შავი ფარის ტექნიკა თავდაცვისთვის
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 5 нояб. 2020 г.
- 1 мин. чтения
შავი ფარი უძველესი ტიბეტური თავდაცვითი მეთოდია საბრძოლო მაგიისა
მას გააჩნია, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეებიც, საბრძოლო მაგიის ამ თავდაცვითი ტექნიკის გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შავი ფარი გახლავთ ერთ ერთი ყველაზე საიმედო ენერგეტიკული ფარი, რომელიც საიმედოდ იცავს ენერგეტიკულ შეტევებს, ხოლო ამ ტექნიკის უარყოფითი მხარე გამოიხატება იმაში, რომ შავი ფარის გამომყენებელი ოსტატი თავად ვეღარ აწარმოებს თავდასხმას, შეტევითი ტიპის მოქმედებებს ენერგეტიკული ფარის მიღმა, აქედან გამომდინარე, შავი ფარის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომლის უპირატესობაშიც დარწმუნდებით და ჩათვლით, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ასეთ დროს შავი ფარი საიმედოდ დაგიცავთ ბრძოლის ველიდან გაქცევისას მოწინაარმდეგის ენერგეტიკული შეტევების თავიდან ასაცილებლად. შავი ფარი უკან დახევის საუკეთესო საშუალებაა, მისი შესრულების ტექნიკა არც თუ ისე ადვილია და შესაძლებელია მხოლოდ მაღალი ვიზუალიზაციის მქონე ოსტატების მიერ.
ტექნიკა: დგებით მოწინააღმდეგის წინ დაახლოვებით 5 მეტრში, თვალებს ხრით მიწის ზედაპირისკენ და ისე რომ მოწინააღმდეგეს არ უყურებთ ვიზუალურად წარმოიდგენთ, თითქოს დახუჭული თვალების მიღმა ხედავთ მას, ამ დროს თვალები უნდა დაიბინდოთ ნაცრისფერი ნისლით.
ვიზუალიზაცია: ოსტატის ირგვლივ იქმნება შავი ენერგეტიკის მშთანთქავი ქარბორბალა, რომელიც სწრაფად მოძრაობს და ნთქავს ნებისმიერ ენერგეტიკულ და ემოციურ ნაკადს, ოსტატი იმყოფება ქარბორბალას შიგნით და მასთან ერთად გადაადგილდება, შორდება მოწინააღმდეგეს.
ბგერები: აუმ, რედ, ჰედ, ისაარ, გეა
აუმ - ქმნის შავ ქარბორბალას.
რედ - აძლიერებს სუბსტანციას
ჰედ - ნთქავს ნებისმიერ ენერგეტიკულ ნაკადს
გეა - მოძრაობაში მოყავს ქარბორბალა გადაადგილებისას.






Комментарии