top of page

შვიდგზის ზეთისცხების ზეთის გამოყენება


ეს უნიკალური ზეთი იძლევა ყველაზე კარგ საშუალებას სახლის დასაცავად სხვადასხვა ავი ძალების ზემოქმედებისაგან, ასევე მისი გამოყენება სხვადასხვა სნეულების განსაკურნებლად გამოიყენება, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მთვარის ციკლებს.


1) სახლის დასაცავად ზეთს ვიყენებთ შემდეგ ნაირად, შემოსასვლელი სახლის კარებზე გარეთა მხრიდან ვუსმევთ 7 ცალ ჯვარს


ჯვრების გამოსახვის დაწყებამდე ვკითხულობთ 1) მამაო ჩვენოს, შემდგომ ჯვრებს გამოსახვას 2) 90-ფსალმუნის კითხვის თანხლებით და დასრულების შემდგომ კვიპრიანეს და იუსტინეს კონდაკს


ამის შემდგომ ანთებულ სანთელს საათის ისრის საწინააღმდეგოდ შემოვატარებთ კარებს და კარებზე სანთლით ჯვარს ვსახავთ, ვიძახით:


”გამარჯვებულო ცაცხლის ჯვარო, დაიცავი ჩემი ოჯახი ხილული და უხილავი მტრებისაგან, ავი სულებისაგან, ბოროტი ძალებისაგან, ავი თვალისაგან წყევლისაგან, ჯადოს ზემოქმედებისაგან. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!.”


2) სამკურნალოდ ამ ზეთის გამოყენება ხდება შემდეგ ნაირად, მთვარის მესამე მეოთხდში (თუ მანდილოსანი მკურნალობს ქალურ დღეებში-ორშაბათი ოთხშაბათი პარასკევი, თუ კაცი, მამაკაცურ დღეებში-სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი) ვიწყებთ მის დალევას, ოღონდ აუცილებელია მკურნალობის დაწყებამდე 3 დღიანი მარხვის შენახვა და მარხვისდღეებში ლოცვების კითხვა აუცილებელია, მოკლედ ვიწყებ მკურნალობას ზეთის მიღების სახით, დილით უზმოზე ვსვავთ 7 წვეთ ზეთს და ვიძახით 7-ჯერ :


” მომფინე წყალობაი შენი, მხსნელი ჩემი ხარ შენ. აღმადგინე სარეცელსა ჩემსა ზედა უძლურებისასა, გარე შემარტყე მე ძალი საძლეველ წინააღმდგომთა, რამეთუ დამიტევა ძალმან ჩემმან, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისმშობელო, შემეწიე და განმკურნე მე უძლური, რამეთუ შენ ხარ ნათესავი ქრისტიანეთა. (ამინს ვამბობთ მეშვიდედ რომ წავიკითხავთ ამ ლოცვას) ამის შემდეგ ვამბობთ ერთხელ წმიდა ნიკოლოზის კონდაკს-”ბ” და ბოლოს 150-ჯერ ვამბობთ მოკითხვა მთავარანგელოზისა მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. გახსოვდეთ ამას თქვენ აკეთებთ თუ ვინმე თქვენთვის აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა აუცილებელია შესაწირის გაღება ან ეკლესიაში ან გარეთ მათხოვართან.


3) მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ ზეთს ვიყენებთ შემდეგნაირად, ნებისმიერი ნიშნის ფულად კუპიურას ვაცხებთ ზეთს და შემდგომ ისეთ ადგილას ვინახავთ სადაც გვაქვს ფულის შესანახი ადგილი, ყულაბა ან სეიფი, მოკლედ ეს საშუალება მთელი წლის განმავლობაში უზრუნველგყოფთ მატერიალურად, გახსოვდეთ, ყოველი შემოსული თანხის 10% აუცილებლად უნდა გასცეთ ქველმოქმედებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმაზე მეტს დაკარგავთ რაც გაქვთ.ფულად კუპიურაზე ზეთის ცხების დროს არ არის საჭირო ლოცვების კითხვა, აქ მხოლოდ შესთხოვთ ღვთისმშობელს რომ მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ.

Comments


bottom of page