top of page

ჯოჯოხეთური პლანეტები

მრავალ თქვენგანს აუცილებლად ექნება გაგებული მქადაგებლებისგან, რომ ადამიანები ცოდვილი ქმედებებისათვის სამუდამოდ დაიტანჯებიან ჯოჯოხეთის ბნელ სიღრმეებში. ამ კონცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი ღმერთის წინააღმდეგ, რომელიც თავის შვილებს, თავისივე ნაწილაკებს, მარადიული სატანჯველისთვის სწირავს. სასჯელი, თავისი განსაზღვრებით, განწმენდის საშუალებაა და არა განადგურების. ჩვენ განვსჯიდით ასეთ მშობლებს, რომლებიც თავის შვილს მოკლავდნენ მცრე ან თუნდაც დიდი დანაშაულისათვის. მაშინ რატომ ვიღებთ ეჭვების გარეშე სიყვარულის ასეთ სასტიკ ღმერთს? ღმერთს მოსიყვარულე ბუნება აქვს, და წარმოდგენა ჯოჯოხეთის შესახებ, სადაც მარადიულად დავიწვებით, შეუძლებელია ჭეშმარიტი იყოს. ის არაა მართებული მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ ჯოჯოხეთს ეშმაკი განაგებს. ნუთუ ეშმაკი ღმერთზე ძლევამოსილია?, და ღმერთს არ შეუძლია კავშირი დაამყაროს სულთან, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდა? ჯოჯოხეთის კონცეფცია გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მისი წარმოდგენაა მიღებული. იგი დაფუძნებულია ინდივიდუალურ სასჯელზე ყოველი სულისათვის.



მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ცოდნით შეიარაღებულ ადამიანს შეუძლია მაქსიმალურად შორს დაიჭიროს თავი ჯოჯოხეთისგან. ბავშვი შეიძლება შევაქოთ კარგი საქციელისთვის და დადებითი მაგალითები მივცეთ მას. გარდა ამისა, თუკი ბავშვი გაიგებს, როგორი იქნება მისი ცუდი საქციელის შედეგები, ის უფრო ყურადღებით და გააზრებულად მოიქცევა. ასევე ცოდნას ჯოჯოხეთური პლანეტების შესახებ შეუძლია შიშის საჭირო გრძნობა გამოწვიოს და ღვთაებრივისკენ შეაბრუნოს ადამიანი.


არსებობს ასობით და ათასობით ჯოჯოხეთური პლანეტა, რომლებიც სულმა, შესაძლოა იძულებით მოინახულოს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თვალსაზრისით ისინი რეალურნი არიან, მათი არსებობა ადამიანის ცნობიერებითაა განპირობებული. სინამდვილეში ჯოჯოხეთი – ეს მენტალური კონცეფციაა, ხოლო სულის კონკრეტული განცდები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჯოჯოხეთის გამოცდილება დამოკიდებულია კულტურაზე და რელიგიაზე, რომელსაც ეკუთვნის ინდივიდი, მის მსოფლმხედველობაზე და ცნობიერებაზე. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება განისაზღვრება აგრეთვე ადამიანის ცოდვილობით – მისი ქმედებების ტიპით, ხარისხით და სიმძიმით. ცხოველებისთვის ჯოჯოხეთი არ არსებობს. იმდენად, რამდენადაც ცხოველები არ აგებენ პასუხს თავის ქმედებებზე, მათი ცნობიერება ავტომატურად გადადის შემდეგ დონეზე. ამგვარად, ცხოველები სხეულიდან სხეულში გადადიან, სანამ ადამიანის საფეხურს არ მიაღწევენ. პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ საფეხურზე ჩნდება. რომელზეც რაციონალურ ინტელექტს თვითრეალიზაციის საშუალება აქვს. მხოლოდ ადამიანურ ფორმაში შეგვიძლია გავიგოთ, რას ნიშნავს ღმერთისადმი მორჩილება. ადამიანის სხეული – “ხსნის სხეულია”, რადგანაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გაარღვიოს დაბადება-სიკვდილის ჯაჭვი და მარადიული ნეტარება მოიპოვოს სულიერ სამყაროში. მაგრამ ჩვენი ქმედებების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვერც ავიცილოთ თავიდან სასჯელი ჯოჯოხეთურ პლანეტებზე. ეს ჩვენს ცნობიერებაზე იქნება დამოკიდებული.


ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ჩვენი სურვილები ჩვენივე უბოროტესი მტრები ხდებიან. ისინი თავს გვესხმიან, გვფლეთენ და გვანადგურებენ, იმიტომ რომ მათი დაკმაყოფილება შეუძლებელია. ყოველი ჯოჯოხეთური პლანეტა მოწყობილია ამა თუ იმ ცოდვილი საქმიანობის შესაბამისად. ის, ვისაც უყვარს პატარა და დაბალი განვითარების არსებების მოკვლა ან წვალება, მათი თავდასხმის ქვეშ მოყვება, ვისაც კლავდა და ტანჯავდა. ის, კვლავ და კვლავ განიცდის ტკივილს და ტანჯვას, რადგანაც სული არ კვდება. ის, ვინც ცოცხლად ყრის ადუღებულ წყალში კობორჩხალებს, ომარებს და სხვა ზღვის ცხოველებს უბრალოდ იმისთვის, რომ პირი ჩაიტკბარუნოს, საკუთარ თავზე მოუწევს ამ ყველაფრის გამოცდა. მათაც ასევე ჩაყრიან ადუღებულ ქვაბებში, ოღონდ ისე, რომ არ მოკვდებიან. ისინი კვლავ და კვლავ განიცდიან ამ საშინელ ტკივილს.


მეფეებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც გამოძალვითა და უდანაშაულო ადამიანების დასჯით არიან დაკავებულნი, არსებობს განსაკუთრებული ჯოჯოხეთი. მათზეა დამოკიდებული მრავალი ადამიანის ცხოვრება, და ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მძიმე სასჯელს იწვევს. ისინი ისევე გაისრისებიან, როგორც ყურძენი ისრისება მისგან წვენის მიღების დროს. ისინი იგრძნობენ, როგორ იქცევა მათი სხეულის ნაწილებ და შინაგანი ორგანოები უფორმო მასად, მაგრამ ასევე არ მოკვდებიან და ამ ტანჯვას მრავალჯერ განიცდიან. სხვა ჯოჯოხეთი ელოდებათ მათ, ვინც გამუდმებით არაკანონიერი (ქორწინების გარეშე) სექსითაა დაკავებული. ისინი აღმოჩნდებიან იქ, სადაც ყველაფერი სექსუალური ხატ-სახეებითაა სავსე, მათ მოეჩვენებათ, რომ მათ გვერდით – საწინააღმდეგო სქესის არსებები არიან. მაგრამ როდესაც ეცდებიან, რომ გადაეხვიონ, მიხვდებიან, რომ გაწითლებამდე გახურებულ რკინის ქანდაკებას ეხვევიან. მიუხედავად დამწვრობით გამოწვეული აუტანელი ტკივილებისა, ვერ შეძლებენ, რომ მოშორდნენ მას.


მსგავსი პირობებია ჯოჯოხეთში ალკოჰოლიკებისთვის და ნარკომანებისთვის. ჯოჯოხეთური პლანეტის ბინადრები გამდნარ ტყვიას ასხამენ ყელში. ისევე როგორც სხვა ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, ცოდვილები აქაც არ კვდებიან, არამედ გამუდმებით ტანჯვას განიცდიან. ისინი, ვინც უკანონოდ შოულობენ ფულს, ექსპლუატაციას უწევენ და სინდისის ქენჯნის გარეშე ასულელებენ სხვა ადამიანებს, იგრძნობენ, რომ მათ სხეულს ნემსებით ჩხვლეტენ. ქურდებს და ყაჩაღებს ნაწილ-ნაწილ აათლიან კანს გახურებული ლითონით, სანამ მათი სხეული ნაწილებად არ დაიშლება. ადამიანი, რომელიც ორალური სექსით დაკავებას აიძულებს ქალს იმისთვის, რომ დათრგუნოს იგი და ძალა იქონიოს მასზე, სპერმის ოკეანეში ჩაიძირება. გამოცდილ მატყუარას კლდიდან გადმოაგდებენ, და ის კვლავ და კვლავ იგრძნობს, როგორ იშლება ნაწილებად მისი სხეული.


სამწუხაროდ მთელს მსოფლიოშია პოპულარული ადამიანური მსხვერპლშეწირვები. ეს პრაქტიკა ამერიკაშიც ვრცელდება. ხშირ შემთხვევებში სახელმწიფოს მეთაურებმა და უსაზღვროდ მდიდარმა ადამიანებმა ძალაუფლება და სიმდიდრე სწორედ ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალების შედეგად მიიღეს. ამ ადამიანებს მოუწევთ საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რაც სხვებს დამართეს. დემონური არსებები ნაწილებად აქცევენ მათ სხეულს, სიამოვნებით მიირთმევენ მათ სისხლს და სხვა საშინელ ტანჯვებს მიაყენებენ.


მიუხედავად იმისა, რომ ტანჯული სულები განუწყვეტელ ტანჯვას განიცდიან, ისინი არ არიან მარადიულნი. ღმერთი არ უშვებს მარადიულ ტანჯვას, რადგანაც ასე შეუძლებელია მიზნის მიღწევა – ადამიანის გამოსწორება. როცა სული სასჯელს ექვემდებარება, ის უბრალოდ გრძნობს, თითქოს ისინი მარადიულად იწელებიან. ჯოჯოხეთში ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ შთაბეჭდილებები ღრმა კვალს ტოვებენ ცნობიერებაზე, და სულმა, რომელმაც სასჯელი მოიხადა, საეჭვოა, რომ თავისი შეცდომები შემდეგ ცხოვრებაშიც გაიმეოროს.


ზოგჯერ შთაბეჭდილებები, რომლებიც წინა ცხოვრებიდან დარჩა ნატიფ სხეულში, უშუალო ზეგავლენას ახდენენ აწმყოზე. კოშმარული სიზმრები ხშირად სწორედ ჯოჯოხეთში გატარებული  წარსულის მოგონებაა. ზოგიერთ ადამიანს მყარი ფობიები აქვს, რომელთა ფესვებიც წინა ცხოვრებებში უნდა ვეძებოთ. ფილმებმა, რომლებსაც ვუყურებთ, შეუძლიათ ცნობიერებაში სხვა სამყაროებში, მაგალითად ჯოჯოხეთურ პლანეტებზე განცდილი გამოცდილების კვალი გამოაღვიძონ. მომაკვდავები ხშირად ხედავენ ჯოჯოხეთურ არსებებს და ისეთ შიშს განიცდიან, რომ უნებურად შარდავენ, ისვრიან და შველას ითხოვენ. ეს იმიტომ ხდება, რომ სული, რომელიც სხეულს შორდება, პირველ სიკვდილისშემდგომ გამოცდილებას ღებულობს: ან ბნელეთის მოციქულებს მიჰყავთ იგი დაბალ პლანეტებზე (თუ ადამიანი ცოდვილი იყო), ან (თუ ადამიანი მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა) სინათლის წარმოგზავნილებს აჰყავთ იგი ზეციურ სამეფოებში ან სულიერ სამყაროში.


 
 
 

Commentaires


bottom of page