top of page

ჯოჯოხეთი, ეშმაკი და სულის გაყიდვის ინსტრუქცია

სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, რადგან საუკუნეების განმავლობაში სწორედ ის უწყობდა ხელს ამ ბიზნესს. რომ არა ეშმაკი და ჯოჯოხეთი, ღვთისმსახურები ვერაფრით შეაშინებდნენ მრევლს. „სატანა გაცდუნებთ“, „სატანა ბოროტების მეუფეა“, „სატანა დაგღუპავთ“ – გვაფრთხილებენ ისინი, –„თუკი ცდუნებას აჰყვებით, სამუდამოდ მოგიწევთ ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯვა“.


„სატანა“ ნიშნავს მტერს, მოწინააღმდეგეს. იგი განასახიერებს ღმერთის „ოპოზიციას“ ყველა იმ რელიგიაში, რომელიც ადამიანის ინსტინქტების დათრგუნვას ქადაგებს. ეშმაკს ბოროტის იარლიყი მხოლოდ იმიტომ მიაწებეს, რომ იგი ამქვეყნიური, ხორციელი სიამოვნების მიღებისკენ მოგვიწოდებს.


სატანა, აღმოსავლური სამყაროს მთავარი დემონი, თავიდან ანგელოზი იყო,რომელიც ღმერთს ადამიანთა ცოდვების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. მე–14 საუკუნიდან კი ის თანდათან ბოროტ ძალად გადაიქცა, ნახევრად ადამიანის და ნახევრად ცხოველის სახე მიიღო და თავზე რქებიც ამოუვიდა. ქრისტიანობამდე ამ „ეშმაკებს“ ზოგან სატანას, ზოგან – ლუციფერს ეძახდნენ და ისინი ადამიანთა ხორციელ ცხოვრებას განაგებდნენ. მაგალითად, საბერძნეთში ეს ფუნქცია დიონისეს და პანს ჰქონდათ შეთავსებული. დიახ, პანიც „კარგი ტიპი“ იყო ოდესღაც და ნაყოფიერების, გამრავლების ღვთაებად მიაჩნდათ.


როდესაც ქვეყანა დამპყრობლის ხელში გადადის, ეროვნულ გმირებს ავაზაკებად ნათლავენ ხოლმე. ასეა რელიგიაშიც: პირველ ქრისტიანებს სწამდათ, რომ წარმართები ბოროტ ძალებს ემსახურებოდნენ და „შავ მაგიას“ იყენებდნენ, „წმინდა სასწაულები“ კი ღმერთს და „თეთრ მაგიას“ უკავშირდებოდა. როდესაც ქრისტიანობამ ფეხი მოიკიდა, ძველი ღმერთები ჯოჯოხეთში გააგზავნეს და დემონებად აქციეს. ის, რაც ქრისტიანობამდე დასაშვებად მიაჩნდათ, ახალმა რელიგიამ მომაკვდინებელ ცოდვებად მიიჩნია. სულ მცირე ცვლილება გახდა საჭირო იმისთვის, რომ სატირის სახის მქონე პანი საზარელ ეშმაკად, მასთან დაკავშირებული რიტუალები კი სატანურად მოენათლათ. ესეც თქვენი მეტამორფოზა!


ეშმაკი თხასთან ქრისტიანულ ბიბლიაშიცაა გაიგივებული. „მონანიების დღე“ იყო ებრაელთა უწმინდესი დღესასწაული, ამ დღეს ერთ უბიწო თხას სწირავდნენ ღმერთს, მეორეს კი – აზაზელს. ხალხის ცოდვებმოკიდებული თხა მიჰყავდათ უდაბნოში და ის ითვლებოდა განტევების ვაცად. აი ესაა ისტორია თხებისა, რომელთაც, სხვათაშორის, ეგვიპტეშიც სწირავდნენ ღმერთს მსხვერპლად.


დემონების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მათი წარმომავლობა – მრავალფეროვანი. სატანური რიტუალის შესრულების წესი არ ავალდებულებს მაგს, გამოიძახოს რომელიმე მათგანი. ამ ხერხს მხოლოდ ისინი მიმართავენ, ვისაც აღნიშნული დემონების ეშინიათ. ასეთი „მაგების“ სიმხდალე კიდევ იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ერთ დემონს მიმართავენ ხოლმე დახმარების სათხოვნელად. მათ იმედი აქვთ, რომ დემონი, როგორც ეშმაკის ერთ–ერთი რიგითი მსახური, უფრო იოლად სამართავი იქნება. ოკულტური მოძღვრებაც ქადაგებს, რომ მხოლოდ უძლიერეს მაგს შეუძლია თვით ეშმაკის გამოძახება.


სატანისტი არ იწუხებს თავს პატარა ეშმაკუნების გამოსაძახებლად. თუ დასჭირდა, ის პირდაპირ, აუღელვებლად სთხოვს დახმარებას დემონთა ლეგიონების მეთაურს – ეშმაკს.


თეოლოგებმა შეადგინეს დემონთა სია. ამ სიის, და შესაბამისად ჯოჯოხეთის სამეფო სასახლის უმრავლესობას, ძველი, ქრისტიანობამდელი ღმერთები შეადგენენ. აი ისინიც: ჯოჯოხეთის ოთხი პრინცი სატანა - (ებრაული) – მტერი, მოწინააღმდეგე, ცეცხლის და ჯოჯოხეთის მეუფე. ლუციფერი - (რომაული) – სინათლე,ცოდნა,ცისკრის ვარსკვლავი.ჰაერის სტიქია. ბელიალი – (ებრ) – აბსოლუტური დამოუკიდებლობა, დედამიწის მბრძანებელი. ლევიათანი – (ებრ) – წყლის ურჩხული.


დემონები Abaddon - (Hebrew) the destroyer Adramelech - Samarian devil Ahpuch - Mayan devil Ahriman - Mazdean devil Amon - Egyptian ram-headed god of life and reproduction Apollyon - Greek synonym for Satan, the arch fiend Asmodeus - Hebrew devil of sensuality and luxury, originally "creature of judgement" Astaroth - Phoenician goddess of lasciviousness, equivalent of Babylonian Ishtar Azazel - (Hebrew) taught man to make weapons of war, introduced cosmetics Baalberith - Canaanite Lord of the covenant who was later made a devil Balaam - Hebrew Devil of avarice and greed Baphomet - worshipped by the Templars as symbolic of Satan Bast - Egyptian goddess of pleasure represented by the cat Beelzebub - (Hebrew) Lord of the Flies, taken from symbolism of the scarab Behemoth - Hebrew personification of Satan in the form of an elephant Beherit - Syriac name for Satan Bilé - Celtic god of Hell Chemosh - national god of Moabites, later a devil Cimeries - rides a black horse and rules Africa Coyote - American Indian devil Dagon - Philistine avenging devil of the sea Damballa - Voodoo serpent god Demogorgon - Greek name of the devil, it is said should not be known to mortals Diabolus - (Greek) "flowing downwards" Dracula - Romanian name for devil Emma-O - Japanese ruler of Hell Euronymous - Greek prince of death Fenriz - son of Loki, depicted as a wolf Gorgo - dim. of Demogorgon, Greek name of the devil Haborym - Hebrew synonym for Satan Hecate - Greek goddess of the underworld and witchcraft Ishtar - Babylonian goddess of fertility Kali - (Hindu) daughter of Shiva, high priestess of the Thuggees Lilith - Hebrew female devil, Adam's first wife who taught him the ropes Loki - Teutonic devil Mammon - Aramaic god of wealth and profit Mania - Etruscan goddess of Hell Mantus - Etruscan god of Hell Marduk - god of the city of Babylon Mastema - Hebrew synonym for Satan Melek Taus - Yezidi devil Mephistopheles - (Greek) he who shuns the light, q. v. Faust Metztli - Aztec goddess of the night Mictian - Aztec god of death Midgard - son of Loki, depicted as a serpent Milcom - Ammonite devil Moloch - Phoenician and Canaanite devil Mormo - (Greek) King of the Ghouls, consort of Hecate Naamah - Hebrew female devil of seduction Nergal - Babylonian god of Hades Nihasa - American Indian devil Nija - Polish god of the underworld O-Yama - Japanese name for Satan Pan - Greek god of lust, later relegated to devildom Pluto - Greek god of the underworld Proserpine - Greek queen of the underworld Pwcca - Welsh name for Satan Rimmon - Syrian devil worshipped at Damascus Sabazios - Phrygian origin, identified with Dionysos, snake worship Saitan - Enochian equivalent of Satan Sammael - (Hebrew) "venom of God" Samnu - Central Asian devil Sedit - American Indian devil Sekhmet - Egyptian goddess of vengeance Set - Egyptian devil Shaitan - Arabic name for Satan Shiva - (Hindu) the destroyer Supay - Inca god of the underworld T'an-mo - Chinese counterpart to the devil, covetousness, desire Tchort - Russian name for Satan, "black god" Tezcatlipoca - Aztec god of Hell Thamuz - Sumerian god who later was relegated to devildom Thoth - Egyptian god of magic Tunrida - Scandanavian female devil Typhon - Greek personification of Satan Yaotzin - Aztec god of Hell Yen-lo-Wang - Chinese ruler of Hell


ამ დემონების უმრავლესობა შეიცავდა ცხოველურ საწყისს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანი ყოველთვის აღიქვამდა თავის ცხოველურ ბუნებას და სწორედ ამიტომ აძლევდა თავის ღმერთებს ცხოველთა სახეებს. მაგალითად, ღორი იყო ფრეიას, ოსირისის, ადონისის, დემეტრას და პერსეფონეს სიმბოლო, მას მსხვერპლად სწირავდნენ ოსირისსა და მთვარეს, შემდგომში კი ეშმაკის განსახიერებად იქცა. ებრაელთა ღმერთი ბაალი, რომლისგანაც დემონი ბელზებუბი წარმოიშვა, ფაქტობრივად იმავე როლს ასრულებს, რასაც ეგვიპტური წმინდა ფრინველი – ფენიქსი. სპარსელებს სწამდათ,რომ სამყაროში არსებობდა ორი უზენაესი ძალა – აჰურა მაზდა – ცეცხლის, სინათლის, სიცოცხლის ღმერთი და არიმანი – ბოროტების, ბნელეთის და სიკვდილის მეუფე. ეს მრავალი მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა მოთხოვნილება, თავისი ცხოველური საწყისი თავიდან მოეცილებინა და მისთვის ღმერთის სახე მიეცა.


მე–16 საუკუნეში ალქიმიკოსმა იოჰან ფაუსტმა შეძლო დემონ მეფისტოფელის ჯოჯოხეთიდან გამოძახება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. კონტრაქტის პირობების თანახმად,ფაუსტი დემონს თავის სულს აძლევდა, სანაცვლოდ კი ახალგაზრდავდებოდა იღებდა. ალქიმიკოსმა ახალგაზრდობა კი დაიბრუნა, მაგრამ როდესაც სიკვდილის დრო მოუვიდა, მისი ლაბორატორია ცეცხლმა შთანთქა და პატრონიც თან გაიყოლა. აი, ასეთი ზღაპრებით ებრძოდნენ შუასაუკუნეებში მეცნიერებას და მაგიას.


სატანისტი არ თვლის საჭიროდ თავისი სულის გაყიდვას და კონტრაქტების გაფორმებას. მსგავსი სისულელეები ქრისტიანთა ფანტაზიის ნაყოფია, რათა უკეთ მოახერხონ მრევლის დაშინება. მქუხარე ხმით შთააგონებენ მიმდევრებს, რომ თუკი სატანა მათ ცდუნებას მოახერხებს და ამქვეყნიურ სიამოვნებას არ მოიკლებენ, სანაცვლოდ ეშმაკისთვის სულის მიყიდვა და ჯოჯოხეთის კუპრში აბაზანების მიღება მოუწევთ. ხალხს აჯერებენ, რომ „სიწმინდის“ შენარჩუნება სამუდამო სასუფეველში მოხვედრის გარანტიაა.


მატყუარა წინასწარმეტყველებმა შეძლეს ადამიანები სატანით დაეშინებინათ. კი მაგრამ, რა ვუყოთ ისეთ ფენომენს, როგორიცაა „უფლის შიში“?! თუკი ღმერთი მოწყალეა, რატომ უნდა გვეშინოდეს მისი?! და თუ მაინც აუცილებელია რომ ვიღაცის გვეშინოდეს, არ ჯობია „სატანის შიში“ ავირჩიოთ და ამქვეყნიური ცხოვრება მაინც შევირგოთ?!


რაც შეეხება ჯოჯოხეთს..


სკანდინავიურ მითოლოგიაში ლოკის შვილსა და მკვდართა სამეფოს მბრძანებელს ჰქვია Hel. ბიბლიის თარგმნის დროს მხოლოდ ერთი „L“-ს დამატება გახდა საჭირო, რომ სიტყვა Hell - ჯოჯოხეთი მიგვეღო. ბიბლიის ავტორები ჯოჯოხეთის აღსანიშნავად ხმარობდნენ ებრაულ „შეოლს“ – რაც „საფლავს“ ნიშნავს. გარდა მაგისა, ხშირად გვხვდება სიტყვა „გეენა“ – გეენა ერქვა ადგილს იერუსალიმთან, სადაც გვამებს და ნაგავს წვავდნენ. ალბათ მიხვდით, საიდან მოდის ზღაპარი ჯოჯოხეთის ცეცხლზე.


ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ადამიანები ისჯებიან ამქვეყნიური ცოდვების ჩადენისთვის. გარდა მაგისა, კათოლიკეებს სწამთ რომ არსებობს „განსაწმენდელი“, სადაც დროებით ყველა სული მიდის და „ლიმბო“ – ადგილი მოუნათლავებისთვის. ბუდისტური ჯოჯოხეთი 8 ნაწილად იყოფა, და თუ პირველი შვიდიდან რომელიმეში მოხვდი, ცოდვების გამოსყიდვის შანსი გეძლევა. ჯოჯოხეთის კლასიკური განმარტება გვეუბნება, რომ ეს არის ცეცხლით დაფარული უკიდეგანო სივრცე. დანტეს ჯოჯოხეთი ყინულითაა დაფარული, ისევე როგორც ჩრდილოელ ხალხთა მითოლოგიაშია. (სხვათაშორის, მისიონერებს ყოველთვის არ უმართლებთ ხოლმე და ხალხის დაშინება კარგად არ გამოსდით. მაგალითად, როდესაც ისინი ალასკაზე ჩავიდნენ და ესკიმოსებს მარადიულ სასჯელზე, ცეცხლზე და ადუღებულ კუპრზე უამბეს, სიცივით დატანჯულმა მოსახლეობამ ჯოჯოხეთის მისამართი მოითხოვა)


სატანისტების უმრავლესობა არ თვლის რომ სატანა რქიანი, კუდიანი და ჩლიქებიანი არსებაა. მათთვის ის უბრალოდ ამქვეყნიური ცხოვრების განსახიერებაა, რომელსაც ბოროტების სახელი მხოლოდ იმიტომ მიაწერეს, რომ არცერთი რელიგია არ ამართლებს ხორციელ სიამოვნებას.


სატანა არის ღმერთი, ნახევრადღმერთი, პირადი მხსნელი, ან რადაც გინდათ ჩათვალეთ – ის შეიქმნა იმისთვის, რომ დაეშინებინათ ხალხი, დაეთრგუნათ ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტები და შეეზღუდათ მათთვის სიამოვნება.


ასე რომ, თუკი ზოგიერთები სატანისტებს გვიწოდებენ, დაე გვიწოდონ! დიახ,სატანისტები ვართ, თქვენ რა გნებავთ?! ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც გვინდა!

Comentarios


bottom of page