top of page

ჯადოქრობის დრო და სეზონები

როგორც დამწყებმა ჯადოქარმა, აუცილებელია იცოდე ჯადოქრობისათვის ხელსაყრელი ჯადოქრული წლის დროები და სეზონები. ეს დროის ის პერიოდებია როდესაც თქვენ შეგიძლიათ სტიქიებიდან მიიღოთ ენერგიები თქვენი ჯადოქრული საქმიანობისთვის და გააძლიეროთ მაგიური ძალები. მოსახლეობიდან ენერგიის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ მთვარისა და პლანეტების ზემოქმედების საკითხი ადამიანის ორგანიზმზე, უნდა იცოდეთ დღეები როდესაც ხალხი სავსეა ენერგიით და დღეები როდესაც ისინი დაცლილი არიან ენერგიებისაგან. სანამ თავად არ მიხვალთ იმ მდგომარეობამდე რომ შეძლოთ ბუნების წინააღმდეგ მოქმედება და სანამ თავად არ დაიმორჩილებთ ბუნების ძალებს, უნდა გახსოვდეთ რომ პლანეტები ისეთივე ზეგავლენას ახდენენ თქვენზეც როგორც სხვა ნებისმიერზე, აქედან გამომდინარე კი თქვენც, ხან სავსე ხართ ენერგიით ხან კი იფიტებით, ეს დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე და პლანეტათა და ვარსკვლავთა განლაგებაზე, ამიტომ როგორც დამწყებ ჯადოქარს არ გირჩევთ ჯერ ჯერობით ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ სიარულს რამეთუ კრახს განიცდით ამ შემთხვევაში და რწმენა შეგერყევათ, ჯადოქრული საქმიანობისთვის უნდა შეარჩიოთ საამისოდ ხელსაყრელი დროის პერიოდი.

მზე და მთვარე ეს ორი დიადი ისარია ცის საათისა. მზე ანუ საათის დიდი ისარი მიგითითებთ წლის დროების შესახებ ხოლო მთვარე როგორც წუთების აღმნიშვნელი ისარი მიგითითებთ ზღვის მიქცევა მოქცევასა და ქვეცნობიერზე სამუშაოდ ხელსაყრელ დროზე. აქედან გამომდინარე მთვარე და მისი ფაზები უფრო აინტერესებს ჯადოქარს ვიდრე მზე. ევროპულ მითოლოგიაში მზე წარმოჩენილია მამაკაც ღვთაებად ხოლო მთვარე ქალღმერთად, მაგრამ მთვარისადმი თაყვანისცემა როგორც უმაღლეს ღვთაებისადმი აღმოცენდა გაცილებით ადრე ვიდრე მზისადმი თაყვანისცემა. ჯადოქართა შორის გავრცელებულია აზრი რომ ძველ ბრიტანეთში იქ სადაც იღებს საწყის მთვარისადმი თაყვანისცემა კელტური ტომების დრუიდების მოქმედებებში საფუძვლად უდევს წლის ოთხ ჯადოქრულ დღესასწაულს.


ისინი აღნიშნავენ შემდეგ დღესასწაულებს 31 ოქტომბერს ჰელოუნს (Halloween), 2 თებერვალს ქანდლემასს  (Candlemas), 30 აპრილს ბელთანს (Beltane) და 1 აგვისტოს ლამასს  (Lammas). მათ შორის ბელთანე და ჰელოუნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მზის ბუნიაობის ოთხი დღესასწაულიც აღინიშნება ხოლმე ჯადოქრების მიერ მაგრამ არა ასე მკაცრი დაცვით. ეს ვადები დგება შუა ზამთარს, შუა გაზაფხულსა და ზაფხულს და შუა შემოდგომას. ნუ ზამთრის, გაზაფხულის ზაბხულისა და შემოდგომის მზის ბუნიაობის დღესასწაულებს არ განვიხილავ რადგანაც მათ არ ექცევათ დიდი ყურადღება ჯადოქრების მხრიდან.

მოკლედ ჩვენ დავინახეთ რომ ჯადოქრები აღნიშნავენ წლის განმავლობაში 4 ჯადოქრულ მთავარ დღესასწაულს და 4 ბუნიაობას მზისას. გარდა ამისა ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას მთვარეზე და მასთან დაკავშირებულ ჯადოქრულ პერიოდებზე რომლებსაც ასევე აღნიშნავენ ჯადოქრები როგორც დღესასწაულს და იყენებენ თავიანთი საქმიანობისთვის. როგორც ვიცით მთვარე გარს უვლის დედამიწას ის დედამიწის გარშემო ერთი წრის შემოვლას ანდომებს დაახლოვებით 28–29 დღე ჩვენ ცაზე ვხედავთ ხან სავსე მთვარეს ხანაც ნამგალა მთვარეს ეს იმიტომ ხდება რომ მთვარე ირეკლავს მზის სხივებს ხოლო როდესაც იმყოფება ორბიტის სხვადასხვა ფაზაში ხან მის სრულ სურათს ვხედავთ (სავსე მთვარე) ხანაც ნაწილს (ნამგალა მთვარე) ხან კიდევ მთვარე საერთოდ არ ჩანს, ეს მაშინ ხდება როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის ექცევა, ხოლო იმ დროს როდესაც მთვარე ექცევა დედამიწასა და მზეს შორის მაშინ ჩვენ ვხედავთ მის სრულ სურათს და ვიძახით რომ სავსე მთვარეა. გამოყოფენ მთვარის ორბიტაზე მოძრაობის 4 მეოთხედს ანუ ფაზას, თითოეული მათგანი მოიცავს დედამიწის დღეების დაახლოვებით 7–8 დღეს მთვარის ციკლის დაწყებისას პირველი 7–8 დღე არის ახალმთვარეობა ანუ აღმავალი პერიოდი რა დროსაც მთვარე ნათელია, იგივე შეიძლება ითქვას მთვარის ციკლის მეორე მეოთხედზეც დაახლოვებით 7–8 დღეზე როდესაც მთვარე ასე ვთქვათ ივსება და მიდის კონდიციამდე რომელსაც სავსემთვარეობას ვუწოდებთ, ამის შემდეგ იწყება მთვარის განლევა და ამ პერიოდს ჰქვია დაღმავალი მთვარე ანუ მომაკვდავი მთვარე, რომელიც ასევე ორ მეოთხედად იყოფა და შეადგენს დაახლოვებით 14–15 დღეს მანამდე სანამ კვლავ არ დაიწყება ახალი წრებრუნვის ციკლი ანუ ახალმთვარეობის პერიოდი (მთვარის ფაზებს დეტალურად განვიხილავ ხოლმე ყოველდღიურად ასტროლოგიის ქვეგანყოფილებაში და მსურველებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ამ თემას) ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს 2 პერიოდი.

1. როდესაც მთვარე ივსება ანუ აღმავალი ხანა (ამ დროს ივსება მოსახლეობის ადამიანებისა და ცხოველების ენერგეტიკული ნაკადი) და

2. როდესაც მთვარე ილევა დაღმავალი ხანა (რა დროსაც იწურება ადამიანებისა და სხვა ცხოველების ენერგეტიკა და იფიტება ორგანიზმი, იცლება ძალებისაგან)

ჯადოქრობისათვის ხელსაყრელი პერიოდია მეორე დაღმავალი ხანა ანუ პერიოდი სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე, ხოლო როგორც მცირე დღესასწაულს ჯადოქრები აღნიშნავენ მთვარის დაბადებას (ანუ ახალმთვარეობის პირველ დღეს) და სავსემთვარეობას ანუ აღმავალლი (პერიოდის დასასრულს)

მაშინ როდესაც მთვარე დაღმავალია ანუ ილევა ჯადოქრობისათვის ხელსაყრელი პერიოდი დგება,  ვინაიდან თვის პირველ ნახევარში აღივსნენ ენერგიით ხოლო თვის მეორე ნახევარში ანუ მაშინ როდესაც მთვარე იწყებს განლევას და სასიცოცხლო ენერგიები იწურება ჯადოქრის მიერ გაკეთებულ მაგიურ ოპერაციას განსაკუთრებული ძალა გააჩნია, საერთოდ გახსოვდეთ მთვარის თვის პირველ ნახევარში ანუ ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე მაგიური ოპერაციების შესრულება ჯადოქრისათვის არახელსაყრელია, ამ პერიოდს იყენებენ ნათლის ძეები თავისი საქმიანობისათვის.

სამხიარულო ცერემონიალურ მზადებას ანუ საქმიანობას რომელსაც ეწევა ჯადოქარი ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული პერიოდების დადგომისას ქვია ჯადოქრული შაბაში, რომელიც როგორც უკვე ვთქვი ეწყობა წელიწადში რვაჯერ ანუ ძირითადი ჯადოქრული დღესასწაულებისა და მზის ბუნიაობების დროს და მცირე შაბაში სამოცჯერ 30 ახალმთვარეობებისა და 30 სავსემთვარეობების დროს. ამ პერიოდებში აუცილებელი არ არის მაგიური ოპერაციები შეასრულოთ ამ დროს უფრო უნდა გაერთოთ, კოლეგა ჯადოქრებთან ერთად, მოაწყოთ წვეულებები საჩუქრები აჩუქოთ ერთმანეთს, იცეკვოთ ერთად ერთმანეთს დაუახლოვდეთ, შესვათ ერთად სასმელი გაერთოთ და გამხიარულდეთ, გაერთოთ სექსით მეგობარ გოგონასთან (ბიჭთან) და ა.შ შაბაში როგორც ცერემონიალური სამხიარულო რიტუალი მზადდება წინასწარ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ახალმთვარეობებისა და სავსემთვარეობების აგრეთვე მზის ბუნიაობების აღნიშვნა არ არის აუცილებელი, აუცილებლად აღსანიშნავი დღესასწაულებია 4 ძირითადი ჯადოქრული დღესასწაული და განსაკუთრებით ჰელოუნი, ჯადოქარი რომელიც არ აღნიშნავს ჰელოუნს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ წლის განმავლობაში მიზერულ დონეზე დაეცემა მისი მაგიური ძალები.

댓글


bottom of page