top of page

ჯადოქრის მინიმალური მარაგი

Обновлено: 8 нояб. 2020 г.




1. ხის ნახშირი საკმეველი თასისათვის, სასურველია ნახევრად დამწვარი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ის, რელიგიური ინვენტარის მაღაზიებში, მხოლოდ უნდა დააზუსტოთ რონ ნახშირი არ უნდა იყოს ქრისტიანული წესით ნაკურთხი. თქვენ მოგიწევთ ყოველ ჯერზე დააწვეთოთ მას სპირტის რამოდენიმე წვეთი, რათა მალე აინთოს.


2. მარაგში უნდა იქონიოთ უბრალო არადეკორატიული თეთრი სანთლები მინიმუმ ექვსი ცალი ცხრა დიუმის სიმაღლის, აგრეთვე წითელი და შავი ფერის სანთლები, ესენიც მინიმუმ ექვს–ექვსი ცალი, ისინი გამოიყენებიან ზოგიერთი სპეციალური შელოცვების დროს, დაგჭირდებათ აგრეთვე თაფლისა და სხვა არომატული ნივთიერებებისაგან დამზადებული სანთლები, არომატული ჩხირები, კეთილსურნელების აღსავლენად.


3. დაგჭირდებათ მარილი, უკეთესია თუ მარილის ფხვნილი იქნება ბუნებრივი მარილის ქვის დაფხვნის შედეგად მიღებული, მაგრამ ჩვეულებრივი სუფრის მარილიც გამოდგება. მარილი გამოიყენება მაგიური რიტუალების ჩატარების დროს განმწმენდი ოპერაციების შესასრულებლად.


4. გამოხდილი წყალი, რომელიც გამოიყენება გამწმენდი რიტუალების ჩასატარებლად, მაგრამ ვთქვათ სასიყვარულო ნაყენის დასამზადებლად დაგჭირდებათ საკუთარი ენერგეტიკული ნაკადით დამუხტული წყალი.


5. თეთრი შემნიღბველი ფირი. რომელიც იყიდება სამხატვრო მაღაზიებში. თეთრი ფირი გამოიყენება თქვენი მაგიური წრის ან სამკუთხედის საზღვრების დროებით გასახსნელად, ეს ხდება ჯადოქრების ჯგუფურად მუშაობის შემთხვევაში.


6. წმინდა პერგამენტი (სექსუალური აქტით შეურყვნელი საქონლის ტყავისაგან დამზადებული ფურცელი) ან თეთრი კარგი ხარისხის სახაზავი ფურცლები, იდეალურია ცხვრის ტყავისაგან დამზადებული პერგამენტი, მაგრამ ძვირიცაა. ეს მასალა გამოიყენება თილისმების დასამზადებლად.


7. ელემენტარული გეომეტრიული კონპლექტი: ტრანსპორტირი, ფარგალი და შტანგერფარგალი, სახაზავი, კომპასი და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროა თილისმებზე გამოსახულებების დასახაზად, ასევე მცირე სიმბოლოების გამოსახატავად.


8. პატარა, ხის დასამუშავებელი მჭრელი იარაღების კონპლექტი, მათ შორის მახათები საჭრეთელები და მჭრელი დანები.


9. ბატის მსხვილი ბუმბულისაგან დამზადებული კალმები ან და ფოლადის პირის მქონე და კაკლის ხის ტარის მქონე კალმები. ეს არის ჯადოქრის საწერი მოწყობილება, რითიც იწერება შელოცვები ჯადოქრულ წიგნში.


10. მაღალხარისხიანი სამხატვრო ფუნჯები, რომლებითაც ისახება მაგიური სიმბოლოები თქვენს სამუშაო ოთახზე, კედლებზე ჭერზე და იატაკზე, აგრეთვე სამუშაო ინსტრუმენტებზე, მაგიურ წრეში და სამკუთხედებში.


11. ჯადოქრული სამელნე, რომელსაც არ უნდა მივაკაროთ წყალი. ჯადოქრები საკუთარ სამელნეს როგორც წესი თავად აკეთებენ, ორი შემდეგი რეცეპტის გამოყენებით:


რეცეპტი#1

ა) კაკლის ხის მერქნის კორპუსი

ბ) რომაული კვიპაროსის ხის სადგამი ფეხი

გ) ტოპაზის ან მთის ბროლის სარტყელი

რეცეპტი#2

ა) გამჭვირვალე წებო შიგთავსის დასაფარად

ბ) ირანული მუსკატის კაკლის ხის კორპუსი

გ) მგლის ფეხის ძვლის სადგამი

დ) მგლის ტყავის სარტყელი


13. თქვენი ჯადოქრული საღებავები (თეთრი და შავი) ჯადოქრები თვლიან რომ ყველაზე სასურველია მინანქარით გამოსახვა ჯადოქრული სიმბოლოებისა. აგრეთვე უმჯობესია მინანქრით შესრულდეს რუნებით გამოსახული სახელები და თქვენი ჯადოქრული სახელი ხელსაწყოებზე.


14. პატარა ზომის კვადრატული ფორმის მაგიდა, რომლის ზედაპირზეც ამოტვიფრული უნდა იყოს პენტაგრამა, ხოლო ოთხივე ფეხზე ჰექსაგრამები, მაგიდა უნდა იყოს კაკლის ხის მასალისაგან დამზადებული.


15. დაგჭირდებათ ასევე მინის მცირე ზომის ჭურჭლები, სასიყვარულო ნაყენებისა და სხვადასხვა ჯადოქრული ფხვნილების შესანახად, აგრეთვე სპილენძის ან თუჯის ქვაბები. მინის ჭურჭლებად შეგიძლიათ იხმაროთ სამედიცინო დანიშნულების კოლბები.


16. დაგჭირდებათ წებოვანი ეტიკეტები, რომლებიც გამოიყენება მალამოების, ფხვნილებისა და ნაყენების საიდენტიფიკაციოდ.


17. სკივრი მაგიური ინვენტარის შესანახად.


18. კარადა მაგიური ინვენტარის შესანახად.


19. თაროები ჯადოქრის ბიბლიოთეკისათვის.


Комментарии


bottom of page