქალებსა და ძვლებზე, რომლებიც აღმოაჩინეს პეტიტ–მორენის გამოქვაბულში, ქვემოთ მოყვანილია ბროკას დასკვნა, რომ ნეოლითის ხანაში კეთდებოდა ოპერაციები ძირითადად ბავშვების თავის ქალების ტრიპარაცია. ისინი ვინც ამ ოპერაციას გადაურჩნენ შეიძინეს მისტიკური ხასიათის თავისებურებები. სიკვდილის შემდეგ მათ თავის ქალებიდან აჭრიდნენ დისკოებს ან ფრაგმენტებს თავის ქალის ტრიპარაცია ცოცხალ ადამიანებზე ხდებოდა თავის ქალის ძვლოვანი ქსივილის დაკაწვრის გზით.



წინარეისტორიული ტრეპანაცია მიეკუთვნება სხეულის რიტუალური თვითდაზიანების კატეგორიას. როგორც ჩანს, ამ ოპერაციის მიზანი იყო ტვინის და შესაბამისად, ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება მათსა და ახალ კასტრატ-მღვდლებს შორის, აშკარად, არსებობს გარკვეული კავშირი სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტრეპანირებული ადამიანები, ასევე, იყვნენ კასტრატები. ბროკას შემდეგ, პირველყოფილი ადამიანების პერფორირებული თავის ქალები აღმოჩენილ იქნა ამერიკის ტერიტორიაზე, ახლო აღმოსავლეთსა და დედამიწის სხვა რეგიონებში თავის ქალებზე გვხვდება როგორც მრგვალი, ისე კვადრატული ხვრელები. ამოღებულ ძვლოვან დისკებს ათავსებდნენ სხვა თავის ქალებში. მათ ინახავდნენ როგორც ამულეტებს. ჩარჩეოში, სან-ფელიჩეს (იტალია) გამოქვაბულში აღმოაჩინეს თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენდა 120 ათას წელს მის კეფაზე არსებული ნახვრეტი გაფართოებული იყო სიკვდილის შემდეგ. თანამედროვე ეპოქაში, ინიციაციის ცერემონიის დროს, აფრიკაში, წინადაცვეთის პროცედურის შემდეგ, კეთდებოდა ოპერაცია, რომელიც გულისხმობდა პატარა ჭრილობების მიყენებას თავის ქალის მთელ ზედაპირზე ამ ოპერაციის თავდაპვირველი მიზანი, აშკარად, შეადგენდა თავის ქალაში ნახვრეტების გაკეთებას. მოვიყვანოთ მადამ პაინის სიტყვები: „ პირველყოფილები ცვლიდნენ თავის ქალას ფორმას იმისათვის, რომ მოეხდინათ ტვინის მოდელირება. პატარა ფიცრების საშუალებით, ისინი ხსნიდნენ ახალშობილი ბავშვების თავის ქალის ნაკერებს, იმ მიზნით, რომ ტვინის ნივთიერება მიემართათ ზემოთ. კასტური მიკუთვნებულობის შესაბამისად, კეფას აძლევდნენ ბრტყელ ან წაგრძელებულ ფორმას.თავის ქალის რიტუალები დაკავშირებულია ინტელექტუალურ და სოციალურ უპირატესობებთან. როცა იბადებოდა ბავშვი, მის თავს ათავსებდნენ ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ მიბმულ ფიცარს შორის და ამრიგად მიმართავდნენ მის ტვინს გარკვეული მიმართულებით. ფიცრებს მხოლოდ მას შემდეგ ხსნიდნენ, რაც თავის ქალის ძვლოვანი ნივთიერება მაგრდებოდა. ამის შედეგად, თავის ქალა ანომალიურად ფართოვდებოდა.სახე იღებდა უცნაურ ფორმას: წარბსზემოთა რკალები და ყვრიმალები იწევდნენ წინ. თავის ქალის ძვლების მდგომარეობის ასეთი ცვლილება ეხმარებოდა ზებუნებრივი თვისებების განვითარებას, თავის ტვინის ზემო ნაწილის განვითარების წყალობით. სხვადასხვანაირი დეფორმაციის მქონე თავის ქალები აღმოჩენილია დიდი რაოდენობით. თავის ქალის იდეალური ფორმა იყო კონუსური. ჩინელი „ბრძენი“, ალბათ უზარმაზარი კონუსის ფორმის თავის პატრონი გახლადთ. ინკების მმართველის მემკვიდრის თავის ქალა დეფორმირებული იყო იმისათვის, რათა მის სახეს მიეღო სწორი, სიმეტრიული ნაკვთები. თავიდან, ადამიანს ჰქონდა ძალზე წაგრძელებული თავი, დაბალი შუბლი და ძალიან განვითარებული ნათხემი. ახალმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა მიემართათ ტვინის ნივთიერება თავის ქალის ზემო ნაწილში, რის შედეგადაც, ნათხემი, ფსიქიკური აქტივობის ცენტრი, გახდა შედარებით უფრო ბტრყელი. უძველესი ატნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ნათხემი შესამჩნევად იყო გამოყოფილი თავის ტვინისაგან თავის ქალა დავიწროვდა და აიწია, რისი წყალობითაც ტვინმა გდაინაცვლა შუბლის თხემის ნაწილში, თავმა მიიღო მრგვალი ფორმა. არავაკის ტომის წარმომადგენლებს მიჭყლეტილი ფორმის თავები ჰქონდათ. ესპანელი კონკისტადორების ეს დაკვირვება დაადასტურა გვადელუპეში თავის ქალების ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ. ჩრდილო-დასავლეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ ინდიელთა ტომები, რომელთაც ეძახდნე „ბრტყელთავიანებს“, რომელთა წარმომადგენლებიც ხელოვნურად იბრტყელებდნენ თავის ქალებს, რისი წყალობითაც სახე უფრო უფართოვდებოდათ, ხოლო შუბლი უფრო უდაბლდებოდათ. პერუს სამარხებში აღმოაჩინეს კონუსის ფორმის თავის ქალები. ნიგერის ზოგიერთ ტომში, ახალშობილებს თავზე ახვევდნენ მჭიდრო შესახვევს, რის შედეგადაც, შუბლი საგრძნობლად იწევდა წინ.მე-19 საუკუნის შუა პერიოდში სტოკჰოლმელმა მეცნიერმა დოქტორმა ანდრეს რეციუსმა შეაგროვა თავის ქალებისა და დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ეძღვნებოდა ამ თემას. კოლექციაში წარმოდგენილია ატილას და ორეგონელი „ბრტყელთავიანთა“ ბელადის თავის ქალების ნახატები. ატილას თავის ქალა ნაპოვნია მისსავე სამარხში. მასაც კონუსის ფორმა ჰქონდა, ისევე, როგორც ჰუნების ყველა ბელადს. ინდიელის თავის ქალას, პირიქით, თითქმის არ ჰქონდა შუბლი.ჯერ კიდევ გასულ ასწლეულში, თავის ქალის ხელოვნური დეფორმაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბრაზილიაში, ბოლივიაში და საფრანგეთშიც კი, კერძოდ სენტ-ფუაში, ბორდოსთან ახლოს. ამ ჩვეულების აღმოსაფხვრელად, ხელისუფლების ჩარევაც კი გახდა საჭირო. თავის ქალას დეფორმაცია მიიღება ახალშობილის თავის ქალაზე მუდმივი დაწოლით, სანამ მისი ძვლები არ გამაგრებულან. ასეთი ოპერაციის შედეგად კი, ზოგი ახალშობილი კვდებოდა, ზოგი იმბეცილობისთვის იყო განწირული. ამერიკელ ინდიელებში დეფორმირებული თავის ქალა წარმოადგენდა ტომური პრეროგატივის ნიშანს. თუ ოპერაცია ვერ გამოიღებდა შედეგს ანუ თავი შეინარჩუნებდა ნორმალურ ფორმას, ბავშვი კარგავდა თავის უფლებებს და პრივილეგირებულ მდგომარეობას.


 
 
 

Comments


bottom of page