top of page

ტყვიით ნეგატივის მოცილების მეთოდი

ტყვიით ნეგატივის მოცილების არა ერთ მეთოდს ათასწლეულების განმავლობაში ხალხი წარმატებით იყენებდა, რისი მაგალითებიც გვხდება თანამედროვე მაგიურ პრაქტიკებშიც.


ერთ ერთს დღეს გაგაცნობთ, რისი გაკეთებაც შეიძლება სახლის პირობებში



1. ტყვიის პატარა ნაჭერი დავიჭიროთ მარჯვენა ხელში.

2. საათის ისრის საწინააღმდეგოდ 7-ჯერ შემოვატაროთ პაციენტის თავზე თხემის ზონაზე, ამ დროს წავიკითხოთ სურა (ალ-ფათიხა). სურა იკითხება ერთხელ.

3. იგივე პროცედურა გავაგრძელოთ შუბლთან, ხელებზე, ფეხებზე, მზის წნულის და ჭიპის მიდამოში, ამ დროსაც ყოველ უბანზე ვკითხულობთ ზემოთ აღნიშნულ სურას თითო-თითო ჯერ. 4. 7 ჯერ მივაფურთხოთ ან შევბეროთ ტყვიის ნაჭერს.

5. შემდეგ გავახვიოთ ტყვიის ნაჭერი რამე თეთრი ფერის ქსოვილში და პაციენტს მოვათავსებონოთ ბალიშის ქვეშ 7 დღე-ღამის განმავლობაში.

6. მერვე დღეს გამოვიღოთ და გავადნოთ ტყვია, (ჩამოსხმისთვის საუკეთესო დღებია ოთხშაბათი, ხუთშაბათი ან შაბათი)

7. იატაკზე დავდოთ წყლით სავსე ჭურჭელი, სასურველია გამოვიყენოთ ყინულიანი წყალი.

8. ჭურჭლის ქვეშ დავდოთ ის ნაჭერი რაშიც იყო ტყვია გახვეული.

9. ამ ჭურჭელთან დავაყენოთ პაციენტი ისე რომ მისი ფეხები ეხებოდეს იმ ნაჭერს, რაზეც დავდგით წყლით სავსე ჭურჭელი.

10. ჩამოვასხათ ჭურჭელში ცეცხლზე გამდნარი ტყვია და დავაკვირდეთ.

11. იმ შემთხვევაში თუ ჩამოსხმის დროს გამოიკვეთა ეკლები, ნამსხვრევები, ნემსები ან დაიშალა ტყვია, ესეიგი არის თქვენზე მაგიური ზემოქმედება და აუცილებელია პროცედურის გაგრძელება, ჩამოსხმის გაგრძელება უკვე სხვა სურების წაკითხვის თანხლებით, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

12. თუ სუფთად, დაზიანების ან ნარჩენების გარეშე ჩამოისხა, ესეიგი თქვენზე მაგიური ზემოქმედება არ არის.

13. თუ დაზიანებების გარეშე ჩამოისხა ტყვია, მისი მოცილება ხდება რიტუალის დამთავრებისთანავე გამდინარე წყალშ გადაგდებით, ან ხის ქვეშ ტოვებს პაციენტი. მისი სახლშ გაჩერება არ შეიძლება.

14. თუ დაზიანებებით ან შემდეგი ნიშნებით ჩამოისხა ტყვია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მიყოლებით ვაკეთებთ ჩამოსხმას სხვა ტყვიის ნაჭრით, ვიმეორებთ შემოტარების იგივე პროცედურას, ხოლო პაციენტს აღარ უწევს მისი გაჩერება 7 დღე ბალიშის ქვეშ.

15. ალ ფათიხას სურას ვკითხულობთ ერთჯერ როცა ვაკეთებთ შემოტარებას, ან-ნას სურა იკითხება როცა ვადნობთ ტყვიას სამჯერ, ხოლო ალ ფელეყის სურა უკვე ჩამოსხმის დროს ასევე სამჯერ.

16. დამატებითი პროცედურის დროს უკვე გამოყენებულ წყალს არ ვცვლით, იგიცე წყლიან ჭურჭელში ვასხავთ გამდნარ ტყვიას.

17. დავაკვირდეთ ტყვიას, თუ სუფთად ჩამოისხა დაზიანებების გარეშე, განმეორებითი პროცედურა აღარ არის საჭირო, ხოლო თუ მაინც გამოიკვეთა მცირედი დაზიანება, ვამეორებთ პროცედურას 3, 5 ან 7 ჯერ.

18. ტყვიის მოცილებაზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო რიტუალის გამართვამდე ან მიმდინარეობის დროს, რაიმე სახის დამატებითი რეკომენდაციები, შეზღუდვები არ ვრცელდება.

19. რიტუალი სასურველია გაიმართოს ძველ მთვარეზე, მთვარის 18 დღიდან 27 მთვარის დღემდე, სანამ დაიწყება ჰეკატეს ღამეები.

20. ეს რიტუალი გამოიყენება როგორც სადიაგნოსტიკოდ, აგრეთვე მოხსნებისთვის მაგრამ უკან დაბრუნებით მიმდინარეობს პროცესები, რითიც ხდება ჯადოქრობაშ დამნაშავის დასჯა.

21. გთავაზობთ ფოტოებს რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თუ რა შემთხვევაში იკითხება ჩამოსხმულ ტყვიაზე ნეგატივის არსებობა ან არ არსებობა....


ნეგატივის არსებობის დროს ჩამოსხმული ტყვია იღებს ასეთ ფორმებს:



სადაც მაგალითის სახით არის ტყვიის ჩამოსხმის შემდეგ ფორმები ნეგატივის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაში.


 
 
 

Comentarios


bottom of page