top of page

ჯადოქრული ნათლობა

მას შემდეგ რაც თქვენ გადადგავთ თქვენს პირველ ნაბიჯს ჯადოქრის გზაზე, საჭირო ხდება ნათლობა, რათა ასტრალური სამყაროს ლაბირინთებში იქ მყოფი სულებისთვისა და ძალებისთვის ცნობილი გახდეს თქვენი ვინაობა და პიროვნება, როგორც ახალბედა ჯადოქრისა.

ჯადოქრებად იბადებიან, არსებობს ასეთი კატეგორია ხალხისა რომელთაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული ცერემონიალურ რიტუალური მოქმედებები, ისინი ისედაც არიან ბუნებით ჯადოქრები, ხოლო მათთვის ვისთვისაც ბუნებას არ მიუმადლია ეს ნიჭი და საგვარეულო ტალანტი, არსებობს გადაწყვეტილების მიღებისა და ნათლობის რიტუალები, რათა როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩაიწეროს წყვდიადის არმიის დიად წიგნში, მისი სახელი და ვინაობა.

თუ ოჯახში სამი თაობა ზედიზედ დაიბადნენ მხოლოდ მდედრობითი ან მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანები, მესამე თაობის უფროსი წარმომადგენელი ბუნებით ჯადოქარია და თან ძალიან ძლიერიც.

ჯადოქრად ხდებიან ისინიც ვისაც მომაკვდავი ჯადოქარი ხელდასხმით გადასცემს საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს, ჯადოქრებად ხდებიან აგრეთვე ისინი, რომლებიც შესაბამისი ცერემონიალური მოქმედებების შემდეგ შეისწავლიან ჯადოქრულ საქმეს და პრაქტიკული მეცადინეობებით იღრმავებენ ცოდნას და ივსებიან ძალებით.

ჯადოქრის ნათლობა შეიძლება შედგეს სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა რიტუალების აღვლენის შედეგად, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ფორმა ნათლობისა გახლავთ ნათლობა აბანოში, გზაჯვარედინზე და სასაფლაოზე. ზემოთაღნიშნული რიტუალების შემსრულებელთაგან ყველაზე ძლიერი ჯადოქარია ის ვინც ნათლობა მიიღო სასაფლაოზე, მაგრამ ყველაზე წარმატებული ჯადოქარი იქნება ის ვინც ნათლობის ცერემონიალი აღავლინა ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი ადგილებიდან ყველა ადგილზე, ანუ აბანოშიც, გზაჯვარედინზეც და სასაფლაოზეც.

ჯადოქრის ნათლობა ხდება მხოლოდ ორშაბათ დღეს, მაგრამ თუ სამივე ადგილზე ზედიზედ გადაწყვეტთ ნათლობას, მაშინ რიტუალები შეიძლება დაიწყოს ორშაბათ დასრულდეს სამშაბათ დღეს, ჯადოქრის ნათლობა გულისხმობს ჩემს მიერ ზემოთაღნიშნულ ადგილებში ასტრალური მოწმეების გამოძახებასა და მათ წინაშე აღთქმის, დაპირების დამდები შელოცვის

აღვლენას.


"ნათლობა აბანოში"

აბანოში ნათლობის ცერემონიალის დროს შეგირდი მიდის აბანოში ღამის 12 სთ –ის შემდეგ მარტო ან მასწავლებელთან ერთად, თან მიაქვს სურნელოვანი ზეთით სავსე კანდელი, მინდვრის ყვავილებისაგან შეკრული კედელზე ჩამოსაკიდი გვირგვინი (რუს: ვენოკ) ცოცხი და ფოლადის მახათი, აგრეთვე ფუნჯი და ცალკე ფლაკონით სურნელოვანი ზეთი (ოღონდ ეკლესიიდან აღებული მირონი არა, არანაირი ნაკურთხი ზეთი და არანაირი ნაკურთხი ნივთი) აბანოს ნომერში შესვლისას, სადაც უნდა იყოთ მარტო ან მასწავლებელთან ერთად და აბანოს პერსონალი არ უნდა გიშლიდეთ ხელს კარებზე კაკუნებითა და სიტყვებით შეკვთა მოვიტანე...... მას შემდეგ რაც განმარტოვდებით ნომერში სადაც აუცილებელია, რომ იყოს წყლით სავსე აუზი, ჩადიხართ აუზში წინ იდებთ გვირგვინს, გვირგვინის წინ იდგავთ ანთებულ კანდელს, სურნელოვანი ზეთით სავსე ფლაკონსა და ხელთ გიბყრიათ ფუნჯი და ფოლადის მახათი. პირველ რიგში ფოლადის მახათს გააცხელებთ და ჩაარჭობთ გვირგვინის შუაგულში, ამის შემდეგ ფუნჯით რომელსაც ჩააწობთ სურნელოვან ზეთში მარჯვენა ხელზე და შუბლზე იხატებთ სამ ცალ ტოლგვერდა სამკუთხედს, ამის შემდეგ წარმოთქვამთ ქვემოდმოყვანილ შელოცვას ხმამაღლა და გარკვევით შელოცვის შემდეგ დაწვავთ ცოცხს და ჩაყვინთავთ წყალში ისე რომ მთლიანად დაიფაროთ. შემდგომ ამისა მოდიხართ სახლში წვებით საწოლში და იძინებთ, გაღვიძებამდე აგრეთვე გზაში სანამ სახლში მოხვალთ არავის არ უნდა დაელაპარაკოთ, ერთი სიტყვაც კი არ უნდა თქვათ მეორე დილამდე.


"შელოცვა"

გიძახებთ თქვენ მოწმეებო აქ, ჩემი სწავლისა საკუთარი ნიჭის გასავითარებლად. განვაგდებ წყლის კურთხევით სამ უზენაეს სულს, მამას ძესა და სულიწმინდას, ვამსხვრევ კვირის შვიდ ბეჭედს, ორშაბათის, სამშაბათის, ოთხშაბათის, ხუთშაბათის, პარასკევის, შაბათისა და მეშვიდე დღის კვირის ბეჭდებს, შევითვისებ გველის სიბრძნეს, მელიას მოხერხებულობას, სისწრაფეს ელვისას და ნატყორცნი ისრისას, სინესტეს ტაძრის კედლისას, ცოდნას მეფეებისას დავითისა და სოლომონისას. ხმალი ჩემს ხელში აკაფავს მტერს. აღვიჭურვები იმედის ფარით, დავიფარები უჩინარი რიდით, ავისხავ აბჯარს ჩემი გზისას, მოწმეებო აქ ხართ? (იგრძნობთ მკერდთან სიცივეს, გრილ სიოს, თუ ვერ იგრძენით კიდევ გაიმეორეთ ეს შეკითხვა უფრო ხმამაღლა) ვფიცავ ვიყო ძლიერი და დაუძინებელი მტერი წყვდიადის მტრების, ვწვავ მე ამ ცოცხს თქვენს წინაშე და მასთან ერთად ვწვავ ჩემს ფიქრებს და შესაძლებლობას განვეშორო ჩემს მოძღვრებას. მე გადავშლი წიგნს და დავამსხვრევ შვიდ ბეჭედს გავიმარჯვებ ლომზე იუდას ტომიდან და დავითის ფესვზე. ვხედავ სატანას ელვასავით ჩამოვარდნილს ციდან, ჩემს

მოძღვარს, შეისმინეთ ჩემი ლოცვა. ამინ.


"ნათლობა გზაჯვარედინზე"

ორშაბათ დღეს საღამო ხანს, მას შემდეგ რაც ჩაესვენება მზის უკანასკნელი სხივები, სახით აღმოსავლეთით ვდგებით გზაჯვარედინზე და ვამბობთ ჯადოქრის ნათლობის შელოცვას.

"შელოცვა"

ვიძახებ ოთხი გზის მოწმეებს, მოსიარულეებსა და მოხეტიალეებს, იქ სადაც მტვერი ფეხისა არ ცხრება, სადაც უტარებიათ მკვდრები, სადაც ბავშვები დარბოდნენ, სადაც მოხუცები დადიან, სადაც ხდება დაწყევლა და უბედურება და სადაც ეხლა მე ვდგევარ. გიძახებთ თქვენ რათა დავამოწმო ჩემი გადაწყვეტილება, ყველამ გაიგოს, რომ უკან არ დავიხევ, სანამ არ შევიცნობ ყველაფერს, გიძახებთ თქვენ და თქვენ ხართ ჩემი სიტყვის მოწმენი, და თუ აღთქმა დავარღვიო თქვენ მოიტანთ ჩემი გვამის ფერფლს ამ ადგილზე. ამინ.


"ნათლობა სასაფლაოზე"

ორშაბათ საღამოს, მომავალი ჯადოქარი მიდის სასაფლაოს ჭიშკართან (თუ მუსლიმების ან იუდეველების სასაფლაოა უკეთესია) და ჭიშკართან აღავლენს შელოცვას, ისე რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე არ შედის, დგება სახეთ ჭიშკრისკენ, შელოცვის აღვლენის შემდეგ მოდის სახლში და გზაში შემხვედრ პირებს არ ესაუბრება.


"შელოცვა"

მათ წინაშე ვისაც ამ ადგილებში სძინავთ, მდუმარედ არიან, თვალს არ ახელენ, ვიძახებ ჩემთან მოწმეებს, მოხვედით? არ მეშინია, წავალ და უკან არ მოვიხედები. გარდაცვლილთ მშვიდობა მე კი სწავლება, როგორც ფოლადია მტკიცე, ისეთივე მტკიცე ვიქნები ჩემს მოძღვრებაში ამინ.

შენიშვნა: სასაფლაოდან წამოსულმა უკან არაფრის დიდებით არ უნდა მიიხედოთ.

აი ეს ცერემონიალური რიტუალი გახლავთ მომავალი ჯადოქრის ნათლობისათვის აუცილებლად შესასრულებელი მოქმედება.

Comments


bottom of page