top of page

ჯადოქრობა

ყოველ ზღაპარში არის სიმართლის მარცვალი. რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეს სიმართლე? მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სხვა სფეროებში მყოფი ცხოვრებიდან გამოვლენილი არაადამიანური ბუნება, თუმცა იღებს ის ადამიანის სახესაც და ულამაზებს ადამიანურ ვნებებს მის მიმდევრებს. ის არის ცივი, მშიერი, საშინელი და მოჩვენებითი. ის არ კმაყოფილდება ჩვილების თბილი სისხლით შაბაშის დროს. მას სჭირდება რაღაც მეტი-სრულიად განსხვავებული; მას უნდა "მორჩილება", მას უნდა დაისაკუთროს "სული"- ამიტომაცაა მიმაგრებული მატერიას. ის არასოდეს არსებობდა და ის ყოველთვის ჩვენს ახლოს იმყოფება.



ჩარლზ უილიამსი. ჯადოქრობა

ეშმაკის კულტი დაარსებულია მაგიურ ტრადიციებზე, ყურადღების ცენტრში ექცევა მაგის ძალა-მართოს როგორც ბუნებრივი ასევე ზებუნებრივი ძალები. ეშმაკის თაყვანისცემა კი არის თავშესაფარი მათთვის ვინც დაუჩოქა ბოროტ ძალას და გადაწყვიტა მასთან ერთობა. XVI საუკუნის ტექსტში "ფაუსტის ტანჯვა ჯოჯოხეთში" ("Fausti Hollenzwang") ნათქვამია: "თუ თქვენ გინდათ გახდეთ ნამდვილი მაგი და გაიმეოროთ ჩემი ქმედებები, თქვენ უნდა იცნობდეთ ღმერთს, როგორც ყველა დანარჩენ ჩვეულებრივ არსებას, მაგრამ არ უნდა ჩათვალოთ მათ მსგავსად, რადგან ეს სიამოვნებას ანიჭებს ამ სამყაროს პრინცს (ეშმაკს)"...


ჩემი ხელოვნების ფლობის მსურველი შეიყვარებს ჯოჯოხეთის სულს და ჰაერის მმართველს რადგან მარტო მას შეუძლია მოგვცეს ბედნიერება ამ ცხოვრებაში და სიბრძნისაკენ მსწრაფველმა ის ეშმაკში უნდა ეძიოს.


ამ სამყაროს პრინცი? სთხოვეთ რაც გინდათ: სიმდიდრე, ღირსება და პატივი და თქვენ მიიღებთ მისგან ამას; გარდაცვალების შემდეგაც თუ პატივის ცემის იმედი გაქვთ მისგან, მწარედ ცდებით. ერთი ვერსიით ჯადოქარმა უნდა მოიპოვოს ძალაუფლება ბოროტ სულებზე და გამოიყენოს მათი მომსახურება. მაგრამ მეორე ვერსიით მაგმა უნდა დაუჩოქოს წყვდიადის მთავარს როგორც მაგიური ძალის მიმნიჭებელს. ზუსტად ასე თვლიან ისინი ვინც შეგნებულად შედიან ეშმაკთან ალიანსში; ვინდ "შეიყვარა ჯოჯოხეთის სული" და განთავისუფლდა სამოთხის ცრუ დაპირებისაგან ქრისტიანების ღმერთისგან; რომელიც ენთუზიაზმით ათამამებს სატანიზმის ორ ძირითად რიტუალს - ჯადოქრულ შაბაშს და შავ მესას. ერთი თანამედროვე ავტორები თვლიან, რომ "ჯადოქრებზე ნადირობა" რომელიც ოდესღაც ევროპის მასშტაბით წარმოებდა, იყო ილუზიისა და გულუბრყვილობის ნაყოფი. თუმცა მეორე ნახევარი, პირიქით, მიიჩნევს ყველა ამ გამოვლინებას რეალურად და მართლად. სინამდვილე დევს სადღაც ამ ორ მოსაზრებას შორის, უფრო პირველთან ახლოს. ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი ექცევა წამების ქვეშ და იძულებულია გახდეს ამ საშინელებების გამოვლინებების მოწმე. ის ვინც აღიარა შეთქმულება ეშმაკთან, წამების გარეშე, ხშირ შემთხვევაში იტყუებიან ან საკუთარ თავს ატყუებენ. ყველა ასეთი აღიარება ერთმანეთს გავს და ეს არცაა გასაკვირი: ეს აღიარებები ხომ ფართოდ გავრცელებულ საერთო შეხედულებებს ეფუძნება იმის შესახებ, რა უნდა ქნას ჯადოქარმა. ამ მრავალრიცხოვანი "აღიარებებისათვის" ტყუილის დარქმევა და გამოგონებულად ჩათვლა თავიდან ბოლომდე უაზრობა იქნება. ბოლოს და ბოლოს ჯადოქრები და სატანისტები ჩვენს დღეებშიც ცხოვრობდენ და რა გასაკვირია რომ წარსულშიც ყოფილიყვნენ, თუმცა არც იმდენად მრავალრიცხოვნად როგორც ეს ინკვიზიციას მიაჩნდა. "ჯადოქრებზე ნადირობა" დაიწყო საფრანგეთში XIII საუკუნის პირველ ათწლეულში, კათარებზე მოწყობილი ჯვაროსნული ლაშქრობიდან მალევე; არც ისე პატარა დრო გავიდა სანამ ამ უშნო და უსახელო ქმედებებს ფართოდ გავრცელებულ, ჩვენთვის ცნობილს სახელს დაარქმევდნენ. პირველი სასამართლო პროცესი ჯადოქრების წინააღმდეგ, რამდენადაც ცნობილია შედგა 1245 წელს ტულუზში, სამხრეთ საფრანგეთში, - კათოლიკური ეკლესიის მთავარ ცენტრში. პირველი ანგარიშები შაბაშების შესახებ კი ასი წლის მერე გამომჟღავნდა იგივე მიდამოებში, 1335 წელს; და ჩაიარა საუკენეზე მეტმა სანამ ისინი საკმარისად უხვი და ხშირი გახდებოდა. პირველი დეტალური წიგნი ჯადოქრების წეს-ჩვეულებების აღწერაზე, იოჰან ნიდერის "Formica-rius", გამოჩნდა დაახლოებით 1435 წელს. სასამართლო პროცესების უმრავლესობა საფრანგეთში 1450 წლიდან 1670 წლამდე ტარდებოდა. XV საუკუნის დასაწყისში სასამართლოები მოეწყო შვეიცარიაში, სავოისა და იტალიაში; გერმანიაში დაიწყო 1446 წლიდან მაგრამ მთელი ძალით "ჯადოქრებზე ნადირობა" გაჩაღდა დაახლოებით 1570 წლის შემდეგ. ესპანეთში პირველი ჯადოქარი გაასამართლეს 1498 წელს, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანური ინკვიზიცია ამ საკითხს ფრთხილად და საკმაოდ სკეპტიკურად უდგებოდა, ამიტომ ასეთი პროცესები აქ შედარებით იშვიათი იყო. ინგლისსა და შოტლანდიაში "ჯადოქრებზე ნადირობა" შევიდა XVI-XVII საუკუნეებში; პირველი სასამართლო შედგა 1566 წელს. შვეციაში ჯადოქრების ეშინოდათ XVII საუკუნის ბოლომდე, ცნობილი სალემის სასამართლოები ჯადოქრების წინააღმდეგ მასაჩუსეტსში დაიწყო 1692 წელს.

ამგვარად ჯადოქრების მასობრივი დევნის თარითი საკმაოდ უახლოვდება ჩვენს დღეებს. ამის გამო ძნელია დაეთანხმო მარგარეტ მიურეის და მის მიმდევრებს იმის შესახებ, რომ ჯადოქრების კულტი არის რელიქტური და წარმართული რელიგია. თავის წინგში "ჯადოქრების კულტი დასავლეთ ევროპაში", მიურეი ამბობს: მრავალრიცხოვან ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტიანულ წესჩვეულებებში, შენარჩუნებულია ერთგვარი კულტი, ამომავალი წინარე ქრისტიანული დროიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ ევროპის რელიგიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს "მრავალრიცხოვანი ფაქტები" მაინც არ ამტკიცებენ ამას. ძველ დასავლეთ ევროპის რელიგიებზე ჩვენ არც ისე ბევრი ვიცით, რომ ეს ჯადოქრობის კულტს დავუკავშიროთ. ეგეც არ იყოს და კერპთაყვანისმცემლობასა და "ჯადოქრებზე ნადირობას" ერთმანეთისაგან მრავალი საუკუნე აშორებს. ინგლისში კერპთაყვანისმცემლობა ყველაზე გვიან გაქრა დასავლეთ ევროპის ყვეყნებიდან. ყველაზე გვიანი ფაქტები კერპთაყვანისმცემლობის შესახებ დასამარდა ინგლისის მეფესთან ერთად რომელიც 1035 წელს გარდაიცვალა, ხოლო კონტინენტზე კერპთაყვანისმცელობა მის გარდაცვალებამდე გაცილებით ადრე გაქრა. ქრისტიაენი ჯადოქრებს იღებდნენ როგორც ახალ სექტას როგორც არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ ერეტიკოსებს. კერპთაყვანისმცემლობის ელემენტები შემონახუილია როგორც ჯადოქრობის კულტში ასევე ქრისტიანობაშიც, თუმცა წარმართული საკულტო წესის დაცვა უცვლელად ან ოდნავ შეცვლილად არ ხდება. ჯადოქრები არსებობდნენ უძველეს დროშიც და ითვლებოდა, რომ ისინი ეკონტაქტებოდნენ ბოროტ სულებსა და მიწისქვეშა სამყაროს ძალებს. შუასაუკუნეების ევროპაში მიწისქვეშა სამყაროს ბატონად და ყველა ბოროტი სულის მმართველად ითვლებოდა სატანა, ამიტომ ღმერთი რომელსაც ეთაყვანებოდნენ ჯადოქრები, როგორც ჩანს შეიძლება არ იყოს "რქიანი ღმერთი" ჰიპოთეტური "ძველი რელიგია", ქრისტიანული ეშმაკი. ძირითადი შეხედულებები და რიტუალები შუასაუკუნეების ჯადოქრებს სავარაუდოდ აღებული ქონდათ კათარების, ლუციფერიანების და სხვა სექტებისაგან, ადანაშაულებდნენ ეშმაკის თაყვანისცემაში მაგრამ, ჯადოქრი რელიგიის შემადგენლობაში შედიოდა მრავალი სხვა ელემენტიც - მაგიური ხედვა, უძველესი ანტიკური ფილოსოფია, ბიბლიური ტრადიციები, წარმართული რიტუალები და რწმენა, ასევე შუასაუკუნეებისა და რენესანსის დროინდელი წარმოდგენები იმაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს ჯადოქარი. დიდი შანსია იმისაც, რომ სატანისტების დევნა და სასამართლო პროცესები რეალურად მხოლოდ და მხოლოდ სტიმულირებდა ტენდენციებს მათ აღსაკვეთად.

ძველ ბერძნებს, რომაელებს და დასავლეთ ევროპის სხვა წარმართულ ერებს სჯეროდათ, რომ ჯადოქარს შეეძლო თავისი ჯადოსნობის გამოყენებით დიდი ზიანის მიყენება ხალხისათვის: მოსავლის განადგურება, წვიმის და ჭექა-ქუხილის გამოევევა, საქონლისთვის ჭირის შეყრა და თუ საჭირო გახდებოდა ადამიანების დაავადებაც, მათ გულებში ჩახედვა. მოწმეები რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს მათი ჯადოქრული შაბაშები არ მოიპოვებოდა თუმცა აღმოცენდა რწმენა რომ დაჯოქრები დროდადადრო, როგორც წესი ღამით, აწყობდნენ საიდუმლო შეკრებებს. სკანდინავიელი დაჯოქრები სავარაუდოდ 1 მაისს აწყობდნენ დღესასწაულს. ისტორიაზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ადამიანი რომელიც აჩვენებდა ხალხს ჯადოქრების შეკრების ადგილს მაგრამ, ვერ შეძლებდა თავისი სიმართლის დამტკიცებას, იხდიდა ჯარიმას. ითვლებოდა, რომ ჯადოქრები ჭამდნენ ადამიანებს. ჯადოქრებს, კანიბალიზმში დადანაშაულებულს, ეს კანონი აკისრებდა მძიმე ჯარიმას (3-ჯერ მეტს ვიდრე ბრალმდებელს). თუ დაჯოქრები მართლა ასე ხშირად ჭამდნენ ხალხს, როგორც ამაზე იმ დროინდენი მოსაზრება მეტყველებს-რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს-როგორც ჩანს ისინი იღებდნენ დამატებით სასიცოცხლო ენერგიას შეჭმული ადამიანისაგან. ძველი ბერძნები და რომაელები აიგივებდნენ ჯადოქარს სიბნელესთან და სიკვდილს ღამესთან და მთვარესთან, მთვარის ბოროტ ქალღმერთთან და ყველა ღმერთთან რომლებიც მკვდრებზე ბატონობდნენ. ჯადოქრობის მფარველი იყო მთვარის ქალღმერთი (და არა "რქებიანი ღმერთი") - სელენა, ჰეკატე ან დიანა. ჯადოქრების და მაგების უდიდესი ნაწილი დახმარებისათვის აკითხავდნენ ჰეკატეს, კულტს რომელიც გავრცელდა მცირე აზიიდან. ამ ქალღმერთს გამოსახავდნენ სამთავიანს ან სამსხეულიანს (რაც მიანიშნებდა მის კავშირს მთვარის 3 მდგომარეობაზე: ახალი მთვარე, სავსე მთვარე და კლებადი მთვარე) და სჯეროდათ რომ მას ქონდა სამი სახე: როგორც მთვარე-ცაზე, როგორც დიანა-დედამიწაზე და როგორც Proserpine-მიწისქვეშეთში. ჰეკატე მეფოდა მოჩვენებებზე და სიბნელეზე, საფლავებზე, ძაღლებზე, სისხლზე და საშინელებებზე. გარდა ამისა ის იყო "გზაჯვარედინების ქალღმერთიც". ის დაეხეტებოდა ღამით თანმხლებ მოჩვენებებთან ერთად და ამ მოჩვენებებისათვის შეწირული საჭმელი უნდა დაეტოვათ გზაჯვარედინზე.


 
 
 

Comments


bottom of page