შუმანის რეზონანსი (სიხშირე) - (The Schumann Frequency)
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 25 окт. 2020 г.
- 2 мин. чтения
ვიბრაციების თემაზე გვახსენდება ე.წ. შუმანის რეზონანსი, შუმანის სიხშირე (The Schumann Frequency) დედამიწის გულიდან წამოსული ტალღა, რაც წარმოადგენს დედამიწის ელექტრომაგნიტურ სიხშირეს.
შუმანის რეზონანსს უწოდებენ ისეთ მოვლენას, რომელიც წარმოადგენს არსებული ელექრტომაგნიტური ველების დაბალი და ზედაბალი სიხშირის არსებობას დედამიწის ზედაპირისა და იონოსფეროს შორის.
დედამიწა და მისი იონოსფერო- გიგანტური სფერული რეაზონატორია, არსებული გარემო სავსეა სუსტი ელექტროგამტარიანობის ველებით. დედამიწის ზედაპირის გაღუნვის შემდეგ თუ ამ გარემოში წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ტალღადა და ემთხვევა საკუთარ ამპლიტუდას (რეზონანსში შესვლა), ასეთმა სიხშირემ შესაძლებელია იარსებოს ხანგრძლივად, ერთ ერთი ასეთი ძირითადი სიხშირე უთანაბრდება 7,8 ჰერცს. არსებული სიხშირე ემთხვევა ადამიანის თავის ტვინის ალფა-სიხშირეს (ადამიანისა და ბუნების ერთიანობა)
ალფა-რიტმი (8-13 ჰერცი) თუ მოკლეა, მაშინ ემთხვევა ადამიანის მთვლემარე მდგომარეობას (ნახევრად დახუჭული თვალებით ძილ-ბურანში მყოფი ადამიანის მდგომარეობა). შუმანის სიხშირე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმდენად სტაბილური იყო რომ სამხედრო პირები თავის მოწყობილობებს სწორედ ამ სიხშირეზე ასწორებდნენ, თუმცა შემგდომში ამ სიხშირემ იწყო მატება.
ბოლო ათეული წლებია ნასამ შექმნა მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტური ტალღების 7,8 ჰერცის სიხშირის რხევებს, რაც ადამიანის ტვინს ამშიდებს. მოწყობილობას ასევე იყენებენ კოსმონავტიკაში.
გამოყოფენ ტვინის ტალღების 5 ძრითად ჯგუფს:
ბეტა-რითმი (13-30 ჰერცი) წარმოიქმნება აქტიურ ფხიზელ მდგომარეობაში, როცა აქტიურად და ფხიზლად ხდება უამრავ რამეზე ფიქრი, ანალიზი, ქმედება, ხოლო მაღალი აქტიურობის დროს კი ბეტა-ტალღა სტრეს-ჰორმონის გამოყოფას აძლიერებს.
ალფა-რითმი (8-12 ან 13 ჰერცი) ადამიანის მთვლემარე მდგომარეობა, ძილბურანი. რელაქსაცია ან მსუბუქი მედიტაციური მდგომარეობა დახუჭული თვალებით.
ტეტა-რითმი (4-7 ჰერცი) წარმოიქმნება არც ისე ღრმა ძილის, ღრმა რელაქსაციისა და ღრმა მედიტაციის დროს. (ქვეცნობიერში შეღწევა, განთავისუფლება დათრგუნვისგან და ფსიქიური ბლოკებისგან.) მატებს და ასტიმულირებს მეხსიერების, ფოკუსირების, ყურადღების და ფანტაზიის უნარს.
დელტა-რითმი (0,5-3 ჰერცი) წარმოიქმნება ღრმა ძილის დროს, სიზმრების, ტრანსის და გიპნოტური მდგომარეობის გარეშე.
გამა-რითმი (30ჰერცი და მეტი) ჰიპერცნობიერებისა და ჰიპერრეალობის თანხვედრა.
პირველი 4 რითმი შეეფერება ადამიანის ცნობიერების 4 ძრითად მდგომარეობას, ეს კი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, რასაც ძელ ინდურ ფილოსოფიურ ტექსტებში ვხვდებით, როგორიც არის "უპანიშადი" სადაც მოხსენიებული იყო შემდეგი სახით:
დღის სიფხიზლე, რასაც ჩვენს დროში ბეტა მდგომარეობას უწოდებენ.
ძილი სიზმრების თანხლებით (ალფა მდგომარეობა)
ძლი სიზმრების გარეშე (დელტა მდგომარეობა)
ღრმა მედიტაცია, რაც იწვევს განთავისუფლებას (ტეტა მდგომარეობა)
ადამიანის ემოციური მდგომარეობაც შეესაბამება გარკვეულ ვიბრაციებს:
მწუხარება 0,1-2 ჰერცი
შიში 0,2-2,2 ჰერცი
წყენა 0,6-3,3 ჰერცი
გაღიზიანება 0,9-3,8 ჰერცი
აღშფოთება 0,6-1,9
ფეთქებადობა 0,9 ჰერცი
სიბრაზე 0,5 ჰერცი
მრისხანება1,4 ჰერცი
ქედმაღლობა 0,8 ჰერცი
ამპარტავნობა 0,8 ჰერცი
განდიდების მანია 3,1 ჰერცი
გადაჭარბება 1,9 ჰერცი
დიდსულოვნება 95 ჰერცი
მადლიერება 45 ჰერცი მადლობის გადახდა
გულწრფელი მადლიერება 140 ჰერცი
ერთსულოვნება 144 ჰერცი
თანაგრძნობა 150 ჰერცი
სიყვარული (ჭეშმარიტი სიყვარული) 50 ჰერცი
უანგარო სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ 150 ჰერცი
სამყაროს მიმართ სიყვარული საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება 205 ჰერცი და მეტი.
ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი პლანეტის ვიბრაცია (წამიერი რხევები) შეესაბამებობა 7,6 ან 7,8 ჰერცს, ფიზიკოსები მას შუმანის სიხშირეს უწოდებენ, რა დროსაც ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს ასეთ გარემოში, ხოლო ბოლო ათწლეულების განმავლობაში შუმანის სიხშირემ იწყო მატება. ბოლო დინამიკის მიხედვით მატება ასე გამოიყურება:
1995 წლის იანვარი 7,80 ჰერცი
2000 წლის იანვარი 9,30 ჰერცი
2007 წლის იანვარი 9,80 ჰერცი
2012 წლის იანვარი 11,10 ჰერცი
2013 წლის იანვარი 13,74 ჰერცი
2014 წლის იანვარი 14,86 ჰერცი
2014 წლის თებერვალი 14,99 ჰერცი
2014 წლის მარტი 15,07 ჰერცი
2014 წლის აპრილი 15,15 ჰერცი.
ასეთი სრაფი მატების ფონზე, გასაგები ხდება ის ფაქტი რომ დედამიწის ვიბრაციების პარალელურად ადამიანის ვიბრაციებიც იმატებს და მალე გაცდება მიწიერ პლანს.
ადამიანზე არამხოლოდ ჩვენი პლანეტის ვიბრაციები ახდენს ზემოქმედებას, არამედ ენერგეტიკული ცენტრების სტიმულირებისთვის ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა სიხშირის მუსიკალური ბგერებიც, რომლიც მოქმედებს ადამიანის ჩაკრებზე როგორც კამერტონი, აქ კი ძირითად 6 ბგერას (ნოტას) იყენებდნენ.:
დო (396 ჰერცი) ათავისუფლებს შიშისგან და დანაშაულის გრძნობისგან
რე (417 ჰერცი) სიტუაციის აღკვეთა, გაუქმება და ცვლილებები
მი (528) ტრანსფორმაცია და სასწაულები
ფა (639 ჰერცი) ერთიანობა, მთლიანობა, ურთიერთობა
სოლ (741 ჰერცი) გამოღვიძება, ინტუიცია
ლა (852 ჰერცი) სულიერი წესრიგისკენ დაბრუნება.




Комментарии