top of page

ჯადოქრული შაბაში

"ჯადოქრული შაბაშის ორგანიზება"



ჯადოქრული რიტუალების შესასრულებლად, მაშინ როდესაც თქვენ მუშაობთ მარტო დამოუკიდებლად, სრულიად საკმარისია ცალკე გამოყოფილი ოთახი თქვენს სახლში სადაც თქვენ შეძლებთ განმარტოვებას და დარწმუნებას იმაში, რომ არავინ არ გისმენთ და ვერავინ ვერ გხედავთ, ეს უკანასკნელი მოთხოვნა საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ არ შეაწუხოთ მეზობლები, როდესაც ჯადოქრული რიტუალის შესრულებისას ჩავარდებით ექსტაზში, არადა სწორედ ექსტაზური მდგომარეობაა ამ საქმეში წარმატების გასაღები.


თუ თქვენ გსურთ რომ შეკრიბოთ თანამოაზრეები, კოლეგა ჯადოქრები და მეგობარი მისნები ჯგუფურად მუშაობისთვის, ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ გაცილებით დიდი ფართობი ვიდრე ამას ჩვეულებისამებრ ინდივიდუალური დამოუკიდებელი მუშაობის დროს ჭირდება.


სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით ჯადოქრული შაბაშის დროს კოლეგა ჯადოქრებთან კომბინირებული მუშაობა უფრო ეფექტურია ვიდრე მარტოდ მუშაობის პროცესი, გარდა ამისა ჯგუფში მუშაობა კომუნიკაცია სხვა ჯადოქრებთან უფრო მეტ სულიერ სიამოვნებას მოგგვრით და გამოცდილებებსაც გაუზიარებთ ერთმანეთს.

ნებისმიერმა ოკულტური პრაქტიკით დაკავებულმა პირმა იცის, რომ ჯადოქრისთვის ჯგუფში მუშაობა გაცილებით ეფექტურია მაშინ როდესაც მარტომ შეიძლება ვერც კი მიაღწიო სასურველ ეფექტს ჯგუფთან მუშაობის დროს მინიმალური  ენერგიების დანაკარგით მიიღწევა მაქსიმალური შედეგი.


უძველესი შელოცვები და რიტუალები განსაკუთრებით ეფექტურია, მაგრამ ეს ყოველივე აზრს კარგავს, თუ ჯადოქრული შაბაშის მოწყობისას არ მოხდა თანამონაწილეებთან ერთად კოორდინირებული მოქმედება, ამიტომაც სავალდებულო წესია, რომ ჯადოქრულ შაბაშში მონაწილე ყველა ჯადოქარს ემოციონალურ დონეზე უნდა ესმოდეს ერთმანეთის, არ უნდა ჰქონდეთ პირადი წყენა ერთმანეთში და ფაქტიურად ერთნაირად, ერთ დონეზე უნდა ფიქრობდნენ რიტუალის მსვლელობის დროს, ამ დროს ყველა ჯადოქარი ერთმანეთის მიმართ სიმპათიას უნდა გრძნობდეს, უნდა ქონდეთ ერთნაირი რწმენა და საერთო ემოციონალური კავშირი, აგრეთვე აუცილებელი პირობაა რომ ჯადოქრული შაბაშის ყველა მონაწილეს თითოეულ ჯადოქარს ჰქონდეს ტალანტი და უნარი შეასრულოს მაგიური მოქმედებები, დილეტანტები ჯადოქრულ შაბაშში არ დაიშვებიან. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას რომ წინასწარდამუშავებული ფანტაზიის ნაყოფი ჩაუნერგოთ ყველას წარმოსახვაში, არამედ კოორდინირებული მუშაობა პირველ რიგში გულისხმობს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას: უპირველესყოვლისა საკუთარი გონება უნდა მივმართოთ შესასრულებელი დავალების განხორციელებაზე და სხვა რაიმემ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება, ხოლო შემდეგ პროცესში უნდა ჩართოთ მტკიცე ნება და ძლიერი წარმოსახვის უნარი.

ჯადოქრული შაბაშის მონაწილეები კარგად უნდა ფლობდნენ შავი მაგიის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას არ უნდა იყვნენ შეგირდები და დამწყები ჯადოქრები თითოეული მათგანი კარგად უნდა ფლობდეს და მართავდეს ჯადოქრული პირამიდის ოთხივე ძალას.

რაც უფრო მეტ მაგიურ ძალას ფლობენ ჯადოქრული შაბაშის მონაწილენი მით უფრო ძლევამოსილია შაბაში და ბოლოს ეს რიტუალი გადაიქცევა განუზომელი ძალებისა და ენერგიების უშრეტ წყაროდ საიდანაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია აივსოს და დაიმუხტოს შინაგანად.


თუ ჯადოქრულ შაბაშში მონაწილეობას იღებს სამი გამოკვეთილი ლიდერი, მაშინ შესაძლებელია მიიღოთ უკვე რამოდენიმე ახალი წევრი, იქ სადაც ჯადოქრული შაბაშის წევრები რიცხვობრივად იზრდებიან და შესაბამისად იზრდება რიტუალის დროს წარმოქმნილი ენერგეტიკული ნაკადი ხდება ახალი ჯგუფის ფორმირება რომლებიც პარალელურ რეჟიმში მუშაობენ და ყოველივე ეს, ბევრად აღემატება ჯადოქრული შაბაშის პირვანდელ სახეს.


ისეთი ჯადოქრების მონაწილეობით შესრულებული შაბაშისას რომლებიც ეთაყვანებიან აღმოსავლეთის  ღვთაებებს უმჯობესია მოხდეს კონცენტრაცია სექსუალურ ენერგეტიკულ ნაკადებზე რომელიც გამოიყოფა სექსუალური აქტის შედეგად ამისათვის იდეალური ვარიანტია იმ შაბაშში, რომელსაც თან ახლავს ორგია მონაწილეობას იღებდეს ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ექვსი წყვილი მამრობითი და მდედრობითი სქესის ჯადოქარი, ანუ სულ 13 ადამიანი. ასეთი ტიპის შაბაშის შესრულებისას უმკაცრესი მოთხოვნაა ლიდერის უპირობო მორჩილება რა დროსაც ის თავად აკომპლექტებს წყვილებს და თავად ხელმძღვანელობს და წარმართავს სექსუალური აქტის მიმდინარეობის პროცესს, მის  განკარგულებაზე იცვლება პოზები, სდგილმდებარეობა, აქტიური როლები და მისი გადაწყვეტილებით ხდება იმის აღსრულება ქალი აღავსებს მამაკაცს ენერგიით თუ პირიქით. ამ მოთხოვნების დამრღვევი ერთხელ და სამუდამოდ ძევდება ჯადოქრული შაბაშიდან. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში როდესაც მშობელი ჯადოქრები აკურთხებენ შვილს ჯადოქრად, ამ შემთხვევაში ლიდერს ეკრძალება მშობელს დაავალოს ინცესტის აქტი შვილთან, სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი ლიდერის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


იმ შემთხვევაში თუ ორი ჯადოქრული ჯგუფი ერთდროულად აღასრულებს შაბაშს მაშინ იმ ადგილმდებარეობის ერთმანეთისაგან დაშორება, სადაც ისინი მოქმედებენ უნდა იყოს მინიმუმ სამი მილი.


ეს ყოველივე ხდება უძველესი ტრადიციის მიხედვით, რომელიც ეხება ტერიტორიულ უფლებებს. შაბაშის აღსრულების ადგილმდებარეობის ირგვლივ 3 მილის რადიუსში მდებარე ტერიტორიას ეწოდება ჯადოქრების საუფლო.


შაბაშის ორგანიზებისას ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე მონაწილეთა რიცხვს, შაბაშის აღსრულებისას საკმარისია მინიმუმ ორი ჯადოქარი მაგრამ სრულყოფილი შაბაშის აღსრულებისას საჭიროა რომ ჯგუფში მონაწილეობას იღებდეს ცამეტი ჯადოქარი.


თავად სახელწოდება "ჯადოქრული შაბაში", მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან  "noun conventus" რაც თავის მხრივ აღნიშნავს შეკრებას, ასამბლეას.


მიზეზი რის გამოც ჯადოქრული შაბაშები იმართება, ეს არის მთვარის  და ბუნების ძალთა სადიდებელი დღესასწაულები, რომლებიც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ეს არის ძირითადი ჯადოქრული დღესასწაულები, რომელთა დადგომისასაც ჯადოქრები იკრიბებიან ერთად და აღნიშნავენ მხიარულებით. ეს ვადები დგება სავსემთვარეობის პერიოდში რომელიც წელიწადში ცამეტჯერ მეორდება, აღინიშნება აგრეთვე ახალმთვარეობისა და მზის ბუნიაობისა და მზებუდობის ჟამნი მაგრამ ესენი არასავალდებულოა, აქ მნიშვნელობა ენიჭება 13 ვადას სავსემთვარეობისას და 8 ვადას მზისა და მთვარის ბუნიაობისას რა დროსაც აღსრულდება ძირითადად ჯადოქრული შაბაშები.


ეს ვადები ყოველთვის ითვლებოდა დიდებულ მიზეზად ემხიარულათ და სიამოვნებით გაეტარებინათ დრო, ამიტომ როდესაც თქვენ ახდენთ ამ დღესასწაულთა გათვალისწინებით ჯადოქრული შაბაშის ორგანიზებას უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს აქტი არა მხოლოდ ბუნების ძალთაგან და სტიქიებისაგან ენერგიებით აღვსებას არამედ უბრალოდ მხიარულებასა და განცხრომასაც გულისხმობს რა დროსაც ერთმანეთს უახლოვდებიან და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებენ ჯადოქრები, უნდა გაიშალოს აუცილებლად უხვი სუფრა შეისვას ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები უნდა მოისმინოთ სასიამოვნო მუსიკა და ასე შემდეგ აღასრულოთ ის რაც გართობასა და მხიარულებას ემსახურება.


ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ ჯადოქრული შაბაშის ოკულტურ დეტალებსა და მათი აღსრულების წესს ისეთების როგორებიც არიან:


1. შაბაშის ბუნება (გარეგნული მხარე) ტოტემები, სიმბოლოები, ვიზუალური გაფორმება.

2. იერარქია შაბაშის მსვლელობისას.

3. ნათლობისა და ზიარების აგრეთვე ჯადოქრულ საზოგადოებაში მიღების რიტუალები და ინიციაციები.

4. საიდუმლო ფიცის მიღება.

5. შაბაშისთვის მაგიური სახელის შერჩევა და დარქმევა.

6. მაგიური სამკაულების შერჩევა და ტარების წესი.

7. უშუალოდ მაგიური რიტუალის აღსრულება.


მას შემდეგ რაც ჯადოქრული შაბაშის ამ 7 ძირითად მოთხოვნას შეასრულებთ, რითი დაკავდება შაბაშში მონაწილე წევრი ამას თავად წყვეტენ ჯადოქრები ეს შეიძლება იყოს გართობა სექსით, განცხრომა საკვებითა და სასმელით, ტკბობა მუსიკით და ასე შემდეგ.


სხვადასხვა შაბაშები იმართება სხვადასხვა მიზნებით ეს შეიძლება იყოს სნეულთა განკურნებანი, სულთა გამოძახებები, მაგრამ ძირითადი მიზანი ამ შეკრებისა უნდა იყოს ის რომ აქედან თქვენ მიიღოთ უფრო მეტი ძალა და ძალაუფლება ვიდრე გაგაჩნიათ.

Comments


bottom of page