top of page

ფსიქიკური ვამპირები

საკმაოდ ბევრს აქვს უნარი, სხვები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს. სატანიზმი ამხელს ამ ფსიქიკურ ვამპირებს –ადამიანებს,რომლებიც სხვებს საციცოცხლო ენერგიას აცლიან. ასეთებს შეიძლება წავაწყდეთ ყველგან, ნებისმიერ სოციალურ ფენაში. მართალია, ისინი არ არიან არც ჩვენი მეგობრები, არც საყვარელი ადამიანები,და საერთოდ, ჩვენთვის მნიშვნელოვან პიროვნებებს არ წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვალდებულად ვთვლით თავს მათ წინაშე.


თუკი ფიქრობ, რომ ასეთი ადამიანის მსხვერპლი ხარ,არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი შენი ვარაუდის გადასამოწმებლად. იცნობ თუ არა ისეთ ადამიანს, რომელსაც ხშირად ურეკავ ან სტუმრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ გაქვს,მაგრამ თუ არ გააკეთებ, თავს დამნაშავედ იგრძნობ? ან, ხომ არ შეგიმჩნევია, რომ ვიღაცას გამუდმებით ეხმარები, მაშინ როცა ის სულაც არ გთხოვს დახმარებას? ხშირად ფსიქიკური ვამპირი ამბობს – „მე შენ ამას ვერ გთხოვდი..“, შენ კი დაუყოვნებლივ აკეთებ იმას,რასაც „ვერ გთხოვდა“. ფსიქიკური ვამპირი შენგან არაფერს მოითხოვს პირდაპირ – ეს მისი მხრიდან დიდი სისულელე იქნებოდა. ის უბრალოდ მიგანიშნებს, რა უნდა და და ასე ინიღბავს თავს.ისინი არასოდეს მოქმედებენ აქტიურად, პირიქით, პასიურები არიან. რასაც არ ამბობენ, სწორედ ის გვაგრძნობინებს თავს ვალდებულად მათ წინაშე. მათ იციან, რომ თუ ღიად, პირდაპირ მოგთხოვენ რამეს, უარით გაისტუმრებ.


ფსიქიკურ ვამპირთა უმრავლესობას აქვს ერთნაირი მახასიათებლები, რომლებიც მათ სხვებზე ზეგავლენის მოპოვებაში ეხმარება. ისინი არიან ინვალიდები, აწუხებთ „სულიერი ტკივილი“, და ა.შ. საზოგადოება მათ იღებს ისე, როგორებადაც გარედან ჩანან, მათი ფიქრები კი არასოდეს მჟღავნდება. ხალხი ფიქრობს,რომ ეს უბედური ადამიანები მათ ყურადღებას საჭიროებენ და ეხმარებიან კიდეც. სწორედ ესაა ალტრუიზმი, რითაც პარაზიტები სარგებლობენ.


ფსიქიკური ვამპირები ნამდვილად იმსახურებენ არსებობას. ისინი დიდხანს და ჭკვიანურად ირჩევენ მსხვერპლს, მათი შერჩეული ადამიანი კი ყოველთვის ისეთია, რომ თითქმის ვერაფერს უპირისპირებს მის დამღუპველ ზემოქმედებას.


ზოგჯერ ფსიქიკურ ვამპირთა როლში ადამიანთა ჯგუფიც გვევლინება. ყოველი საქველმოქმედო ორგანიზაცია თუ რელიგიური დაჯგუფება ირჩევს ისეთ ლიდერს, რომელსაც სხვებზე ზეგავლენა შეუძლია. ისინი ჯერ ჩვენ გულებში ძვრებიან, შემდეგ კი ჯიბეებისკენ გადაინაცვლებენ ხოლმე. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ შესაწირს გვთხოვენ, არავინ აღნიშნავს, რომ თვითონს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ – მსუყე დაფინანსებისა თუ ჩვენივე შემოწირულობების ხარჯზე. ისინი ადამიანთა სიმპათიის მოპოვების და შემდეგ ამით მანიპულირების ოსტატები არიან. მაგალითად, ალბათ ბევრს შეგვხვედრია მათი გამოგზავნილი ბავშვები, რომლებიც დახმარებას გვთხოვენ.ესეც ერთგვარი ხრიკია – ძნელია გაუძლო ბავშვის მუდარით სავსე მზერას.


რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები,რომლებსაც ქველმოქმედების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, თუმცა ასეთები უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ. სამწუხაროდ, დანარჩენებს ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, იმსახურებს თუ არა დახმარების მთხოვნელი ჩვენს დროსა თუ ფულს.


ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რა ვალდებულებები აკისრია თითოეული გარშემომყოფის წინაშე. სანამ ვინმეს დაეხმარება, უნდა განსაზღვროს, რისი გაღება შეუძლია და რამდენად სამართლიანი იქნება დახმარების აღმოჩენა იმ კონკრეტული მთხოვნელისთვის. და რაც მთავარია,სანამ რამეს გააკეთებს, უნდა გაიაზროს, ხომ არ შეილახება თავისივე ინტერესები.



ადამიანს ძალიან უჭირს „არას“ თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება „კის“ ამბობს. მაგრამ თუ მას სხვების ზეგავლენისგან თავის დაძვრენა სურს, აუცილებლად უნდა ისწავლოს უარის თქმა საჭირო დროს. თუკი ამას ვერ მოახერხებს, ფსიქიკური ვამპირი დიდი სიამოვნებით წაართმევს მთელ ცხოვრებას და თავის მსახურად აქცევს.


ფსიქიკური ვამპირი ყოველთვის ისეთ მსხვერპლს ირჩევს, რომელიც თავისი ცხოვრებით კმაყოფილია– აქვს ბედნიერი ოჯახი, სამსახური და სასიამოვნო გარემოცვა. ასეთი არჩევნის მიზეზი ისაა, რომ ფსიქიკურ ვამპირს თავის მსხვერპლში მოსწონს ის, რაც თვითონ არ გააჩნია. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაწყობილი ცხოვრება აურიოს ადამიანს და გააუბედუროს. ასე რომ , უფრთხილდით ყველას, ვისაც არ ჰყავს მეგობრები და არ იცის, რა უნდა. ასეთები ხშირად თავს იმით იმართლებენ,რომ საკმაოდ ფრთხილები არიან მეგობრების შერჩევისას (სინამდვილეში კი მათ მხოლოდ მიღება უნდათ, გაცემა კი არ შეუძლიათ და მეგობრებს ამიტომაც ვერ ინარჩუნებენ) , შემდეგ კი გეტყვიან, რომ შენ იმ იშვიათ ადამიანთაგანს წარმოადგენ, რომელთანაც მეგობრობა შეუძლია და ამით უკვე გავლენის ქვეშ გაქცევენ– შენ ხომ მათთან მეგობრობის „ღირსი“ გახდი.


შესაძლოა ხშირად მეგობარმა, უფროსმა ან თუნდაც საყვარელმა ადამიანმა შეგაწუხოს თავისი თხოვნებით,მაგრამ სანამ მათ ფსიქიკური ვამპირის იარლიყს მიაწებებ, კარგად დაფიქრდი – რას იღებ მათგან სანაცვლოდ? თუკი შენთვისაც იმდენ დროს იმეტებენ,რამდენსაც შენ–მათთვის, მაშინ ეს ჩვეულებრივი გაცვლაა.. ან თუ მეგობარი გამუდმებით დახმარებას გთხოვს და შენ იცი, რომ საჭიროების შემთხვევაში თვითონაც აუცილებლად დაგეხმარება, ესეც სამართლიანი გაცვლა გამოდის. თუ უფროსი დამატებითი სამუშაოს შესრუებას გთხოვს,სანაცვლოდ კი დამატებით ხელფასს ან შვებულებას მიიღებ, აქაც ყველაფერი რიგზეა. ფსიქიკური ვამპირი კი შენგან მუდამ რაღაცას მოითხოვს, სანაცვლოდ კი არაფერს გაძლევს.


მრავალი ფსიქიკური ვამპირი თავდაპირველად რაიმე მატერიალურს გაჩუქებს და შენც გეუფლება შეგრძნება, რომ მათი ვალი გაქვს. სანაცვლოდ, ისინი არამატერიალურს მოითხოვენ – თუკი შენ მათ რაიმე ნივთს მისცემ , განაწყენდებიან და შესაძლოა საერთოდ უარი თქვან საჩუქრის მიღებაზე. მათი მიზანია, შენ მუდმივად ვალდებულად თვლიდე თავს მათ წინაშე! საჩუქრებით ისინი თითქოს შენს „სულს ყიდულობენ“ და ამას მუდმივად გაგრძნობინებენ მომავალში, თანაც ისე, რომ სიტყვასაც არ იტყვიან ამის შესახებ.



ნამდვილი სატანისტისთვის ფსიქიკურ ვამპირთან გამკლავების ერთი გზა არსებობს – მოექეცი მათ ისე, თითქოს ისინი მართლა ალტრუისტები არიან და შენგან მართლა არაფერს ელიან. გამოართვი, რასაც გაძლევენ, ყველას გასაგონად გადაუხადე მადლობა და წადი! როდესაც სამაგიეროდ რაღაცის გაკეთების დრო მოვა – უბრალოდ უარი უთხარი! როდესაც ფსიქო–ვამპირი იგრძნობს, რომ ხელიდან დაუსხლტი, ჯერ შეეცდება დაჩაგრულის როლი მოირგოს და „დაკარგული სიმპათია“ დაიბრუნოს, შემდეგ კი თავის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. რაც შეეხება შენს ქმედებას, თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნო – მათ ხომ თავიდანვე გითხრეს, რომ სიკეთის სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ შენგან?! ჰოდა , დახმარებაზე უარის თქმით არც არაფერს აშავებ!



თუ ფსიქიკური ვამპირი იგრძნობს, რომ სააშკარაოზე გამოიყვანეს, მსხვერპლს თავს დაანებებს და სხვაზე გადავა. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი მარცხს არ ეპუებიან და ყველაფერს აკეთებენ შენს გასამწარებლად. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალია, საერთოდ თავი აარიდო ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას – ამით ბევრ პრობლემას აიცილებ თავიდან. შესაძლოა მათთან მეგობრობა საინტერესოდ მოგეჩვენოს, მათი საჩუქრები მოგეწონოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი სანაცვლოდ შენგან გაცილებით მეტს მოითხოვენ! უმჯობესია, ისეთ ხალხთან გქონდეს საქმე, ვინც იმდენს ითხოვს შენგან ,რამდენსაც თვითონ გაძლევს.


და ბოლოს, თუ შენ თვითონ ხარ ფსიქიკური ვამპირი, შენთვისვე ჯობია სატანისტებს ერიდო – ჩვენ შეგვიძლია გიცნოთ, ჩვენ ვიცით შენი ნამდვილი სახე და რაც მთავარია, მუდამ მზად ვართ, დიდი სიამოვნებით გაგანადგუროთ.


Комментарии


bottom of page