top of page

შვიდი ენერგეტიკული ცენტრის აქტივაცია


ჩაკრა (სანსკრიტზე. चक्र cakra. «წრე, ბორბალი, დისკო»), ან პადმა (სანსკრიტზე. पद्म padma. «ლოტოსი») ინდუიზმის სულიერ პრაქტიკებში ადამიანის ფაქიზ სხეულზე - ფსიქოენერგეტიკული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ნადის არხების გადაკვეთას, საიდანაც შემოედინება პრანას (სასიცოცხლო ენერგია), აგრეთვე . ჩაკრების კონცეფცია აგრეთვე გამოიყენება ინდუიზმში, ბუდიზმში, აიურვედას და ალტერნატიულ მედიცინაშ გარდა ამისა ძელ და ახალ ოკულტურ მიმდინარეობებში.

ყველაზე ადრეული მოხსენიება ჩაკრების შესახებ შეიძლება ვნახოთ "უპანიშადის" ძელ ინდურ ტრაქტატებში, უფრო მეტად "იოგატატვა-უპანიშადი" და "ბრაჰმა-მანდალა-უპანიშადი" ამათ გარდა ზოგიერთ "პურანაში", "გჰერანდა-სამჰიტე", "ჰათჰა-იოგა-პრადიპიკე", "შივა-სამჰიტე", "შატ-ჩაკრა-ნირუპანე", "ამრიტაბინდუ-უპანიშადე".


ტრიბეტური მედიცინის ატლასებში და ჩინურ ნეიდანში ჩაკრები მოიხსენიება როგორც შინაგანი ელექსირი. შვიდი ენერგეტიკული ცენტი კი ასე გამოიყურება, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ

मूलाधार - მულადჰარა - ფუძის ჩაკრა, 4 ფურცლიანი ლოტუსი, კუდუსუნის ჩაკრა, ანუსიდან სასქესო ორგანოებს შორის ზონა, ქვედა 3 მალა. სტიქია - მიწა; ბგერა - დო, ფერი - მალინისფერი. სასიცოცხლო ენერგია, შიშები, კავშირი ფიზიკურსა და მატერიალურ სამყაროსთან. გახსნილ მდგომარეობაში - სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, საჭირო ენერგიების ქონა, გეგმების განხორციელება. ბლოკირებულზე - გაღიზიანება, ავადმყოფობები, შიშები და დეპრესია

स्वाधिष्ठान - სვადჰისთანა ჩაკრა, 6 ფურცლიანი ლოტუსი, სექსუალურობის და შემოქმედების ჩაკრა, სამკვიდრებელი, მესაკუთეობა. მდებარეობა - სასქესო ორგანოები. სტიქია - წყალი, ბგერა - რე, ფერი - ლალისფერი, სისხლისფერი წითელი. სექსუალურობის, ვნებების, სიამოვნება. გახსნილ მდგომარეობაში - მხიარულება, გართობა, მიმზიდველობა და შემოქმედებითი რეალიზება ბლოკირებულზე - ნევროზულობა, გაღიზიანება, უიღბლობა, გეგმების და მიზნების გაცრუება..

मणिपूर - მანიპურა ჩაკრა, 10 ფურცლიანი ლოტუსი, ოქროსფერი, ამბიციურობა, ძალა, მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, მდებარეობა - ჭიპის ზონა, სტიქია - ცეცხლი, ბგერა - მი, ფერი - ოქროსფერი, ყვითელი. თვითკონტროლი, ამბიცია, დისციპლინა, ჩვენი სურვილები, გახსნილ მდგომარეობაში შინაგანი თავიზუფლება, მიზანსწრაფულობა, გაწონასწორება, ბლიკირებულზე - მოდუნება, უალისობა, ენერგეტიკულად დასუსტება, აგრეთვე კუჭნაწლავზე ახდენს გავლენას.

अनाहत - ანაჰათა ჩაკრა, 12 ფურცლიანი ლოტუსი, გულის ჩაკრა, მდებარეობა - გულის მიდამოდი, სტიქია - ჰაერი, ბგერა - ფა, ფერი - მწვანე, სილამაზე, გულისხმიერება, სიყვარული, მგრძნობელობა, მეგობრობა გააქტიურებულ მდგომარეობაში, ბლოკირებულზე-სიმარტოვე, გულის პრობ;ემები, სიცივე, გაუცხოვება

विशुद्ध - ვიშუდჰა ჩაკრა. 16 ფურცლიანი ლოტუსი. ყელის ჩაკრა, მდებარეობა - ყელის, იოგების მიდამო, სტიქია - ეთერი, აკაშა. ბგერა - სოლ, ფერი - ცისფერი, ურთიერთობები, კომუნიკაცია, დიალოგი, საკუთარი თავის გამოხატვა, წარდგენა, გაცნობა. გახსნილ მდგომარეობაში კომუნიკაბელურობა, თვითდამკვიდრებისკენ სწრაფვა, ბლოკირებულზე - ასოციალურობა, საკუთარ თავში გამოკეტვა, სიმარტოვისკენ სწრაფვა, პოზიციის არ დაფიქსირება.

आज्ञा - აჯნა ჩაკრა, 2 ლოტუსი 48-48 ფოთლით, სულ 96 ფოთოლი, მესამე თვალის ჩაკრა, მდებარეობა - წარბებს შუა და კეფის ზონა. სტიქია - სინათლე, ბგერა - ლა, ფერი - ლურჯი, ინტუიცია, წინათგრძნობა, კონცენტრაცია, ნათელხილვა, სიზმრები. გახსნილ მდსგომარეობაში ბუნებასთან და სამყაროსთან მჭიდრო კავშირი, ბრწყინვალე გონება, აზროვნება და ინტუიცია,სწრაფი ათვისება. ბლოკირებულზე მორიდებულობა, დაბნეულობა, ადრეული სკლეროზი ან გაფანტული მეხსიერება.

सहस्रार - საჰასრარა ჩაკრა, 960 ფურცლით და 12 გვირგვინით ლოტუსი, თხემის იგივე გვირგვინის ჩაკრა, მდებარეობა ყიფლიბანდის მიდამოში, სტიქია - აზრი, ბგერა - სი, ფერი - იისფერი, სულიწმინდის მადლი, ცეცხლოვანი სხივი, კოსმოსიდან მომდინარე ენერგეტიკული სხივი ან სვეტი. გახსნილ მდგომარეობაშ - დაცულობა, უსაფრთხოება, წყალობა, მადლი, მფარველობა, აზროვნება, გონიერება, ბლოკირებულზე - მადლს მოწყვეტა, ფაგანტულობა, საერთო ფიზიკური, ენერგეტიკული სისუსტე.

ყოველი ადამიანისთვის ჩაკრების გამართული მუშაობა (გახსნა) აუცილებელია, რამეთუ ჩაკრებია პასუხისმგებელი ადამიანის სოციალურ, ფიზიკურ, მენტალურ, ენერგეტიკულ მდგომარეობაზე, აგრეთვე ჯანმრთელობაზე და ინტუიციაზე. ყოველ ჩაკრას თან ახლავს mp3 ფორმატის აუდიო მასალა, რომელიც იდეალურად ხსნის ბლოკებს და ააქტიურებს ჩაკრებს, აგრეთვე შეგიძლიათ შუმანისეულ ბგერებს და ხმებს უსმინოთ, მაგრამ კლასიკური მეთოდებიდან მაინც გამოყოფენ იოგას, მედიტაციას, ფერთა თერაპიას, მინერალოგიას და აფირმაციებს ან მატრების კითხვას.

მსურს ორი მეთოდი შემოგთავაზოთ თუ როგორ გახსნათ ან მოიცილოთ ბლოკები თქვენი ენერგეტიკული ცენტრებიდან.

პირველი მეთოდი:

  • მოთავსდით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები, და შეეცადოთ უსმინოთ თქვენს სუნთქვას, ამ დროს სუნთქვა უნდა იყოს მშვიდი და თანაბარი, ყურადღება მიმართეთ პირველ ჩაკრაზე, შეეცადეთ მოადუნოთ და იგრძნოთ მენჯის მიდამოსთან ან კუდუსუნთან სითბო, რომელსაც ნელა ამოიტანთ მეორე ჩაკრამდე,

  • კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ სასქესო ორგანოზე, და პატარა მუცელზე რომელიც ივსება სიმხურვალით და სითბოთი, ამ დროს სუნთქვას უფრო უნდა მოუხშროთ და ნელა ეს სიმხურვალე უნდა აიტანოთ ჭიპის გარშემო.

  • წარმოიდგინეთ ეს სიმხურვალე როგორ იწყებს ბრუნვას ჭიპის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგოს და ჭიპის ცენტრიდან როგორ ადის ეს სითბო გულის ჩაკრამდე.

  • როგორც კი იგრძნობთ გულ-მკერდის მიდამოში სითბოს, ამ დროს ოდნავ შეანელეთ სუნთქვა და წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან როგორ გამოდის ოქროსფერი ნათება და პარალელურად სითბო ამოიტანეთ ყელის და იოგების მიდამოზე, ისევ მოუმატეთ სუნთქვას,

  • ყელი და პირისღრუ მოადუნეთ, რათა სიმხურვალე ავიდეს წარბებსშორის მესამე თვალის ზონაზე,

  • ამ დროს ისევ შეანელეთ სუნთქვა და შეიგრძენით სიმხურვალით როგორ ივსება თავის ზონა, განსაკუთრებით შუბლის მიდამო და კეფა, შეეცადეთ ყველა ფიქრი განაგდოთ,

  • ამ სიმხურვალეს როგორც კი იგრძნობთ თავის არეში, მიმართეთ თხემის ზონისკენ, იქ სადაც ყიფლიბანდია წვა უნდა იგრძნოთ და წარმოიდგინეთ ეს სიმხურვალე როგორ გადის თქვენიდან.

  • ამ ყველა მდგომარეობას როგორც კი გაივლით ცოტა ხანი გაჩერდით იგივე პოზაში, ყველა შეგრძნებებიდან როგორც კი განთავისუფლდებით მაშინ წამოდექით და გააგრძელეთ თქვენი საქმე.

მეორე მეთოდი:

მეორე მეთოდის გამოყენებისას დაგჭირდებათ 7 ფერის სანთელი და ის მუსიკალური აქტივატორები, რომელიც ზემოთ არის მითითებული.

ჩაკრის აქტივაციას კი ეტაპობრივად აკეთებთ, ანუ 7 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს თითო ჩაქრის აქტივაცია.

დაჯექით მოხერხებულად, მოდუნდით, აანთეთ იმ ჩაკრისთვის განკუთვნილი ფერის სანთელი, რომელსაც ამუშავებთ, პარალელურად ჩართეთ ის მუსიკალური აქტივატორი, სანთელი უნდა გვეჭიროს ჩაკრის მდებარეობის მიხედვით, თუ ჭიპის ზონას ააქტიურებთ ,მაშინ ჭიპის გასწვრივ უნდა დაიჭიროთ სანთელი და კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ ამ ზონაზე პარალელურად წარმოიდგინეთ სიმხურვალე როგორს იმატებს კონკრეტულ ჩაკრაზე. აქტივატორებისთვის განკუთვნილი დრო რამოდენიმე წუთია, მუსიკის დამთავრების შემდეგ კიდევ 2 წუთი გაჩერდით იგივე პოზაში და შემდეგ წამოდექით, სანთელი ჩააქრეთ და მიიღეთ კონტრასტული შხაპი.

Comentários


bottom of page