top of page

ხუთიანები



ხუთიანები

ჯოხების ხუთიანი

კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ დიდი ცვლილებები გელით წინ, მალე თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი მოვა, რაც მთლიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი. თქვენ გჯერათ საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და თქვენი ბედნიერი ვარსკვლავის. თქვენი სურვილი შეცვალოთ ყველფერი ძალიან მალე ახდება. დარწმუნებული ხართ, რომ მზად ხართ ამ ცვლილებებისათვის? როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ჯოხების ხუთიანი ძირითადად მიწიერ ცვლილებეზე მიდის, რომლებიც ახლოსაა ფინანსებთან და უძრავ ქონებასთან. მაგრამ შესაძლებელია ოჯახობრივი ცვლილებებიც თანაც არც ისე სასიამოვნო: არკანი გაფრთხილებთ ჩხუბზე, კამათსა და წყენებზე რომელიც განქორწინებამდე მიგიყვანთ. სიმშვიდე თქვენს ცხოვრებაში ეს ესაა დასრულდა და იმისათვის რომ ახალი შენობა ააშენოთ ჯერ ძველი უნდა დაანგრიოთ საბოლოოდ.

• მშფოთვარე ცხოვრება, დიდი ცვლილებები

• წყენა, ჩხუბი

• ღალატი სამსახურში, იყავით გაფაციცებით, ყურადღებით !


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ გეშინიათ ცვლილებების, კამათების, ურთიერთობების გარკვევის. თქვენ არ გყოფნით თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში: თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ძალა იმაზეც კი არ გეყოფათ, რომ თქვენი პოზიცია დაამტკიცოთ მიმდინარე სამუშაო მოემნტში. თქვენ არ გჯერათ არც ერთი საკუთარი იდეის და ბოლომდე დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ინტუიცია იმედებს გაგიცრუებთ. მაგრამ სულ ტყუილად! მოუსმინეთ თქვენ საკუთარ სინაგან ხმას. ის სიმართლეს გეუბნებათ და თუ მის იგრნორირებას განაგრძობთ, სერიოზულ პრობლემებს შეიქმნით. და ეს პრობლემები შესაძლოა კანონთანაც კი იყოს დაკავშირებული.

• ინტუიცია

• დამდაბლებული თვითშეფასება

• პრობლემები სამსახურში

თასების ხუთიანი (Пятерка Кубков)

ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

მიუხედავად იმისა რომ თქვენ რომანტიკოს-იდეალისტად რჩებით. ნამდვილი სიყვარულის რწმენა აი რა გეხმარებათ წონასწორობის დაცვაში. მიუხედავად ამისა თქვენი პარტნიორი გატყუებთ. თქვენ მისი ნამდვილი ფიქრების, გრძნობების ნახევარიც კი არ იცით. შესაძლოა ჩხუბი. თქვენ კი ეცდებით ნუგეში არეულ ურთიერთობებში ეძებოთ, მაგრამ არ ღირს არაფერს გარდა დაღლილობისა და იმედგაცრუებისა ეს არ მოგიტანთ. ნუ დალევთ ბევრ ალკოჰოლს. თქვენ შინაგანი კრიზისი გაქვთ - მაგრამ როგორც კი მას გადალახავთ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება და მზეც გამოჩნდება!

• ტყუილი

• წყენა, ჩხუბი

• ჯანმრთელობის პრობლემები მათ შორის სექსუალურ სფეროშიც


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას. რამდენიც არ უნდა იმალოთ ცინიკოსის ნიღბის მიღმა ( თქვენ მართლაც არ გჯერათ არანაირი ნათლის) - თქვენ მაინც ვერ დამალავთ ღრმა (რაც გადატანლი გაქვთ). თქვენ ძალიან გეშინიათ. შესაძლოა პრობლემები პარტნიორთან. თქვენ იმედგაცრუებული ხართ. ეცადეთ ნუგეში იპოვოთ ეს პერიოდი მალე გაივლის.

• ჩხუბი

• პრობლემები ჯანმრთელობის - დეპრესია

• იმედგაცრუება

ხმლების ხუთიანი (Пятерка Мечей)

ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენი სურვილები ახდება. მაგრამ სავარაუდოდ იმ პერიოდისათვის როცა ეს მოხდება უკვე აღარ დაგაინტერესებთ ეს. მითუემეტეს თქვენ სასტიკი და არალამაზი გზებით ცდილობთ მის ასრულებას. თქვენ კარგავთ მეგობრებს, კარგ სახელს. შეჩერდით! თქვენ ახლა ისტერიულ მდგომარეობაში ხართ და ხმლების ხუთიანი ამოგივიდათ, როგორც გაფრთხილება. ეცადეთ განსაჯოთ, იმსჯელოთ ლოგიკურად და ნუ უკირკიტებთ გამუდმებით თქვენს სურვილებს. ნუ იშორებთ თქვენს გზაზე ყველფერს მერე ინანებთ. ნუ წახვალთ სწრაფ, მკვეთრ ცვლილებებზე ისნი თქვენ ბედნიერებას არ მოგიტანენ.

• დანაკრგი

• ჩხუბი, წყენა

• ჯანმრთელობის პრობელმები

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდომარეობაში

თქვენ ხართ ჰარმონიული, თქვენ არსად გეჩქარებათ. თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებსა და პარტნიორთან შესანიშნავია. ამას გარდა თქვენ კავდებით უფრო ღრმა ძიებით ჰარმოონიისა და ბედნიერებისა, თქვენ პოზიტიური ხართ. თქვენ გარშემო სამყაროც ნათელი და მშვენიერია, ისევე როგორც გაზაფხულის დილა. ფიქრები პოზიტიურია. ერთი სიტყვით შესანიშნავი პერიოდია ცხოვრებაში.

• შესანუშნავი ჯანმრთელობა

• სიმშვიდე

• სულიერი პრაქტიკები

პენტაკლების ხუთიანი (Пятерка Пентаклей)

სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

ახლა ძლიერი თქვენ კი არა თქვენი ფულია. მისი მფარველობის ქვეშ თქვენ მეფე და ღმერთი ხართ. ყოველშემთხვევაში თქვენ ასეთი გრძნობა გაქვთ. სინამდვილეში ასე ყოფნამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ. თქვენ შეიძლება იჩხუბოთ მეგობრებთან, რომელთაც მობეზრდათ იმის განხილვა თუ რამდენს იღებთ (ხელფასს, ან გაქვთ ფული) ფულს. ამას გარდა პენტაკლების ხუთიანი გაფრთხილებთ, რომ ფორსმაჟორული შემთხვევებისდა გამო შესაძლოა დაკარგოთ სამსახური. თქვენი გონება შეზღუდულია, რის გამოც დამდაბლებული გაქვთ თვითშეფასების უნარი.

• ჯანმრთელობის პრობლემები

• მსჯელობის, გონების სივიწროვე

• წყენები, ჩხუბები

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ფული ფეხებზე გკიდიათ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფრთხილად: რაღაცით ხომ უნდა იცხოვროთ. დაიცავით ოქროს შუალედი. თქვენ მზად ხართ რაღაც ახლისათვის, გრძნობთ თქვენში ძალებს, დრო მალე მოვა. მანამდე კი მიხედეთ ჯანმრთელობას.

• ინტუიციის ზრდა

• სურვილები ახდება მაგრამ არც ისე მალე

• ინერტული პერიოდი ცხოვრებაში

Komentar


bottom of page