top of page

ფულის მოსაზიდი რიტუალი ახალიწლის ღამეს

ეს რიტუალი არის ფულის მოსაზიდი და საკმაოდ ძველი რიტუალია.


ახალი წლის წინა დღეებში ყიდულობთ ხორბალს (ქალები ყიდულობენ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ხოლო მამაკაცები ყიდულობენ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათ).



როცა ზუსტად შესრულდება 12 საათი, უნდა აყაროთ ჰაერში იმ ოთახში, სადაც გიდგათ ნაძვის ხე, ან გაქვთ საახალწლო სუფრა გაშლილი, და იძახით შემდეგ სიტყვებს:


„ერთისგან იშვა ათი, ათისგან-ასი, ასისგან ათასი და ასე იმრავლოს, იმატოს ჩემს ოჯახში ფულმა ხვავმა დოვლათმა როგორც ეს ხორბალი“


ოთახში მიმოფანტული ხორბალი დატოვეთ ბედობა დღემდე, ბედობა დღეს შეაგროვეთ ხორბალი, გაახვიეთ სუფთა ნაჭერში დადადეთ ხატებთან.


ეს რიტუალი მალევე იწყებს მოქმედებას, ხოლო გაზაფხულზე ამას ეზოში ან ქოთანში თესავთ და შემოდგომას უნდა ააგროვოთ თავთავები, ბევრი თუ არა ერთი თავთავი მაინც, რასაც ინახავთ წლის ბოლომდე.


მათ ვისაც ეზო არ აქვს გაუჭირდება ამ რიტუალის გაკეთება, მაგრამ შეიძლება ოთახის პირობებში ყვავილების ქოთანში ამ ხორბლის დათესვა, რიტუალი მოქმედია და მრავალჯერ ნაცადი.


გისურვებთ წარმატებებს!

Kommentarer


bottom of page