top of page

ჯადოქრული ზიარება

ჯადოქრული ნათლობისა და განკვეთის რიტუალის აღსრულების შემდგომ, შეარჩევს რა დამწყები ჯადოქარი თავის უნიკალურ ჯადოქრულ სახელს, მოიპოვებს ჯადოქრობისათვის საჭირო აუცილებელ ხელსაწყოებსა და ინგრედიენტებს, რაღათქმაუნდა გაეცნობა ჯადოქრობისათვის ხელსაყრელ ვადებსა და დამწერლობას დგება უკვე ჟამი მისი პირველი მონაწილეობისა ჯადოქრულ შაბაშში, რომლის ორგანიზებასაც ახდენს შაბაშის ხელმძღვანელი გამოცდილი ჯადოქარი და რომელიც მიძღვნილია ახალბედა ჯადოქრის საზიარებლად, რაც თავის მხრივ ნიშნავს ჯადოქრული ენერგეტიკით აღვსებას.


დამწყები ჯადოქარი კოლეგებთან თანდასწრებით წარმოსთქვამს ჯადოქრულ ფიცს ერთგულებისას, რის შემდეგაც უკვე ის ხდება მათი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და იღებს უფლებას აღივსოს შაბაშის ხელმძღვანელის მიერ მოხმობილი სულიერი ძალებით, როგორც სხვა დანარჩენები.

ფიცის ტექსტი აღევლინება ძველ ენოქიანურ ენაზე.

ტექსტი შემდეგნაირად ჟღერს:

ამბარინ ჰაიოტიდ ხეხ ასედ ამბარინ სინოროპ რუახედ

ამბარინ ნეშენ ჰა როვომე თავ თრეკუს ნეშხედ ორ ოდემ

ამბარინ ზერ ამპე პარ,ე ცუ ფიტ ორ ამბარინ გალ გალატე

ონ ნაინ გალ გატე შეხ რედ თარა შიშ შეხ ნარ,მმ აზ გალატე.

სამწუხაროდ ზუსტი თარგმანი არ მოიძევება ამ ტექსტისა, რომელსაც ზიარების წინ აღავლენს ახალბედა ჯადოქარი დაახლოვებით კი როგორც ზემოთ ვთქვი ერთგულების ფიცს ნიშნავს წყვდიადის მთავრისადმი აღვლენილს.

ფიცის ტექსტის წარმოთქმის შემდეგ ხდება რიტუალური მსხვერპლთშეწირვა შავი მამლისა ან შავი თხისა (ყოველგვარი კატებისა და იქ რაღაც თინეიჯერული ზანზალაკების გარეშე) 

მსხვერპლის სისხლით შაბაშის ხელმძღვანელი ჯადოქარი ახალბედა ჯადოქრის შუბლზე მუხლებსა და იდაყვებზე ხატავს 5 ცალ შავმწიგნობრულ პენტაგრამას სათითაოდ ხოლო გულ-მკერდის ცენტრალურ ნაწილზე სამკუთხედს ცენტრში ჩახატული წრითა და წრის შიგნით წერტილით.

მსხვერპლი არ უნდა დაიწვას არამედ უნდა მოხდეს მისი დაფვლა მიწაში.

ახალბედა ჯადოქრის სხეულზე მსხვერპლის სისხლით დახატული სიმბოლიკა არის საორიენტაციო ნიშნული წყვდიადის ძალებისათვის, რომ თავისუფალი ნებით არის გზა ხსნილი აავსონ ძლიერების სულით ეს ჭურჭელი.

Comentários


bottom of page