top of page

ღმერთი – ეს შენ ხარ

ყველა რელიგია ადამიანის შექმნილია. მან შექმნა ღმერთების მთელი სისტემა თავისი გონების დახმარებით. ღმერთის შექმნის მიზეზი კი იყო ის, რომ ადამიანს აქვს ეგო, რომლის აღქმაც არ შეუძლია, ან არ სურს, ამიტომაც მას ცალკე არსებად მიიჩნევს და ღმერთს უწოდებს.


ღმერთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთების შესაძლებლობაც არ აქვს ადამიანს. მაგალითად, დახოცოს უამრავი ხალხი, მოახდინოს სასწაულები, მართოს ყველაფერი და ა.შ. თუკი ადამიანს სჭირდება ასეთი ღმერთი და მას ემსახურება, ის ფაქტობრივად თაყვანს სცემს იმ ადამიანს, რომელმაც ეს ღმერთი შექმნა, რადგან ღმერთი სწორედ იმ ადამიანის ეგოს გამოძახილია. უფრო გონივრული არ იქნებოდა, რომ ყველას თავისთვის შეექმნა ისეთი ღმერთი,რომელიც სრულად მიესადაგებოდა კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებებს?


რამდენადაც ღმერთი ადამიანის ეგოს რეალიზაციაა, გამოდის რომ ადამიანს საკუთარი თავის ეშინია,როდესაც ამბობს რომ უფლის შიში აქვს და საკუთარ თავს განადიდებს, როდესაც ღმერთს ასხამს ხოტბას. კიდევ ერთი რამაა საინტერესო – რა საჭიროა ღმერთისთვის, ამ განსხეულებული ადამიანის ეგოსთვის, ის რიტუალები, რომლებსაც გამუდმებით ატარებენ მის სახელზე?


ადამიანს სჭირდება რიტუალები და დოგმები, მაგრამ არავის უთქვამს,რომ ეს ყველაფერი გამოგონილ ღმერთს უნდა დაუკავშიროს. როდესაც ადამიანი თავის „ღმერთთან“ დამაკავშირებელ კარს ახშობს, ის ხედავ ამაყ დემონს – ლუციფერს, რომელიც მასში ცხოვრობს. ის ვეღარ აღიქვამს თავს სულიერისა და ხორციელის ერთიანობად, არამედ ხედავს რომ ის ერთი, მთლიანი სხეულია და აცნობიერებს რომ არც არასოდეს ჰქონია სულიერი მხარე – ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი იყო. ამის შემდეგ, ან საერთოდ შეზიზღდება საკუთარი თავი, ან – განაგრძობს ცხოვრებას და დატკბება სინამდვილით.


პირველ შემთხვევაში, თუკი ადამიანს თავი შესძულდა, იგი შეეცდება მოძებნოს უფრო სრულყოფილი გზა „სულიერი ამაღლებისთვის“, მოძებნოს უფრო ძლიერი ღმერთები, რომლებიც მის საბრალო არსებას დახმარების ხელს გაუწვდიან. ხოლო თუკი მიიღებს საკუთარ თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, მიხვდება რომ რელიგიებმა იგი დაიმონეს,მისი რწმენა ბოროტად გამოიყენეს და სიცრუის აბლაბუდაში გახლართეს, რიტუალები, რომლებსაც აქამდე ატარებდა, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს.. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, ადამიანი თავის მთელ ენერგიას უაზრობის ნაცვლად, თავისთვის სასარგებლო საქმისკენ მიმართავს.


რელიგიური ტყუილები დღითი დღე უფრო აშკარავდება. ამის მიზეზი ისაა,რომ ადამიანები შორდებიან „ღმერთს“ და უახლოვდებიან საკუთარ თავებს – „დემონებს“. შედეგად, თავს აღწევენ „უზენაესის“ და მისი მსახურების ბოდვას, ზოგიერთი მათგანი კი იმასაც ახერხებს, რომ დიდხანს მართოს სულელთა ბრბო, ერთ დღეს კი ამაყად წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას: „მე ვარ სატანისტი! დაიჩოქეთ ჩემს წინაშე, რადგან მე ადამიანური ბუნების უმაღლესი განსახიერება ვარ! “



Yorumlar


bottom of page