top of page

ტუზები -ხმლები, კვერთხები, თასები, მონეტები


ხმლების ტუზი (Туз Мечей)


ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი გვესაუბრება დაბრკოლებებზე, რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ სავსე ხართ ენერგიითა და ძალით, ეს შესანიშნავია, მაგრამ წინ არც თუ ისე მარტივი პერიოდი გელოდებათ. მოულოდნელად გამოჩნდება სიძნელეები ისეთ დროს, როცა არ ელოდებით. რამდენიმე დანაკარგის ხარჯზე მიაღწევთ მიზანს. შესაძლოა სკანდალები და დაშორებები.

თქვენ გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. შესაძლოა თქვენ დაიწყოთ ახალი რომანი, მაგრამ არა სასიყვარულო არამედ, ვნებიანი რომანი და გაჩერებას მანამდე ვერ შეძლებთ სანამ არ გამოფხიზლდებით.

• დაბრკოლებები

• ვნებიანი რომანი

• დანაკარგები


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


პრობლემები დაჟინებით მოითხოვენ გადაწყვეტას. შეეშვით მათ დაგროვებას, როგორც უყურადადღებო დიასახლისი ჭუჭყიან ტანსაცმელს. (უი, შეამოწმეთ სახლში წესრიგია?) თქვენ ძალიან მოწყენილი ხართ, ამიტომაც დააძალეთ საკუთარ თავს რაიმე საქმით მაინც დაკავდეთ, თორემ დეპრესიამდე არც ისე შორია. უკეთესია თუ საკუთარი თავითა და სახლით დაკავდებით, მაგალითად ნუ ... შეიარეთ სტომატოლოგთან.


• პრობლემები ჯანმრთელობის

• ბევრი სამუშაო

• დეპრესია

თასების ტუზი ( Туз Кубков )


ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ.

სტიქია - წყალი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


საოცრად პოზიტიური ცვლილებები ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი და დიდი სიყვარული, სერიოზული და საპასუხო (ანუ მასაც ანალოგიური გრძნობა ექნება თქვენს მიმართ). თქვენ ახლა იმდენად მიმზიდველი ხართ, რომ ყველაფერი გამოგდით, თითქოს ჯადოსნური ჯოხის მფლობელი ხართ. ძველი მტრებიც კი, თქვენი მეგობრები გახდებიან. მოშურნეები ჯერ კიდევ გყავთ, მაგრამ მეგორები გაცილებით მეტნი არიან და არავის მისცემენ უფლებას, რომ გაწყენინონ. თქვენი ცხოვრება სავსეა სიხარულით. არაფერია საგანგაშო.

• სიხარული

• მეგობრებთან კონტაქტი

• ახალი სიყვარული

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


აიყვანეთ თავი ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრებთან უსამოვნება მოგივათ, რაც ნამდვილად არ გაწყობთ. შესაძლოა რომ თქვენმა მეორე ნახევარმა გაწყენინოთ და მაშინ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ვიღაც ვისთანაც გულის გადაშლას შეძლებთ., ემოციურ არასტაბილურობას შეუძლია მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. სამსახურში - საშინელი მოწყენილობაა. ასე რომ გიმეორებთ - მეგობრები ერთადერთი ნათელი წერტილია თქვენს ცხოვრებაში.


• წყენა, ჩხუბი

• ტყუილი

• ჯანმრთელობის პრობლემები

პენტაკლების ტუზი (Туз Пентаклей)


სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის, მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

შესანიშნავი ნიშანი. საუბარია, ძლიერი, მყარი მატერიალური მდგომარეობის მიღწევაზე, კოლეგებისაგან პატივისცემაზე და სამსახურეობრივ წარმატებაზე. დაელოდეთ, წარმატება თქვენსკენ მოდის.


რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს აქ სამწუხაროდ პენტაკლების ტუზი დუმს. ეს მისი ეპარქია არ არის. კონცენტრაცია მოახდინეთ საქმეებზე! თქვენ აყვავდებით. შესაძლოა მოულოდნელი ფინანსური დამხარებაც მიიღოთ. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: პრემია, მემკვიდრეობა, კაზინოში მოგება და ა.შ. თქვენ ახლა ბედნიერი ხართ, მიუხედავად სიყვარულში გაურკვეველი ურთიერთობებისა. მითუმეტეს, რომ ჯანმრთელობა შესანიშნავი გაქვთ!

• ფული

• წარმატება სამსახურში

• სასიამოვნო სიურპრიზები


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენი შურთ. შესაძლოა, ვერ მიიღოთ მოსალოდნელ დროს თქვენი თანხა. ფინანსური მდგომარეობა, ერთადერთ რამეს გიტოვებთ, რომ ისურვოთ უფრო უკეთესი. ნუ დახარჯავთ ფულს უაზროდ. მიხედეთ ჯანმრთელობას. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი და წამალი. არ აიღოთ ვალები. შეჩერდით იმაზე, რაც გაქვთ.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• ტყუილი

• არახელსაყრელი დრო ფინანსური ოპერაციებისათვის

ჯოხების ტუზი (Туз Жезлов)


კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ პატივს გცემენ კოლეგები. თქვენი შესაძლებლობა იყოთ ლიდერი გაძლევთ საშუალებას იყოთ დამოუკიდებელი და მიაღწიოთ არც თუ ისე პატარა წარმატებას, ცხოვრების ამ პერიოდში. გყავთ ერთი ერთგული მეგობარი, მიუხედავად ამისა ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ მას.


თქვენ მხოლოდ ერთი მინუსი გაქვთ - ეკიდებით ახალ საქმეებს, მაგრამ მისი ბოლომდე მისაყვანად არ გყოფნით ნებისყოფა. შესანიშნავი პერიოდია წვეულებების მოსაწყობად, თქვენ ახლა კომუნიკაბელური ხართ. სულ მალე, მოულოდნელად, დიდ თანხას მიიღებთ. ასევე შესაძლებელია, რომ ძალიან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ.

• სურვილები ასრულდება

• ფინანსური მდგომარეობა გამაგრდება

• მეგობრული განლაგება


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


ეს ეტაპი თქვენთვის არც თუ ისე სასიამოვნოა. ცხოვრება ტბას უფრო გავს, რომელშიც არანაირი დინება არაა. საქმეებში - გამუდმებით დაბრკოლებები გხვდებათ, მაგრამ ნუ ადანაშაულებთ ამაში კოლეგებს, სხვისი ბოროტი სურვილი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ სიტუაცია ასე ეწყობა. შესაძლოა იყოს კამათი, ჩხუბი, რომელიმე ახლობელთან. არ არის შესაფერისი დრო მოგზაურობისათვის. მოსალოდნელია მიიღოთ ტრამვები. არც ისე ხელსაყრელი დროა ახალი წამოწყებებისათვის ბიზნესში.


• დეპრესია, მელანქოლია

• სურვილები არ ახდება

• დაშორება, დაკარგვა

Comments


bottom of page