

ასტროლოგია

ასტროლოგია (ბერძ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — ფსევდომეცნიერება, რომელიც აცხადებს რომ ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის განსაზღვრა. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
მე-19 საუკუნის ბოლოდან მოხდა ასტროლოგიის მკაცრი გაანალიზება მეცნიერულად, როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული კუთხით, რამაც აჩვენა რომ ამ მოძღვრების ჭეშმარიტება მეცნიერულად არ დასტურდება, საბოლოოდ კი ასტროლოგიამ დაკარგა აკადემიური და თეორეტიკული სტატუსი. შესაბამისად, ოფიციალურ სამეცნიერი სფეროში ასტროლოგია კლასიფიცირებულია როგორც ფსევდომეცნიერება — რწმენა რომელიც არასწორად წარმოჩენილია როგორც მეცნიერული საფუძვლის მქონე.