ჯადოქრული პირამიდა
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 28 окт. 2020 г.
- 7 мин. чтения
ჯადოქრული უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შეძენა, დამოკიდებულია ოთხი ძირითადი ჯადოქრული პრინციპის აღსრულებაზე, ამ პრინციპებს ხანდახან ჯადოქრულ პირამიდასაც უწოდებენ, ვინაიდან ამ ოთხ პრინციპში კუმულირებულია ჯადოქრული შემეცნების გასაღები. ეს გახლავთ მაგიური საფუძვლების ოთხი ძირითადი ქვაკუთხედი, რომლის ფუნდამენტზეც შენდება მაგიური უნარი, ზებუნებრივი ძალა. თითოეული წესი ცალ ცალკე არ წარმოადგენს მაგიურ პრინციპს და შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვქონდეს ამ ფენომენთან შეხება, მაგიურ ეფექტს იძლევა მხოლოდ ამ ოთხი პრინციპის გათვიცნობიერებული და ერთდროული აღსრულება. თქვენ უნდა მიიღოთ ეს პრინციპები აუცილებლად შესასრულებელ კანონად, რათა შეიძინოთ ის მნიშვნელოვანი უნარები რომლის გარეშეც შეუძლებელია ჯადოქრის წოდების ღირსეულად ტარება, თქვენ უნდა ჩადოთ ამ ოთხი პრინციპის აღსრულებაში მთელი თქვენი სურვილი და ნებისყოფა. მთელი თქვენი გონება. მთელი თქვენი ლტოლვა მიზნისაკენ მისწრაფებაში უნდა ეფუძნებოდეს ჯადოქრულ პირამიდას, ანუ ამ ოთხი პრინციპის განუხრელ დაცვას.
ჯადოქრული პირამიდის ოთხი ძირითადი ქვაკუთხედი შემდეგია:
– ძლიერი და მკვეთრი წარმოსახვის უნარი. – ცეცხლოვანი ნება. – ურყევი რწმენა და – საიდუმლოებით მოცულობა.
"წარმოსახვის უნარი"
წარმოსახვის უნარს შეუძლია შექმნას თქვენს გონებაში ძლიერი და მკვეთრი გამოსახულებები, სხვადასხვა მოქმედების სცენები, რომლებიც გიმძაფრებთ შეგრძნებებსა და გინვითარებთ ფანტაზიის უნარს, ფანტაზია არის შეუდარებელი იარაღი, მსახიობის, გამომგონებლის, ილუზიონისტის, მშენებლის, სამხედრო სტრატეგის, პოლიტიკოსისა და ჯადოქრის ხელში, ვინაიდან სანამ სამყაროში რეალური მოქმედება შესრულდება, სანამ რეალური ნივთი დამზადდება ის თავდაპირველად იქმნება ჯერ თქვენს წარმოსახვაში, ხოლო შემდგომ რეალურ სამყაროში. ისევე, როგორც სახლის აშენებაა შეუძლებელი, თუ ჯერ ის გონებაში არ წარმოსახა არქიტექტორმა და შემდეგ არ შექმნა ნახაზი და მისი მოდელი, ასევე შეუძლებელია ჯადოქრული ძალების ზრდა და განვითარება, თუ შეგირდს არ გააჩნია წარმოსახვის უნარი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალაქში არსებული ყველა შენობა ჯერ მათი დამპროექტებლის წარმოსახვაში დაიბადა, ხოლო შემდგომ ძალთაქმედების შედეგად შეიძინა რეალური სახე, დაახლოვებით მსგავსი პრინციპი მოქმედებს ჯადოქრულ საქმიანობაშიც, დამეთანხმებით რომ, ისტორიულად ცნობილი უდიდესი იმპერატორები უდიდესი სამხედრო სტრატეგები იყვნენ, ისინი დაბყრობით ბრძოლებს ჯერ გონებით ამუშავებდნენ, ქმნიდნენ ტაქტიკასა და სტრატეგიას გონებაში ატრიალებდნენ ბრძოლის სცენებს, მართალია ეს სცენები რეალურად ჯერ კიდევ არ ხორციელდებოდა, მაგრამ მოგვიანებით განხორციელდა, საჯარისო ნაწილებისადმი გაცემული ბრძანების შედეგად, სამყაროში ყველაფერი ასეა მოწყობილი, იბადება ჯერ იდეა და შემდეგ ხორციელდება დროში და სივრცეში, პირიქით შეუძლებელია, შეუძლებელია ჯერ სახლი აშენდეს და მერე დაიწყოს ფიქრი მშენებელმა მის კონსტრუქციაზე. ჯერ არის სურვილი, შემდეგ იდეა, შემდეგ სიტყვა და ბოლოს საქმე. არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით შეგიძლიათ წიგნის კითხვა აღარ გააგრძელოთ, რადგან ჯადოქრული საქმიანობის განხორციელება, სწორედ რომ მკვეთრი და ძლიერი წარმოსახვის უნარსა და ფანტაზიის მძაფრ შეგრძნებებს ექვემდებარება. წარმოსახვა ეს ჯადოქრის ძლიერი იარაღია, რადგან სწორედ წარმოსახვის უნარით აგზავნის ის საკუთარ ენერგეტიკულ ნაკადს ასტრალურ სამყაროში, სადაც საპასუხო რეაქციას იწვევს და ქმნის ამა თუ იმ მოქმედებას.
თუ თქვენ გსურთ, რომ იყოთ ნამდვილი ჯადოქარი და არა უბრალო შარლატანი, რომელთა ნაკლებობასაც ისედაც არ განიცდის სამყარო, სისტემატიურად უნდა გააძლიეროთ წარმოსახვის უნარი. არსებობს სპეციალური სავარჯიშოები გონების კონცენტრაციისა, რომელიც დაგეხმარებათ ფანტაზიის უნარის გაძლიერებაში, ყოველ დღე გარკვეული დრო უნდა გამოყოთ ამ ვარჯიშების შესასრულებლად, გონების კონცენტრაციის ვარჯიშები თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ოკულტისტთა ნაშრომებში. ვედურ მოძღვრებებში, უპანიშადებში და ა.შ
გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ღრმა და მძაფრია თქვენი წარმოსახვა, მით უფრო დიდი ეფექტი აქვს თქვენს შელოცვებსა და შესრულებულ მოქმედებებს.
თქვენს მიერ შესრულებული მაგიური ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია იმაზედ, თუ რამდენად მკვეთრად და მკაფიოდ შეგიძლიათ თქვენ წარმოსახვით აღიქვათ ესა თუ ის სცენა. რაც უფრო მძაფრია ემოცია მით უფრო დიდია შანსი წარმატების მიღწევისა, მაგიურ წრეშე შესვლამდე თქვენ უნდა იყოთ თითქმის ექსტაზის მდგომარეობაში იმდენად ძლიერად უნდა გქონდეთ აღძრული სურვილი ოპერაციის შესრულებისა რომ ამის გარდა სხვა არაფერზე არ შეგეძლოთ ფიქრი. თქვენ უნდა თრთოდეთ სურვილით.
წარმატების მისაღწევად თქვენ უნდა შეიმუშაოთ სპეციალური მეთოდი, რომელსაც მსახიობებიც ხშირად მიმართავენ, ამ მეთოდს ეწოდება – საკუთარი თავის გაიგივება პერსონაჟთან, თქვენ გსმენიათ გამოთქმა მსახიობებზე "როლში შევიდა" აი სწორედ ამ ეფექტზე მაქვს საუბარი, თქვენ უნდა შეხვიდეთ როლში და ამ როლისა და შესასრულებელი სამუშაოს გარდა თქვენთვის სხვა ყველაფერი დავიწყებულ უნდა იქმნეს, აღარ უნდა არსებობდეს არც ტკივილი, არც მწუხარება არც სხვა რაიმე ემოციური გრძნობა, ის რაც მატერიალურზე აჯაჭვებს ადამიანს, როლში შესასვლელად თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლო მეთოდები იქნება ეს, არომატული კეთილსურნელებები, განათება, ენიგმატური მუსიკა, მისტიური გარემოს მოწყობა, სექსი, როკვა, ჰიმნისა თუ შელოცვის წარმოთქმა და ასე შემდეგ, ყველა შესაძლო მეთოდით უნდა ისწრაფოდეთ იმისკენ რომ შეხვიდეთ ამ როლში და მაქსიმალურად რეალურად აღიქვათ თქვენი მდგომარეობა.
ჯადოქრობა აბსოლიტურად დამოუკიდებელია პარაფსიქოლოგიაში გამოყენებული მეთოდოლოგიისაგან, ჩვენ აქ ვილტვით არა იმისკენ, რომ შევიქმნათ ილუზორული ფსიქოლოგიური ეფექტი და თავი მოვიტყუოთ ჰალუცინაციით, არამედ ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ შევეჩვიოთ ასტრალურ არსებებთან კონტაქტსა და კავშირს, რათა პირველივე გამოცხადებული სულის დანახვისას ახალბედა ჯადოქარს შიშისაგან გული არ წაუვიდეს.
მოხერხებული ადგილის პოვნა მაგიური რიტუალების შესასრულებლად, ერთ ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმატების მიღწევისათვის, თქვენ აუცილებლად წინასწარ უნდა შეარჩიოთ ადგილი, სადაც დაკავდებით მაგიური ოპერაციებით, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლის მყუდრო ოთახი, ან და ვისაც ამის საშუალება აქვს, ვურჩევდი რომ ქალაქგარეთ ბუნების წიაღში ააშენოს ტყით გარემოცულ სივრცეში სპეციალურად მაგიური რიტუალების აღსასრულებლად მომცრო ზომის ტაძრის ფორმის სახლი, რომელშიც განთავსებული ცენტრალური დარბაზი (ზალა) იქნება დახურული ფანჯრების არ მქონე, რათა დცული იქნეთ შემთხვევითი გამვლელის ცნობისმოყვარეობისაგან.
სახლი არ უნდა იქნეს აშენებული ქრისტიანული ტაძრის მახლობლად ან ნაკურთხ მიწაზე, ასეთი ადგილები ატარებენ სპეციალურ დამცავ ენერგეტიკულ ველს, რომელიც წარმოიქმნება იქ მოღვაწე სასულიერო პირების აღვლენილი ლოცვების შედეგად.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე სამუშაო ოთახის დიზაინისა და დეკორაციების მოწყობას, დასაწყისისთვის საკმარისია მისტიური გარემოს შესაქმნელად ოთახის კედლების დამცავი სიმბოლოებით მოხატვა, შეგიძლიათ დადგათ რამოდენიმე მისტიური ქანდაკება, ნიღბები, მაგრამ თითოეული ნივთისა და სიმბოლოს დანიშნულებაში უნდა ერკვეოდეთ, მოგვიანებით კი თქვენ მოგიწევთ ათასგვარი ჯადოქრული ნივთისა და დამხმარე საშუალებების დამზადება.
მაგიური ოპერაციების შესასრულებელ ოთახში ჯადოქრისათვის აუცილებელი ატრიბუტებია ადამიანისა და თხის თავის ქალები, რომელიც რთული მოსაპოვებელია და შეიძლება მოიძიოთ მხოლოდ და მხოლოდ ძველ სამარხებში ან შეიძინოთ არქეოლოგებისაგან (ადამიანის თავის ქალაზეა საუბარი) თხის თავის ქალას კი ნებისმიერ სოფელში ნაყიდი თხის დაკვლის შედეგად ამოიღებთ, ეს ორი ნივთი გამოიყენება სასანთლეთ და საკმელის კეთილსურნელების სადგამად, თხის თავის ქალაზე ინთება მაგიური სანთლები ადამიანისაზე კი იდგმება საკმელი, აგრეთვე აუცილებელია ეშმას გამოსახულებიანი ნიღბის, ან მთლიანი მონუმენტის შეძენა, რომლის მოძიებაც ასევე სირთულეებთან არის დაკავშირებული, თქვენ ეს შეიძლება დაამზადებინოთ მოქანდაკეს ან ძერწვის ოსტატს, შეიძინოთ ანტიკვარიატის საკომისიო მაღაზიებში, ან და შეკვეთით დაამზადებინოთ შავმწიგნობართა საზოგადოების შესაბამის საამქროში, სადაც აკეთებენ თილისმებს, ტაროს დასტებს, მაგიურ ბეჭდებსა და ა.შ. თუ თქვენ მიაგენით შუასაუკუნეებში დამზადებულ ბაფომეტის გამოსახულებიან ქანდაკებას ან და ნიღაბს ჩათვალეთ რომ ბედმა გაგიღიმათ, ვინაიდან ასეთი ნივთები შეიცავენ ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს, ბაფომეტის გამოსახულების დამზადება შეგიძლიათ თავადაც თუ შესაბამისი ნიჭი და უნარი გაგაჩნიათ, მოიძიეთ გამოსახულების ესკიზი და მისი მიხედვით დაამზადეთ მინიატურული ქანდაკება ან ნიღაბი.
ზემოთჩამოთვლილი ძირითადი ნივთები და ნებისმიერი ჯადოქრობისათვის გამოსაყენებელი ნივთები, საჭიროებენ კურთხევას, ამ ცერემონიალურ რიტუალს ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ.
მაშ ასე: ვთქვით, რომ წარმოსახვის უნარი არის ერთერთი ძლიერი იარაღი ჯადოქრის ხელში, იფანტაზიორეთ, რაც უფრო მდიდარია თქვენი ფანტაზია, მით უფრო დიდია წარმატების შანსი.
"ცეცხლოვანი ნება"
ჯადოქრული პირამიდის მეორე აუცილებელ პოსტულატს წარმოადგენს ძალა, რომელსაც ცეცხლოვანი ნება ჰქვია. ძლიერი ნება ეს შავი მაგიის ძირითადი მოთხოვნაა, რამეთუ შეუძლებელია მაგიური ოპერაციების წარმართვა იძულებით, აქ საჭიროა ძალიან ძლიერი სურვილი და საკუთარი გადაწყვეტილების ცეცხლოვან ნებაში ჩაქსოვა, ასეთი ნება ძალიან წააგავს პატარა ბავშვის ნებას, ეს არის მდგომარეობა როდესაც ბავშვი ყველაფერს მოიმოქმედებს სურვილის დასაკმაყოფილებლად და ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მის ნებას ეწინააღმდეგება მკვეთრი და ხისტი დაპირისპირებით ეგებება, მას აღარ ახსოვს არავინ და არაფერი გარდა ტავისი სურვილისა და მისი აღსრულების აუცილებლობისა, აი სწორედ ასეთი ეგოცენტრული ნების ჩამოყალიბებას საჭიროებს ახალბედა ჯადოქარი წარმატების მისაღწევად.
ნება ირთვება შესასრულებელი მაგიური ოპერაციის წინ და ურთიერთმოქმედებს წარმოსახვის უნართან, ის ასრულებს ასე ვთქვათ ლინზის ფუნქციას სადაც გაივლის სხივივით წარმოსახვაში შექმნილი ირეალობა და ფოკუსირდება ასტრალურ პლანზე.
ნებისა და ნებისყოფის გამოსამუშავებლად აგრეთვე არსებობს შესაბამისი სავარჯიშოები აღმოსავლური რელიგიების მოძღვრებებიდან და ოკულტისტთა ნაშრომებიდან ერთ ერთი ასეთი სავარჯიშოა მედიტაცია, რომლის დროსაც პიროვნება საკუთარი ნებით ილტვის მიზნისკენ და აღარ ახსოვს არაფერი მიზნისა და მისი მიღწევის მეთოდის გარდა.
მედიტაცია სანთელზე წარმოადგენს ნების გაძლიერების ერთერთ საუკეთესო საშუალებას, გარდა ამისა დამწყები ჯადოქრისათვის რეკომენდირებულია კონცენტრაციის ფოკუსირება კედლის საათის წამზომის ისარზე, დაიკავეთ მჯდომარე პოზა მაგიური წრის შიგნით და სისტემატიურად დღეში 10–15 წუთის განმავლობაში თვალი ადევნეთ საათის ისრის მოძრაობას, ათვლა არ უნდა დაიწყოთ გონებით ამ დროს არსებობს მხოლოდ საათის ისარი და თქვენ, ნებისყოფის გამოსამუშავებლად აგრეთვე კარგი საშუალებაა სხვადასხვა ტიპის მარცვლეული კულტურის გამოცალკევება ერთმანეთისაგან თავ თავისი ჯიშისა და გვარის მიხედვით, მაგალითისთვის, ერთმანეთში აურიეთ, ქერის, ხორბლის, შვრიის, მზესუმზირის, ლობიოს, ოსპის, ცერცვისა და ბრინჯის მარცვლები თანაბარი რაოდენობით და შეეცადეთ ყოველდღიურად განაცალკევოთ ისინი ერთმანეთისაგან, დასაწყისისთვის შეასრულეთ ეს მარტივი სავარჯიშოები, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ასევე აბურდული ძუისა და ძაფების გამოხსნა, ყოველივე ეს თქვენს ნერვულ სისტემას ფოლადივით მყარ და მტკიცე სისტემად გადააქცევს და თქვენ მალე იგრძნობთ საკუთარ თავში ნების დიადი ძალის ეფექტს.
ნების გამომუშავებას უნდა მივუძღვნათ ყოველდრიური დროის მცირე ნაწილი და სავარჯიშოები შევასრულოთ სისტემატიურად, ძლიერ სურვილსა და ნებას უდიდესი საქმეების გაკეთება ძალუძს, მაგრამ დასაწყისისთვის ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეებს, რომელიც რთულად შესასრულებელია რათა ამან არ მიაყენოს დიდი დარტყმა თქვენს რწმენას, მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენ ცდილობთ გახდეთ ჯადოქარი და არა ღმერთი, რომლის ნება მყისიერად ასრულებულ სურვილს ნიშნავს. სიტყვებამდე "მე ასე მსურს, დაე იყოს ასე" ჯერ კიდევ ბევრი გიკლიათ.
"ურყევი რწმენა"
თქვენ შეიძლება ეხლა გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთ პატარა და ამავდროულად მნიშვნელოვან საიდუმლოს გაგიმხელთ, "მაგიური მოქმედებების წარმატების თითქმის 90% დამოკიდებულია სიტყვაზე რომლებიც ჩაწერილია ოქროს ასოებით და გამოიყურება ასე: რ–წ–მ–ე–ნ–ა"
მნიშვნელობა არ აქვს ვინ გამოიყენებს რწმენას წმინდანი თუ ჯადოქარი, ეფექტი ერთია. ლოცვას წარმოსთქვამს მღვდელი თუ საერო პირი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ლოცვა ლოცვაა, მიუხედავად იმისა ჟღერს ის, როგორც წმინდანისაგან აღვლენილი ფსალმუნი, თუ ჯადოქრისაგან აღვლენილი მაგიური შელოცვა. რწმენა ეს უდიდესი იარაღია, ნებისმიერი ადამიანის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა კატეგორია ფლობს ამ იარაღს, რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ რწმენა შეგიძლიათ დაივიწყოთ ჯადოქრობაზე ოცნება, ვინაიდან ურწმუნო კაცი ჰგავს ბრძოლის ველიდან გაქცეულ იარაღაყრილ პანიკაში მყოფ ლაჩარ ჯარისკაცს, რწმენა, ეს არის უდიდესი აღმოჩენა ადამიანის შესაძლებლობის განვითარების გზაზე, რწმენის გარეშე ქუჩასაც კი ვერ გადაკვეთთ, რომ არა რწმენა ამ წიგნსაც კი ვერ წაიკითხავდით, მაგრამ მე აქ ვსაუბრობ სხვა რწმენაზე, ეს არის რწმენა საკუთარი თავისა, საკუთარი შესაძლებლობებისა და იმისა, რომ აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს, თუ გწამს შენს ნებას წინ ვერავინ დაუდგება, თუ გწამს შენი ფანტაზია სხეულს შეისხავს, თუ გწამს შენ ხდები შემოქმედი.
სანამ ჩვენ ვიძლევით მოხსენებას რწმენის შესახებ, მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ ჯადოქრები არასოდეს არ უნდა ვარღვევდეთ მიცემულ სიტყვასა და პირობას. თუ თქვენ აბსოლიტურად არ ხართ დარწმუნებული რომ შეასრულებთ დაპირებას, არ დაპირდეთ არავის არაფერი. არ დაპირდეთ არავის არაფერი, თუ მცირედი ეჭვიც კი გაქვთ დანაპირების აღსრულების შესაძლებლობაში შეტანილი. ყოველი დადებული აღთქმა, რომელსაც ვერ შეასრულებთ, არა აქვს მნიშვნელობა ეს მოხდა თქვენი, თუ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დამანგრეველად ურტყავს თქვენს რწმენას, ასეთი მდგომარეობიდან აღზევება კი ძალიან რთულია, აქ არ არის საუბარი მორალსა და ეთიკაზე, უბრალოდ სიტყვა ჯადოქრისა უნდა იყოს ფოლადივით მტკიცე და არ უნდა იძლეოდეს მარტივად.
"საიდუმლოებით მოცულობა"
არაფერი ისე არ აღაგზნებს ადამიანთა ცნობისმოყვარეობას, როგორც საიდუმლო, საიდუმლოება ეს ჯადოქრის ერთერთი ძლიერი იარაღია, ნამდვილი ჯადოქარი არასოდეს გამოჭენდება სატელევიზიო გადაცემებში, არასოდეს არ გაიკეთებს რეკლამას და არ მოახდენს თავისი საქმიანობის აჟიტირებას, ნამდვილი ჯადოქრის ვინაობაც კი გასაიდუმლოვებულია, ჯადოქრები არ ბეჭდავენ სტატიებს გაზეთებში არ დადიან ღია პრესკონფერენციებზე არ აწყობენ კონგრესებსა და სასწავლო სემინარებს, არ ხსნიან მაგიურ სკოლებს და არ მატრაბაზობენ ამით, ისინი ვინც ამ ყოველივე ზემოთჩამოთვლილს აკეთებს განეკუთვნებიან საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სიტყვის "აფერისტების" კატეგორიას, თუმცა მათაც ვერ დავუკარგავთ შარლატანურ ნიჭს, რადგან იქ სადაც არსებობს სულელთა ბრბო, რატომ არ უნდა არსებობდეს ამ სულელების ხარჯზე ფულის მკეთებელი? იქ სადაც არსებობს ჯადოქრობის წყალობით წარმატების მიღწევის მსურველი, ყოველთვის გამოჩნდება "ამ სურვილის შემსრულებელი პოპულარული ჯადოქარი" ნამდვილი ჯადოქარი არც პოპულარობას ეძებს და არც ფინანსურ კეთილდღეობას, მას ყველაფერი აქვს რაც სურს, ნამდვილი ჯადოქრის სურვილის ახდენა კლიენტის ფულზე არ არის დამოკიდებული, უმეცარი უნდა იყოს ადამიანი რომელიც მიდის "მოჯადოქრო შარლატანთან" და იხდის ფულს იმაში რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოს, ისმება რიტორიკული და სამართლიანი კითხვა: თუ მას ვისაც მიაკითხეთ გასამდიდრებლად, შეუძლია სხვის გამდიდრების უზრუნველყოფა, პირველ რიგში ხომ თავად უნდა იყოს მდიდარი? არადა ასეთი სუბიექტები როგორც წესი საერთო საცხოვრებლებში ან ბარაკებში ცხოვრობენ. ასე რომ ჯერ მარტო ამ ასპექტით შეგიძლიათ მიხვდეთ რომ დახვეწილ აფერისტთან გაქვთ საქმე, რომლებიც სხვათაშორის სახელს უტეხენ თავიანთი მოქმედებებით ნამდვილ ჯადოქარს, რომელსაც არავისი არაფერი არ სჭირდება, რადგან თავად გააჩნია ყველაფერი ის რასაც მოისურვებს, ასეთები კი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ ეხმარებიან საზოგადოების წარმომადგენლებს მიზნის მიღწევებში, ასეთებს ვერ დააინტერესებ ფულით, ვერც პოპულარობითა და მაღალი თანამდებობით, მათ ისედაც აქვთ ეს ყველაფერი, ამიტომ როგორც აღვნიშნე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. ძალიან ყურადღებით უნდა იყოს შეგირდი ჯადოქრული პირამიდის ამ ბოლო ასპექტში, რათა არ გადაუხვიოს ჯადოქრის გზას და პრიმიტიულ შარლატანად არ გადაიქცეს, ყველაფერში მოთმინებაა საჭირო, თუ
შენ ბოლომდე ერთგული დარჩები საკუთარი საქმის მიიღებ ყველაფერს და ამ ყველაფერს მიიღებ შარლატანის იარლიყისა და პოლიციასთან პრობლემების გარეშე. როდესაც განისწავლები ჯადოქრულ საქმეში, შენი იქნება სამყარო მთელი თავისი სისავსით, ასე რომ დამწყები ჯადოქრებისათვის ერთერთი ძირითადი მოთხოვნაა საიდუმლოდ დატოვონ საკუთარი ვინაობა და საქმიანობის სფერო.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ოთხი ძირითადი პრინციპის დაცვა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ჯადოქრულ საქმეში და შეგიძლიათ მიიღოთ ჯადოქრის კოდექსის ძირითად დებულებებად.




Комментарии