top of page

ჯადოქარი და წმინდა მსახური

სექსუალური მაგიის კულტის განვითარების ისტორიაში, განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს კასტრაციის აღმასრულებელი ქურუმის ინსტიტუტის წარმოშვება, ახალი რელიგიური ფაზის დასაწყისში ქურუმთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეძლეს რიტუალური მოქმედებების დახვეწა და აღნიშნული ქმედებები დაუკავშირეს სულიერ საწყისს.



ვინაიდან შეუძლებელია გავავლოთ ზუსტი ზღვარი სად გარდაიტეხა კასტრაციის, როგორც მატერიალური წეს ცვეულების აღსრულების წესი, მისი სულიერი წარმომავლობის იდეის აღმოცენებასთან, ანუ როდის შეერწყა არქაული წარმოდგენები, ანტიკური ეპოქის ადამიანთა შეხედულობებს, ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, სექსუალური მაგიის კლასიკური აწ კარგად ცნობილი კულტის აღმოცენების კერა და სამშობლო. თეოლოგთა ნაწილი სექსუალური მაგიის კულტის კერად მიიჩნევს ძველ ეგვიპტეს, ხოლო ნაწილი ძველ შუმერულ ქვეყნებსა და ძველ ინდოეთს.


სექსუალური მაგიის კულტის აღმოცენების პარალელურად ჩნდებიან აღნიშნულთან დაკავშირებული რელიგიურ მისტიკურ რიტუალებში გაწაფული ცალკეული პირები, ძირითადად კულტის სხვა წევრებთან უთანხმოების გამო განდგომილი ქურუმები, რომლებიც ფორმირდებოდნენ ცალკე მაგიურ კასტად ჯადოქრებად, რომლებიც ამავე კულტის მოძღვრებას იყენებდნენ არა ჩვეულებრივ რელიგიურ–ტრადიციული მიზნების აღსასრულებლად, ანუ საყოველთაო დანიშნულებით არამედ საკუთარი შავბნელი საქმეების წარმატებით განსახორციელებლად. ასე და ამგვარად სექსუალური მაგიის კულტი შეერწყა, შავი მაგიის ცალკეულ რიტუალებს და შედეგად განდგომილებმა მიიღეს კოლოსალური რაოდენობის სექსუალური ენერგია და მუხტი, რომელსაც წარმატებით იყენებენ დღესაც კი შავი მაგიის პრაქტიკით დაკავებული ჯადოქრები.

ჯადოქარი იყო პირი დასახლებული მაღალი მთების გამოქვაბულებსა და უღრან ტყეებში, გამოწყობილი ცხოველის ტყავის შესამოსელით, რომელიც ვარდებოდა ტრანსში და აღასრულებდა რიტუალური გამოსყიდვის, სულებთან ხელშეკრულების გაფორმების, მსხვერპლთშეწირვისა და რიტუალური მკვლელობების აქტებს, მაგრამ ის თავისი ცნობიერებით მიეკუთვნებოდა უძველეს, მატერიალური განვითარების ფაზის იდეოლოგიის მატარებელ კასტას. რაც შეეხებათ წმინდა მსახურებს, ანუ უკვე კლასიკური რელიგიისა თუ კულტის ქურუმებს გახლდათ ადამიანი განმცხადებელი სულიერი პრაქტიკის მიმართულებებისა, აღასრულებდნენ რა სულიერ–მისტიკური ხასიათის მოქმედებებს ისინი საფუძველს უყრიდნენ ახალ, ინტელექტუალურ–ეზოთერული რელიგიის აღმოცენებას, ასეთი ტიპის ქურუმების გაჩენამ დაბადა ახალი ფაზა სამყაროში ადამიანის სულიერი ზრდისა და განვითარების იერარქიულ კიბეზე. უძველესი ტრადიციებისა და რიტუალების ნაშთები, ჩვენ გვხვდება უკვე ახალ რელიგიებში, ისეთებში როგორიცაა: იუდაიზმი, ინდუიზმი, ქრისტიანობა და ისლამი.


კასტრაციის აღმასრულებელი ქურუმები დროთა განმავლობაში დაიხვეწნენ და მისცეს რა ტავად ამ ფენომენს სულიერი დატვირთვა, მრავალ რელიგიურ მიმდინარეობაში ის ცანაცვლდა შედარებით მსუბუქი ფორმით ანუ წინადაცვეთით, რასაც აღმოსავლეთის ცხელი ჰავის მქონე, ხრიოკ უდაბნო ტერიტორიებით "მდიდარ" ქვეყნებში რელიგიურ ასპექტთან ერთად ჰიგიენური დატვირთვაც ქონდა, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში კასტრაციისა და დასაჭურისების პრაქტიკა კვლავ აქტუალური თემა იყო. წინადაცვეთის პრაქტიკას დღესაც კი აქვს ადგილი იუდაიზმისა და ისლამის მიმდევართა შორის, რაც შეეხება კასტრაციასა და დასაჭურისებას რელიგიურ ნიადაგზე მსგავსი ფაქტებიც მოიძევება შორეული აფრიკის ველურ ტომთა წევრებს შორის, აღსანიშნავია ისიც რომ ამ შემთხვევაში ქალთა სასქესო ორგანოების მოკვეთაც კი ფიქსირდება, კასტრაციისა და დასაჭურისების პრაქტიკას დღეს ვხვდებით ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრებ ცალკეულ ტომთა წევრებს შორისაც, როგორც ჩანს მათი ბელადები და რელიგიური ქურუმები რაღაც მანქანებით დღესაც კი ფლობენ არქაული ეპოქის გადმონაშთ პირველყოფილ მისტიკურ ცოდნას.

 
 
 

Comments


bottom of page