წარუმატებლობისგან განთავისუფლების რიტუალი ახალიწლის ღამეს
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 7 дек. 2020 г.
- 1 мин. чтения
ახალიწლის ჯადოსნურ ღამეს შესაძლებელია წარუმატებლობისგან განთავისუფლება,
ეს რიტუალი გამოადგება მათ, ვისაც აქვს ეზოიანი სახლი, სადაც ახალიწლის ღამეს დაანთებთ პატარა კოცონს, ამ ცეცხლში უნდა დაწვათ თქვენი რაიმე ძველი ნივთი, თუნდაც სამოსელიდან რომელიმე, ან დაწეროთ ფურცელზე ყოველივე ის რაც თქვენს ცხოვრებას ხელს უშლიდა ბოლო წლების განმავლობაში.

დაწვის დროს ცეცხლის გარშემო აკეთებთ სვლას საათის ისრის საწინააღმდეგოს 7 ჯერ და ამბობთ შემდეგ სიტყვებს, „დროს უკან ვაბრუნებ, ცუდს, ავს, ბოროტს ცეცხლში ვწვავ და ვაუქმებ“
როგორც კი მორჩებით სვლას გაჩერდით, შეხედეთ ცეცხლს და თქვით:
„ძველს ვემშიდობები, ცეცხლში ვწვავ, რაც ცხოვრებას მინგრევდა ცეცხლმა შთანთქოს, დაწვას, დაფერფლოს“
ამ სიტყვებს იძახით 3 ჯერ და შემდეგ საათის ისრის მიმართულებით ისევ შვიდჯერ დაიწყეთ კოცონის გარშემო სვლა შემდეგი სიტყვებით:
„ცეცხლით გზებს ვიხსნი, ახალწელს ახალს ვეგებები, ბედს და იღბალს ველოდები, უკუღმა წასულს წაღმა ვაბრუნებ“
ნამწვი შეგიძლიათ მეორე დღეს აასუფთავოთ ეზოდან და გადაყაროთ სადმე ისეთ ადგილას, სადაც იშიათად ხვდება ადამიანის ფეხი. ხოლო რიტუალის შემდეგ შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ სუფრასთან ქეიფი.
არ დაგავიწყდეთ, ეს რიტუალი კეთდება ზუსტად ახალი წლის ღამეს, ცეცხლის მომზადებას იწყებთ როცა დარჩენილია ნახევარი საათი კურანტებამდე და პირველის ათ ან თხუთმეტ წუთზე უკვე უნდა გქონდეთ მორჩენილი.
გისურვებთ წარმატებებს!




Комментарии